პოლიტიკასხვადასხვა

პოლკოვნიკი დუგლას მაკგრეგორი: „ბახმუტი უკრაინისთვის კატასტროფაა… F-16-ები მდგომარეობას ვერ შეცვლიან“

0

29 მაისი, 2023 წ.

ავტორი დუგლას მაკგრეგორი

საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რომელიც მშვიდობიან დროს შემუშავდა, ომისა და მისი მიზნების შესახებ შეხედულებას აყალიბებს. შემდეგ უკვე ომი ქმნის თავის ახალ ლოგიკას. სტრატეგია იხვეწება. იცვლება მიზნები. ბახმუტისთვის ბრძოლა ძალიან კარგად ასახავს ამ საკითხს.
როდესაც გასულ წელს უკრაინაში მებრძოლ რუს სამხედროებს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური გენერალი სერგეი სუროვიკინი მეთაურობდა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა მთავარმა სამხედრო მრჩევლებმა დაასკვნეს, რომ ომის შესახებ მათი თავდაპირველი ვარაუდები მცდარი იყო. ვაშინგტონი მოსკოვის წინადადებებს, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყებას უკავშირდებოდა, მტრულად შეხვდა, ხოლო სახმელეთო ძალები, რომელთა მეშვეობითაც მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ კიევი მოლაპარაკებების მაგიდასთან იძულებით დაესვა, ძალიან მცირერიცხოვანი აღმოჩნდა.
სუროვიკინს მეთაურებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და საომარი მოქმედების თეატრის რეორგანიზაციისთვის დიდი თავისუფლება უბოძეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას თავდაცვითი სტრატეგიის განსახორციელებლად მოქმედების თავისუფლებაც უბოძეს. ამ სტრატეგიის თანახმად, მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინათ შორი მანძილიდან მოქმედი თავდასხმითი სისტემები, იმ დროს, როცა რუსული სახმელეთო ჯარები ცოცხალი ძალითა და ახალი შეიარაღებით გაძლიერდებოდნენ. შედეგად ბახმუტის „ხორცსაკეპი მანქანა“ მივიღეთ.
როდესაც ნათელი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა ქალაქ ბახმუტს რუსეთის სამხედრო მანქანასთან ბრძოლისას უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, სუროვიკინმა ბახმუტში უკრაინის სამხედრო ძლიერება დამარხა. 2022 წლის შემოდგომის შემდეგ რუსმა გენერალმა ზელენსკის ბახმუტით გატაცება გამოიყენა და ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად სისხლისმღვრელი ბრძოლა წამოიწყო. შედეგად, ბახმუტში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი დაიჭრა.
სუროვიკინის მოქმედება კიდევ ერთ რუს სამხედრო ოფიცერს, გენერალ ალექსეი ანტონოვს, მოგვაგონებს. საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე სუროვიკინი, დასავლური ენით რომ ვთქვათ, სტრატეგიულ დაგეგმვას ხელძღვანელობდა. 1943 წლის მაისში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც სტალინმა ახალი შეტევის დაწყება მოითხოვა, ანტონოვი, რომლის მამა და ბაბუა მეფის რუსეთის არმიის ოფიცრები იყვნენ, თავდაცვით სტრატეგიას უჭერდა მხარს. ანტონოვი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ჰიტლერი, თუ ნებას დართავდნენ, კურსკში საბჭოთა თავდაცვაზე აუცილებლად მიიტანდა იერიშს და ასე გაფლანგავდა გერმანიის რესურსებს.
სტალინსა და ჰიტლერს მიაჩნდათ, რომ ომებს შეტევითი მოქმედებებით იგებდნენ და არა თავდაცვითი ოპერაციებით.
სტალინს საბჭოთა დანაკარგები არ ადარდებდა. ანტონოვმა თავდაცვითი სტრატეგიის სასარგებლოდ არგუმენტები წარმოადგინა თან ეშინოდა, რადგან კარგად უწყოდა, რომ ბელადთან დაპირისპირება სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. შეხვედრის მონაწილე საბჭოთა მარშლების, ალექსანდრე ვასილევსკისა და გიორგი ჟუკოვის, გასაკვირად, სტალინმა დათმო და ანტონოვის ოპერატიული კონცეფცია დაამტკიცა. დანარჩენი, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ისტორიაა.
თუ პრეზიდენტ პუტინსა და მის უფროს სამხედრო მეთაურებს სურთ გარე მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ბახმუტში სუროვიკინის სტრატეგიამ წარმატებით იმუშავა, დასავლეთის ამ აღიარებას უნდა გაეცნენ: როგორც ჩანს, ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ გაყინული კონფლიქტი – როდესაც საბრძოლო მოქმედებები წყდება, თუმცა არც ერთი მხარე არ არის გამარჯვებული და არც ერთი მხარე არ ეთანხმება იმას, რომ ომი ოფიციალურად დასრულდა – პოლიტიკურად ყველაზე მისაღები შეიძლება NATO-სთვის აღმოჩნდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზელენსკის მომხრეებს აღარ სჯერათ იმ მითის, რომ ბრძოლაში უკრაინა გაიმარჯვებს.
ყველას ერთი კითხვა უჩნდება, რა იქნება შემდეგ?
ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთი უკრაინის დასაბრუნებლად კონტრშეტევა უნდა წამოიწყონ. ვარაუდი იმის შესახებ, რომ უკრაინის შავმიწები საკმარისად გაშრება, რათა ივნისის შუა რიცხვებამდე სახმელეთო ძალებს მანევრირებისას ხელი არ შეეშალოთ, უკრაინელი სამხედროები რუსეთის თავდაცვას რამდენიმე მიმართულებით შეუტევენ და მაისის მიწურულს ან ივნისში სამხრეთ უკრაინას დაიბრუნებენ. დაახლოებით 30 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებში სამხედრო მომზადებას გადიან, სავარაუდოდ, უკრაინაში დაბრუნდებიან და კონტრშეტევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
გენერალმა ვალერი გერასიმოვმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსულ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობს, იცის რაც ელოდება და უეჭველია, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის მოსაგერიებლად ემზადება. რუსი სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარები ახლა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე 1980-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ იყო.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინელები საბრძოლო მასალების სიმცირეს განიცდიან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ორი ან მეტი მიმართულებით შეტევისას რუსეთის თავდაცვა გაარღვიონ. მუდმივი საჰაერო თვალთვალის ქვეშ მყოფი უკრაინელი სამხედროები 20-25-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონაში ფაქტობრივად ვერ გადაადგილდებიან და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ვერ მიახლოვდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან დანაკარგებს მიიღებენ.
როგორც კი უკრაინას თავდასხმითი რესურსები ამოეწურება, რუსეთი, სავარაუდოდ, შეტევაზე გადავა. მოსკოვი შეტევით ოპერაციებზე უარს არ იტყვის. უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა არაერთხელ აჩვენს, რომ უძლური მდგომარეობა ყოველთვის დროებითია. ინფრასტრუქტურა და სამხედრო ტექნიკა განაახლეს. განადგურებული საჯარისო შენაერთების აღსადგენად სამხედრო სამსახურში იძულებით გაიწვიეს ცოცხალი ძალა. თუ რუსეთს უკრაინის დემილიტარიზაცია სურს, გერასიმოვმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ მან გადარჩენილი უკრაინული სახმელეთო ძალები უნდა გაანადგუროს.
რატომ არ უნდა იხსნან უკრაინელები შემდგომი სისხლისღვრისგან, სანამ უკრაინას ჯერ კიდევ ჰყავს ჯარი და მშვიდობის დასამყარებლად მოსკოვთან მოლაპარაკება რატომ არ უნდა დაიწყოს? დიპლომატია ურთიერთპატივისცემას მოითხოვს, თუმცა რუსეთის მიმართ ვაშინგტონის გადამეტებული სიძულვილი დიპლომატებს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს. ეს სიძულვილი მმართველი კლასის დიდი ნაწილისთვის დამახასიათებელი ქედმაღლობით გამოიხატება. ისინი ჩირქს სცხებენ რუსეთის სამხედრო მანქანას ძირითადად იმის გამო, რომ აშშ-ის არმია კორეის ომის შემდეგ დიდ სახელმწიფოთან კონფლიქტს თავს არიდებს. უფრო წინდახედული ლიდერები ვაშინგტონში, პარიზში, ბერლინსა თუ NATO-ს სხვა წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მოქმედების განსხვავებული კურსის გატარების მოწოდებით უნდა გამოვიდნენ.

წყარო: https://www.theamericanconservative.com/after-bakhmut/