მთავარი ამბავი

მიკ ვოლასი: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ დემოკრატიის მხრივ უკრაინაში უფრო უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს“

0

7 ივლისი, 2023 წ.

„სასაცილო იყო უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოსმენა, რომელმაც საქართველოს პროდასავლელი ყოფილი პრეზიდენტის − მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად უკრაინაში გაგზავნა მოითხოვა. ზელენსკი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აცხადებდა, რომ მოსკოვი საქართველოს მთავრობის მეშვეობით ყოფილ ლიდერს კლავდა.

ეს ის სააკაშვილია, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას დააპატიმრა მოსახლეობის 10%, 300 000-ზე მეტი პოლიტიკური ოპონენტი, რომელთაგან ბევრი აწამეს და მოკლეს. სააკაშვილს საქართველოში პინოჩეტს უწოდებენ. ზელენსკის პოზიცია კიდევ უფრო ფარისევლურია, თუ უკრაინაში მისი რეჟიმის ქმედებებს თვალს მიადევნებთ.

ამერიკული გამოცემა Jacobin-ის ბოლო ანგარიშში საუბარია უკრაინაში დემოკრატიასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. ანგარიშში ასევე მოცემულია ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი. 2022 წლის ივლისში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ოფიცრები 60 წლის უკრაინელი ადამიანის უფლებათა კამპანიის მონაწილე ვოლოდიმირ ჩემერის სახლში შეიჭრნენ, ჩაუმტვრიეს ნეკნი და ელექტროაპარატურა ჩამოართვეს. ოფიციალური გაფრთხილების თანახმად, იგი ღიად პრორუსული პოზიციის დაფიქსირებაში დაადანაშაულეს − ომის დროს უკრაინის ხელისუფლების საქმიანობას აკრიტიკებდა. ჩემერის ისტორია ერთადერთი არ არის. 2022 წლის 10 მარტს პოეტი, სატირიკოსი და ტელეწამყვანი იან ტაქსური მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც შეიარაღებულმა მამაკაცებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ SBU-დან იყვნენ, მისი ბინა გაჩხრიკეს, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და დანაზოგი წაართვეს. მის ცოლ-შვილს ორი დღე დასჭირდა იმის გასარკვევად, თუ სად იმყოფებოდა ტაქსური. წინასწარი დაკავების იზოლატორში იგი ხუთ თვეზე მეტხანს იყო გამოკეტილი სამშობლოს ღალატის ბრალდებით და კიბოს დიაგნოზის მიუხედავად, სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა.

აქტივისტები და უკრაინის პოლიტიკის ექსპერტები, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკურმა რეპრესიებმა საშინელი სახე მიიღო. ზელენსკიმ რუსული ინტერვენცია და ომი გამოიყენა, როგორც საბაბი, რომ პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მსურველი პოტენციური მეტოქეები გზიდან ჩამოეშორებინა და თავისი არადემოკრატიული მმართველობა გაეძლიერებინა.

ზელენსკიმ ყველა ის მედიასაშუალებაც დახურა, რომელიც მას არ ეთანხმებოდა. 2022 წლის 3 მარტს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რათა საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი სახელმწიფოს ღალატისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრებულიყო. ახალი კანონის თანახმად, კოლაბორაციონიზმი, რომელიც მოიცავდა მოქმედებების ფართო სპექტრს − იქნებოდა ეს უკრაინის წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესიის მხარდაჭერა, განათლებაში პროპაგანდის გავრცელება თუ პროტესტი, ან ინფორმაციის დამუშავება, რომელიც მტერს დახმარებას გაუწევდა.

ომის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია დისიდენტების დაკავების შესახებ. ზელენსკიმ და მისმა პარტიამ 11 ოპოზიციურ პარტიას ჯერ დროებით შეუწყვიტა საქმიანობის უფლება, შემდეგ კი აუკრძალა. ჩემერისთვის წაყენებული ეს ბრალდებები არასწორი შეხედულების მქონე უკრაინელთა გაჩუმებას ითვალისწინებს და უკრაინაში ოფიციალური პროპაგანდის გარდა, სხვა ინფორმაციის გავრცელება სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ დემოკრატიის მხრივ უკრაინაში უფრო უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს“.

წყარო: https://twitter.com/wallacemick/status/1677011838083407872?s=48&t=4eUMpOHM1mtGd2RwuUE5ZQ