პოლიტიკასხვადასხვა

კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში: სოციალისტი ევროპარლამენტარი „კინოვარსკვლავივით ცხოვრობდა“

0

კატარგეიტის კორუფციულმა სკანდალმა, რომელმაც ბრიუსელი შოკში ჩააგდო, გამოააშკარავა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ევა კაილი „კინოვარსკვლავისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესს ეწეოდა“. ამის შესახებ უნგრული გაზეთი Origo იტყობინება.
კარიბის კუნძულებზე გატარებული შვებულებები, ათენის კლუბებში სუპერმოდელებთან ერთად მოწყობილი მომაჯადოვებელი წვეულებები და მდიდრული აპარტამენტები კორუფციული სკანდალის ამჟამინდელი ვარსკვლავისთვის, ევა კაილისთვის, როგორც ჩანს, უცხო არ არის. ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი არა მხოლოდ სოციალისტი, არამედ რჩეული საზოგადოების წევრიც აღმოჩნდა, რომელიც ფუფუნებაზე უარს არ ამბობდა, რაც სრულიად არ შეესაბამება მუშათა კლასის პრინციპებს, რომლებიც ოდესღაც მემარცხენეებთან ასოცირდებოდა.
გაზეთ ‘ალფას’ (Alpha) ინფორმაციით, 2019 წელს ბერძენმა ‘სოციალისტმა’ ათენის გარეუბან ფსიხიკონში 169 კვადრატული მეტრი ფართობის მდიდრული აპარტამენტი 260, 000 ევროდ შეიძინა. უძრავი ქონების კონსულტანტის, პერიზ რიგოპულოსის, განცხადებით, მისი ნამდვილი ღირებულება შეფასებულია 659, 000 ევროდ, საბაზრო ღირებულება კი 850, 000 ევროდან 900, 000 ევრომდე. ევა კაილი საბერძნეთსა და ბელგიაში არაერთ უძრავ ქონებს ფლობს.
‘ფაინენშელ თაიმსის’ (Financial Times) ცნობით, კაილი ევროპარლამენტში კატარის ინტერესების წარმოდგენას, მათ შორის ევროპაში მისი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაფიქსირებას, ცდილობდა. კატარელთა ინტერესებზე ასევე ‘ზრუნავდა’ სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი პიერ ანტონიო პანცერი.
ბრიუსელში კატარელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები, ვიზიტები ამ არაბულ ქვეყანაში და მცდელობები ხელი შეეშალა კატარის წინააღმდეგ უარყოფითი პოზიციების დაფიქსირებისთვის, შესაძლოა ქრთამის აღებით იყოს განპირობებული.

წყარო: https://is.gd/DLEucQ