8 მაისი, 2023 წ.
ნიუ მექსიკოს შტატში გამართულ ველორბოლაში (Tour of the Gila) ტრანსგენდერი ველოსიპედისტის გამარჯვებას ლეგენდარული ჩეხი ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა გამოეხმაურა.
მამაკაცი ოსტინ კილაფსი პირველი ტრანსგენდერი ველოსიპედისტია, რომელმაც ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირის (UCI) მსოფლიო მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობით გამართულ ქალთა შორის რბოლაში გამარჯვება მოიპოვა.
ნავრატილოვას აზრით, კილაფსი უკანასკნელი ტრანსგენდერი ველოსიპედისტი უნდა იყოს, რომელმაც UCI-ი მოიგო. ‘ტვიტერზე’ ‘ნიუ-იორკ პოსტის’ (New York Post) გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც კილაფსის ‘გამარჯვებას’ ეძღვნებოდა, კომენტარში ჩოგბურთის ლეგენდამ ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირი საყვედურებით აავსო.
თავდაპირველად UCI-მა შეჯიბრებებში ტრანს-ველოსიპედისტების დაშვების შესახებ თავისი პოზიცია დაიცვა.
რამდენიმე დღის წინ ორგანიაზიაში განაცხადეს, რომ „UCI-ი ადასტურებს, რომ ტრანსგენდერ სპორტსმენებს თავიანთი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეიძლება შეჯიბრებებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდეთ“.
„UCI-ის წესები უახლეს სამეცნიერო ცოდნას ეფუძნება და მას შესაბამისად იყენებს. UCI-ი მეცნიერული აღმოჩენების ევოლუციას თვალს ადევნებს და სამეცნიერო ცოდნის განვითარების კვალდაკვალ შეიძლება მომავალში თავისი წესები შეცვალოს“.
თუმცა, ხუთშაბათს, მმართველმა ორგანომ უარი თქვა ამ განცხადებაზე და შემწყნარებლური ტრანსპოლიტიკის გადახედვის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.
‘გარდიანის’ (The Guardian) ცნობით, „UCI-ის მიზანი უცვლელი რჩება: ჩვენი საზოგადოების ევოლუციის კონტექსტში ვითვალისწინებთ ტრანსგენდერი სპორტსმენების სურვილს დაკავდნენ ველოსპორტით“, – განაცხადა ორგანიზაციამ.
„UCI-ი ასევე ყურს უგდებს ქალ სპორტსმენებს და იზიარებს მათ შეშფოთებას კონკურენტებთან მიმართებით თანაბარი პირობების შესახებ და გაითვალისწინებს ყველა ფაქტორს, მათ შორის მეცნიერული ცოდნის ევოლუციას“.
‘დიდი სლემის’ არაერთგზის გამარჯვებული მარტინა ნავრატილოვა ხშირად აკრიტიკებს ქალთა სპორტში მონაწილე ტრანსგენდერ სპორტსმენებს და მმართველ ორგანოებს, რომლებიც მათ ამის საშუალებას აძლევენ.
ცოტა ხნის წინ ყოფილმა ჩეხმა ჩოგბურთელმა ტრანსგენდერი მოცურავე ლია თომასი იმ განცხადების გამო გაკიცხა, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერი სპორტსმენების კრიტიკოსები ტრანსფობიის შესანიღბად ფემინიზმს ეფარებიან.
როგორც ‘ბრეიტბარტის’ (Breitbart) ჟურნალისტი უორენ ტოდ ჰიუსტონი აღნიშნავს, მარტში ნავრატილოვამ მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია მისი ახალი პოლიტიკის გამო შეაქო, რომელიც ქალთა კატეგორიებში ტრანსგენდერ სპორტსმენებს მონაწილეობას უკრძალავს. 66 წლის მარტინა ნავრატილოვამ ამ ახალ პოლიტიკას „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
წყარო: https://is.gd/UxZshE