ბაიდენის თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას დიდი დრო დასჭირდება…
12 ივლისი, 2023 წ.
10 ივლისს AFP წერდა, რომ NATO აპირებს უარი უთხრას უკრაინას ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მოთხოვნაზე.
MAP-ი იმის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, რომ ალიანსის წევრობის მსურველმა ქვეყნებმა გაატარონ რეფორმები, რათა NATO-ში გასაწევრიანებლად გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სტანდარტები დააკმაყოფილონ. MAP-ზე უარის თქმა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას დააჩქარებს, თუ NATO კიევს ოფიციალურად ოდესმე მიიწვევს თავის რიგებში.
1999-2020 წლებში NATO-ში ყველა ქვეყანა MAP-ის მეშვეობით გაწევრიანდა, რომელიც თითოეულ სახელმწიფოზე იყო მორგებული. თუმცა გასულ წელს ფინეთსა და შვედეთს ალიანსის წევრობა MAP-ის გარეშე შესთავაზეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიესალმა NATO-ს გადაწყვეტილებას, რომელიც MAP-ის მოთხოვნაზე უარის თქმას უკავშირდება, თუმცა უფრო მეტს ითხოვს, რადგან კიევი ალიანსში ოფიციალურ გაწევრიანებას ესწრაფვის, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
გასულ პარასკევს პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა იქამდე ვერ შეუერთდება NATO-ს რიგებს, სანამ რუსეთთან ომს აწარმოებს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ალიანსი რუსეთს ეომება. აშშ-ის პირველმა პირმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას დიდი დრო დასჭირდება, თუნდაც ომის დასრულების შემდეგ.
„რეიტერის“ (Reuters) ცნობით, NATO-ს ოფიციალური პირები მუშაობენ კომუნიკეს ფორმულირებაზე, რომელსაც ვილნიუსში ალიანსის ორდღიან სამიტზე გამოაქვეყნებენ. სამიტი სამშაბათს, 11 ივლისს გაიხსნება. ვარაუდობენ, რომ NATO კომპრომისზე წავა და უკრაინას რაიმე სახის ახალ ვალდებულებას დააკისრებს, მაგალითად, უარი თქვას MAP-ის მოთხოვნაზე.
NATO-მ თავის რიგებში უკრაინის გაერთიანების პირობა პირველად 2008 წელს ბუქარესტში გამართულ სამიტზე დადო, თუმცა კიევს გაწევრიანების გეგმა არასოდეს მიუღია. უკრაინის ალიანსის წევრობა რუსეთისთვის მთავარი წითელი ხაზია, ამიტომ NATO-ს ნებისმიერი ახალი ვალდებულება, სავარაუდოდ, ომის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს.
https://news.antiwar.com/2023/07/10/nato-to-drop-membership-action-plan-for-ukraine/
https://www.thedefensepost.com/2023/07/10/ukraine-nato-summit/