ეკონომიკასხვადასხვა

მოლდოვას ბნელი და ცივი ზამთარი ელოდება

0

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მოლდოვისთვის მომდევნო თვეები იქნება კრიტიკული მნიშვნელობის. მას შემდეგ, რაც მოლდოვა დარჩა რუსული გაზის გარეშე, რომელზეც ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში იყო დამოკიდებული, ის აღმოჩნდა მძიმე ენერგო კრიზისის პირისპირ.
საბჭოთა წარსულის და ევროპული ამბიციების მოლდოვის პრეზიდენტმა სანდუმ, საკუთარი მოსახლეობა უკვე გააფრთხილა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ.

“ყოველდღიურ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის ენერგო რესურსებით მომარაგება. მოლდოვაში ოჯახებს უწევთ საკუთარი შემოსავლის 70-75% დახარჯონ კომუნალურ გადასახადებზე. ბუნებრივ აირზე ფასები 600%-ით გაიზარდა – განაცხადა პრეზიდენტმა სანდუმ მეზობელი რუმინეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მოლდოვაში წინა წელთან შედარებით 33.9%-იანი ინფლაციაა. ქვეყანა გაზმომარაგების კუთხით, თითქმის სრულად იყო რუსეთზე დამოკიდებული.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, მოლდოვა მოხმარების 30%-ს უკრაინიდან იღებდა, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შემდეგ, უკრაინამ შეაჩარა ელ.ენერგიის ექსპორტი მოლდოვაში. დანარჩენ 70%-ს მოლდოვა ავსებს, რუსული ძალების მიერ ოკუპირებული დნესტრისპირეთის რეგიონში მდებარე თბოელექტროსადგურიდან, საიდანაც კიშინოვის ცნობით მიწოდება ასევე შემცირებულია.
ევროკავშირის წევრმა რუმინეთმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული სირთულეების გამო, მეზობელ ქვეყანას(მოლდოვა) ელექტროენეეგიას შეღავათიანი ფასით მიაწოდებს.

მოლდოვას ხელისუფლებამ უკვე მოუწოდა ქალაქებს, გამორთონ ქუჩის განათებები და შეამცირონ საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის ენერგიის მოხმარება.
მოსახლეობა მძიმე ზამთრისთვის ემზადება. კიშინოვის ქუჩები ჩაბნელებულია და უამრავ საწარმოში სიჩუმემ დაისადგურა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კიშინოვში ვიზიტისას განაცხადა, ევროკავშირი დაეხმარება მოლდოვას უმძიმეს ენრეგო კრიზისთან გამკლავებაში.
ევროკავშირი მოლდოვას 2023 წლის იანვარში 200 მილიონიან დახმარებას ჰპირდება.