პოლიტიკასხვადასხვა

მარჯორი ტეილორ გრინი: ჰანტერ ბაიდენი სექსტრეფიკინგის რამდენიმე სქემაში იყო ჩართული

0

8 მაისი, 2023 წ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი მარჯორი ტეილორ გრინი (MTG) სექსტრეფიკინგის სქემაში ჰანტერ ბაიდენის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ მამხილებელ დოკუმენტებს ფლობს.
ბენი ჯონსონთან ინტერვიუსას ამერიკელმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის შვილის დანაშაულებრივი საქმიანობების შესახებ „თავზარდამცემი“ მტკიცებულებები აქვს. გრინი ჰანტერ ბაიდენის საბანკო ამონაწერებსა და საეჭვო საქმიანობების შესახებ ანგარიშებს იმოწმებს, რომლებიც პრეზიდენტის შვილსა და მეძავებს შორის ფულის გადარიცხვის ფაქტებს ადასტურებენ.
„ეს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით იმ ადამიანებით ვაჭრობაა, რომლებიც მოქალაქეებიც კი არ არიან. საკითხავია, ისინი სექსმონები ხომ არ იყვნენ? ეს უმძიმესი დანაშაულებები გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა გამოიძიონ და ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრან, რადგან არსებობს მტკიცებულებები და ამ ქალბატონების მოძებნაც ადვილია. შეგიძლიათ მათ გაესაუბროთ და მოწმეებად გამოიძახოთ“, – განაცხადა გრინმა.
რესპუბლიკელი კანონმდებლის თქმით, ეს ქალბატონები რუსეთიდან და უკრაინიდან არიან. გრინმა ჰანტერ ბაიდენს „სრულიად ამაზრზენი, საზიზღარი ადამიანი“ უწოდა, რომელმაც ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
„ძალიან, ძალიან მრცხვენია, რომ ჩვენი ქვეყანის პრეზიდენტის შვილი ჩართული იყო და ეს მძიმე დანაშაულებები ჩაიდინა და როდესაც მოესურვება თეთრ სახლში შედის და გამოდის. ეს ჩვენი ქვეყნის, ქალბატონების, მამაკაცების სირცხვილია, რადგან ჩვენ ასეთები არ ვართ“, – ამბობს გრინი.
ჯო ბაიდენი, რომელმაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას, რადგან პროკურორების განცხადებით, მის შვილს საგადასახადო თაღლითობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით შესაძლოა მალე ბრალი წაუყენონ.
2018 წელს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და შიდა შემოსავლების სამსახურმა ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს, რაც ჩინეთსა და უკრაინაში მის ბუნდოვან ბიზნესგარიგებებს უკავშირდება, ასევე სახელდება ფულის გათეთრებისა და საგადასახადო თაღლითობის ფაქტები.

წყარო: https://is.gd/zrI1S5 / https://is.gd/ZRaOa5