ახალი ამბებიპოლიტიკასხვადასხვა

კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინის იარაღით მომარაგების გაგრძელებას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან – ბერძნები, უნგრელები, სლოვაკები და ავსტრიელები

0

მაშინ, როცა ევროპელთა დიდი ნაწილი უკრაინის დახმარების მომხრეა, არიან ქვეყნები რომლებიც უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან ამ იდეას.

მათ შორის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საბერძნეთში, სადაც გამოკითხული მოსახლეობის 48% ეწიააღმდეგება უკრაინის იარაღით მომარაგების გაგრძელებას. შემდეგ მოდის კვიპროსი, სადაც 46% ფიქსირდება.

დახმარების გაგრძელების მოწინააღმდეგეთა მაღალი პროცენტულობა აჩვენა კვლევამ უნგრეთში, სლოვაკეთში, ავსტრიასა და ბულგარეთში. გერმანიაში კი, გამოკითხულთა 58% ემხრობა უკრაინის შეიარაღებით მომარაგებას და დახმარების გაგზავნას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკა საზოგადოებაში ვნებათა ღელვის საფუძველია.
ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის შედეგებიც გერმანულმა ინტერნეტ გამოცემამ გამოაქვეყნა, ირკვევა, რომ ევროპის მოქალაქეთა უფრო დიდი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინელი ლტოლვილების შეფარებას, ვიდრე უკრაინის იარაღით მომარაგებას.

რაც შეეხება, ჰუმანიტარული დახმარების გაწევას და ომის მსხვერპლთა დახმარებას, ევროპის მოსახლეობის 88% მისაღებად მიიჩნევს.

კვლევის მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც ბევრი მომხრე ყავს – 71%. გამოკითხულთა 63% ასევე ემხრობა რუსული სამთავრობო მედიის შეზღუდვას, თუმცა ქვეყნებს შორის ამ კუთხით განსხვავებული მონაცემები ფიქსირდება, მაგალითად: ფინელების 66% ემხრობა, ხოლო ბერძნების მხოლოდ 45%.
ენერგო რესურსებზე ფასების ზრდა აწუხებს გამოკითხულთა 85%-ს, მათ შორის 56% ფიქრობს, რომ ამაზე პასუხისმგებელია რუსეთი.
აღნიშნული კვლევა ჩატარებულია 23-30 ნოემბრის პერიოდში და გამოკითხულია 26.337 ადამიანი.