საზოგადოებასხვადასხვა

მადრიდში, სერვანტესის ინსტიტუტში პოეტ დათო მაღრაძის ესპანური წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

0

30 ოქტომბერს, მადრიდში, სერვანტესის ინსტიტუტში პოეტ დათო მაღრაძის ესპანური წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

სერვანტესის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა და საქართველოს საელჩო ესპანეთში შეთანხმდნენ, რომ საელჩოს ხელშეწყობით, 30 ოქტომბერს, დათო მაღრაძე ესპანურ საზოგადოებას პოემის – „ბარაქიანი მიწის” ესპანურ ვერსიას წარუდგენს.