დავით ქართველიშვილი
ფეხბურთით მინდა დავიწყო – წელს ევროპის უძველესი სახელმწიფოს, იტალიის და დიდი ალბათობით, ევროლიგის ორი საუკეთესო ფეხბურთელი – თანამედროვე დასავლური “ცივილიზაციისათვის” ე.წ. “მესამე სამყაროს” ქვეყნებად მიჩნეული, ნიგერიისა და საქართველოს წარმომადგენლები, ვიქტორ ოსიმჰენი და ხვიჩა კვარაცხელია გახდებიან. გარდა მეგობრობისა და პროფესიონალიზმისა, ამ ორ არაჩვეულებრივ ფეხბურთელს ერთმანეთთან აერთიანებს კიდევ ორი განსაკუთრებული ნიშანთვისება – საოცარი ადამიანურობა და ქრისტიანული სარწმუნოებრივი ზნეობა. დღეს ამ ცივილიზაციურ კონტრასტზე და ფასეულობათა ომზე – მინდა მოგიყვეთ “მესამე სამყაროში”, კერძოდ აფრიკაში და მათ შორის, ოსიმჰენის სამშობლო ნიგერიაში განვითარებული საეკლესიო მოვლენების შესახებ.
ანგლიკანური ეკლესიის გენერალურმა სინოდმა ა.წ. 8 თებერვალს მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, მართალია ერთნაირსქესიანთა “ჯვრისწერის” გარეშე, მაგრამ მათი შემდგარი დაკანონებული ურთიერთობების “დალოცვის” თაობაზე, რამაც ჰომოსექსუალურ თემატიკაზე ისედაც დაყოფილ ანგლიკანურ საეკლესიო თემში – უკიდურესი ვნებათაღელვა გამოიწვია. განსაკუთრებით – აფრიკის კონტინენტზე. უგანდას არქიეპისკოპოსმა სტივენ სამუელ კაზიმბამ ინგლისის ეკლესიას სოდომური ცოდვის აღიარების გამო – “ცრუმასწავლებელი” უწოდა. უგანდას ეკლესიამ პირველმა განაცხადა ინგლისის ეკლესიისაგან თავის შესაძლო გამოყოფის შესახებ.
მსგავსი განცხადების გაკეთებას უახლოეს დღეებში აპირებს ნიგერიის ანგლიკანური ეკლესიაც. აფრიკელი ანგლიკანელი მღვდელმთავრების განცხადებით, სოდომური ცოდვის ლეგალიზების წინააღმდეგ უნდა გაილაშქროს სრულიად ანგლიკანური ქრისტიანული საზოგადოება. ანგლიკანური ეკლესიის ორმა უმსხვილესმა გაერთიანებამ – “მომავლის გლობალურმა ანგლიკანურმა კონფერენციამ” და “გლობალური სამხრეთის ანგლიკანელთა საძმომ” გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომ “ინგლისის ეკლესია სოდომური ცოდვის აღიარებით და მისი დალოცვით – საბოლოოდ განუდგა წმინდა წერილის სწავლებას და ამ ვითარებაში ჭეშმარიტი ტრადიციონალისტი-ანგლიკანელები ვერ ხედავენ ინგლისის ეკლესიასთან კანონიკური ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობას”.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია “გლობალური სამხრეთის ანგლიკანელთა საძმოს (GSFA) კომფერენციის ჩატარება, ხოლო ა.წ. აპრილში რუანდაში ჩატარდება “მომავლის გლობალური ანგლიკანური კონფერენციის” (GAFCON) მეოთხე კონგრესი GSFA-ს მონაწილეობით, სადაც განხილული იქნება ორი ძირითადი საკითხი: ინგლისის ეკლესიისაგან გამოყოფა და ეკლესიის ახალი ლიდერის არჩევა. ამ პროცესებში ყველაზე საინტერესო საკითხი ეხება ბრიტანეთის მონარქ ჩარლზს – რომელიც წარმოადგენს ანგლიკანური ეკლესიის მეთაურს. საინტერესოა, მისი ეკლესიიდან გამოსულებს რა დამოკიდებულება ექბებათ მის ტიტულთან, თუ მეფე ჩარლზი ავტომატურად დაკარგავს ამ მნიშვნელოვან საწმყსოს.
ინგლისის ეკლესიაში განხეთქილებას უკვე განიხილავენ, როგორც პირველ უმძიმეს დარტყმას ბრიტანეთის სახელმწიფოებრიობაზე. თუ ანგლიკანური ეკლესიის სათავეში ბრიტანეთის მონარქი დგას, მის სულიერ წინამძღოლს კენტებერიელი არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი წარმოადგენს. კიდევ ერთ აფრიკულ ქვეყანა – განაში, მის დედაქალაქ აკრაში მიმდინარე მსოფლიო ანგლიკანური საკონსულტაციო საბჭოს მე-18 პლენარულ სხდომაზე ჯასტინ უელბიმ განაცხადა: “ჩვენს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ეკლესიაზე საერო ხელისუფლების მხრიდან არნახული ზეწოლის შედეგად! ეს ზეწოლა პირადად მე განვიცადე პარლამენტის წევრების მხრიდან ერთნაირსქესიანთა “ჯვრისწერის” დაშვების თემაზე. სინოდმა ამ ზეწოლას გაუძლო, მაგრამ მას მოუწია ამ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება – უკვე შემდგარი, დაკანონებული ამ ურთიერთობების “დალოცვის”, ფაქტიურად – აღიარების სახით. საერო ხელუსუფლება არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში!”.
აფრიკელი ანგლიკანელების სავსებით გასაგები დემარშის ფონზე, კენტებერიელი არქიეპისკოპოსი საგანგებოდ შეხვდა ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებს და განუცხადა მათ, რომ არ დაუშვებს განხეთქილებას ანგლიკანური ეკლესიის წიაღში. მან დაგმო საერო ხელისუფლების ზეწოლა ეკლესიაზე და მსგავსი დისკუსიების მიზეზად – საზოგადოებაში მზარდი სეკულარიზაცია დაასახელა. იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს ეკლესიის მიერ კურთხეულ მონარქიას, ჯასტინ უელბის განცხადებას ენიჭება უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა.
საქმე იმაშია, რომ ინგლისის ეკლესია არ არის გამოყოფილი სახელმწიფოსაგან. ჯასტინ უელბის განცხადება შეიცავდა საერო ხელისუფლებასთან შესაძლო ურთიერთობების გაწყვეტის ტენდენციას, როდესაც მან ბრძანა: “უფლის მიმართ მსახურება, ქვეყნის მსახურებაზე უზენაესია!”. სახელმწიფოსთან ეკლესიის ურთიერთობების გაწყვეტა ნიშნავს ან მონარქიასთან კავშირის წყვეტას, რაც ამ უკანასკნელისთვის დამღუპველი პროცესია, ან ყოველ შემთხვევაში – მათ შორის დისტანცირების ზრდას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება უდიდესი დარტყმა ბრიტანულ მონაწქიულ სისტემაზე.
თუ კენტიბერიელი არქიეპისკოპოსი შეინარჩუნებს სიმტკიცეს სოდომური ცოდვის ლეგალიზების საკითხში (პირადად უს ეწინააღმდეგება მათ “ჯვრისწერასაც” და “დალოცვასაც”) – ეკლესიუს გარდაუვალი განხეთქილების წინაშე მას მოუწევს იმ უმრავლესობის სათავეში დარჩენას, რომელიც მის პირად პოზიციას იზიარებს. თუ მან ეს სიმტკიცე არ გამოამჟღავნა, უმოკლეს დროში ეს განხეთქილება მისი მონაწილეობის გარეშეც გაფორმდება, ხოლო ის დაკარგავს ტიტულსაც და ავტორიტეტსაც, ხოლო სახელმწიფოს დაქვემდებარებული ეკლესია დაკარგავს ეპარქიების მნიშვნელოვან ნაწილს და ინგლისის კონსერვატიულ საწყმსოს – რაც ასევე დიდ დარტყმას მიაყენებს მონარქიას.
ამ რთულ ვითარებას ამძაფრებს კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი – თუ აპრილში ანგლიკანური ეკლესია გაიფორმებს განხეთქილებას, ხოლო კენტიბერიელი არქიეპისკოპოსის ბედი კითხვის ქვეშ დადგება, შესაძლოა იმავე კითხვის ქვეშ დადგეს მაისის თვისთვის დაგეგმილი მეფე ჩარლზის ინტრონიზაცია, ვინაიდან “უმცირესობის ეკლესია” არ უნდა აგვირგვინებდეს მეფეს, რადგანაც თუ ამას გააკეთებს “ეკლესიური უმცირესობა” – მეფე გამოცხადდება არალეგიტიმურად. ნიშანდობლივია, რომ ბრიტანეთში უკვე გამოჩდნენ წინასწარმეტყველები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ჩარლზ მესამის ინტრონიზაციას, ვინაიდან პროგნოზირებენ ბრიტანეთში უმსხვილეს მონარქიულ კრიზისს.
რითი დამთავრდება მსოფლიოში ამ ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში მიმდინარე კრიზისი – დაველოდოთ აღდგომას. ფაქტი კი ჯიუტია – უკვე დღეს ბრიტანეთის პარლამენტის იგივე შოტლანდიის წარმომადგენლობის უმრავლესობას ჰომოსექსუალები წარმოადგენენ და გასაგებია, ვისგან მიმდინარეობს ინგლისის ეკლესიაზე ესოდენ უპრეცენდენტო ზეწოლა. გენდერული რევოლუცია, სოდომური ცოდვის ლეგალიზება – ეს არის დღეს თანამედროვე დასავლური “ცოვილიზაციის” დამღუპველ გარემოებათა ავანგარდი. ხოლო საქართველო და ნიგერია – ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების ურყევ დამცველებს წარმოადგენენ. ვინ გაიმარჯვებს ამ ცივილიზაციათა ომში – რიტორიკულ კითხვათა ნუსხას მივამატოთ.