პოლიტიკასხვადასხვა

მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, მედვედევი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმით დაიმუქრა

0

ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის თანახმად უკრაინელებმა სმოლენსკის ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

11 ივლისი, 2023 წ.

რუსეთმა უნდა განიხილოს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მდებარე ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობა, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ დასავლური რაკეტებით სმოლენსკის ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა.

„თუ სმოლენსკის ატომურ ელექტროსადგურზე NATO-ს რაკეტებით თავდასხმის მცდელობა დამტკიცდა, დაუყოვნებლივ განვიხილავთ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას“, − განაცხადა მედვედევმა Telegram-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

რუსმა პოლიტიკოსმა მუქარის შემცველი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სმოლენსკის რეგიონში დესნოგორსკის ატომური ელექტროსადგურისა და კალუგის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომის მიმართულებით ორი რაკეტა Storm Shadow ისროლეს. მიზანს ვერცერთმა რაკეტამ ვერ მიაღწია, რადგან ორივე რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ორივე რაკეტა საცხოვრებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა − ერთი მინდორში, მეორე კი სახერხ საამქროს დაეცა.

ამჟამად რაკეტების წარმომავლობას იძიებენ, მაგრამ თუ მათი დასავლური წარმომავლობა დადასტურდება, ეს რუსეთის ტერიტორიაზე NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მიღებული იარაღით კიევის პირველი „შეტევის მცდელობა“ იქნება.

უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა არაერთხელ დაარწმუნეს მოსკოვი, რომ ასეთი შეტევა არ განხორციელდებოდა, რათა თავიდან აერიდებინათ ომის ესკალაცია.

ერთ-ერთი რაკეტის შესახებ ვრცელდება ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, დასავლური წარმოებისაა.

https://rmx.news/article/russias-medvedev-threatens-to-strike-ukrainian-nuclear-plants-after-ukrainian-missiles-hit-russian-territory/