ახალი ამბებისხვადასხვა

პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეში პირველი ეჭვმიტანილი გამოიკვეთა, წერს ВЧК-ОГПУ

0

24 აგვისტო, 2023 წ.

ანონიმური ტელეგრამ-არხის თანახმად, იგი არტიომ სტეპანოვია, სავარაუდოდ, პრიგოჟინის პირადი მფრინავი და კერძო სამხედრო კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი, რომელსაც ჩამოვარდნილი MNT Aero თვითმფრინავი ეკუთვნოდა. სტეპანოვს გარდაცვლილი ბიზნესმენის თვითმფრინავზე ხელი მიუწვდებოდა. არხის მტკიცებით, მას რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ, თუმცა უშედეგოდ. სტეპანოვი, მისი ძმის თქმით, „ვაგნერის“ დამფუძნებლის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე კამჩატკაში გაემგზავრა და, სავარაუდოდ, „მესამე დღეა, რაც იქ არის და ვერ უკავშირდებიან“.

წყარო: VChK-OGPU