პენტაგონის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, პოლკოვნიკ დუგლას მაკგრეგორის განცხადებით, ვაშინგტონმა მოსკოვთან ბრძოლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ გაანადგუროს და დაანაწევროს. ამის შესახებ ამერიკელმა ვეტერანმა სამხედრომ 11 თებერვალს თავის YouTube არხზე – Straight Calls with Douglas Macgregor – განაცხადა.
„ამის უკან (ვაშინგტონის გეგმები) დიდი ფული დგას, რადგან რუსეთში ტრილიონობით აშშ დოლარის ღირებულების რესურსებია თავმოყრილი: წიაღისეული, ნავთობი, გაზი, ძვირფასი ლითონები, სოფლის მეურნეობა“, – განაცხადა მაკგრეგორმა.
ამერიკელმა პოლკოვნიკმა გაიხსენა, რომ 1990-იან წლებში დასავლეთი უკვე ცდილობდა, რომ „რუსეთისთვის ყველაფერი მოეპარა, რაც შესაძლებელი იყო“. თუმცა, მისი თქმით, რუსეთის ძარცვას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გატარებულმა პოლიტიკამ მოუღო ბოლო.
მაკგრეგორმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკურმა ელიტამ სუსტი რუსეთის პოზიცია დაიკავა. შედეგად, შეერთებული შტატები რუსეთთან ბრძოლისა და დაპირისპირების უკიდურესად სახიფათო გზას დაადგა, დასძინა ვეტერანმა სამხედრომ.
იმავე დღეს შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადამდგარმა დაზვერვის ოფიცერმა, სკოტ რიტერმა, განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის კონფლიქტში გაიმარჯვებს და პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა გახდება. მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტში ჩაერთო, რითაც მოსკოვმა 1990-იანი წლების შემდეგ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში არსებული გაუკვევლობის აღმოფხვრის შესაძლებლობა მოიპოვა.
16 იანვარს რიტერმა მოსაზრება გამოთქვა, რომ პუტინმა რუსეთის დანგრევასთან დაკავშირებულ დასავლეთის მცდელობებს წინააღმდეგობა გაუწია. უფრო მეტიც, მოსკოვის მოქნილობამ მსოფლიოს აჩვენა, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ვეღარ გამოიყენებენ სანქციებს ზეწოლის ინსტრუმენტად, რათა თავიანთ მიზნებს მიაღწიონ.
წყარო: https://is.gd/T657pJ