სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ანტირუსულმა შეზღუდვებმა ევროპაში ინფლაციის ზრდა გამოიწვია.
„რას მიაღწია ევროპამ შეზღუდვების დაწესებით? პირველ რიგში, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ევროზონაში უპრეცედენტო ინფლაცია დაფიქსირდა, ნოემბერში კი, მისმა დონემ 10 პროცენტს მიაღწია.
„დღეს თავად ევროკავშირის ხელისუფლება ამბობს, რომ მათი მთავარი პარტნიორის, შეერთებული შტატების, პოლიტიკა ევროპის დეინდუსტრიალიზაციას უწყობს ხელს. ევროპელები ამ შემთხვევაშიც ცდილობენ, რომ თავიანთ ამერიკელ ბრძანებლებს რაღაც ანგარიშები წარუდგინონ. ხანდახან მათ განცხადებებში უკმაყოფილებაც გამოსჭვივის: ამბობენ, რატომ გვექცევით ასე. ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: თქვენ რა გინდოდათ? როგორ უნდა მოექცნენ მათ, ვინც უფლებას აძლევს, რომ ფეხები შეაწმინდონ? საბოლოო ჯამში, ეს მათი საქმეა“, – აღნიშნა პუტინმა.
„ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ პატარა გადახვევას გავაკეთებ. სანქციების მიუხედავად, საინტერესო შედეგია – ცხრა თვეში რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადი საქონლის მიწოდება ერთნახევარჯერ გაიზარდა. მთლიანი რუსული ექსპორტი 42 პროცენტით, ხოლო სავაჭრო პროფიციტი – ჩვენს სასარგებლოდ – 2,3-ჯერ, 138 მილიარდი აშშ დოლარით, გაიზარდა. ფაქტობრივად, ევროკავშირი დღემდე ჩვენს პროდუქციას მოიხმარს, ხოლო საპირისპირო ნაკადებს აჩერებს. ასეთი დისბალანსი არ შეიძლება, რომ უსასრულოდ გაგრძელდეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ მაისის შემდეგ რუსეთში ფასები ფაქტობრივად არ შეცვლილა, რუსული რუბლი კი ამ წლის დასაწყისიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ვალუტად იქცა.
წყარო: https://is.gd/CF7JvT