პოლიტიკასხვადასხვა

მაკრონი დიქტატორად ყალიბდება, დაგმობს კი ევროკავშირი საფრანგეთს დემოკრატიის გზიდან გადახვევის გამო? მგონი არ უნდა გვქონდეს ამის იმედი!

0

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე არაპოპულარული საპენსიო რეფორმის გეგმა ძალით გაიტანა, ეს ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას მოახდენს საფრანგეთსა და მის მთელ დემოკრატიულ სისტემაზე. ასევე იბადება კითხვა: როგორი რეაქცია ექნება ევროკავშირს ამ ავტორიტარულ ნაბიჯზე?
მაკრონის გადაწყვეტილების ოპტიკა და პრაქტიკული რეალობა, რაც საპენსიო ასაკის 62 წლიდან დან 64 წლამდე გაზრდას უკავშირდება, დამღუპველია და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მაკრონის ლეგიტიმაციას, არამედ, სავარაუდოდ, ბრიუსელსაც.
როგორც უნდა იყოს, მაკრონმა კარგად უწყის რომ ევროკავშირი მის ქვეყანას არ გაკიცხავს, არც სანქციებს დაუწესებს და არც საფრანგეთში „დემოკრატიის დეფიციტის“ შესახებ ალაპარაკდება, მიუხედავად იმისა, რომ მაკრონი ღიად ეწევა ძალის დემონსტრირებას. ფაქტობრივად, ევროკავშირის ტექნოკრატიული ელიტები უშუალოდ იწონებენ საპენსიო რეფორმას, ნაბიჯს, რომელიც სამხრეთის ქვეყნებში ფინანსური დახმარების სანაცვლოდ უკვე განახორციელეს.
ისიც მართალია, რომ მაკრონს, კონსტიტუციის თანახმად, აქვს უფლება, რომ პარლამენტს გვერდი აუაროს. თუმცა ეს ბოლოს და ბოლოს აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით არის თუ არა საფრანგეთი  დემოკრატიული ქვეყანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს იმ დღის წესრიგს ეხება, რომელსაც საფრანგეთის საზოგადოება ასე გაშმაგებული ეწინააღმდეგებოდა.
ფაქტობრივად, ამ საკითხის შესახებ ჩატარებული გამოკითხვა მაკრონის ნაბიჯს კიდევ უფრო შოკისმომგვრელს ხდის.
საპენსიო რეფორმას ქვეყნის მოსახლეობის 72-75 პროცენტი ეწინააღმდეგებოდა. 75 პროცენტი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა. 78 პროცენტი ეწინააღმდეგება იმას, რომ მაკრონმა გამოიყენოს კონსტიტუციის 49.3-ე მუხლი, რათა ცალმხრივად გაატაროს საპენსიო რეფორმა.
მასობრივი იმიგრაციის მსგავსად, რომელიც საფრანგეთში კიდევ უფრო იზრდება, ფრანგებს იმის მიღებას აიძულებენ, რაც არ სურთ და ეს ყველაფერი „დემოკრატიის“ წყალობით ხდება.
მაკრონის მიმართ საზოგადოების რეაქცია ნათელია. მისი დიქტატორული განკარგულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით, თუ არა ათასობით, ადამიანი დააპატიმრეს. პროფკავშირები პირობას დებენ, რომ საპროტესტო აქციებს გააძლიერებენ, ბენზინგასამართ სადგურებზე უკვე შეიმჩნევა საწვავის ნაკლებობა. მაკრონი შესაძლოა თავისი მმართველობის წლებში ყველაზე საშინელი კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, მათ შორის დაიწყოს „ყვითელი ჟილეტების“ ახალი საპროტესტო ტალღა.
უცხოელი ფსიქოტი მიკერძოებული პოლიტიკოსები, როგორიცაა გერმანელი „მწვანე“ ევროპარლამენტარი დენიელ ფროინდი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებას ავლენს, როდესაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უნგრეთის შესახებ მუდმივად პოსტებს აქვეყნებს, მაკრონის შესახებ კრინტს არ ძრავს. სამაგიეროდ ორბანის გაკიცხვას დღემდე განაგრძობს, მიუხედავად „დემოკრატიისა“.
ორბანს უნგრეთის მოსახლების 50-პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, მაკრონს კი მხოლოდ 26 პროცენტი.
ფროინდი უნგრეთის მიმართ თავისი მიკერძოებული დამოკიდებულებით მთელი ევროკავშირის ისტებლიშმენტის სიმბოლოა.
ევროკავშირი საფრანგეთის მიმართ პოზიციას არ შეიცვლის, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო მორალთან ან დემოკრატიასთან  – საქმე ეხება ძალაუფლებას. ეს ნიშნავს მტრების დასჯას და მეგობრების დაჯილდოებას. მაკრონი ბრიუსელის მმართველი ლიბერალური ისტებლიშმენტის მეგობარია. ამ ძლევამოსილ შუამავლებს ზურგს უმაგრებენ მილიარდობით ევრო, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაიმპერია, რომელიც მხარს უჭერს ბრიუსელის ხელში კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების თავმოყრასა და მასობრივ იმიგრაციას. მაკრონი ამ დღის წესრიგის მხარდამჭერია, ორბანი კი არა.
ევროკავშირი უნგრეთში არსებული კორუფციის შესახებ საუბრობს, ბრიუსელმა  ბუდაპეშტს შეიძლება სანქციებიც კი დაუწესოს, ამავდროულად კი თავად სარკეში ჩახედვა არ სურს.
ფრანგული პოლიციის ჩადენილი ძალადობისა და ანტიდემოკრატიული ღონისძიებების შავ-თეთრი რეალობა ძალიან ადვილი შესამჩნევია მთელი ევროპისთვის. უნგრელებს ადგილობრივი პოლიციელები ხელკეტებით არ უსწორდებიან, მას შემდეგ, რაც თავიანთი ლიდერის ავტორიტარულ ბრძანებას აპროტესტებენ. ხოლო უნგრეთის მუშათა კლასს ცრემლსადენი გაზით არ „უმასპინძლდებიან“, ამ ქვეყანაში არც პროტესტი იკრძალება და არც რეპრესიების სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.
ევროკავშირი კვლავ დემოკრატიულ ინსტიტუტად შეინიღბება. კვლავ გამოიყენებს ისეთ მოდურ სიტყვას, როგორიცაა „დემოკრატია“, რადგან ამ სიტყვას მნიშვნელოვანი ძალა აქვს და ევროკავშირს თავისი დღის წესრიგის – მოიცავს ცენტრალიზაციასა და განსხვავებული აზრის უარყოფას – განხორციელებაში  ეხმარება. ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირი სავსეა პატარა მაკრონებით – ტექნოკრატიული ელიტა, რომელიც არაოფიციალურად უგულებელყოფს „დემოკრატიას“, თუმცა იცის, რომ ისეთი სიტყვების წარმოთქმით, როგორებიცაა „დემოკრატია“, „რასიზმი“ და „დეზინფორმაცია“, დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს თავის დღის წესრიგში მოაქცევს.
კრიტიკოსების თქმით, წლების განმავლობაში რეალური დემოკრატიის ნაკლებობას თავად ევროკავშირი განიცდის, რადგან ევროსაბჭო და ევროკომისია – ბრიუსელში არსებული ორი რეალური ძალაუფლების ცენტრი – არჩეული წევრებით არ არიან დაკომპლექტებული. რაც შეეხება ევროპარლამენტს, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მთელი ევროპის მასშტაბით, ამომრჩეველთა მხოლოდ 50,6 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, ეს ძალიან დაბალი რიცხვია, რაც ევროპაში ჩატარებულ თითქმის ყველა ეროვნულ არჩევნებში დაფიქსირებულა.
სრულიად ცენტრალიზებულ ევროკავშირში საპენსიო ასაკის ერთბაშად აწევა თეორიულად ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა თუკი ბრძანება ბრიუსელიდან მოვიდოდა, რომელსაც ევროპარლამენტი დაასვამდა ბეჭედს. ეს ეხება იმიგრაციის, თავდაცვის, მწვანე ენერგიის საკითხებს და სხვ. ბრიუსელში მოკალათებულ მაკრონებს უფრო მეტი ძალაუფლება ექნებათ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ.
ბრიუსელისა და მაკრონის მსგავსი ადამიანების ოპონენტების მიზანი ახლა იმაში მდგომარეობს, რომ სრულიად წარმოჩინონ ეს თვალთმაქცობა. კონსერვატორები, ლიბერტარიანელები და თვით ისტებლიშმენტის წინააღმდეგ ანტაგონისტურად განწყობილი მემარცხენეები, როგორც წესი, თვალთმაქცობასთან დაკავშირებით  საკუთარ დამოკიდებულებას დასცინიან და ამბობენ, რომ ეს უძლურების ნიშანია, თუმცა, ამავე დროს, ხალხში რეზონანს იწვევს. მოდით, სიმართლეს თვალებში შევხედოთ, ეს ხშირად ერთადერთი არჩევანია.
საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები „ტვიტერზე“ განხილვის საგნად იქცა. ისმის კითხვები რატომ ეთანხმება ევროკავშირი იმ ავტორიტარიზმს, რომლის ავტორიც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი სახელმწიფოა. მაკრონი ცხრა ხმით გადაურჩა უნდობლობის გამოცხადებას. გავრცელებული ჭორების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის მოკავშირე პრემიერ-მინისტრი ელიზაბეტ ბორნი, შეიძლება დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, რადგან კენჭისყრა ბევრად უფრო მალე გაიმართება, ვიდრე თავდაპირველად პროგნოზირებდნენ.
მაკრონის პოლიტიკური კარიერის შედეგის მიუხედავად, იგი და მისი ბრიუსელელი მხარდამჭერები იმ „დემოკრატიასთან“ ერთად, რომლის შესახებაც დაუსრულებლად ლაყბობენ, „ხალხის“ წინააღმდეგ ტოტალურ ომს აწარმოებენ. ახლა საკითხავი ის არის ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ, რადგან ევროკავშირი სოციალურ მედიაში მასიური ცენზურის შემოღებას ცდილობს. ისინი კვლავ გამარჯვებისთვის იღწვიან.

წყარო: https://is.gd/UCRzS7