1 მაისი, 2023 წ.
თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში შეერთებული შტატები „საჭირო ქვეყანა“ იყო, რომელსაც სხვა ქვეყნები დახმარებისთვის მიმართავდნენ. თუმცა დასუსტებული ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ამერიკისა და მისი ვალუტისგან, დოლარისგან, დისტანცირებას.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 ქვეყნის კოალიცია სტრატეგიული ალიანსის შექმნას ცდილობს, რომელიც აშშ დოლარს, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტას, დაუპირისპირდება. ამ სტატუსს აშშ დოლარი ათწლეულების განმავლობაში ფლობდა. როგორც „დეილი ჰოდლი“ (The Daily Hodl) იტყობინება, BRICS-ი, რომელიც ხუთი ერთმანეთან ეკონომიკურად დაკავშირებული ქვეყნისგან შედგება, მნიშვნელოვანი გაფართოების პროცესშია.
BRICS-ში სამხრეთი აფრიკის ელჩის, ანილ სუკლალის თქმით, ამ სტრატეგიულ ალიანსში გაერთიანებით 24 ქვეყანა არის დაინტერესებული. გაერთიანება, რომელიც ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთი აფრიკისგან შედგება, მნიშვნელოვანი გაფართოების ზღვარზეა, რადგან 13-მა ქვეყანამ ოფიციალურად მოითხოვა მასში გაწევრიანება, ხოლო ექვსმა ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანების ინტერესი არაოფიციალურად გამოხატა.
სუკლალის ინფორმაციით, რომელიც „ბლუმბერგს“ (Bloomberg) ესაუბრა“, ახალი წევრები არიან: საუდის არაბეთი, ირანი, არგენტინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ალჟირი, ეგვიპტე, ბაჰრეინი, ინდონეზია, აღმოსავლეთი აფრიკის ორი ქვეყანა და დასავლეთი აფრიკის ერთი ქვეყანა.
BRICS-ს, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, სამხრეთი აფრიკა 2010 წელს შეუერთდა. ახალი ქაღალდის ფული, სავარაუდოდ, სხვა აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის ძვირფასი ლითონებით, როგორიცაა ოქრო, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ბაბაკოვმა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“ (Sputnik) იტყობინება. დამატებითი დეტალები, სავარაუდოდ, ზაფხულში გახდება ცნობილი. BRICS-ის შემდეგი სამიტის გამართვა აგვისტოს მიწურულს სამხრეთ აფრიკაში იგეგმება.
მთელ მსოფლიოში ამერიკული დოლარის ბატონობის დაკნინების ერთ-ერთი მიზეზი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლაა. ჩინეთის ეკონომიკურმა აღმავლობამ იუანი კონკურენტუნარიან სარეზერვო ვალუტად წარმოაჩინა. გარდა ამისა, საგარეო პოლიტიკაში ვაშინგტონის მიერ სანქციების ინსტრუმენტად გამოყენებამ, სხვა ქვეყნებს აშშ დოლარის გვერდის ასავლელად ახალი გზების ძიებისკენ უბიძგა. მაგალითად, მოსკოვი, ამერიკული სანქციების საპასუხოდ, ბოლო წლებში შეერთებული შტატების სახაზინო ფასიან ქაღალდებში თავის ანაბრებს ამცირებს.
აშშ დოლარის დაკნინება შეიძლება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტებისა (CBDC) და კრიპტოვალუტების გაჩენამაც განაპირობოს. შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა ციფრული დოლარის გამოშვების შესაძლებლობას იკვლევს, თუმცა დღემდე უცნობია რამდენად წარმატებული იქნება ეს ინიციატივა.
აშშ დოლარის გლობალური ბატონობის დაკნინება გავლენას ახდენს შეერთებული შტატების ეკონომიკაზე. მაგალითად, სუსტმა დოლარმა შეიძლება უფრო მაღალი ინფლაცია და იმპორტის გაძვირება გამოიწვიოს. გარდა ამისა, თუ აშშ დოლარი ბაზრის მნიშვნელოვან წილს დაკარგავს, ექსპერტების აზრით, ამან შეიძლება უარყოფითი მაკროეკონომიკური გავლენა მოახდინოს შეერთებულ შტატებზე.
ამ საუკუნის დასაწყისიდან საერთაშორისო რეზერვებში აშშ დოლარის წილის კლება თვალში საცემი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტაა, ექსპერტების მტკიცებით, აშშ დოლარის დომინირება სავაჭრო დეფიციტის ზრდასა და სამუშაო ადგილების დაკარგვას უწყობს ხელს. სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ, რომ კრედიტორები დაარწმუნონ, რომ ვალის გადახდა უცხოურ ვალუტაში შეუძლიათ, მრავალი ქვეყანა თავის რეზერვებს აშშ დოლარში ინახავს.
თუმცა აშშ დოლარზე უარის თქმის პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც დონალდ ტრამპს არჩევნები გაუყალბეს და მარიონეტად სუსტი, გონებაშეზღუდული ჯო ბაიდენი დასვეს. მსოფლიოს ქვეყნებმა დაინახეს რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ჩათვალეს, რომ შეერთებული შტატები სუსტდება, რადგან ჩვენი პოლიტიკური სისტემა ძალიან კორუმპირებულია.
შეერთებული შტატების გლობალურ ბატონობას პირველად BRICS-ი შეეწინააღმდეგა. სხვა გამოწვევებიც იქნება.
წყარო: https://is.gd/LrIPYt