ევროპარლამენტის დაარსების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ცერემონიაზე ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ. ჯგუფის სახელით თავმჯდომარემ, პროფესორმა რიშარდ ლეგუტკომ, განაცხადა, რომ ევროპარლამეტი მხოლოდ კვაზი-პარლამენტია, რომელსაც ამომრჩეველთან აღარაფერი აკავშირებს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, პრემიერ-მინისტრებო! სიმართლის, მწარე სიმართლის ორი წუთი. მწარე სიმართლე ის გახლავთ, რომ ევროპარლამენტმა ევროპას დიდი ზიანი მიაყენა. სიცრუეა, რომ ევროპარლამენტი თავისუფალი მოქალაქეების წარმომადგენლობაა. ევროპული დემოსი არ არსებობს და არც იარსებებს. ევროპარლამენტმა ევროპა უსირცხვილო მიკერძოებულობით დააინფიცირა და ინფექცია იმდენად გადამდები გახდა, რომ იგი სხვა ინსტიტუტებში – ევროკომისიაშიც, გავრცელდა.
ევროპარლამენტმა თავის ძირითად ფუნქციაზე – იყოს ხალხის წარმომადგენელი – უარი თქვა. სამაგიეროდ, ე.წ. ევროპული პროექტის განმახორციელებელ ინსტრუმენტად იქცა და ამგვარად მილიონობით ამომრჩეველს ზურგი აქცია. ევროპარლამენტი გახდა მემარცხენეების პოლიტიკური ბერკეტი, რათა ნებისმიერ განსხვავებულ შეხედულებაზე, სასტიკი შეუწყნარებლობით, თავიანთი მონოპოლია დაამყარონ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ გაიმეორებთ სიტყვას – „მრავალფეროვნება“. მრავალფეროვნება ევროკავშირში და განსაკუთრებით ამ პალატაში გადაშენებულ სახეობად იქცა.
ევროპარლამენტი კვაზი-პარლამენტია, რადგან პარლამენტარიზმის არსებით პრინციპს, სახელდობრ ანგარიშვალდებულებას, უარყოფს. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ დეპუტატი ამომრჩევლმა აირჩია და ანგარიშვალდებული უნდა იყოს იმის წინაშე, ვისი რჩეულიც გახდა. ევროკავშირში ასე არ არის. იდეა, რომ ესპანელ, გერმანელ, ფრანგ და ა.შ. დეპუტატებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ამომრჩევლების წინაშე არიან პასუხისმგებელი, შეუძლიათ რაღაც უკარნახონ, ვთქვათ, უნგრეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზოგადოებას, რომლის წინაშეც ისინი არც პასუხისმგებელი არიან და არც ვალდებული, უბრალოდ აბსურდულია.
რაც გნებავთ ის უწოდეთ, მაგრამ ეს დემოკრატია არ არის. რომ შევაჯამოთ, პარლამენტი, რომელიც უნდა წარმოადგენს ხალხს, არ არსებობს ის, მუშაობს პროექტზე, რომელიც უგულებელყოფს რეალობასა და კანონს, გაურბის ანგარიშვალდებულებას, ზურგს აქცევს მილიონობით ადამიანს და ემსახურება ერთი პოლიტიკური ორიენტაციის ინტერესებს. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია” – თქვა გამოსვლისას პროფესორმა ლეგუტკომ.
მომზადებულია http://www.geo-first.com – ის მიერ, youtube-ის წყაროზე დაყრდნობით.