პოლიტიკასხვადასხვა

ნაფტალი ბენეტი – დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ საჭიროა პუტინის განადგურება და არა მოლაპარაკება

0
„პუტინთან შეხვედრის შემდეგ გერმანიაში გავფრინდი, რადგან გერმანია და საფრანგეთი ევროპაში მთავარი მოთამაშეები არიან. შეთანხმების მისაღწევად ყველამ უნდა გაიღოს ძალისხმევა. ვადგენდი პროტოკოლებს მომხდარი და შემდგომი ნაბიჯების შესახებ. რა სახის უთანხმოება წარმოიშვა მოლაპარაკებების დროს და რა მოეთხოვება ყველა მხარეს. იქ (ბერლინში) საქმის კურსში ვაყენებდით ამერიკელებს (ჯეიკ სალივანს, ხანდახან ბლინკენს, ხანდახან ბაიდენს), მაკრონსა და ბორის ჯონსონს.
თითოეულ ლიდერს თავისი მიდგომა აქვს. ლიდერები შეიძლება სხვადასხვა კატეგორიად დაყო. ისინი, ვინც მტკიცედ იცავს გეზს „ჩვენ უნდა ვებრძოლოთ პუტინს“ და ისინი, ვინც ამბობენ („ნებისმიერ ომს ჰყავს დამარცხებულები“) თავი დაანებეთ.
ბორის ჯონსონი უფრო რადიკალურ ზომების გატარებას უჭერდა მხარს. მაკრონი და შოლცი უფრო პრაგმატულები არიან, ასე ვთქვათ. ბაიდენი კი ორივე მიდგომას ემხრობოდა. თუმცა დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ საჭიროა პუტინის განადგურება და არა მოლაპარაკება. ყველა ჩემი ყველა მოქმედების უმნიშვნელო დეტალიც კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიასა და საფრანგეთთან იყო შეთანხმებული. (და მათ შეწყვიტეს მოლაპარაკებები?), ზოგადად, კი.
მოლაპარაკებები შეწყდა. მაშინ მომეჩვენა, რომ ისინი ცდებოდნენ. დარწმუნებული ვარ, ძალისხმევა რომ არ შეეწყვიტათ, წარმატების მიღწევის კარგი შანსი გვქონდა“.

შეგახსენებთ, რომ ნაფტალი ბენეტი 2021-2022 წლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.