სან ფრანცისკო პრაიდმა გენდერთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის გამო Twisted Sister-ის სოლისტთან კავშირი გაწყვიტა
9 მაისი, 2023 წ.
მემარცხენეები კიდევ უფრო მარცხნივ იხრებიან…
ორგანიზაცია ‘სან ფრანცისკო პრაიდმა’ (San Francisco Pride) ‘თვისთედ სისთერის’ (Twisted Sister) სოლისტ დი სნაიდერთან კავშირი გაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მეტალჯგუფის ფრონტმენმა ობამას მისცა ხმა, ანტიტოქსიკური მამაკაცურობის შესახებ წიგნი დაწერა, უკრაინას უჭერს მხარს, ლგბტ თემის მოკავშირეა, კოვიდსაწინააღმდეგო ნიღბების გაკეთების მოწოდებით გამოდიოდა, მემარცხენე იდოლოგების გული მაინც ვერ მოიგო და ‘ტვიტერში’ გენდერული ზრუნვის შესახებ ‘საკამათო პოსტი’ გამოაქვეყნა.
ABC7-ის ინფორმაციით, ამ ტვიტის ‘საკამათო’ არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სნაიდერი მეგობარ როკმომღერალს, პოლ სტენლის, დაეთანხმა, რომელმაც განაცხადა, რომ საპირისპირო სქესის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით უფროსებმა არასრულწლოვანები არ უნდა წაახალისონ.
ამერიკული როკჯგუფ ‘ქისის’ (KISS) ვოკალისტმა, პოლ სტენლიმ, ინტერნეტში დაწერა: „რადგან ბავშვების უმეტესობას სექსუალურობის გრძნობა ან სექსუალური გამოცდილება არ აქვს, ნაცვალსახელების გამოყენებით ‘ერთობა’ და ამბობენ, რომ იდენტიფიკაციას ახდენენ. ზოგიერთი უფროსი ადამიანი შეცდომით ფიქრობს, რომ ეს ნორმალურია და სიტუაციას ხელს უწყობს“.
„იცი რა? იყო დრო, როდესაც მეც ‘მიმზიდველად ვგრძნობდი თავს’. მიხარია, რომ ჩემმა მშობლებმა ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანეს! კარგი ნათქვამია, @PaulStanleyLive“, – უპასუხა სნაიდერმა. SF Pride-მა „ტრანსფობიის“ გამო ამერიკელ მომღერალთან დაუყოვნებლივ გაწყვიტა კავშირი.
SF Pride-ის პრეზიდენტმა, ნგუენ ფამმა, ABC-ის განუცხადა: „დი სნაიდერი სან ფრანცისკო პრაიდის წლევანდელი დღესასწაულიდან არ გაგვირიცხია; მასთან პროდუქტიული, საგანმანათლებლო საუბრის შემდეგ ორმხრივი გადაწყვეტილება მივიღეთ“.
SF Pride-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუზან ფორდმა (ტრანსგენდერი ქალი), დასძინა: „როგორც ნებისმიერი მოკავშირე, მოხარულები ვართ, რომ დის სურს იმ პრობლემების შესწავლა, რომლებიც გავლენას ახდენენ ტრანსგენდერთა თემზე“.
სნაიდერმა უპასუხა: „ცოტა ხნის წინ განვაცხადე, რომ არ მჯერა იმის, რომ მცირეწლოვან ბავშვებს გენდერული საკითხების გადაწყვეტა შეუძლიათ. მჯერა, რომ მათ არჩევანს მშობლებმა უნდა დაუჭირონ მხარი და ისინი უნდა დათანხმდნენ. თუმცა არ მგონია, რომ ბავშვებმა გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე რაციონალური, ლოგიკური გადაწყვეტილებები მიიღონ იმ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ დარჩენილ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს“.
„არ ვიცოდი, რომ ტრანსგენდერთა თემი მათი შეხედულებებისადმი ვასალურ ერთგულებასა და სრულ თანხმობას მოელის, ხოლო ნებისმიერი ცვლილება ან გადახვევა ‘ტრანსფობიად’ ითვლება“, – დაწერა სნეიდერმა ‘ფეისბუქზე’.