4 მაისი, 2023 წ.
3 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ დაპირებული და მიწოდებული საბრძოლო მასალების გარდა, ევროკავშირი სამ ნაბიჯს გადადგამს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების გაზრდის მიზნით.
„უკრაინა გმირულ წინააღმდეგობას უწევს სასტიკ რუს დამპყრობლებს. ვიცავთ ჩვენს პირობას და უკრაინასა და მის ხალხს მხარს დავუჭერთ იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალების მისაწოდებლად ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი წევრი ქვეყნების განკარგულებაში არსებული მარაგებია. თუმცა მათი დეფიციტის გამო „ევროპაში საბრძოლო მასალების სამრეწველო წარმოებას გავზრდით და დავაჩქარებთ“, დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
ცოტა ხნის წინ „რიმექს ნიუსი“ (Remix News) იტყობინებოდა, რომ ევროპულ სამშვიდობო ფონდში უკვე გადადებულია 1 მილიარდი ევრო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საკუთარი არსენალიდან უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალებს უგზავნიან. ეს თანხა ამ სახელმწიფოებისთვის ერთგვარი კომპენსაცია, რათა დაცარიელებული იარაღის საწყობები შეავსონ. ხარჯებთან დაკავშირებით გაუგებრობამ უკვე იჩინა თავი, რადგან კრიტიკოსების მტკიცებით, ესტონეთმა ბრიუსელში გაბერილი ინვოისები წარადგინა.
ყველაზე დიდი პრობლემა 155 მმ-იანი ჭურვებია, რომლებიც საარტილერიო ომში ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა. თუმცა წარმოების სიმძლავრეები ძალიან შეზღუდულია. უკრაინა ერთ თვეში ისვრის იმდენ ჭურვს, რასაც შეერთებული შტატები ერთ წელში აწარმოებს.
წყარო: https://is.gd/1jwav0