ახალი ამბებისხვადასხვა

მინესოტაში მიიღეს კანონი, რომელიც შტატს ბავშვების წაყვანის უფლებას აძლევს, თუ მშობლები სქესის შეცვლის ოპერაციას არ დაეთანხმებიან

0

3 მაისი, 2023 წ.

რამდენიმე დღის წინ მინესოტას შტატის გუბერნატორმა, დემოკრატმა ტიმ უოლცმა, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შეერთებული შტატების ჩრდილოეთ-დასავლეთში მდებარე შტატს იმ ბავშვების (ასევე სხვა შტატებში მცხოვრები ბავშვების) „თავშესაფარად“ გადააქცევს, რომლებსაც მშობლების თანხმობის გარეშე სქესის შეცვლის ოპერაცია სურთ.
ახალი კანონი შტატის სასამართლოებს დროებითი გაუთვალისწინებელი შემთხვევისას იურისდიქციას ანიჭებს მინესოტაში მცხოვრებ ყველა ბავშვზე, რომლებიც მიატოვეს, საჭიროებენ ძალადობისგან დაცვას ან „სქესის შეცვლასთან დაკავშირებულ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ“.
კანონი ისეთ მომსახურებას განსაზღვრავს, როგორიცაა „სამედიცინო თვალსაზრისით საჭირო ჯანდაცვა ან ფსიქიატრიული დახმარება, რომელიც პატივს სცემს პაციენტის გენდერულ იდენტობას“ და კონკრეტულად მიუთითებს სქესობრივი მომწიფების დამბლოკავ პრეპარატებსა და ქიმიურ/ქირურგიულ პროცედურებზე, „რათა პაციენტის გარეგნობა და ფიზიკური სხეული მის გენდერულ იდენტობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“.
„ეს-ეს არის ხელი მოვაწერეთ რეპარატიული თერაპიის აკრძალვას, რეპროდუქციული თავისუფლების დაცვის შესახებ აქტსა და ტრანსგენდერების თავშესაფრის შესახებ კანონპროექტს. მინესოტაში ვაშენებთ შტატს, რომელშიც ყველა ადამიანმა, როგორიც ის არის, დაცულად იგრძნოს თავი, უყვარდეს ის, ვინც უყვარს და იცხოვროს ძალადობისა და დისკრიმინაციის შიშის გარეშე“, – განაცხადა შტატის ვიცე-გუბერნატორმა, დემოკრატმა პეგი ფლენეგანმა.

წყარო: https://is.gd/k51Wkq