იტალიაში გამართულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ მორიგი ტიტული მოიპოვა. ნონა გაფრინდაშვილმა +65 წლის ასაკის ქალ მოჭადრაკეთა შორის გაიმარჯვა. მან 11 შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ჭადრაკის სამყაროს ცოცხალი ლეგენდა, თერთმეტი ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში.
გაფრინდაშვილის გარდა, +50 წლის ასაკის მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონი კიდევ ერთი ქართველი, ზურაბ სტურუა გახდა, რომელმაც ასპარეზობა პირველ ადგილზე 8.5 ქულით დაასრულა.
ამავე ასაკობრივ ზღვარში მეორე ადგილი დაიკავა სოფიკო ტერელაძემ, რომელმაც 7.5 ქულა დააგროვა.