მთავარი ამბავი

მელ გიბსონი: ჰოლივუდის ელიტა ჩემს მოკვლას ცდილობს, რადგან პედოფილების ქსელი გამოვააშკარავე

0

15 ივნისი, 2023 წ.

მელ გიბსონი მას შემდეგ შიშით ცხოვრობს, რაც პირობა დადო, რომ ჰოლივუდში მოქმედ ელიტურ პედოფილურ ქსელს გამოააშკარავებს.

გიბსონის თქმით, ჰოლივუდის ელიტამ უკვე სცადა მისი გაუქმება, გაჩუმება და კარიერის განადგურება, თუმცა უშედეგოდ, რადგან ადამიანები აცნობიერებენ, რომ იგი სიმართლეს ამბობს.

პოპულარულმა მსახიობმა ისტებლიშმენტი პირველად 2017 წელს განარისხა, როდესაც ჰოლივუდს „პარაზიტების ბუნაგი“ უწოდა, რომელიც „ბავშვების სისხლით ტკბება“.

მეინსტრიმული მედიასაშუალებები მაშინვე თავს დაესხნენ გიბსონს, დაიხმარეს „ფაქტ ჩეკერები“, მათ შორის Snopes-ი, რათა მისი კომენტარები სიცრუედ წარმოეჩინათ, ინტერნეტში კი ყველა ვიდეო და სტატია წაშალეს.

ჯორჯ ორუელმა გაგვაფრთხილა, რომ მომავალში ელიტები უხერხულ ინფორმაციას „ცნობიერების ნახვრეტს“ გაუკეთებდნენ. ელიტები ზუსტად ასე მოიქცნენ და ჰოლივუდის შესახებ გიბსონის მამხილებელი განცხადებები დავიწყებას მიეცა.

მოკლედ რომ ვთქვათ, მსახიობი გააჩუმეს. ექვსი წლის შემდეგ გიბსონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „არაფერი აქვს დასაკარგი“ და გადაწყვიტა ელიტური პედოფილიისა და ბავშვთა ტრეფიკინგის აღმოფხვრაში მონაწილეობა მიიღოს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებს მოუტანს ეს პირადად მას.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი საიდუმლო აგენტის, ტიმ ბალარდის, სიტყვით, გიბსონმა ელიტური პედოფილებისგან ბავშვების დახსნას ცხოვრება მიუძღვნა.

მეინსტრიმული მედია შეშინებულია გიბსონის ახალი როლით და ყველაფერს აკეთებს, რომ მასები შეცდომაში შეიყვანოს. „ფაქტ ჩეკერების“ ინფორმაციით, მელ გიბსონი Sound of Freedom-ში არ მონაწილეობს. ანონიმური წყაროზე დაყრდნობით იმასაც ამტკიცებენ, რომ მსახიობმა ფილმში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

რატომ იტყუებიან ასე აშკარად, რომ გიბსონი ამ ფილმში არ მონაწილეობს? − რადგან ეშინიათ, რომ მოძულებული მსახიობი პედოფილურ ელიტას ამხელს.

გიბსონის თქმით, ადამიანებს, რომლებიც მას გაჩუმებას აიძულებენ, ბნელი ძალები მფარველობენ.

რესპუბლიკელმა კერი ლეიკმა და მელ გიბსონმა გლობალური მასშტაბით ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ ისაუბრეს.

მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ბავშვი იკარგება, მხოლოდ აშშ-ში ასიათასობით არასრულწლოვანი უჩინარდება. ბევრი მათგანი პედოფილი მტაცებლების ხელში ხვდება. პედოფილთა ქსელებში ბავშვებს უსაშინელესად ეპყრობიან.

რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის მსახიობმა ჯეიმს ვუდსმა განაცხადა, რომ ჰოლივუდი „ასჯერ უფრო საზიზღარი ადგილია“, ვიდრე თქვენ შიშობთ.

წყარო: https://thepeoplesvoice.tv/mel-gibson-hollywood-elite-trying-to-kill-me-for-exposing-pedophile-ring/