პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

პაპი მოლაპარაკებებისკენ მოწოდებას იმეორებს – ჩვენ ყველა ღონე უნდა გამოვიყენოთ ომის დასასრულებლად

0

წმინდა იოსების დღესასწაულის მეორე დღეს, რომის პაპი ფრანცისკე მშვიდობის საქმეს წმინდა იოსებს − ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეუღლის შუამავლობას ანდობს და ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ „ყველა ღონე გამოიყენონ ომის მოლაპარაკებებით დასასრულებლად“.

„წმინდა იოსების სახელით, ჩვენ ვაკურთხებთ უკრაინისა და წმინდა მიწის, პალესტინისა და ისრაელის ომით განადგურებულ ხალხებს, რომლებიც იტანჯებიან ომის საშინელებით“.

ეს იყო რომის პაპ ფრანცისკეს მოწოდება მსოფლიო ომების დასასრულებლად, 19 მარტს, წმინდა იოსების დღესასწაულის მეორე დღეს.
მთელი თავისი პონტიფიკატის განმავლობაში, უფალმა განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა მის გულში ნეტარი დედის მეუღლეს; პაპმა ასევე პერიოდი − 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 8 დეკემბრამდე − წმინდა იოსების წლად გამოაცხადა.
„არასოდეს დაგვავიწყდეს“, − გაიმეორა პაპმა, − „ომი ყოველთვის დამარცხებაა“.
„ჩვენ ყველა ღონე უნდა გამოვიყენოთ“, − ამტკიცებდა იგი, − „ომის მოლაპარაკებებით დასასრულებლად“.

რომის პაპმა ფრანცისკემ ყველას მოუწოდა ამ განზრახვით ელოცათ.

წყარო: Pope Francis entrusts war-torn Ukraine and Holy Land to St. Joseph – Vatican News