პოლიტიკასხვადასხვა

მაკრონი: ავაშენოთ ავტონომიური ევროპა

0

ჟურნალისტი: „ჩინეთში მნიშვნელოვანი ვიზიტი გქონდათ. როგორც კი დაბრუნდით, განაცხადეთ ისეთი რაღაც, რამაც გააბრაზა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ევროპაში, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში. განსაკუთრებული გაბრაზება ტაივანის შესახებ თქვენმა კომენტარებმა გამოიწვია.

ამიტომ მინდა გკითხოთ, თქვენ თქვით, რომ ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას საჭიროებს, რომელიც არც ჩინეთის ვასალი უნდა იყოს და არც შეერთებული შტატების. ტაივანთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და მოვლენები არ უნდა დავაჩქაროთ. ეს ჩვენი კრიზისი არ არის.

მაიკ გალაჰერმა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჩინეთის საკითხზე მომუშავე კომიტეტს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ეს კომენტარები სამარცხვინოა. გსურთ, რომ თქვენს ნათქვამში სიცხადე შეიტანოთ ან შეცვალოთ?“

ემანუელ მაკრონი: „მინდა განვმარტო: პირველი − მხარს ვუჭერთ ტაივანის ამჟამინდელ სტატუსკვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრესიას სასტიკად ვეწინააღმდეგებით და პატივს ვცემთ არსებულ მოდელს. მინდა, ეს სიტყვები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გავუმეორო. როგორც მახსოვს, პრეზიდენტი ბაიდენიც იმავე პოზიციას იზიარებს.

თუმცა მინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ნათლად განვაცხადო − ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასა და ევროკავშირს უფრო მეტი ავტონომიურობა ჰქონდეთ, რადგან ეს გლობალური წესრიგისთვის არის სასარგებლო.

ვფიქრობ, ეს შეერთებული შტატებისთვისაც სასარგებლოა. სასარგებლოა უფრო ძლიერი ევროპის არსებობა, რომელსაც კონფლიქტების დარეგულირების უნარი შესწევს. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, უკრაინის საკითხით დაკავდეს. ასე იქნება რამდენიმე წელიწადში ან რამდენიმე ათწლეულში? დარწმუნებული არ ვარ, ასე იქნება თუ არა რამდენიმე შემთხვევაში. ევროპელებმა თავად უნდა მიხედონ საკუთარ თავს. ეს არის საშუალება, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ტერიტორიებზე და სამეზობლოში.

მეორე − მინდა, ჩვენ, ჩვენი მოქალაქეები დამოუკიდებლები ვიყოთ ტექნოლოგიური, თავდაცვის, ენერგეტიკული თვალსაზრისით. ვიტყოდი, რომ ესენი ნორმალური ცხოვრების მთავარი მახასიათებლებია. რატომ? იმიტომ, რომ არავინ იცის რა მოხდება დანარჩენ მსოფლიოში. თუ ერთ ქვეყანაზე ხართ დამოკიდებული, შესაძლოა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა სრულიად გადაწყვეტს ამ მოულოდნელ ცვლილებას. და ეს მოხდა. გამოიცანით? მე ეს გამოვცადე. ასე რომ, აღარ მინდა ამგვარ სიტუაციაში აღმოვჩნდე. როგორც ევროპელი, ვფიქრობ სამართლიანია, რომ უფრო მეტი ავტონომიისკენ ვისწრაფოდე. ეს შეერთებული შტატებისთვისაც სასარგებლოა, რადგან ვალდებულების განაწილებაა. და ეს გლობალური წესრიგისთვისაც სასარგებლოა, რადგან შეერთებულ შტატებს ჰყავს მოკავშირე, რომელიც ისეთ სიტუაციაშია, რომ მის შესახებ სხვა ადამიანები მსჯელობენ“.

https://edition.cnn.com/videos/tv/2023/06/23/exp-gps-0623-macron-on-european-autonomy.cnn