13 ივლისი, 2023 წ.
აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა პატრიკ ბეტ-დევიდის პოდკასტში რუსეთის, უკრაინის, „ვოუკი“ სამხედროების, ტრამპის შესახებ გავრცელებული ჩანაწერის, ჩინეთისა და სხვა მრავალი თემის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.
„არ მგონია, რომ ოდესმე მივაღწევთ 2024 წლის არჩევნებამდე. ვფიქრობ, მანამდე ვაშინგტონში რაღაცები გასკდება. ვფიქრობ, ჩვენი ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობა არამდგრადია. გეტყვით, ზუსტად არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როდესაც გავიგებთ, რომ ბანკები ორი-სამი კვირით დაიკეტა და ვერავინ შეძლებს შიგნით შესვლას. ვფიქრობ, აქეთ მივდივართ. ვფიქრობ, ჩვენს ქალაქებში ძალადობისა და კრიმინალის დონე იმდენად მაღალია, რომ ეს საზოგადოების სხვა ფენებსაც მოედება. ადამიანები, რომლებიც, როგორც წესი, ფიქრობენ, რომ პრობლემის გარეშე იცხოვრებენ, სწორედ ახლა აწყდებიან პრობლემას. ზუსტად ასე ხდება უკრაინაში.
ვფიქრობ, უკრაინა კატასტროფულად მარცხდება − ეს სრული კოლაფსი იქნება და ამის გამოძახილი ჩვენზეც მოახდენს გავლენას, რადგან ხალხი იტყვის: ერთი წუთით, ყველა გვეუბნებოდით, რომ უკრაინა იგებს, ყველა გვეუბნებოდა X, Y და Z. ვგულისხმობ რუსეთის ეშმაკობას სტეროიდების შესახებ. ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს ან ერთ წერტილში ერთიანდება, რაც ხელს გვიშლის სტატუს-კვოს მიღწევაში. ოჰ, კიდევ ერთი არჩევნები… ოჰ, კიდევ ერთი კამპანია… და ასე შემდეგ…“.
https://www.instagram.com/reel/CuMXUOZJy6a/?igshid=Y2I2MzMwZWM3ZA%3D%3D