პოლიტიკასხვადასხვა

ნიკოლა სარკოზის პატიმრობა მიუსაჯეს

0

23 მაისი, 2023 წ.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ერთი წელი სატელეფონო მოსმენების საქმეს ეხება, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში აქტუალური იყო საფრანგეთში. მემარჯვენე პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, განაჩენს კატეგორიულად აპროტესტებს და აცხადებს, რომ საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ნიკოლა სარკოზი და კიდევ ორი ბრალდებული – მისი ადვოკატი და მეგობარი ტიერი ჰერცოგი და ყოფილი უფროსი მოსამართლე ჟილბერ აზიბერტი – „კორუფციისა“ და „წვრილმან ვაჭრობაზე გავლენის“ ბრალდებით გაასამართლეს. საქმე 2013 წლით თარიღდება. საფრანგეთის ყოფილ მეთაურს იმაში ადანაშაულებენ, რომ მისი სასამართლო საქმის (ბეტენკურის საქმე) შესახებ ინფორმაციას მოითხოვდა, სანაცვლოდ კი აზიბერტს დაწინაურებას ჰპირდებოდა. ‘ბეტანკურის საქმე’ ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას გულისხმობს. ამ საქმეში კოსმეტიკური კომპანია ‘ლორეალის’ (L’Oreal) მფლობელი, მილიარდერი ლილიან ბეტანკური ფიგურირებს. ყოფილი პრეზიდენტი გამოძიებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა და ამ მიზნით მაშინდელი საკასაციო სასამართლოს მთავარი იურიდიული მრჩეველი, მოსამართლე ჟილბერ აზიბერტი მოისყიდა.
2021 წლის მარტში პირველმა ინსტანციამ ნიკოლა სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მათ შორის ერთი წელი ძალაშია, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა განაჩენი გაასაჩივრა. ახლახან სააპელაციო სასამართლომ ბრალდება დაადასტურა.
სავარაუდოდ, ამ დროისთვის ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არ აღსრულდება. მისი აღსრულება დროებით შეჩერდა, სანამ საკასაციო სასამართლო, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი იურიდიული ორგანოა, თავის დასკვნას არ დადებს. თუ საკასაციო სასამართლო სარკოზის საჩივარს არ დააკმაყოფილებს, ყოფილ პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, რომ დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციას (ECHR) მიმართოს.

წყარო: https://europeanconservative.com/articles/news/former-president-sarkozy-sentenced-to-jail/