პოლიტიკასხვადასხვა

მასკი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რონ დესანტისს უჭერს მხარს

0

ილონ მასკი ამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია ბაიდენის ადმინისტრაციით, რომელსაც 2020 წელს მხარს უჭერდა.
მართალია, ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს ამ ეტაპზე ოფიციალურად არ გამოუხატავს საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის სურვილი, მაგრამ მასკმა, რესპუბლიკური პარტიის შიდა პრაიმერში დესატისის კანდიდატურას წინსწრებით გამოუცხადა მხარდაჭერა.

8 ნოემბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის სახელით, რონ დესანტისი დამაჯერებელი გამარჯვებით ხელმეორედ გახდა ფლორიდის შტატის გუბერნატორი. აღნიშნული ტრიუმფის და არჩევნებში ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების წარუმატებლობის ფონზე, მნიშვნელოვლად გაიზარდა ალბათობა, რომ სწორედ რონ დესანტისი იქნება რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი 2024 წელს.
როგორც გამოცემა „Fortune.com” წერს, მასკსა და დესანტისს ბევრი საერთო აქვთ. ორივე მათგანი ღიად უპირისპირსება ე.წ. “woke”(გამოღვიძება) ლიბერალურ იდეოლოგიას. რონ დესანტისმა, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ ფლორიდა იქნება ადგილი, სადაც “woke”(გამოღვიძება) იდეოლოგია დამარცხდება.

ილონ მასკმა ასევე მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, როდესაც “Twitter”-ის შესყიდვის შემდეგ გააკრიტიკა კომპანიის ყოფილი მენეჯმენტის პოლიტიკა, რომელიც ფაქტობრივად ცენზურაში იყო გადაზრდილი. ახალმა მფლობელმა აღადგინა დონალდ ტრამპის და ასევე სხვა მომხმარებლების ანგარიშები “Twitter”-ში, რომლებსაც კონსერვატიული შეხედულებების გამო შეზღუდული ჰქონდათ სოციალური ქსელის გამოყენება.
2018 წელს ტრამპი რონ დესანტისის აქტიური მხარდამჭერი იყო გუბერნატორობისთვის ბრძოლაში, მაგრამ უკანასკნელი არჩევნების შემდეგ, დესანტისის მზარდი რეიტინგის ფონზე, მათ შორის ურთიერთობები დაიძაბა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შეუძლია ძალიან ბევრი რამ მოყვეს დესანტისის შესახებ – “მე იმაზე მეტი ვიცი დესანტისის შესახებ, ვიდრე მისმა მეუღლემ და ამ ამბების გახმაურება ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო”- ამობს ტრამპი. პენსილვანიის შტატში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა დესანტისი ზედმეტსახელით – “რონ დესანქტიმუსი” მოიხსენია.