რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

ფული – რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს

0

დავით ქართველიშვილი

როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნორმალური ნაწილის გაოცებას იწვევს ის საერთაშორისო ორკესტრირებული ისტერია, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიმართ – უბრალოდ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს იმ დაფინანსების ოდენობის მასშტაბები და ხარჯვითი მიზნობრიობა, რომლის გამოაშკარავებას დღეს ამერიკაც და ევროკავშირიც „ზედ აკვდებიან“. ყველაზე კარგად ამ მდგომარეობას ცნობილი გამონათქვამი ასახავს: „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“. და რატომ გვიკვირს ამ ჯოჯოხეთის განათებაზე საქართველოში დახარჯული უზარმაზარი თანხები, როდესაც საკუთარ ქვეყანაში იმავე მიზნებს ახმარენ ფულის ზე-კოლოსალურ ოდენობას. დღეს ამერიკაში პირდაპირ და დაუფარავად ფინანსდება „anti-white” მოძრაობა, ანუ „თეთრი რასიზმი“.

„ამერიკული ცხოვრების წესის“ შემსწავლელმა ცენტრმა – „კლერმონტის ინსტიტუტმა“ (https://dc.claremont.org/blm-funding-database/) გამოაქვეყნა მონაცემთა ბაზა, სადაც შეიტანა მხოლოდ ღია წყაროებიდან ცნობილი შემოწირულობები, გამოყოფილი „რასობრივი სამართლიანობის“ აღდგენის მიზნით. ამ არასრულმა სურათმა გამოაშკარავა აშშ-ს უმსხვილესი კორპორაციების მიერ „თეთრი რასიზმის“ წაქეზების ფონდში გამოყოფილი 82,9 მილიარდი დოლარი. კლერმონტის ინსტიტუტმა ახსნა, რომ ფორმალურად მოძრაობა BLM-ის მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი ეს თანხები, შინაარსობრივად სწორედ BLM-ის მიერ განხორციელებული „შანტაჟის გზით ამერიკის ისტორიაში კორპორატიული ფულადი გამოძალვის ყველაზე მსხვილ მაგალითს წარმოადგენს“. ცენტრის ინფორმაციით – 82,9 მილიარდი დოლარი აღემატება აფრიკის კონტინენტზე 46 სახელმწიფოს „მშპ“-ს, ან ისეთი გიგანტის მოგებას, როგორიც არის Ford Motor Company, რომელმაც 2022 წელს მხოლოდ 23 მილიარდი შეადგინა. მთლიანი თანხა – 82,9 მილიარდი დოლარი – მოიცავს 123 მილიონს უშუალოდ მოძრაობა BLM-ის შვილობილი ორგანიზაციების ბიუჯეტის სახით, ხოლო ძირითადი ნაწილი ხმარდება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც BLM-ის დღის წესრიგს იზიარებენ.

კლერმონტის ინსტიტუტის მიერ გასაჯაროვებული სია გვამცნობს, თუ რომელი პოპულარული კორპორაცია აფინანსებს მოძრაობა BLM-ს მსხვილი ოდენობის ნაღდი ფულით – მაგალითად არკანზასში დაფუძნებული კომპანია Walmart, რომელმაც BLM-ს „რასობრივი თანასწორების“ მიზნით 100 მილიონი დოლარი გამოუყო. ჩვენთვის კარგად ცნობილმა Amazon-მა კიდევ უფრო მეტი – 169,5 მილიონი დოლარი. ორიოდე კვირის წინ გაკოტრებულმა Silicon Valley Bank-მაც კი მოასწრო მოძრაობისთვის 73,45 მილიონი დოლარის გამოყოფა. გავყვეთ სიას: ფარმაცევტული კომპანია Abbvie – 62 მილიონი, Allstate – 7,7 მილიონი, American Express – 50 მილიონი, Apple – 100 მილიონი, AT&T – 21,5 მილიონი, Nike – 90 მილიონი, Wells Fargo – 210 მილიონი, Deloitte – 85 მილიონი და ა.შ.

კლერმონტის ინსტიტუტმა დაწვრილებით გაშიფრა, თუ რას ხმარდება ეს თანხები: „გლობალური ქსელი ახორციელებს ათობით მილიონის ოდენობის ინვესტიციებს მომავალი ოპერაციების მხარდასაჭერად, ყიდულობს ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, აღვივებს ნეპოტიზმს, გამოყოფს გრანტებს BLM-ის ათობით რეგიონალური ორგანიზაციებისთვის, მართავს რევოლუციურ და პოლიტიკურ პროცესებს, მონაწილეობას ღებულობს შავკანიანი მოსახლეობის უფლებებზე მებრძოლი პროგრესიული საზოგადოებრივი ლიდერებისა და აქტივისტების შერჩევაში“. აღნიშნული დაფინანსებით, BLM-ის რეგიონალური დანაყოფები მილიონებს ხარჯავენ საპოლიციო სამმართველოების ფინანსირების შემცირებაზე, სკოლებში პოპულარიზაციას უწევენ „კრიტიკულ რასობრივ და ქვირ-თეორიებს“ (გენდერის ბუნების თაობაზე გაუკუღმართებული სწავლება) – ფაქტიურად მოზარდებში ნერგავენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი თავისა და თანატოლების მიმართ სიძულვილს. კლერმონტის ინსტიტუტი აქვეყნებს ძალზე საგანგაშო დასკვნას: „მემარცხენე არაკომერციული ორგანიზაციები ახორციელებენ საზოგადოებაში მასშტაბურ ცვლილებებს, რომლებიც ჩვეულებრივ საკანონმდებლო დონეზე გადამეტებულად რადიკალურ ხასიათს წარმოადგენენ, ხოლო ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ჩრდილოვანი მართველობის ფორმისთვის იდეალურადაა მორგებული“.

ცენტრის ინფორმაციით, ამ პროცესებში აქტიურად არის ჩართული ამერიკის ფინანსური ინდუსტრია, რომელიც ერთის მხვრივ თავისი ბანკების მეშვეობით გასცემს სისტემურ რასიზმთან ბრძოლის მიზნით სუბსტანდარტულ კრედიტებს მილიარდობით დოლარის ოდენობით, ხოლო ამავდროულად კორპორაციები აფინანსებენ „მემარცხენე ფონდებს“, რათა მოძალადეები, მეამბოხეები, მაროდიორები, ვანდალები და კრიმინალები გამოიყვანონ ქუჩებში – და ამ მიზნით ქმნიან რასისტულ, ანტიმერიტოკრატიულ შეღავათიან საკრედიტო ხაზებს.

და მაინც, გავიცნოთ „anti-white” მოძრაობის, ანუ „თეთრი რასიზმის“ დამფინანსებელი „ჩემპიონები“: ბანკი JPMorganChase – 30 მილიარდი, Bank of America – 18,25 მილიარდი და Goldman Sachs – 10 მილიარდი. მომდევნო ადგილებზეა: Exelon – 3,1 მილიარდი, Fifth Third Bancorp – 2,8 მილიარდი, Starbucks – 1,6 მილიარდი, CitiGroup, PNC Financial Services, Facebook, New York Life Insurance – თითო მილიარდი. საინვესტიციო ფონდი BlackRock – 810 მილიონი, სააფთიაქო ქსელი CVS Health – 600 მილიონი, ონლაინ-გადარიცხვების სისტემა Paypal – 535 მილიონი, U.S. Bancorp – 503 მილიონი, Mastercard – 500 მილიონი.

აშშ-ში მიმდინარე საკუთარი ქვეყნის რღვევის, მენტალური, რასობრივი, გენდერული, სულიერი გენოციდების მიზანმიმართული დაფინანსების კოლოსალური მასშტაბების ფონზე, კარგად უნდა გვესმოდეს – თუ რა „გოლიათს“ შეერკინა პატარა „დავითი“-საქართველო და რა ოდენობის თანხების გამოაშკარავებას ცდილობდა „ხალხის ძალა“ ფაქტიურად იმავე მიზნების განსახორციელებლად რომ შემოიდინება ჩვენს ქვეყანაში იგივე ფონდებისა თუ კორპორაციების ანგარიშებიდან. და აი სწორედ ამ დაუნდობელ ომში უნდა გავიმარჯვოთ…