პოლიტიკასხვადასხვა

მედია რობერტ ფ. კენედი უმცროსს „შეთქმულების თეორიის“ გამო აკრიტიკებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი სიმართლე აღმოჩნდა

0

9 ივნისი, 2023 წ.

6 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი „ტვიტერ სფეისის“ (Twitter Spaces) პანელზე გამოჩნდა, რომელსაც ილონ მასკი, ტულსი გაბარდი და ვენჩურული კაპიტალისტი − დევიდ საქსი უძღვებოდნენ. კენედიმ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უკრაინის ომზე, ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, იარაღის კონტროლსა და SARS-CoV-2-ის წარმოშობაზე, ორ საათზე მეტხანს ისაუბრა. რფკ უმცროსმა მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული პარტია კორპორაციებმა ჩაიგდეს ხელში, გააკრიტიკა პრეზიდენტ ბაიდენის მილიტარისტული ინსტინქტები, დაგმო შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე ნეოკონსერვატორების გავლენა და მხარი დაუჭირა განახლებად ენერგიას.

„ნიუ იორკ თაიმსისა“ (New York Times) და „სიენენის“ (CNN) ცნობით, ეს იყო მემარჯვენეთა შეთქმულების თეორიების შესახებ ორგია. „რობერტ კენედი უმცროსი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დემოკრატიული ოჯახის შთამომავალია, მოულოდნელად კონსერვატორებით მოიხიბლა, რომლებმა პრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ მის გრძელვადიან მთავარ გამოწვევას მხარი დაუჭირეს“, – დაწერა „ნიუ იორკ თაიმსის“ სამმა ჟურნალისტმა.

სანამ ხელისუფლების სათავეში ტრამპი მოვიდოდა, რობერტ ფ. კენედი (რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდის, მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას, გარემოს დაცვას და მკაცრად აკრიტიკებს კორპორაციების ხელში თავმოყრილ ძალაუფლებას) ულტრამემარცხენე კანდიდატად მიიჩნეოდა. მან ერთხელ ძმები კოხების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაც კი მოითხოვა. კენედის აზრით, უკრაინის ომს „თეთრ სახლში მოკალათებული ნეოკონები“ ამწვავებენ, რომლებსაც რუსეთში „რეჟიმის შეცვლა“ სურთ. საარჩევნო კამპანიისას რობერტ კენედიმ განაცხადა, რომ ბოლოს მოუღებს „სახელმწიფოსა და კორპორაციების ძალაუფლების ბინძურ გაერთიანებას“, რაც „ჩვენს ქვეყანაში ახალი ტიპის კორპორაციული ფეოდალიზმის დამკვიდრების“ საფრთხეს ქმნის.

„დემოკრატები კორპორაციებს, ომსა და ცენზურას უჭერენ მხარს, რესპუბლიკელები კი ომსა და ცენზურას ეწინააღმდეგებიან და სამოქალაქო თავისუფლებებს უჭერენ მხარს. ეს უზარმაზარი გარდაქმნაა“, − განაცხადა კენედიმ.

კენედის გამოსვლა მეინსტრიმულმა მედიამ მკაცრად გააკრიტიკა და მისი საუბარი სიცრუედ და შეთქმულების თეორიებად მონათლა. მათ შეიძლება სჯერათ, რომ ელიტის მიმართ საზოგადოების უნდობლობა სხვა არაფერია, თუ არა შეთქმულების თეორია, თუმცა თუ ბოლო რამდენიმე წელმა ნათლად დაგვანახა, რომ გავლენიანი ადამიანები საზოგადოების გასაბითურებლად ფარულად იღვწიან.

დაფიქრდით, რამდენი ვარაუდი გამართლდა, რომლებსაც შეთქმულების თეორიებს უწოდებდნენ:

  • ედუარდ სნოუდენის (NSA) გავრცელებული დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ შეერთებული შტატების მთავრობა მილიონობით ამერიკელს უკანონოდ უთვალთვალებდა, რომლებსაც ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ასეთი განცხადებები არც პარანოია იყო და არც შეთქმულების თეორიები. სანამ სნოუდენი სიმართლეს ფარდას ახდიდა, ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული დაზვერვის დირექტორმა კონგრესს NSA-ის თვალთვალის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა;
  • ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აღიარებით, ჯეფრი ეპშტეინი შესაძლოა ადამიანებს აშანტაჟებდა. გარდაცვლილი მილიარდერის პირადი ელექტრონული წერილების თანახმად, სამმართველოს დირექტორი მას ხშირად სტუმრობდა;
  • დღესდღეობით არსებული არაერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი და ძმა, როდესაც იგი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, უცხოელ ინვესტორებთან, მათ შორის სამხედრო დაზვერვასთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფ ჩინელებთან, თანამშრომლობდნენ;
  • ბაიდენის ადმინისტრაცია და მედიაელიტა ბუნებრივი აირის გამათბობლების აკრძალვასა და შეზღუდვას დაჟინებით მოითხოვდნენ, ხოლო მათი აზრით, ადამიანები, რომლებიც მათი ქმედებების შესახებ ხმამაღლა საუბრობდნენ, შეთქმულების თეორიებს ავრცელებდნენ;
  • შეერთებული შტატები უკრაინაში ბიოლაბორატორიებს ხელმძღვანელობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული საზოგადოებრივი რადიო და სხვები რეალობას უარყოფდნენ და მას შეთქმულების თეორიად მიიჩნევდნენ;
  • პენტაგონი უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ მტკიცებულებას ათწლეულების განმავლობაში ასაიდუმლოებდა;
  • ელექტრონული წერილები მიუთითებენ, რომ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NAID) ყოფილმა დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დირექტორმა ფრენსის კოლინზმა ტყუილის გასავრცელებლად პირი შეკრეს, რათა ჰიპოთეზა, რომელიც ლაბორატორიიდან „კოვიდ-19“ ვირუსის გაჟონვას უკავშირდება, ნაკლებად მნიშვნელოვანი ყოფილიყო.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, „ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს არ სჯერათ, რომ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ „კოვიდ-19“ ბიოიარაღის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა“.

ადამიანისთვის „შეთქმულების თეორეტიკოსის“ იარლიყის მიწებება მზაკვრული ნაბიჯია. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი გულუბრყვილო ან სულელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ფსიქიკურად არიან დაავადებული და მათი მოსაზრებების მოსმენა არ ღირს.

მედია რობერტ ფ. კენედი უმცროსის რეპუტაციის განადგურებას ცდილობს.

წყარი: https://public.substack.com/p/media-smears-robert-f-kennedy-jr