საზოგადოებასხვადასხვა

„აბსურდია!“ – „მის იტალია“ სილამაზის კონკურსზე ბიოლოგიური მამაკაცების მონაწილეობას კრძალავს

0

24 ივლისი, 2023 წ.

სილამაზის კონკურსი „მის იტალია“ ტრანსგენდერ კონკურსანტებს მონაწილეობაზე უარს ეუბნება. ყველა მონაწილე „დაბადებით ქალი“ უნდა იყოს, − აცხადებენ კონკურსის მესვეურები.

კონკურსის ოფიციალური მფარველის, პატრიზია მირილიანის, თქმით, ეს დიდი ხნის პოლიტიკაა.

„კონკურსის დაარსების დღიდან რეგლამენტში დაზუსტებულია, რომ მონაწილე დაბადებით ბიოლოგიური ქალი უნდა იყო. ალბათ იმიტომ, რომ უკვე მაშინ ფიქრობდნენ, მომავალში სილამაზე შესაძლოა შეცვლილიყო ან ქალებს მოდიფიკაცია განეცადათ, ან მამაკაცები ქალებად გადაქცეულიყვნენ“, − დასძინა მირილიანიმ.

იტალიელი მეწარმის თქმით, სილამაზის ზოგიერთი კონკურსი მედიის ყურადღებას მოითხოვს, რადგან მასში ტრანსგენდერები მონაწილეობენ, რაც „ცოტა აბსურდია“. „მის იტალია“ ტრანსაქტივიზმის ბრჭყვიალა მოძრაობის რიგებს არ შეუერთდება“.

მირილიანიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „მის ნიდერლანდების“ ტიტული ტრანსგენდერ მამაკაცს მიანიჭეს, ეს კი ნამდვილი ფემინიზმის კიდევ ერთი მარცხია.

გაზეთ Epoch Times-ის ცნობით, 22 წლის რიკი კოლი ამ წლის მიწურულს ელ სალვადორში გასამართ „მის სამყაროს“ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

„თუ „მის ჰოლანდი“ ფიქრობს, რომ ეს მიზანშეწონილია [ადამიანები, რომლებიც ტრანსგენდერებად არიან იდენტიფიცირებულნი], მივესალმები მათ არჩევანს“, − განაცხადა ქალბატონმა მირილიანიმ და დასძინა, რომ „მის იტალიის“ წესები ჯერჯერობით არ შეიცვლება“, − წერს Huffington Post Italy.

„მის იტალიას“ კავშირი არ აქვს „მის სამყარო იტალისთან“, რომელიც ცალკე კონკურსია და დამოუკიდებლად ირჩევს იტალიის წარმომადგენელს, რომელიც ამ კონკურსზე (Miss Universe) მიიღებს მონაწილეობას“. 

რიკი კოლი ესპანელი ანხელა პონსეს („მის ესპანეთი“ 2018) შემდეგ მეორე ტრანსგენდერი მოდელია, რომელიც ქალთა საერთაშორისო კონკურსის მონაწილე გახდება.

„მის სამყარომ“, რომელშიც „მის აშშ“ მონაწილეობს, 2012 წელს შეცვალა წესები, რათა ბიოლოგიურ მამაკაცებს, რომლებსაც ტრანსგენდერებად აღიარებენ, კონკურსში მონაწილეობის უფლება მისცემოდათ, − ვკითხულობთ  Epoch Times-ის სტატიაში.

ბოლო წლებში ორმა ტრანსგენდერმა მოდელმა სხვადასხვა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. 2021 წლის მარტში კატალინა ენრიკესი „მის ნევადას“ გამარჯვებული გახდა. ბატონმა ენრიკესმა იმავე წელს „მის აშშ“-ის კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა.

2023 წელს Miss Greater Derry-ის ტიტული ბრაიან ნუენს ხვდა წილად. 2022 წლის ნოემბერში იგი პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელმაც „მის ამერიკის“ (Miss America) ორგანიზაციის ფარგლებში ტიტული მოიპოვა. Miss America-ს Miss Universe-სა და Miss USA-სთან არაფერი აქვს საერთო, ცალკე კონკურსია. 2023 წლის აპრილში ნუენმა Miss New Hampshire-ის კონკურსი წააგო.

https://www.theepochtimes.com/entertainment/beauty-pageant-miss-italy-bans-biological-males-who-identify-as-transgender-from-competition-5415802?utm_source=partner&utm_campaign=ZeroHedge&src_src=partner&src_cmp=ZeroHedge

https://www.ilprimatonazionale.it/cronaca/niente-trans-miss-italia-solo-donne-267151/

https://www.huffingtonpost.it/life/2023/07/20/news/patrizia_mirigliani_miss_italia_non_e_aperto_alle_transgender_litalia_e_un_paese_delicato_andiamo_per_gradi-12900273/