პოლიტიკასხვადასხვა

მაიკლ ფლინის ყოფილი მოადგილე: ამერიკული სპეცსამსახურები 2024 წლის არჩევნებს გააყალბებენ

0

23 მაისი, 2023 წ.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, მაიკ ფლინის, ყოფილი მოადგილე ქეთლინ თ. მაკფარლენდი ამბობს, რომ ‘სიღრმისეული სახელმწიფო’ (Deep State) 2020 წელს გაყალბებული არჩევნების შემდეგ 2024 წლის არჩევნების ფალსიფიცირებასაც გეგმავს.
„გვაქვს იმის წერილობითი მტკიცებულება, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოძიების ფედერალური ბიური (FBI) ჩაერია. როდესაც ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტება ვერ შეძლეს, ტრამპის ადმინისტრაციის განადგურება გადაწყვიტეს“, – განუცხადა ქ-ნმა მაკფარლენდმა Fox Business-ის წამყვან მარია ბარტირომოს.
„დაბრუნდით 2020 წელს. ამჯერად არჩევნებში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) ჩაერთო იმ ყოფილ 51 აგენტთან ერთად, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპი რუსული დეზინფორმაციაა. ისინი 2024 წლის არჩევნების გაყალბებასა და თავს დაძვრენასაც შეეცდებიან“.
„ამჟამად არსებობს იმის მყარი მტკიცებულება, რომ არჩევნებში შეერთებული შტატების სპეცსამსახურები და იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ) ჩაერივნენ. ამ ადამიანებს უნდა ეშინოდეთ, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი რესპუბლიკელ გენერალურ პროკურორთან ერთად მოვა, რომელიც მათ დანაშაულებს გამოიძიებს და ბრალს წაუყენებს ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩაიდინეს. ეს აუცილებლად მოხდება. ისინი 2024 წლის არჩევნებშიც ჩაერევიან… ეს ადამიანები არა მხოლოდ უცხოელ ლიდერებს, არამედ ჩვენც გვღალატობენ, თუმცა ისინი ჩვენს არჩევნებში ერევიან. ისინი კონსტიტუციას ანადგურებენ… ისინი ამერიკელ ხალხს ესხმიან თავს“, – დასძინა ქეთლინ მაკფარლენდმა.

წყარო: https://www.zerohedge.com/political/former-deputy-natl-security-adviser-fbi-cia-doj-will-rig-2024-election