პოლიტიკასხვადასხვა

პოლონელი გენერალი: პოლონეთს უკრაინის საბრძოლო მასალებით მომარაგება აღარ შეუძლია, რუსეთს ომის გასაგრძელებლად რესურსები აქვს

0

პოლონეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა რაიმუნდ ანჯეიჩაკმა, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როდესაც უკრაინის ომს პოლიტიკურად აანალიზებს პესიმიზმი იპყრობს. მისი თქმით, „არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს კონფლიქტის გასაგრძელებლად რესურსები არ ეყოფა“.
სხდომაზე პოლონელმა გენერალმა ისიც განაცხადა, რომ მისი აზრით, სანქციებმა რუსეთს ომის გასაგრძელებლად ხელი ვერ შეუშალა. ანჯეიჩაკმა ბუნდოვნად შეაფასა პოლონეთის შესაძლებლობები, რაც უკრაინისთვის საბრძოლო მასალების გაგზავნას უკავშირდება.
„ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს საბრძოლო მასალები. ჩვენი ინდუსტრია მზად არ არის, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნოს და შეინარჩუნოს ჩვენი შემცირებული რეზერვები“ – განაცხადა გენერალმა და დასძინა, რომ ცნობადობის ამაღლების მიზნით დაუღალავად წარმოადგენს მსგავს ანალიზს.
პოლონელმა გენერალმა თავის გამოსვლაში ისიც განაცხადა, რომ „ომი ჯარისკაცების საქმე არ არის. ეს ეკონომიკური ფაქტორებით განპირობებული პოლიტიკური საკითხია. ეს ფაქტორები დაკავშირებულია ფინანსებთან, ინფრასტრუქტურასთან, ტექნოლოგიებთან, საკვებსა და სხვა პრობლემებთან, რომლებიც ომის კომპონენტებად უნდა განიხილოთ, რათა წარმოდგენა შეგექმნათ მის შესახებ“.
გენერალმა ანჯეიჩაკმა აღნიშნა, რომ „უკრაინას უზარმაზარი ფინანსური პრობლემები აქვს“, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები, დასავლეთი და პოლონეთი უზარმაზარ დახმარებას უწევენ.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს განუცხადა, რომ მისი აზრით, პოლონეთი უსაფრთხოების კუთხით უაღრესად სახიფათო ვითარების წინაშე დგას. კითხვაზე, აცნობიერებენ თუ არა დასავლეთის ლიდერები, რომ უკრაინა რუსეთთან ომის მოგებისგან შორს დგას, გენერალმა უპასუხა, რომ „საფრთხეებთან დაკავშირებული გულწრფელი შეფასება მათი უმეტესობისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა“.
არ არსებობს იმის რაიმე ნიშანი, რომ ქვეყნიდან გაქცეული უკრაინელები რეკონსტრუქციის დასაწყებად უკან დაბრუნდებიან, განაცხადა გენერალმა და დასძინა, რომ მისი აზრით, ნატოს მომავალი სამიტი, რომელიც ქალაქ ვილნიუსში გაიმართება, იქნება „სამიტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სანდოობას, ნატოსა და მთელი დასავლეთის მიმართ“.
პასუხი რომ „წინანდელი“ და განუსაზღვრელი ყოფილიყო, მაშინ უკრაინას უსაფრთხო მომავლის შანსი არ ექნებოდა.

წყარო: https://is.gd/bMMC3M