ლიონელ მესიმ არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ისაუბრა.
არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიო თასის მფლობელია. მესიმ, დანიელ პასარელამ და დიეგო მარადონამ კაპიტნების რანგში თავიანთ ქვეყანას ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატები მოაგებინეს. ფინალის შემდეგ მესიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„სიგიჟეა, ის, რაც მოხდა. ძალიან მინდოდა. ვიცოდი, რომ ღმერთი ამას მიბოძებდა. ახლა ვისიმოვნოთ. შეხედეთ ამ თასს, ის მშვენიერია. ბევრი ვითმინეთ, თუმცა მაინც გავიმარჯვეთ. ერთი სული გვაქვს როდის ჩავალთ არგენტინაში, რათა ვიხილოთ რა სიგიჟეც იქ ხდება. ამ თასზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მთელი ცხოვრება მისი მოგება მინდოდა“.
მესიმ TyC Sports-ის ჟურნალისტ გასტონ ედულთან თავისი მომავლის შესახებაც ისაუბრა: „ვრჩები არგენტინის ნაკრებში. მინდა, რომ თამაში ჩემპიონის რანგში გავაგრძელო“.
წყარო: https://is.gd/nnfIw7