სოციალური მედიასხვადასხვა

„მესამე მსოფლიო ომი” – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ის საკუთარ გვერდზე

0

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიდი ხანია ღიად საუბრობს მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული დაპირისპირების საფრთხეზე. დღეს, მან საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მხოლოდ ასეთი რამ ეწერა – “მესამე მსოფლიო ომი.”
აღნიშნულმა სტატუსმა უკვე დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო მედიაში. პოლიტიკის კომენტატორების შეფასებით, ტრამპის განცხადება მიანიშნებს, რომ ჩვენ ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომში ვიმყოფებით.
გასულ კვირას, მის წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ, ტრამპმა მოსახელობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში რუსეთ-ურკრაინის ომი არ დაიწყებოდა. “ჩემი პრეზიდენტობის პირობებში რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, არ დაიკარგებოდა ამდენი სიცოცხლე და ის ლამაზი ქალაქებიც განაგრძოდნენ არსებობას, მაგრამ დღეს სრულიად საპირისპირო ხდება – რუსეთი და ჩინეთი მოკავშირეები გახდნენ, ირანი და საუდის არაბეთიც კი. ჩვენი ვალუტა ვარდნას განიცდის და მალე დაკარგავს მსოფლიოში სტანდარტის ფუნქციას. ეს იქნება ყველაზე დიდი მარცხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეღარ ვიქნებით დიდი გავლენის სახელმწიფო” – განაცხადა ტრამპმა საკუთარ გამოსვლაში.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი თვლის, რომ აშშ-ის ისტორიაში ხუთ ყველაზე ცუდ პრეზიდენტს ერთად არ დაუშავებია იმდენი, რაც ბაიდენმა მოახერხა მისი ადმინისტრაციის მმართველობის დროს.
ტრამპი, ამერიკის დასუსტებაში როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ასევე საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებს და პროგნოზირებს, რომ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
მისი განცხადებით, იგი არ დაუშვებდა ჩინეთისა და რუსეთის ალიანსს, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა ბალანსს მსოფლიო გეოპოლიტიკურ ველზე.
“შავი ღრუბელია ჩვენი ქვეყნის თავზე! ჩვენ უკუსვლას განვიცდით და “მთვარეულ მემარცხენე-ლიბერალებს” სურთ, ჩემს წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესებით არჩევნებზე გავლენა იქონიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! ამ მივცემთ ჩვენ საყვარელ ქვეყანას და აუცილებლად დავუბრუნებთ მას სიდიადეს” – განაცხადა ტრამპმა.