„მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, ოთხი შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, „კარფურთან“, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს. ასევე „ფეისბუქით“ გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ“, – წერს ნიკოლოზ გუგეშაშვილი.
როგორც ტელეკომპანია „ფორმულა“ იტყობინება, მიშა მშვილდაძეს თბილისში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-ში აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.