იყო 2003 წელი…
ახლა 2023 წელია.
ოცი წელია აშშ და „დემოკრატიული“ დასავლეთი თავს გვახვევს, „გვტენის“ და გვაძალებს, რომ გვჯეროდეს, ავირჩიოთ და ვეთაყვანოთ მათ − „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ მიხაილო სააკაშვილს და კოლექტიურ ნაცმოძრაობას.
რატომ? არ გიჩნდებათ შეკითხვა? რატომ უნდა დასავლეთს დაბრუნდეს სააკაშვილის რეჟიმი? ტირანიული თან!
ხო ყველამ ვიგრძენით მისი დემოკრატიული სიყვარული? ოჯახის დაქცევით, ქონების წართმევით, ახლობლის ციხეში ყოფნით და ღიმილიან საქართველოში უკბილოდ ღიღინით: „მიშა მაგარია!“
მერამდენედ უნდა წამოეგოს საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მათ გეგმებს (უცხოურ აგენტებს ვგულისხმობ), ქვეყნის ისევ უბედურებაში გადაყირავების?!
ვერ ხვდებით? არ ჩანს? მეიდანი გინდათ?
ქართველის სისხლი ცოტა დაღვრილა ამ ქვეყანაში ვიღაცის ამბიციისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების გამო?!
არ კმარა?!
არ ვართ ღირსნი მშვიდობის? გვანიშნეს, წესიერად მოიქცევით, მოგცემთ კანფეტს (კანდიდატის სტატუსი), უწესოდ იქცევით − არ მოგცემთ კანფეტს… (უწესოდ მოქცევაა კონსტიტუციის დაცვა, დამნაშავის ციხეში დატოვება, მათ ხუშტურებზე არსიარული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება).
სააკაშვილის კეთილდღეობაზე გადის საქართველოს კეთილდღეობის, სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა?
ასე როგორ დაბრმავდით, დაყრუვდით?! არ გესმით რაც ხდება?! როგორ მიზანმიმართულად გვერჩიან და გვითრევენ უბედურებაში „მეგობარი ქვეყნების კაი ხალხი“?!
მიზანი? მათი მარიონეტული რეჟიმის დასმა და საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, დასამარება!
რუსეთის, როგორც იმპერიის, განადგურება ჩვენს და ახლა უკვე უკრაინის ხარჯზე!
ვერაფრით ვერ არიეს ეს ქვეყანა, იმდენად მიჩვეულები არიან გადატრიალების მოწყობის, აქაური აგენტების მონური სულისკვეთების იმედად, რომ ჯიუტად, ყოველ წელს, ექვს თვეში ერთხელ, ყოველ არჩევნებზე ქმნიან რევოლუციურ სიტუაციას და ისევ ფიასკოს განიცდიან…
ახლაც დაიდო გეგმა და შესრულებას აპირებენ…
20 წელია ვერ შეისწავლეს ქართული სული, ქართველის წმინდათაწმინდა, ღირსების გრძნობა!
მისი უდიდებულესობა ქართველი და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე მერამდენე წელია უარს გეუბნებათ ასეთ დემოკრატიაზე!
ასეთ უღირს თამაშის წესებზე!
ასეთ თავზე მოხვეულ ცხოვრების კანონებზე!
ასეთ პარტნიორობაზე!
ჩვენც ვისწავლეთ ამ 20 წელიწადში რაა ჩვენთვის კარგი და რა გვავნებს. ამ 20 წელიწადში ისიც ვისწავლეთ, რომ სახელმწიფოებრივად უნდა ვიცხოვროთ, ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ!
რასაც თქვენ ცდილობთ, აქეზებთ და გეგმებს ხლართავთ, მანდ არაფერია ქართული და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ!
დაიმახსოვრეთ ყველამ: მანტრაა ერთგვარი, საქართველოა მარადიული, ჩვენ მხოლოდ ამ ქვეყნის ღირსეული ჯარისკაცები, მომავლის მშენებლები და ქართლის დედები! ყველაფერი იქნება მაგრად, იმიტომ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისაა!
მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.