მთავარი ამბავი

მერკელი იხსენებს, თუ როგორ გეგმავდნენ აშშ და NATO უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას

0

გერმანიის ყოფილი კანცლერის კომენტარები ცხადყოფს, რომ დასავლეთში რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული განწყობილება ათწლეულებზე მეტია რაც არსებობს.

თანდათან ნათელი ხდება, რომ შეერთებული შტატები და მისი ნატოელი პარტნიორები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას წლების განმავლობაში გეგმავენ. ეს ფაქტი მშვიდობის პერსპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა როგორ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები?
დასავლეთის ქვეყნები და მედიასაშუალებები რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ „არაპროვოცირებულ აგრესიაში“ ადანაშაულებენ და დაჟინებით მოითხოვენ, რომ მოსკოვმა კიევს უზარმაზარი ფინანსური კომპენსაცია გადაუხადოს. დასავლეთი სასამართლოს გზით რუსეთის დასჯასაც ითხოვს.
ბედის ირონიაა, რომ უკრაინის ომი, რომელიც თანდათან უფრო მწვავდება და შესაძლოა ბირთვულ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდოს, ვაშინგტონმა და მისმა თანამზრახველებმა გააჩაღეს. ამ სავალალო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება და არა რუსეთს.
საიდუმლოს ფარდა ახადა ანგელა მერკელმა. ჟურნალ ‘შპიგელისთვის’ (Der Spiegel) მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ყოფილმა კანცლერმა (2005-2021) ომის დაწყების ნამდვილ მიზეზებზე ისაუბრა. მერკელმა დაასაბუთა თუ რატომ არ დაუჭირა მხარი 2008 წელს უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს. მისი თქმით, გაწევრიანების ფაქტი კი არ იყო არასწორი, არამედ დრო იყო არასწორად შერჩეული.
დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსი სკოტ რიტერი აღნიშნავს, რომ მერკელმა კარგად უწყოდა, რომ 2014 წელს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მხარდაჭერით განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული მთავრობა ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის მშვიდობიანი მოგვარებით დაინტერესებული არ იყო.
ბერლინის უსიტყვო პოლიტიკა დროის მოგებით იყო განპირობებული, სანამ რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი აგრესია დაიწყებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია და საფრანგეთი 2014-2015 წლებში მინსკში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებების გარანტორები უნდა ყოფილიყვნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2014 წლიდან უკრაინა რუსეთთან ომისთვის უკვე მზად იყო. როგორც რიტერი აღნიშნავს, მერკელის სიტყვები სინამდვილეში რუსეთის მიმართ დასავლეთის ორპირობის აღიარებაა.
ამა წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის ბრძანება გასცა. ბრძანება ფორსმაჟორული იყო, რადგან საფრთხემ, რომელიც ნატოს მიერ ზურგგამაგრებული კიევის რეჟიმისგან მოდიოდა, რუსეთის წითელი ხაზები გადაკვეთა. მოსკოვმა ამის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთი, თუმცა უშედეგოდ.
ამგვარად, „რუსული აგრესიის“ შესახებ დასავლური მედიასაშუალებების განცხადებები ომის რეალური მიზეზებისა და პასუხისმგებლობის პროპაგანდისტულ გათეთრებას ემსახურება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, და ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელებმა არაერთხელ აღიარეს, რომ კიევში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსულ რეჟიმს შეერთებული შტატები და სხვა დასავლური სახელმწიფოები აქტიურად აიარაღებდნენ.
ვაშინგტონმა 2014-2022 წლებში ნეონაცისტების გასამხედროებულ ფორმირებებს მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდა. შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოებიდან უკრაინაში ჩასული სამხედრო ინსტრუქტორები ზედამხედველების ფუნქციას ასრულებდნენ, ამ დროს, კი ეს შეიარაღებული ფორმირებები დონბასში რუსებს არტილერიით ცეცხლს უშენდნენ და კლავდნენ. ეს გაუთვალისწინებელი ან უბედური შემთხვევები არ იყო. ეს ყველაფერი გამიზნულად, ომის დასაწყებად, ხდებოდა.
ეს დამღუპველი პერსპექტივა მთლიანად უკავშირდება უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომლის თქმითაც, მინსკის შეთანხმებები არასოდეს შესრულებულა. მათ როგორც მნიშვნელოვან მოსამზადებელ ეტაპს ისე იყენებდნენ, რათა შეტევისთვის გამზადებული ფორმირებების ფარული კონსოლიდაცია მოეხდინათ და ბოლოს და ბოლოს რუსეთთან ომი დაეწყოთ.
მოსკოვი შეიძლება ორ პუნქტში გააკრიტიკო. პირველი, მას, ალბათ, თავიდანვე უნდა დაეცვა დონბასის ტერიტორიები. რვაწლიანი ლოდინი ამ ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. მეორე, სამწუხაროა, რომ მოსკოვი კვლავ ენდო დასავლეთს, თუმცა ამჯერადაც მოატყუეს. მინსკის მთელი სამშვიდობო პროცესი თამაშ-გამოცანად აქციეს, რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოები და მათი მარიონეტი კიევი, რომელიც მათ ხელში იარაღის ფუნქციას ასრულებს, რიტორიკის მიუხედავად, პატივს არასოდეს სცემდნენ. როგორც ირკვევა, რუსეთი იყო ერთადერთი მხარე, რომელმაც მინსკის შეთანხმებები სერიოზულად მიიღო, რისთვისაც დიდი ფასი გადაიხადა.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რუსეთს ჭკუა უნდა ესწავლა, რადგან არაერთხელ დაპირდნენ, მაგრამ ურცხვად მოატყუეს, რომ ნატო მისი საზღვებისკენ არ გაფართოვდებოდა. „არც ერთი ინჩი“ აღმოსავლეთისკენ, თუმცა რუსეთის საზღვრებს ათასი მილით მიუახლოვნდნენ. უკრაინაში მიმდინარე სახიფათო კონფრონტაცია ვაშინგტონისა და მისი ნატოელი მარიონეტების სისტემატური და ულმობელი ღალატის გამოვლინებაა.
რუსეთის ინტერვენციაზე შეერთებული შტატების შეთანხმებული გულმხურვალე პასუხი, ტოტალური ომის რეფლექსი, დასავლეთიდან მოზღვავებული იარაღი, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე განხორციელებული დივერსია და მზადყოფნა ძალადობრივი ესკალაციისთვის – იმაზე მიუთითებს, რომ ამ ომის გაჩაღება წინდაწინ იყო ჩაფიქრებული. უსაფრთხოების კუთხით რუსეთის სტრატეგიული ინტერესების თვითნებური უგულებელყოფა და ყოველგვარი დიპლომატიური ძალისხმევისთვის თავის არიდება იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთის სახელმწიფოები თავიდანვე საომრად იყვნენ შემართული.
როგორც ჩანს, პროვოკაციები მიზანმიმართულად მატულობს. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინას უფრო მძიმე იარაღით ამარაგებენ, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ზიანის მიყენება შეუძლია. ამ კვირაში რუსეთის საზღვრიდან 600 კილომეტრზე მდებარე ავიაბაზებს თავს დაესხნენ უპილოტო საფრენი აპარატებით. რიაზანში ერთ-ერთი სამიზნე მოსკოვიდან 185 კილომეტრში მდებარეობს. ამის მიუხედავად, ამერიკელი მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ისინი კიევის რეჟიმს ესკალაციისკენ არ უბიძგებენ. თუმცა რუსეთის მოძულე რეჟიმი შორი რადიუსის მოქმედების იარაღით კბილებამდე შეიარაღდა.
მოსკოვი გაურკვევლობაშია. ამბობენ, რომ დასავლეთის სახელმწიფოები უშუალოდ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში. ეს თუ სიმართლეა, მაშინ რუსეთი მათ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ვერ დაიწყებს. თუ მოსკოვი თავს შეიკავებს, მაშინ სისუსტეს გამოავლენს.
დამაბნეველია ის ფაქტი, რომ გეგმა, რომელიც რუსეთთან ომს ითვალისწინებს, აშკარად ენდემური კონცეფციაა, რომელიც დღვანდელ დასავლელ პოლიტიკოსებს აღემატება. მერკელის კომენტარები ცხადყოფს, რომ დასავლეთში რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული განწყობილება ათწლეულებზე მეტია რაც არსებობს. ანტირუსული განწყობა შეერთებულ შტატებსა და ნატოში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან იღებს სათავეს.
ეს კიდევ უფრო ართულებს პოლიტიკურ და დიპლომატიურ გამოწვევებს, რადგან შეერთებულ შტატებსა და მის მარიონეტებს, როგორც ჩანს, არ შეუძლიათ და, საბოლოოდ, შესაძლოა, არც სურთ მოლაპარაკება. ისინი საომრად არიან შემართული.

წყარო: https://is.gd/U12mrh