ახალი ამბებისხვადასხვა

პუტინს მზადყოფნაში მოჰყავს მასიური ბირთვული რაკეტა „იარსი“, რომელსაც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისთვის ზიანის მიყენება შეუძლია

0

რუსმა ტირანმა, ვლადიმირ პუტინმა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთს ბირთვიული საფრთხე ემუქრება და მასიური ბირთვული რაკეტის გამოყენებისთვის ემზადება, რომელსაც შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ კადრებში ნაჩვენებია თუ როგორ ამონტაჟებენ დიდ რუსულ რაკეტა ‘იარსს’ კოზელსკის სამხედრო კომპლექსის სილოსში, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით კალუგას რეგიონში მდებარეობს. ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ცნობით, რუსული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის მოქმედების რადიუსი 7,500 კილომეტრია. რუსული გაზეთის, ‘კომსომოლსკაია პრავდას’, ინფორმაციით, ‘იარსის’ სარაკეტო კომპლექსი „12 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ის ამერიკული ბომბი, რომელმაც ჰიროშიმა გაანადგურა“.

ოქტომბერში, როდესაც უკრაინასთან ომის გამო დაძაბულობამ პიკს მიაღწია, პუტინი ‘იარსის’ რაკეტის გაშვებას თვალს ადევნებდა, რათა შესაძლო ბირთვულ თავდასხმაზე რუსეთის რეაქცია გამოეცადა.

17 დეკემბერს რუსეთში სტრატეგიული სარაკეტო ძალების დღე აღინიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, წინა დღეებში რუსეთი თავისი ატომური იარაღის დემონსტრირებას მოახდენს.
სარაკეტო ძალების მეთაურის, პოლკოვნიკ ალექსი სოკოლოვის, თქმით, ბოლო ხანებში ჩატარებული წვრთნები დასავლეთისთვის გაგზავნილი შეტყობინებაა, რადგან აშშ და ევროპა ‘იარსის’ დიაპაზონში არიან მოქცეული.

„ეს ოპერაცია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ რაკეტა საბრძოლო მზადყოფნაში მოვა. სამშობლო კიდევ ერთ სარაკეტო-ბირთვულ იარაღს მიიღებს, რომელსაც სტრატეგიულ დონეზე ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეუძლია“, – განაცხადა სოკოლოვმა.
ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტის სილოსში დამონტაჟებას რამდენიმე საათი დასჭირდა. ამჟამად კოზელსკის სარაკეტო ბაზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

‘იარსი’ ‘ტოპოლ-მ’-ს სარაკეტო სისტემის მოდიფიკაციაა, რომელიც შეიარაღებაში პირველად 2009 წელს მიიღეს.
პუტინმა წლის ბოლოს დანიშნული ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა, რამაც საზოგადოებაში პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და უკრაინაში ათთვიანი ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სპეკულაციებს დაუდო საფუძველი.

წყარო: https://is.gd/bdqxNY