პოლიტიკასხვადასხვა

ოჰაიოს შტატის აღმოსავლეთ პალესტინის მერი: ბაიდენი ჩვენ არ გვეხმარება, უკრაინას კი მილიონობით დოლარს უგზავნის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ჩვენზე არ ზრუნავს

0

ორშაბათს, „ჯესი უოტერსის პრაიმტაიმში“ (Fox News Channel), ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქის, აღმოსავლეთი პალესტინის, მერმა, ტრენტ კონუეიმ, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი „ძალიან შეურაცხმყოფელია“, რადგან იგი უკრაინელებს მილიონობით დოლარს უგზავნის, ჩვენ კი არ გვეხმარება. გეტყვით, მას ჩვენ არ ვადარდებთ“.
მოგვიანებით, აღმოსავლეთი პალესტინის ერთ-ერთმა მცხოვრებმა კონუეის ჯესი უოტერსის მეშვეობით ჰკითხა: „დღეს რომ პრეზიდენტი უკრაინაში იყო, ეს გაგიკვირდათ?“
კონავიმ უპასუხა: „დიახ. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. გეტყვით, რომ ის ჩვენზე არ ზრუნავს. უკრაინელებს მილიონობით დოლარს აძლევს ჩვენ კი არა. ძალიან გაბრაზებული ვარ“.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 3 თებერვალს, ‘ნორფიკ საუთერნის’ სატვირთო მატარებლის რელსებიდან გადავარდნას აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. მატარებელს საშიში ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა. 4 თებერვალს ქალაქის მერიამ „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. 6 თებერვალს ოჰაიოს გუბერნატორმა, მაიკ დეუაინმა, ევაკუაციის ზონა გააფართოვა, რათა „ვინილის ქლორიდის კონტროლირებული გამოშვება“ და ახლომდებარე თხრილში დაწვა უზრუნველყო.
ინციდენტის შედეგად გამოწვეულმა მასიურმა ხანძარმა ჩინოვნიკებს ამ ადგილის სიახლოვეს მცხოვრები ასობით ადამიანის ევაკუაციისკენ უბიძგა, რადგან საშიშ და სწრაფად აალებად ნივთიერებას შეიძლება ცეცხლი წაკიდებოდა. შესაძლო ძლიერი აფეთქების თავიდან ასაცილებლად მომწამლავი ვინილის ქლორიდი გამოუშვეს და დაწვეს, რის შედეგადაც ქალაქის თავზე რამდენიმე დღის განმავლობაში შავი კვამლის შლეიფი წარმოიქმნა.

წყარო:
1. https://is.gd/Fr48Jt
2. https://is.gd/EMYq57