პოლიტიკასხვადასხვა

მარინ ლე პენი – მაკრონმა რესპუბლიკა მძევლად აიყვანა

0

სანამ საფრანგეთში ქაოსი სუფევს, მარინ ლე პენი პირობას დებს, რომ თუ პრეზიდენტი გახდება საპენსიო ასაკს დაწევს
მაშინ, როცა საფრანგეთი საპენსიო ასაკის ზრდის გამო დიდმა არეულობამ მოიცვა, ოპოზიციური პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სამართლიან საპენსიო რეფორმას გაატარებს.
ლე პენის თქმით, მაკრონის წარმოდგენილი პენსიისგან განსხვავებით, საპენსიო რეფორმის მისეული ვერსია მოქალაქეებს სამართლიან პენსიას შესთავაზებს.
„მინდა ფრანგებს შევახსენო, რომ საპენსიო რეფორმა სხვა მიმართულებით რომ წავიდეს, შემდეგ ჯერზე სხვა არჩევანი უნდა გავაკეთოთ. როდესაც ვამბობ, რომ მან (მაკრონმა) რესპუბლიკა მძევლად აიყვანა, მინდა ჩემი საპენსიო რეფორმა განვახორციელო, რომელიც ფრანგებს 40-42 წლიანი მუშაობის შემდეგ 60 წლის ასაკში მისცემს პენსიაზე გასვლის საშუალებას თუ მუშაობა 20 წლამდე დაიწყეს. მაქსიმუმი საპენსიო ასაკი იქნება 62 წელი. ეს იქნება სამართლიანი საპენსიო რეფორმა“, – განაცხადა ლე პენმა LCP-თან ინტერვიუში.
მაკრონმა პარლამენტის გვერდის ასავლელად კონსტიტუციის 49.3-ე მუხლი გამოიყენა და ცალმხრივად გაატარა საპენსიო რეფორმა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის 72-75 პროცენტი ეწინააღმდეგებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ავტორიტარული ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ კანონპროექტის მისაღებად, სავარაუდოდ, საკმარის ხმებს ვერ აგროვებდა. მაკრონი მხოლოდ ცხრა ხმით გადაურჩა უნდობლობის გამოცხადებას, რამაც მისი მთავრობა გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენა.
ფრანგულმა პოლიციამ ქუჩაში გამოსული პროტესტანტების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარიზში საპროტესტო აქციები აიკრძალა, რაც იმის ნიშანია, რომ საფრანგეთი ავტორიტარული რეჟიმისკენ მიექანება.
„ეროვნული ფრონტის“ თითოეულმა წევრმა მხარი დაუჭირა მაკრონის თანამდებობიდან გადაყენებას. პოლიტიკური ანალიტიკოსების თქმით, ლე პენს თავის პოლიტიკურ კარიერაში საუკეთესო მომენტი დაუდგა, რაც მაკრონის საპენსიო რეფორმისადმი შეურიგებელმა წინააღმდეგობამ განაპირობა.
„რა თქმა უნდა, ამ მთავრობას საყვედური უნდა გამოვუცხადოთ. ჩვენ არა მხოლოდ წარვადგენთ უნდობლობის გამოცხადების წინადადებას, არამედ კენჭს ვუყრით ყველა მსგავს წარდგენილ წინადადებას და ასეთი წინადადებები მრავლად იქნება“, – განაცხადა ლე პენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო: https://is.gd/lXXwfw