პოლიტიკასხვადასხვა

მოდით, ღიად ვისაუბროთ – დღეს, ამერიკა აწარმოებს ომს რუსეთის წინააღმდეგ

0

რობერტ კენედი, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, ღიად ადანაშაულებს ბაიდენის ადმინისტრაციას, უკრაინის ომის წაქეზებაში და ამის მიზეზად ამერიკის გეოპოლიტიკურ მიზნებს ასახელებს.
“2014 წლიდან ჩვენი სპეცსამხაურები და ნეოკონები(ქორები) ახორციელებენ სხვადასხვა გეოპოლიტიკურ მაქინაციებს, რასაც ეწირება უკრაინის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი. ნეოკონების(ქორების) გეოპოლიტიკურ ამბიციებს მოჰყვება დიდი მსხვერპლი და ნგრევა. ისინი მიზნად ისახავენ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის შეცვლას და რუსეთის არმიის განადგურებას, რომ ის აღარ იყოს ბრძოლისუნარიანი მსოფლიოს სხვა წერტილებში. თავად, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ამოცნაა, მოაშოროს პუტინის რეჟიმი. მისი ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანმა განაცხადა 2022 წლის აპრილში, რომ ამერიკელებს სურთ რუსული არმიის გამოფიტვა/განადგურება. საინტერესოა, როგორ მიიღწევა ეს? იმით, რომ უკრაინელები შევახოცოთ მათ? იცით, ჩემი შვილი იბრძოდა იქ, უკრაინელების მხარდამხარ. ჩვენ გავწირეთ 300.000 უკრაინელის სიცოცხლე. უკრაინის სპეციალური ძალების(რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფია) მეთაური ამბობს, რომ არმიის 80% დახოცილი და დასახიჩრებულია, აღდგენის რესურსები კი აღარ არის. მინდინარე ბრძოლებში 8 დაღუპულ უკრაინელზე, ერთუ დაღუპული რუსი სამხედრო მოდის” – განაცხადა ინტერვიუში კენედიმ.