რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

„ორი ტრუპი“ ვანოსა და „მაედანშიკი“ უკრო-ნაცების „ორგვამოვანი“ ბილწი ბუნება

0

დავით ზარდიაშვილი

„ორი ტრუპი” ვანოს ბილწი ბუნება, ისევე, როგორც მთლიანობაში – „მაედანშიკი“ უკრო-ნაცებისა, მართლაც “ორ გვამოვანია”. სწორედ ამითი, “ორგვამოვანი” ბილწი ბუნებით უნდა აიხსნას ის ერთი შეხედვით უგუნური, განსაკუთრებული უტიფრობა და დაუფარავად, ჯიქურ, საქართველოსათვის „მაედნის“ გამოცხადება, რისი მოწმენიც გავხდით. ეს პრაქტიკულად გამოცხადებაა ომისა, ჩვენს სამშობლოზე უსჯულო შეტევისა, რასაც ისინი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და უკარინელ „მაედანშიკებთან“ შეკრულნი, ღვარძლით ავსილნი, გეგმავენ და აკი სჩადიან კიდეც.

მათი ბილწი ბუნების “პირველი გვამი” – სჯულის გმობაა; მთელი მათი “პოლიტიკური მოღვაწეობა” სწორედ – ჭეშმარიტების, სიმართლის, , სამართლისა და სამართლიანობის (ერთობლიობაში – „სჯულის“) არა მხოლოდ წინაღდგომით, არამედ გმობითაა შთაგონებული; „ორტრუპა“ ვანო ამ მგმობელობის გამოცდილი ორგანიზატორია: იგი იმთავითვე ესწრაფის, რათა ყოველი ჯურის სჯულის მგმობელი შემოიკრიბოს და მათ „დიდ პრემიას“, მატერიალურ ჯილდოს – ყოველთვის უშურველადაც პირდება; გაგახსენებთ:

“ვარდების რევოლუციის” გარიჟრაჯზე სწორედ მას ეკუთვნის ეს, „მაედანშიკებისა და ვარდოსნებისათვის“, უკრო-ნაცისტურად „კონცეპტუალური“ ფრაზა: “ჩვენთვის მთავარია არა პროფესიონალიზმი, არამედ ეფექტურობა!“

უკრო-ნაციზმში, მათ მგმობელობაში, ეს არსებითია: ეფექტურობა პროფესიონალიზმის გარეშე, უარესიც – პროფესიონალიზმის საპირისპიროდაც, პატრიმონიალური ბიუროკრატიის “მოდუს ვივენდია”, არსებობის ძირეული პრინციპია: როცა საჯარო სამსახურის ნაცვლად ეწყობა პირად ერთგულებაზე დამყარებული, ირაციონალური, პატრიმონიალური კვაზი-სისტემა; ეს დაახლოებით იგივეა, რაც ლენინის მიერ შექმნილი საბჭოური ნომენკლატურა. სტალინი ასე ახასიათებდა მას: “ეს არის ხალხი, რომელსაც ესმის დირექტივები. მუდამ მზადაა გაიგოს ეს დირექტივები და ყოველთვის უსიტყვოდ შეასრულოს ეს დირექტივები“ (სტალინის ამ ციტატაში სამჯერ გამეორება მაგიური სიტყვა “”დირექტივებისა“ სწორედ ისაა, რასაც დღეს “ჰეშთეგს” უწოდებენ).

სჯულის გმობა ეს იმიტომ გახლავთ, რომ პროფესიული ეთიკა – უწინარესად სიმართლისა და სამართლისადმი მსახურება (სახელმწიფო სხვა არაფერია – თუა არა სიმართლისა და სამართლის დამკვიდრება და აღსრულება), რაც საჯარო მოსამსახურეს უწინარესად მოეთხოვება, ასევე ყოველგვარი ცოდნა და გამოცდილება, რაც აუცილებელია ამგვარი მსახურებისათვის, მთლიანად, ფუნდამენტურად უკუგდებულია! ხოლო მის ადგილს მგმობელთა შორის თავაწყვეტილი კონკურენცია იჭერს – ვინ უფრო მეტად გამოიჩენს თავს “ორტრუპას” წინაშე, ვინ უარესად დაგმობს სიმართლესა და სამართალს, ვინ უფრო ერთგულია ამ ბოროტებისა და მოკლედ – აბა, ვინ ვის დაასწრებს გვამების შოვნაში!

“მეორე გვამი” ამ “ორტრუპა” ბილწი ბუნებისა – ბინძური მსხვერპლშეწირვა გახლავთ. გმობა მაშინაა ძალმოსილი, როცა მსხვერლის სისხლითა და “გავახით” (ბოროტი ენერგიაა, რაც მსხვეპლის ტანჯვის გზით გამოთავისუფლდება) იკვებება; ამითი უნდა აიხსნას არა მხოლოდ “ორტრუპა” ვანოს, არამედ მთლიანად უკრო-ნაცების დაუცხრომელი ჟინი და ვნება, რათა მსხვერპლშეწირვის ლიტურგიად აქციონ ბოროტი სულისადი მსახურება; ეს არა მხოლოდ პრემიაა, მატერიალური ჯილდოა, არამედ სისხლითა და “გავახით” მთვრალთა უბილწესი ორგიაც არის, რასაც ექსტაზი და ბევრისთვის ნამდვილი ორგაზმიც, მოაქვს. ამაზრზენია, შემაძრწუნებელია, რომ მთელი უკრაინა მათ ასეთი მსხვერპლშეწირვის ობიექტად, „გავახის“ ულევ მადანად, გადააქციეს…

ამიტომ, არაფერი გასაკვირი არ არის, რომ “ორტრუპამ” და მის მიერ ორგანიზებულმა უკრო-ნაცურმა ავაზაკობამ – მგმობელთა ამ ბინძურმა რაზმმა, დაუფარავად გამოგვიცხადა “მაედანი”. “მაედანის” გამოცხადება არა მხოლოდ ექვივალენტია ომის გამოცხადებისა, არამედ ბევრად უარესი. “მაედანი” თავად არის საწყისი ხატ-სიმბოლო ყოველივე ამ საარაკო უსჯულოებისა: მრავალი “ტრუპის შოვნისა”, რათა არა მშვიდობა, არამედ მსხვერპლშეწირვა ბოროტებისა მიმართ ჰგიებდეს ქვეყანასა ზედა და ამით ხელთ იპყრან ძალაუფლება, რათა “მიჩმორდეს” სათნო ყოველი, ვისაც კი სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობისა სჯერა.

დიახ: „ორტრუპას“ და ავაზაკთა მიზანი ცხადია – “მაედანის” ჯიქურ გამოცხადებით მათ სურთ აღძრან სკეფსისი, დათესონ ეჭვი და ღვარძლი, სურთ განდევნონ სათნოება და – “მიგვაჩმორონ”!

რასაკვირველია: ვერასდროს ეღირსებიან და ვერც ვერაფერს მოგვჭამენ, გარდა ჭირისა!