თავი I ზოგადი
კონსერვატიზმის ისტორიული და ფილოსოფიური საწყისები ედმუნდ ბერკიდან (1729 _1797) მოდის.
1790 წელს გამოქვეყნდა ბერკის ესეი `ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე~, რითაც საფუძველი ჩაეყარა გააზრებულ საერთაშორისო კონსერვატიზმს, ისევე, როგორც საერთაშორისო მარქსიზმს დაედო სათავე 1848 წელს `კომუნისტური პარტიის მანიფესტის~ გამოქვეყნებით. კონსერვატიზმის თვალსაჩინო ფილოსოფოსი XX საუკუნეში, ლორდ ჰიუ სესილი, აღნიშნავს, რომ: ეს მიმდინარეობა, როგორც ძალა, აამოძრავა საფრანგეთის რევოლუციამ [1789] და თავიდანვე ამოქმედდა რევოლუციის მიერ წარმოშობილ ტენდენციათა წინააღმდეგ~. ვისაც ეს განსაზღვრება ეცოტავება, შეუძლია მიმართოს ლათინურ ზმნას, საიდანაც ეს ტერმინი წარმოიშვა: ცონსერვარე, რაც `შენახვას~ ნიშნავს.
თვითონ ბერკს არასოდეს გამოუყენებია არსებითი სახელი `კონსერვატიზმი~, თუმცა ზმნას `შენახვა~ ხშირად იშველიებდა. ტერმინ `კონსერვატიზმის~ ფართოდ გამოყენება პირველად ევროპელმა ტრადიციონალისტებმა დაიწყეს, XIX საუკუნის დასაწყისში, როცა ახალ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას ჰქმნიდნენ 1789-1815 წლების ფრანგული რევოლუციის ეპოქასთან და განსაკუთრებით მის ყველაზე რადიკალურ და ტერორისტულ განშტოებასთან _ იაკობინიზმთან _ დასაპირისპირებლად. ამ პერიოდის მომხრეები ამაყობენ სახელგანთქმული დემოკრატიული დევიზით _ `თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა~ _ და მასების გათავისუფლებით ფეოდალური ექსპლოატაციისაგან. ოპონენტები ამ ეპოქაზე მსჯელობისას მიუთითებენ იაკობინელთა მიერ დაუნდობლად გაჟლეტილ ასიათასობით უცოდველ ადამიანზე 1793-1794 წლებში და ნაპოლეონის აგრესიაზე 1799-1815 წლებში. რევოლუციის მომხრეებს სჯეროდათ, რომ იდეალისტური დასასრული, დემოკრატიული და სოციალური წინსვლა გადაწონიდა ტერორსა და მილიონობით ევროპელის დაღუპვას ოცდახუთწლიან ომში. ზომიერი კონსერვატორები ფიქრობდნენ, რომ რევოლუციით მოტანილი ბოროტება გადაფარავდა დემოკრატიულ, ლიბერალურსა და რაციონალისტურ იმედებს; უფრო რადიკალ ტრადიციონალისტებს კი თვით ეს იმედები და ამოცანები აეჭვებდათ. რევოლუციის მომხრენი მიიჩნევენ, რომ 1815 წლის შემდეგ რევოლუციის მონაპოვარი უსამართლოდ დაითრგუნა რესტავრაციის მიერ. რესტავრაციამ კონსერვატორებს შეაძლებინა და ეს იყო პირველი შანსი _ აეღორძინებინათ წინარევოლუციური ტრადიცია; ამან გამოიწვია კონსერვატული ფილოსოფიის რამდენიმე სახეობის განვითარება.
მეტოქე სახეობანი კონსერვატიზმისა. უსამართლობა იქნებოდა ისე გაგვეთავისუფლებინა მოედანი კონსერვატიზმისათვის, რომ მხოლოდ მისი ზომიერი, ბერკის მიერ დაფუძნებული მიმართულება გვეჩვენებინა და გამოგვეტოვებინა ექსტრემისტული მიმართულება, სათავედადებული ჟოზეფ დე მესტრის (1753 _ 1821) მიერ. პირველი ევოლუციური მიმართულებაა, მეორე _ კონტრ-რევოლუციური. ორივე ტრადიციის მომხრეა და ინოვაციის (1789) მოწინააღმდეგე, მაგრამ მათი ტრადიციები განსხვავდება ერთმანეთისაგან; ბერკი, 1789 წლის რევოლუციას, ტრადიციული თავისუფლების დასაცავად უპირისპირდება, მესტრი კი _ ტრადიციული ხელისუფლების დასაცავად. ბერკი კონსტიტუციონალიზმისა და პარლამენტარიზმის ქომაგია; მესტრი ნაწილობრივ ავტორიტარიზმის მომხრეა, ტრადიციული ელიტის მეხოტბე და ამიტომაც ხშირად `კონსერვატორს~ კი არა, `რეაქციონერს~ უწოდებენ. რაც უნდა იყოს, ტოტალიტარიზმს მაინც ვერ დავწამებთ. მისი ავტორიტარიზმი არ მიმართავს ტოტალიტარიზმს პიროვნებისა და კულტურისაკენ და მხოლოდ პოლიტიკით (ხანდახან რელიგიითაც) შემოიფარგლება. განსხვავება ავტორიტარულსა და ტოტალიტარულს შორის თვით ყველაზე რეაქციონერ კონსერვატორსაც კი მიჯნავს ფაშისტის, ნაცისტისა და კომუნისტისაგან. ასეთივე განსხვავებაა მონარქისტულ ხელისუფლებასა, რაც მუდამ ტრადიციული წესრიგით არის გაწონასწორებული, და არატრადიციულ, ტოტალიტარულ, მოულოდნელად დაწინაურებულ პლებეი დიქტატორთა თვითნებურ მმართველობას შორის.
ტერმინოლოგიისათვის: რეაქციონერი `ოტანტოტისტი~ ვს. ევოლუციონერი ბერკიანელი.
პიემონტ-სარდინიის რეაქციონერი მეფე დასაცინი გახდა იმის გამო, რომ, საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ, გამუდმებით ბურტყუნებდა სიტყვა ოტტანტოტტ-ს, რაც იტალიურად 88-ს ნიშნავს; ამით იმის თქმა სურდა, რომ ყველა უბედურებას დააღწევდნენ თავს, საათის შეტრიალება და მსოფლიოს დაბრუნება 1788 წელში რომ ყოფილიყო შესაძლებელი ანუ იმ დროში, როცა რევოლუცია დაიწყო. ამრიგად, შეგვიძლია ტერმინი `ოტანტოტისტი~ კონტრევოლუციონერისა და ავტორიტარ კონსერვატორის აღმნიშვნელად გამოვიყენოთ. Oოტანტოტისტი ზოგჯერ ისეთივე რევოლუციონრად წარმოგვიდგება არსებული ვითარების მიმართ, როგორც რადიკალი იაკობინელი ანდა მარქსისტი, ოღონდ მისი ბრძოლა ამ უკანასკნელთა საპირისპიროდაა მიმართული. ბერკიანელი კი აღიარებს აუცილებელ ცვლილებათა საჭიროებას, ოღონდ უკუაგდებს ლიბერალურ ოპტიმიზმსა და პროგრესის რწმენას.
ბერკიზმის მიმდევრები გახლდნენ: ჯონ ადამსი ამერიკაში, ტოკვილი საფრანგეთში, ჩერჩილი ინგლისში. ოტანტოტიზმის სანიმუშო წარმომადგენლებია: მესტრი, ბონალდი (ონალდ) და ვეილო (ეუილლოტ) საფრანგეთში, პობედონოსცევი რუსეთში. მაგრამ განსხვავებანი ამ პიროვნებებს შორის არც უნდა გავაუბრალოვოთ და არც გავაზვიადოთ. ადამიანები რთულნი და მერყევნი არიან; ყველა კონსერვატორს ვერ მოვათავსებთ ერთ ბუდეში და ვერც ერთნაირ ჩარჩოში ჩავჭედავთ _ მაგალითად, ავსტრიელ მეტერნიხსა და ამერიკელ კოლჰაუნს.
ბერკისა და მესტრის გათანაბრება და მათ შორის განსხვავების ძიება, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ორივეს ერთნაირი მნიშვნელობა და გავლენა ჰქონდა. არც ერთ წიგნს მესტრისა თუ სხვა რომელიმე ოტანტოტისტისა საფრანგეთის რევოლუციის შესახებ, არ მოუხდენია იმხელა გავლენა, რაც ბერკის კლასიკურმა ნაშრომმა შეძლო. ბერკის არგუმენტებს სესხულობდნენ, ხშირად სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ ყველა მიმართულების კონსერვატორები, მათ შორის, ოტანტოტისტებიც. მესტრის კონსერვატიზმი, აბსოლუტური მონარქიითურთ, დღეისათვის, დასავლეთში, მკვდარია. ბერკის უფრო მოქნილი კონსერვატიზმი დღეს ისე ძლიერია როგორც არასდროს, და ევროპისა თუ ამერიკის ყოველ პოლიტიკურ მიმართულებაში ჰპოვებს გამოძახილს. სხვას რომ თავი დავანებოთ, ბერკი პირველი იყო, ვინც ჩამოაყალიბა კონსერვატული უარყოფა საფრანგეთის რევოლუციისა, სხვები მერე გამოჩნდნენ. თვით არაბერკიანელებსა და რეაქციონერებს შირისაც კი აღიარებენ ესპანელი ფილოსოფოსის, დონოზო კორტესის (1809 _ 1853) ინტელექტუალურ უპირატესობას მესტრთან შედარებით.
რადიკალთა და ლიბერალთა დამოკიდებულება საფრანგეთის რევოლუციისადმი.
ვინ არიან ისინი, ვისაც არ სურს `შენახვა~ (ცონსერვარე) ტრადიციული წესრიგისა და ღირებულებათა? მათ ლიბერალები ან რადიკალები ეწოდათ XIX საუკუნის დასაწყისში და საკმაოდ გასხვავდებიან ერთმანეთისაგან ცოდნითა და მეთოდებით. ლიბერალები მხარს უჭერდნენ რევოლუციის ადრეულ ფაზას სწრაფი, მაგრამ მშვიდობიანი ცვლილებებისა, მოგვიანებით კი შეშინდნენ. რადიკალები ემხრობოდნენ რევოლუციის სასტიკი ცვლილებების გვიანდელ ფაზასაც, ტერორს, საიდუმლო პოლიციას, კლასობრივ ბრძოლას. საფრანგეთის რევოლუციის მომხრეები ბერკს ცილისმწამებელს უწოდებდნენ და გზის გასაკვლევად ხშირად მიმართავდნენ საფრანგეთში ჟან-ჟაკ რუსოს (1712 _ 1778) და ინგლისსა და ამერიკაში ტომას პეინს. ორივე მოაზროვნე, რომელთაც დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე ლიბერალიზმსა და რადიკალიზმზე, ორი რამის რწმენას ქადაგებდა: ადამიანის ბუნებრივ სიკეთესა და მასების ინსტინქტურ სიმართლეს. კონსერვატორს კი ბერკის მიმდევარი იქნება თუ სხვისა, არც ერთი არა სწამს.
ჟან-ჟაკ რუსო.
რუსოს `ემილი~(1762) მიჩნეულია წყაროდ ახალი, ლიბერალურ_პროგრესული განათლებისა. ამ წიგნის უმთავრესი თეზისია: `ღმერთი მხოლოდ კარგს მოავლენს~. `სამოქალაქო ხელშეკრულებაში~, რაც იმავე, 1762, წელს გამოქვეყნდა, რუსომ იგივე თეზისი პოლიტიკას მოარგო: `ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ყველგან ბორკილებშია ჩაჭედილი~. სავარაუდო ბორკილები კი სხვა არაფერია, თუ არა ტრადიცია, წარსული, სტატუს კვო; ყოველივე ეს უნდა გაენადგურებინა იმას, რასაც იგი მასების `საყოველთაო ნებას~ უწოდებდა. ამ გამარტივებულმა ვერსიამ მისი, მართლაც რომ, რთული ფილოსოფიისა, დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე სასტიკი ჟამის რადიკალი იაკობინელი დიქტატორის, მაქსიმილიან რობესპიერის (1758_ 1794) იდეოლოგიაზე. ტომას ჯეფერსონივით (1743 _1826) კანონმორჩილი, ზომიერი ლიბერალებიც კი განიცდიდნენ რუსოს გავლენას და ეთანხმებოდნენ მის ანტიკონსერვატულ თვალსაზრისს ადამიანის ბუნების გამო.
პეინი ვს. ბერკი
ტომას პეინი რუსოს მოწაფე გახლდათ და ბერკის წინააღმდეგ გაილაშქრა, როგორ თუ საფრანგეთის რევოლუცია დაგმეო. პეინის ესეის, `ადამიანის უფლებები~, ალბათ შეიძლება ვუწოდოთ, მხილება მხილების წინააღმდეგ; მისი ოპტიმისტური არგუმენტები, პროგრესის რწმენისა და ადამიანური ბუნების გამო, ამხელდა ბერკის პესიმისტურ ესეის, 1790 წლისა. თუკი გადმოვიღებთ ამ დიად დებატებს, წავიკითხავთ, ერთმანეთს შევადარებთ და დავუკვირდებით, თუ ინსტინქტურად საით გადაიხრება ჩვენი სიმპათიები, შეგვიძლია გავიგოთ, ლიბერალი ვართ თუ კონსერვატორი. ეს იმპულსური განსხვავება უფრო ღრმაა, ვიდრე პოლიტიკა, და არაფერ შუაშია იმასთან, თუ რომელ პარტიას აძლევთ ხმას არჩევნებში. ორივე იმპულსი თანაბრადაა გამჯდარი ადამიანის გონებაში და მარადიული კამათი _ რომლის სიმბოლოებიცაა ბერკისა და პეინის ესეები _ ყოველთვის ერთი მხარის გამარჯვებით არ წარიმართება. უსამართლო ნიშნისმოგება იქნებოდა იმის გახსენება, რომ როცა ოპტიმისტი პეინი პარიზში ჩავიდა სასურველ უტოპიაში მონაწილეობის მისაღებად, იმავე რევოლუციამ გამოამწყვდია ციხეში, რასაც მიესალმებოდა, და ეს მაშინ მოხდა, როცა ბერკი ფრანგულ ტერორს ამათრახებდა თავის წერილებში.
პირველყოფილი ცოდვა და აუცილებელი ტრადიციული ჩარჩო
განზრახ თუ განუზრახველად, სიტყვა_სიტყვით თუ მეტაფორულად, კონსერვატორები პოლიტიკაში გამუდმებით მიმართავენ ქრისტიანულ დოქტრინას ადამიანის პირველი ცოდვის გამო. სწორედ აქ არის კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის არსებული განსხვავების გასაღები. კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ ადამიანები ბუნებრივად თავისუფალნი და კეთილნი არ იბადებიან; მათში ჩაბუდებულია მიდრეკილება ანარქიისაკენ, ბოროტებისაკენ, საყოველთაო ნგრევისაკენ. ის კი, რასაც რუსო ადამიანის სიკეთისა და თავისუფლების შემბოჭველ `ჯაჭვებს~ უწოდებს _ საზოგადოებისათვის ჩვეული ტრადიციული შეზღუდვა ადამიანის ეგოსი _ სინამდვლეში ის საყრდენებია, რაც აკეთილშობილებს კაცს. ტრადიციული ჩარჩო ადამიანს დადგენილ გამძლე ჩარჩოში მოაქცევს, ურომლისოდაც ეთიკური ქცევა და თავისუფლების პასუხისმგებლობით გამოყენება შეუძლებელია.ჩარჩოდ შეიძლება ჩაითვალოს მონარქია, არისტოკრატია, ეკლესია, საკუთრება, კონსტიტუცია ან უმაღლესი სასამართლო, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ეპოქასა და რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ეს უძველესი ჩარჩო მშვიდობიანად უნდა შევცვალოთ უფრო იდეალური პროექტების მიხედვითო, იტყვის ჯეფერსონისა თუ ჯონ სტიუარტ მილის მსგავსი ზომიერი ლიბერალი. უნდა დავამსხვრიოთ და გადავყაროთ ეს დაფხავებული ჩარჩოო, იტყვიან უფრო `მოწინავე~ და რადიკალი ლიბერალები, რუსოსა და პეინის მიმდევრები. უნდა შევინახოთ _ ცონსერვარე _ ეს ჩარჩო, რათა ადამიანურ ბუნებას შევუნარჩუნოთ ზნეობა და თავისუფლებაო, დაიჟინებენ კონსერვატორები.
კერძო საკუთრება და მისი დაცვის აუცილებლობა
ანტიკონსერვატორები ზოგჯერ კერძო საკუთრებასაც ესხმიან თავს. ცნობილია, თუ როგორ უწოდა ფრანგმა სოციალისტმა პრუდონმა `საკუთრებას~, `ნაქურდალი~. მარქსისტებს კი საკუთრება ექსპლოატატორთა კლასის იარაღად მიაჩნდათ. თვით ლიბერალთაგანაც მრავალთ საკუთრება ცოტა არ იყოს და სამარცხვინოდ ეჩვენებოდათ. კონსერვატორები კი ამაყობენ საკუთრებით და ამტკიცებენ, კერძო საკუთრება ის სიმაგრეა, რომელიც არა ერთ რომელიმე, არამედ ყველა კლასს იცავს ქაოსისგანო.დიდი ქონების უეცრად დამგროვებელი ნუვორიშები, კრიტიკოსთა თავდასხმებს კონსერვატორთა არგუმენტებით იგერიებენ, რაც ჩრდილს აყენებს და უარყოფით ელფერს ანიჭებს სიტყვას `კონსერვატული~. პრიმიტიული, ჯიბის კონსერვატიზმი იმსახურებს გაკიცხვას და, იმის ნაცვლად, რომ რევოლუციის შემაკავებელი სიმაგრე იყოს, მისი უპასუხისმგებლობა ხშირად თვითონვეა რევოლუციის გამომწვევი. პასუხისმგებლობით აღსავსე კონსერვატორები, დიზრაელისა და ჯონ ადამსის მსგავსნი, საკუთრების დანიშნულებას ხედავენ ზნეობისა და საზოგადოების სამსახურში მდგარს, და ამგვარი საკუთრების დამცველებად გვევლინებიან. ისინი მკაფიოდ მიჯნავენ ტრადიციულ, ერის სამსახურში მდგარ საკუთრებას უწესოდ მოხვეჭილ, უფესვებო საკუთრებისაგან, რასაც ჯერ დროის გამოცდა არ გაუვლია. მხოლოდ დაუდევარ ჟურნალისტს შეუძლია, კონსერვატიზმის ფილოსოფიური არსის ჩაუწვდომლად, ეკონომიკურ სფეროსა თუ კომერციას, ანდა ამერიკელ რესპუბლიკელთა ძველი გვარდიის მსგავსად, კონკრეტულ პოზიციას დაუკავშიროს კონსერვატიზმის სახელი.
კონსერვატორები და ლიბერალები ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
ჟურნალისტები მაშინაც ცდებიან, როცა კონსერვატორებს ფაშიზმისადმი და ლიბერალებს კი კომუნიზმისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას სწამებენ. ზომიერთა აზრით, ტოტალიტარიზმი დარჩება მოგებული, თუკი ლიბერალები და კონსერვატორები ერთმანეთში დაეჭვდებიან კომუნიზმსა და ფაშიზმთან დაპირისპირებისას. კონსერვატორები და ლიბერალები მუდამ განსხვავებულ პოზიციაზე დარჩებიან ადამიანის ბუნების, ისტორიის, ტრადიციისა და ცვლილებათა ტემპის გააზრებისას, მაგრამ თავიანთ ღირებულებათა გადასარჩენად ერთად დადგებიან საერთო მტრის წინააღმდეგ.
ბრიტანული ასპექტი
კონსერვატიზმზე მსჯელობისას ყველაზე ხშირად ინგლისის ხსენება მოგვიწევს, რადგანაც, საყოველთაო შეხედულებით, ინგლისური ტემპერამენტი ყველაზე მეტად კონსერვატულია. კონსერვატული ტემპერამენტი არც პოლიტ-პარტიული და არც ეკონომიკური ფენომენია (ვიწრო პოლიტიკური გაგებით, ინგლისური ტემპერამენტი უფრო ლიბერალური გახლავთ). მაგრამ მსჭვალავს როგორც კოსერვატულ, ასევე ლიბერალურ პარტიას. ამის გამოა, რომ ბრიტანელი კაპიტალისტები დოქტრინებში არ იკეტებიან, ხოლო სოციალისტები გრედუალისტები არიან. ბრიტანული კონსერვატიზმი ჰაფსბურგთა კანცლერის, მეტერნიხის, აზრით, თანაბრად `ხიბლავს ყოველ კლასს~ და იმიტომაა ინგლისი `ყველაზე თავისუფალი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, რომ ყველაზე დისციპლინებულია~. 1848 წლის რევოლუციის დროა ტოკვილი წინასწარმეტყველებდა, მხოლოდ ინგლისია დაცული ერების რევოლუციური ავადმყოფობისაგან ძველთაძველი ადათების ძალითო. თვით ანტიბრიტანელი ოტანტოტისტი კონსერვატორებიც იძულებეულნი არიან აღიარონ, რომ კონსერვატიზმი პირველ ყოვლისა ბრიტანული მოვლენაა. ამიტომაც უწოდა მესტრმა 1810 წელს უძველეს, დაუწერელ ბრიტანულ კონსტიტუციას `ყველაზე რთული ერთობა და ბედნიერი ეკვილიბრუმი პოლიტიკური ძალებისა, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უნახავს.~
არაპოლიტიკური კონსერვატიზმი
კონსერვატული ხასიათი შესაძლოა, ოღონდ აუცილებელი არაა, მსგავსი იყოს კონსერვატული პოლიტიკისა ან მემარჯვენე ეკონომიკისა. კონსერვატული ნიშნები შესაძლოა შესაძლოა მემარცხენე პოლიტიკას ან ეკონომიკას აღმოაჩნდეს. მაგრამ _ პოლიტიკისა თუ ეკონომიკის მიუხედავად _ კონსერვატიზმი ორ განუყრელ ნიშანს გულისხმობს: 1. უნდობლობა ადამაინური ბუნებისადმი, უფესვობისა და დაუოკებელი განახლებისადმი. 2. ნდობა ურღვევი ისტორიული მდინარებისა და ტრადიციული ჩარჩოსადმი, რაც ათვინიერებს ადამიანის ბუნებას; ჩარჩო შეიძლება იყოს დაუწერელი კანონი, რელიგია ან კულტურა. რიგრიგობით გავიაზროთ ეს სამი, არაპოლიტიკური ასპექტი.
დაუწერელი ასპექტი
კონსერვატიზმის გამორჩეულ მოღვაწეთაგან მრავალი ინგლისელი და რამდენიმე ფრანგიც მიიჩნევს, რომ კონსერვატიზმი გონების გამოუთქმელი მდგომარეობაა და არა იდეოლოგია. Lლიბერალიზმი ამტკიცებს, კონსერვატიზმი კი _ არის. თუ კონსერვატიზმი იდეოლოგიური, ლოგიკური და თავდაჯერებული გახდება, დაემსგავსება ლიბერალ რაციონალისტებს, ვინც მისი მოწინააღმდეგენი არიან, და გადაიქცევა ლიბერალიზმის კონსერვატიზმად. ბრიტანული თვალსაზრისის მიხედვით, ლოგიკური დედუქციური განაზრება მესტრისეული ლათინური კონსერვატიზმისა მეტისმეტად დოქტრინული და XVIII საუკუნისეულია; ის შეიძლება განვაზოგადოთ, მაგრამ კონსერვატულ გონებას არ უყვარს განზოგადება; კონსერვატული თეორია ანტითეორეტიკულია. ლიბერალური და რაციონალისტური გონება გაცნობიერებულად თხზავს აბსტრაქტულ პროექტებს; კონსერვატული გონება არაცნობიერად ასრულებს კონკრეტულ ტრადიციებს. ნიუმენმა ტორიზმს `პიროვნებებისადმი ერთგულება~ უწოდა, ხოლო ლიბერალიზმს _ `აბსტრაქტულ ლოზუნგებისადმი ერთგულება~. და რადგან კონსერვატიზმი უფრო ჰქმნის, ვიდრე ამტკიცებს, მისი საუკეთესო მიგნებანი ლიბერალიზმივით გათვლილი თეორიული ნაშრომები კი არ არის, არამედ მიზანში ზუსტად მორტყმული ეპიგრამები; იხილეთ მეტერნიხის, დიზრაელის, ტოკვილის, ნიცშეს გამონათქვამები და დარწმუნდებით.
რელიგიური ასპექტი
კონსერვატიზმი ყოველთვის რელიგიის რომელიმე დამკვიდრებულ და ტრადიციულ ფორმასთან იგივდება; იგივდება რწმენასა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ ღირებულებასთან. 1789 წელს ეს მიდრეკილება გაძლიერდა მათ შორის, ვინც შექმნილი ქაოსიდან გამოსავალსა და თავშესაფარს ეძებდა. კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიები, მონარქისტულ შუა საუკუნეებში გადგმული ფესვების გამოისობით, სხვა რელიგიებზე მეტად იპყრობს კონსერვატორთა ყურადღებას. ბერკი ინგლისის ეკლესიის მრევლთაგანი იყო, მაგრამ ადიდებდა კატოლიციზმს, როგორც `ყველაზე ეფექტურ ბარიერს~ რადიკალიზმის წინააღმდეგ. ამგვარი ქება უფრო სეკულარული ცხოვრებისადმი გამოჯიბრებით უნდა ყოფილიყო განპირობებული, ვიდრე სულიერი მგზნებარებით; აი, ნიუმენისა და კორტესის კონსერვატიზმი კი ჭეშმარიტი სულიერი მგზნებარებით გამოირჩევა. კონსერვატორთა შორის მრავლად არიან პროტესტანტებიცა და ანტიკლერიკალებიც, მაგალითად, ჯონ ადამსი. ბრიტანელი კონსერვატორები ინგლისის ეკლესიას რომ ეთაყვანებიან, პროტესტანტულ და კათოლიკურ ასპექტებს აერთიანებენ ამ რთულ ინსტიტუტში.
კულტურული ასპექტი
ექსტრემისტული რეაქციონიზმი პოლიტიკაში გამანადგურებელ ნაკლად არის მიჩნეული, მაგრამ მისი გამოვლინებანი, მაგალითად, დაშორება და გაქცევა აწმყოდან, ხანდახან ღირსებად გვევლინება ხელოვნებაში. სიშორე ხელოვანს ანიჭებს განრიდებული ადგილიდან აღქმის ძალას, რაც აძლიერებს წარმოსახვით აღმაფრენას. ამიტომაცაა, რომ ყველაზე განზე მდგარი და დაუნდობელი რეაქციონერი ხდება უღრმესი ფსიქოლოგი და უმგრძნობიარესი მორალისტი. მაგალითისათვის გამოდგებიან ნიცშე, ბალზაკი, მელვილი, დოსტოევსკი. შესაძლოა მათი პოლიტიკური პოზიცია ყოველთვის ყველასათვის არ იყო მისაღები, მაგრამ საყოველთაო აღტაცებას იმსახურებს მათი წვდომა სულიერ სიღრმეებში, მათი ტანჯვა არაფრისმომტანი ლიბერალური პროგრესის აღქმისას. პოლიტიკის მიღმა მჭვრეტი ხელოვანი კონსერვატორები ზნეობრივ დებეტს მუდამ მექანიკური მსოფლიოს მატერიალურ კრედიტზე მაღლა აყენებენ. კულტურული კონსერვატიზმი სულიერი არითმეტიკაა, ის აღნუსხავს იმ ზარალს, რასაც პროგრესში ვიხდით.
ანტიკონსერვატული თვალსაზრისი
ისეთი წინააღდეგობრივი მსოფლმხედველობის შესაფასებლად, როგორიც კონსერვატიზმია, მომხრეთა შეხედულებებს მოწინააღმდეგეთა არგუმენტები უნდა შევუდაროთ. ბერკის მომხრე აღფრთოვანებულმა მკითხველებმა პეინის წიგნიც უნდა წაიკითხონ. არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას იპოვნიან, არამედ _ თუ როგორ დაეძებენ ნაკლს ოპონენტები. კონსერვატორ მოაზროვნეებს უპირისპირდებიან ლიბერალები და რადიკალები; მათი პოზიციების პირუთვნელად შესაფასებლად საჭიროა მოაზროვნე მკითხველი. მკითხველმა ყოველ ნაბიჯზე უნდა გაანალიზოს, ესა თუ ის ფილოსოფია სერიოზულია თუ მხოლოდ დახვეწილი მსჯელობაა თავკერძა ინტერესებს რომ მალავს. როცა ამ თვალით წავიკითხავთ კონსერვატორთა ნაშრომებს და შემდეგ ანტიკონსერვატორ რევოლუციონერებს (რუსო, ვოლტერი, პეინი, ვებლენი, მარქსი) შევადარებთ, შეიძლება დასკვნის გამოტანა რომელიმე მხარის სასარგებლოდ. და ამავდროულად მიხვდებით, რომ საკუთარი თვალსაზრისი შეგვიმუშავებია არა პოლიტიკის, არამედ ადამიანის ბუნების სფეროში.
თავი II
არისტოკრატიზმი და სხვა სპეციალური ტერმინები
აპრიორიზმი ვს. გამოცდილება
განვიხილოთ რამდენიმე ტერმინი, რასაც კონსერვატორები მიმართავენ და ემოციური არსით უფრო გაიაზრებენ, ვიდრე სალექსიკონო მნიშვნელობით. ისინი ათვალწუნებით უყურებენ ლათინურ ტერმინს ა პრიორი, რაც გამოიყენება იმ იდეათა გადმოსაცემად, რაც მთლიანად დაფუძნებულია წინასწარ თვალსაზრისზე და უპირისპირდება ისტორიული გამოცდილებიდან ამოზრდილ იდეებს. პირველს `უფესვოს~ უწოდებენ, მეორეს _ `ფესვებიანს~; პირველს _ `აბსტრაქტულს~, მეორეს კი `კონკრეტულს~. Kკონსერვატორები გმობენ რაციონალისტურ პროექტებს, პროგრესისტთა მიერ წინასწარ დაგეგმილ და გაანგარიშებულ საზოგადოებას. ისინი ამტკიცებენ, საზოგადოება ცოცხალი მცენარესავით უნდა გაიზარდოს, ბუნებრივად და არაცნობიერად ამოიზარდოს ტრადიციის ღრმა ფესვებიდანო. კონსერვატორთა აზრით, საფრანგეთის რევოლუციის ქაოსი და ტერორი სწორედ ა პრიორი აზროვნების, XVIII საუკუნის რაციონალიზმის შედეგია.
ორგანული ვს. ატომისტური
ევროპელ კონსერვატორთა უმრავლესობა საზოგადოებას ერთიან ორგანიზმად მიიჩნევს. ორგანიზმი მხოლოდ მაშინ არის მთლიანი და ურღვევი, როცა ცოცხალია. კონსერვატორები უარყოფენ ლიბერალურ საზოგადოებას და მას ატომისტურს უწოდებენ, ატომისტური საზოგადოება შედგება მკვდარი ატომებისაგან, რომლებიც მექანიკურადაა თავმოყრილი. საზოგადოების ურღვევ ორგანიზმად არსებობა შესაძლებებლია მხოლოდ რელიგიის, იდეალიზმის, საერთო ისტორიული გამოცდილების ანუ ეროვნების, მონარქიის ან კონსტიტუციის და აგრეთვე თაყვანისცემის, თანალმობისა და ერთგულების განცდის მეოხებით. მატერიალიზმი, კლასობრივი ბრძოლა, აღვირმიშვებული საბაზრო ეკონომიკა, სიხარბე, მომხვეჭელობა, ზეანალიტიკური ინტელექტუალობა, ეროვნულ ინსტიტუტთა დამხობა, დაჟინება, უფლებები მოვალეობებზე მაღლა დგასო, სკეპტიციზმი, ცინიზმი და პლებეური შურის გრძნობები ატომისტური საზოგადოების დამახასიათებელი ნიშნებია. კონსერვატორები წონასწორობას ინარჩუნებენ საზოგადოების ორგანული მთლიანობის უპირატესობის აღიარებისას. ისინი უკიდურესობამდე არ მიდიან და რომანტიზმის გერმანული სკოლასავით არ აზვიადებენ პიროვნების როლს და არც აარაფრებენ პიროვნებას, რაც ტოტალიტარული სტეიტიზმისათვისაა ნიშანდობლივი. ისეც ხდება, რომ გერმანელები აჭარბებენ ორგანული მთლიანობის მნიშვნელობის შეფასებისას, ხოლო ამერიკელები პირიქით _ ამცირებენ მის მნიშვნელობას; გარდა ამისა, ამერიკაში `კონსერვატიზმს~ უწოდებენ მემარჯვენე ანუ ატომისტურ, თავისუფალი ბაზრის მქადაგებელ ლიბერალიზმს.
თავისუფლება ვს. თანასწორობა
ხშირად მსჯელობენ თავისუფლებისა და თანასწორობის ურთიერთმიმართებაზე და წამოიჭრება კითხვა: ერთი გზით მიემართებიან თუ არა ისინი? დიახ, აცხადებს ფრანგული რევოლუცია და გაშლის ლოზუნგს: ლიბერტე, ეგალიტე, ფრატერნიტე! არა, პასუხობს კონსერვატიზმი, არა, რადგან ხალხს განსხვავებული ნიჭი და ხასიათი ებოძება და უთანასწორობის მოშლა მხოლოდ დესპოტიზმით თუ მოხერხდება, მხოლოდ იაკობინური ტერორი თუ შეძლებს დაამდაბლოს აღმატებულნი და შეზღუდოს თავისუფლება. კერძო შემთხვევებში, როცა სათანადო ისტორიული და ზნეობრივი პირობები მომწიფდება, კონსერვატორები მიესალმებიან თანასწორობას, მაგრამ გმობენ და ამხელენ აბსტრაქტულ კულტს, ფანატიკურსა და დოქტრინულ `ეგალიტარიზმს~. იმ საფრთხეს, რასაც ეგალიტარიზმი უმზადებს თავისუფლებას, გვიჩვენებს ჯონ ადამსის, ბურკჰარდტის, ნიცშეს, ტოკვილის თხზულებანი.
არისტოკრატია, პლუტოკრატია, დემოკრატია
`არისტოკრატია~ ნიშნავს საუკეთესოთა მმართველობას; `პლუტოკრატია~ _ მდიდართა მმართველობას, რაც კონსერვატორებს არ მოსწონთ, რადგან უფესვოა და კომერციაზე დაფუძნებული, ტრადიციებისა და ღირსების გრძნობის გარეშე. `დემოკრატია~ ნიშნავს ხალხის მმართველობას და მას ხშირად გმობენ კონსერვატორები, რადგანაც მასში ხედავენ რევოლუციონერთა მიერ წაქეზებული ბრბოს გააფთრებას. ოღონდ, ასევე ხშირად, კონსერვატორები აღტაცებულნი არიან ტრადიციებით ხალხისა, ვისი უბრალო სიბრძნეც ურჩევნიათ საშუალო კლასის ინტელექტუალებს.
ადრეულ კონსერვატორებს, ბერკისა და მესტრის ჩათვლით, არ სჯეროდათ დემოკრატიის მომავლისა. უფრო შემწყნარებულად უყურებდნენ დემოკრატიას გვიანდელი ხანის კონსერვატორები: ტოკვილი, დიზრაელი, ჩერჩილი; ისინი დემოკრატიას უძველესი, ტარდიციული მმართველობის ფორმებიდან ამოზრდილს ხედავდნენ. დემოკრატიის ამ ნიშანდობლივმა აღიარებამ და შემდგომმა შესწავლამ, კონსერვატორი მოაზროვნეები თვით დემოკრატიის შიგნით არსებულ განსხვავებამდე მიიყვანა; დემოკრატია ორი სახისაა _ პირდაპირი ვს. არაპირდაპირი. პირდაპირი დემოკრატია არსებობს სახალხო რეფერენდუმების, პლებისციტის, პეტიციების, ბრბოს მძლავრობის სახით. არაპირდაპირი დემოკრატიის დროს ქვეყანა იმართება ტრადიციული და ურყევი კანონებით, კონსტიტუციით; ხოლო ხალხი მმართველობაში მონაწილეობს წარმომადგენელთა საშუალებით, რაც ბეჯითად და საფუძვლიანად ფილტრავს ხალხის ნებას. სწორედ ამ განსხვავებამ გაჰყო ლიბერალები და კონსერვატორები მაშინ, როცა ამერიკის კონსტიტუცია იწერებოდა.
`არისტოკრატიის~ განსაზღვრება ბერკისა და ადამსის მიერ.
მოდით მათივე პირიდან მოვისმინოთ, თუ რას გულისხმობდნენ ბერკი და ჯონ ადამსი (ამერიკის პრეზიდენტი 1797-1800) სიტყვა `არისტოკრატში~. ამ სიტყვას არ ენდობიან თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ გამორჩეულად მოსწონდათ ამერიკის ფედერალისტ დამფუძნებლებს. წერილში `მიმართვა ახალი ვიგებისა ძველებისადმი~ (1791) ბერკი არისტოკრატიას გამოარჩევს შთამომავლობითი აღზრდითა და `ფასდაუდებელი ღირსებით~: `აღზრდილი უნდა იყოს ღირსეულ წრეში, ყრმობიდანვე დაცული იყოს სიმდაბლისა და სიბინძურისაგან; იცოდეს საკუთარი თავის ფასი; შეჩვეული იყოს საზოგადოებრივი თვალის მიერ გაწეულ ზედამხედველობას; ადრეული წლებიდანვე ანგარიშს უწევდეს საზოგადოებრივ აზრს; იდგეს ამაღლებულ ადგილზე, რათა ხედავდეს ფართოდ გაშლილსა და უსაზღვროდ მრავალფეროვან სივრცეს, ადამიანებისა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა კომბინაციებს; ჰქონდეს თავისუფალი დრო საკითხავად, საფიქრელად და სასაუბროდ; შეეძლოს მიიპყროს ყურადღება ბრძენთა და სწავლულთა, სადაც უნდა შეხვდეს; ჩვეულებად ჰქონდეს ღირსების დაცვა და მოვალეობის შესრულებისაკენ სწრაფვა… ასეთია ამ ფასდაუდებელი სიქველის ელემენტები…`
`კონსტიტუციის დაცვაში~ (1787 – 1788) ადამსი თანასწორობა-უთანასწორობაზე ეკამათებოდა ჯეფერსონელებს: `…არსებობს უთანასწორობა… რომლის გასწორება არანაირ ადამიანურ კანონმდებლობას არ შეუძლია… რადგან ის ბუნებრავად და აუცილებლად მოქმედებს საზოგადოებაზე… ბრწყინვალე ოჯახების შვილებს სხვებზე მეტი საშუალება მოეპოვებათ განათლების მისაღებად… მათი წინაპართაგან ბოძებული ისტორიულად ჩამოყალიბებული ან ტრადიციით გადმოცემული ხასიათი აშორებთ ვულგარული ეჭვიანობისაგან~. 1790 წელს ადამსმა დაუმატა: `კეთილშობილებს არსებითი წვლილი აქვთ შეტანილი თავისუფლების შენარჩუნებასა და დაცვაში მეფეებისა და ხალხისაგან… კეთილშობილებაში ვგულისხმობ არა შთამომავლობით კეთილშობილებსა თუ ცალკეულ მოდიფიკაციებს, არამედ ბუნებრივსა და რეალურ არისტოკრატიას, განსხვავებას ადამიანებს შორის… განსხვავებას, რაც ბუნებამ შექმნა და ჩვენ ვერ გავაუქმებთ. ეგებ მართალი არ იყოს, მაგრამ არც აშკარა სიყალბე იქნება (როგორიც თავდასხმაა არისტოკრატიაზე) იმის თქმა, რომ ხალხი ეწეოდა მარადიულ ომს ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ.~
ისტორიული ცვლილება `არისტოკრატიაში~.
ბერკი მემკვიდრეობით, ტიტულოვან არისტოკრატიას აქებდა, ადამსი კი _ `ბუნებრივ~, უტიტულო არისტოკრატიას.ეს მიმართებანი წარმოაჩენს ძირითად განსხვავებას ევროპულსა და ამერიკულ კონსერვატიზმს შორის. მას შემდეგ, რაც საშუალო კლასის ვაჭრებმა შეცვალეს ან ძალაუფლებაში ჩაენაცვლნენ არისტოკრატ მიწათმფლობელებს, კონსერვატულმა იმპულსმა, აღძრულმა მიწათმფლობელი არისტოკრატიის დასაცავად, მიზნად დაისახა არა თვით კლასის, არამედ იდეალთა (ღირსება, ტრადიცია, თვითდისციპლინა) გამოსარჩლება. აქედან გამომდინარე, არისტოკრატული იდეალები ან აღირეოდა ხოლმე კლასებს შორის ანდა გადაინაცვლებდა ახალ ინდუსტრიალისტ მმართველებში. ეს გადანაცვლება უფრო ამერიკულ კონსერვატიზმს ახასიათებდა, ვიდრე ევროპულს, სადაც _ ამერიკისაგან განსხვავებით _ ჯიუტი ფეოდალური ჩვეულებები შემორჩენილიყო.
გამართლებული პრივილეგია.
კონსერვატიზმის აპოლოგეტი ვერ უარჰყოფს, რომ ელიტას მეტი პრივილეგიები აქვს, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობას. პრივილეგიები არ მოითხოვდა დიდ ფილოსოფიურ გამართლებას მანამდე, სანამ არისტოკრატიას შეუტევდნენ. ამიტომაც მთავარი ფილოსოფიური ნაკადები კონსერვატიზმისა საფრანგეთის რევოლუციის მერე ჩნდება, როგორც რეაქცია ეგალიტარული რაციონალიზმის ნაკადის წინააღმდეგ, რაც მთელ მსოფლიოში დაემუქრა არისტოკრატულ ტრადიციონალიზმს. ამ დროიდან მოყოლებული კონსერვატორები არისტოკრატულ პრივილეგიებს ამართლებენ ნობლესსე ობლიგე-ის (კეთილშობილის მოვალეობის) ძველი კონცეფციით. ეს კონცეფცია აცხადებს: კეთილშობილთა კლასი, იმის გამო, რომ სხვებზე მეტი პრივილეგიები მოეპოვება, გრძნობს ზნეობრივ მოვალეობას, მეტი ვალდებულებებიც იკისროს. მეტი ვალდებლებები მოიცავს: საზოგადოებრივ სამსახურს, წინამძღოლობას, ზნეობრივ მაგალითს; ბრიტანელ კეთილშობილთა მემკვიდრეობითი სამოქალაქო სამსახური, საფრანგეთის სამეფო კარის ინტელექტუალური და შემოქმედებითი წინამძღოლობა, ყოველივე ეს ცერემონიული სიმბილურობით გადმოიცემოდა, როგორც სამშობლო ქვეყნების ისტორიული, პოლიტიკური და რელიგიური მემკვიდრეობა.
~დაე მმართველებმა მართონ~, ბრძანებდა ავსტრიელი პრინცი მეტერნიხი. აღდგეს `ტახტი და საკურთხეველი~, მოითხოვდა ფრანგ-იტალიელი გრაფი დე მესტრი. მშვიდად მოისვენეთ არისტოკრატიის `დიადი მუხების~ ჩრდილში, მოუწოდებდა ბერკი და ეხმაურებოდა დიზრაელი. მაგრამ რა ვქნათ, თუკი ზოგიერთი ამ მუხათაგან სარეველა ბალახივით იქცევა? სწორედ ამ დროს ამძაფრებენ ლიბერალები და ეგალიტარელები თავდასხმებს კონსერვატიზმის წინააღმდეგ პრივილეგიების ჩამოსართმევად, და კონსერვატიზმი იოლად მოწყვლადი ხდება. ამ შემთხვევაში კეთილშობილნი თავაზიანად ვეღარ იქცევიან. თანამედროვე დემოკრატიებში კეთილშობილნი აშკარად აღარ იცავენ ისტორიულ არისტოკრატულ პრივილეგიებს, რადგან მომხრეთა ნაკლებობას ჭვრეტენ. მაგრამ ფარულად, პრივილეგიები მთავარ განსხვავებად რჩება კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის მაშინაც კი, როდესაც მათი პროგრამები ერთმანეთს ემთხვევა ცნობიერად თუ დამწერლობითად.
თავი III
დიადი შემობრუნება: ინტერნაციონალიზმიდან ნაციონალიზმისაკენ
ნაციონალიზმი კონსერვატორთა იარაღი ხდება. ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს ზეგავლენას ისტორიული ევოლუცია კონსერვატიზმზე, როცა არისტოკრატიის ცვალებად მნიშვნელობაზე ვსაუბრობდით. თითქმის ამდენადვე მნიშვნელოვანია უთანხმოება კონსერვატორებს შორის; უთანხმოების მიზეზი იყო არისტოკრატული ინტერნაციონალიზმი და საშუალო კლასის ნაციონალიზმი. ამჯერად შევეხოთ ამ საკითხს, როგორც დიდ შემობრუნებას. კონსერვატორთა უმრავლესობა (თუ ყველა არა) ინტერნაციონალისტი იყო 1789-1848 წლებში, და ნაციონალისტი გახდა 1870 წლის შემდგომ. კონსერვატიზმის ინტერნაციონალიზმის ნიმუშებად შეიძლება განვიხილოთ მესტრის, კორტესის, მეტერნიხის აზროვნება; ნაციონალიზმის გამოვლინებად კი ბარესისა და გერმანული კონსერვატიზმის, მაგალითად, ტრიშკეს იდეები. 1815-1848 წლების ევროპაში ნაციონალური გრძნობები მოიმარჯვეს ძალაუფლების მიღმა დარჩენილებმა. ისინი ცდილობდნენ დაერღვიათ საშინაო სტატუს ქუო (განსაკუთრებით ეთნიკურად აღრეულ ავსტრიაში) და შეშველებედნენ დემოკრატიულ ცვლილებებს. 1870 _ 1914 წლებში ნაციონალიზმს უკვე ხელისუფლებებმა მიმართეს, რათა განემტკიცებინათ საშინაო სტატუს ქუო და ხელი შეეშალათ დემოკრატიული ცვლილებათათვის.
ეროვნებით სიამაყე არსებითი იყო მრავალი კონსერვატორი ფილოსოფოსისათვის, განსაკუთრებით ბერკისათვის. მაგრამ კონსერვატორებს ეამაყებათ არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა შთამომავლობითი ტრადიცია. ნაციონალიზმი იმით განსხვავდება კონსერვატიზმისაგან, რომ ის მხოლოდ ერთია ადამიანის უამრავ ისტორიულ ფესვებს შორის. როდესაც ყველა ფესვი და ერთგულების საგანი, რელიგიის, ზნეობისა და ჰუმანიზმის ჩათვლით, მხოლოდ ეროვნულ მრწამსს შეეწირება, თავს წამოჰყოფს ვიწრო ფანატიზმი. მაგალითისათვის გამოდგება ტრიშკეს შემოქმედება გერმანიაში, ბარესისა საფრანგეთში და ნაწილობრივ კიპლინგისა (1865-1936) ინგლისში. 1945 წლის შემდგომი ნაკადი ფილოსოფიური კონსერვატიზმისა, ბისმარკის პრუსიულ მილიტარიზმსა და სხვათა რასობრივ თვითგანდიდებას ანტიქრისტიანულ კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევს. კონსერვატიზმის ძირითადი დასაყრდენი კი, ქრისტიანული რელიგია, ინტერნაციონალურად არის მიჩნეული.
საშუალო კლასიდან დადებული სათავე.
თავიდან ნაციონალიზმი, როგორც 1820, 1848 წლის რევოლუციებმა გვიჩვენა, სრულებითაც არ ყოფილა მასობრივი მოძრაობა. ეს იყო საშუალი კლასის ინტელექტუალთა მოძრაობა _ მაგალითად, ადრეული 1800-იანი წლების გერმანული რომანტიკული სკოლა. ისინი ნაციონალიზმს იყენებდნენ როგორც რეაქციას ფრანგი დამპყრობლების რადიკალური ინტერნაციონალიზმისა და უმაღლესი არისტოკრატიის კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ. ამით საშუალო კლასი შურს იძიებდა მისი ერთგვარი გარიყულობის გამო. შემდგომ, განათლებისა და პრესის საშუალებით, კონსერვატიზმი გავრცელდა მასებში, სადაც ნაციონალიზმმა თავდადებული მომხრეები ჰპოვა. ამგვარი განზოგადება ეფუძნება ისეთ ავტორიტეტებს XX საუკუნის ნაციონალიზმისა, როგორებიცაა: კარლტონ ჯ. ჰ. ჰეისი, ჰანს კონი, ბოიდ შაფერი, ლუის სნაიდერი.
რადიკალები ითვისებენ ინტერნაციონალიზმს.
კონსერვატორთა დიად შემოტრიალებას მოჰყვა რევოლუციონერთა შებრუნება საპირისპირო მიმართულებით. 1818 _ 1848 წლებში საერთაშორისო არისტოკრატულ კონსერვატიზმს უპირისპირდებოდა საშუალო კლასის ნაციონალისტური ლიბერალიზმი. სურათი შეიცვალა, როცა იტალიამ და გერმანიამ ნაციონალურ მთლიანობას მიაღწიეს არა ქვემოდან, არამედ ზემოდან, კონსერვატორ მონარქთა წინამძღოლობით. როცა კონსერვატორები და ნაციონალისტები საშუალო კლასის მოკავშირენი გახდნენ, რევოლუციონერები ინტერნაციონალისტებად იქცნენ. 1848 წელს მარქსისა და ენგელსის ინტერნაციონალურ `კომუნისტური პარტიის მანიფესტს~ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1870 წელს, როცა ევროპაში კონსერვატორებმა ნაციონალიზმი საბოლოოდ შეითვისეს, მარქსისტული ინტერნაციონალური რადიკალიზმი სათავეში ჩაუდგა ევროპის მუშათა და ინტელექტუალთა უზარმაზარ ინტერნაციონალურ მოძრაობას.
ზღვარგადაცილებული ნაციონალიზმი.
საშუალო კლასის მიერ სათავედადებული მასობრივი ნაციონალიზმი აღარ ემორჩილებოდა ინტელექტუალთა ზემოქმედებას, რადგან XX საუკუნის ფაშიზმისა და ნაციზმის ციებ-ცხელებაში გადაიზარდა, რასაც მართავდა ახალი ტიპის ტოტალიტარული დემაგოგია. პიემონტ-სარდინიის იტალიელი პრემიერ მინისტრი კამილო დე კავური (1810-1861) და პრუსიის პრემიერ-მინისტრი ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898) თავის დროზე, ინარჩუნებდნენ ტრადიციულ ფორმას მონარქიისა და არისტოკრატიისა და ჯერ კიდევ ზემოქმედებდნენ მასების ნაციონალიზმზე. ეს იყო მათი იარაღი ავსტრიის იმპერიის დასაშლელად და ნაციონალური მონარქიების დასამყარებლად იტალიასა და გერმანიაში 1861 და 1871 წლებში. კავური და ბისმარკი ახერხებდნენ, თვითონ გამოეყენებინათ ნაციონალიზმი და ნაციონალიზმს არ ჩავარდნოდნენ ხელში. ისინი იყვნენ უკანასკნელი სახელმწიფო მოღვაწენი, ვინც ამას ახერხებდნენ. იტალიის მეფეს 1922 წელს და გერმანიის პრეზიდენტს 1933 წელს ეს აღარ შეეძლოთ. მათ ნაცვლად სცენისაკენ იწევდნენ ახალი ტოტალიტარი დემაგოგები. კონსერვატორთა იმედი, რომ ნაციონალიზმი შეანარჩუნებინებდა სტატუს ქუო-ს, გაცრუვდა; ამის ნაცვლად რადიკალურმა ნაციონალიზმმა მოიტანა ორი მსოფლიო ომი, წარმოშვა რევოლუციები, სოციალური ქაოსი და რასისტთა მიერ დამკვიდრებული ზნეობრივი გადაგვარება.
უკან ინტერნაციონალიზმისაკენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამმა წამყვანმა კონსერვატორმა სახელმწიფო მოღვაწემ _ გერმანიის კანცლერმა კონრად ადენაუერმა (1876 _ 1967), ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა (1874 – 1965) და იტალიის პრემიერმინისტრმა, ალსიდ დე გასპერიმ (1881 _ 1954) _ უარი განაცხადა იზოლაციონიზმზე და დაუბრუნდნენ ევროპის კავშირის იდეას ანუ ინტერნაციონალიზმს. მათ მრავალი კონსერვატორი შეუერთდა, რათა გაერთიანებული ძალით აღდგომოდნენ წინ საბჭოთა აგრესიას. ანტიკომუნისტური კონსერვატული ინტერნაციონალური ალიანსი ჩერჩილისა, ადენაუერისა და დე გასპერისა წააგავდა, თუმც დემოკრატიული ელფერის გამო, განსხვავდებოდა კიდეც 1815 წლის ანტიიაკობინური კონსერვატული ინტერნაციონალიზმისაგან მეტერნიხის კესლერისა და ტალეირანისა. მაგრამ ალბათ მხოლოდ ხანმოკლე საჭიროებით ვერ ავხსნით კონსერვატორთა სწრაფვას საერთაშორისო ურთიერთობათა გამყარებისაკენ, აქ უფრო მარადიული რელიგიური საფუძვლებიც უნდა მოქმედებდეს, ფესვები ქრისტიანობისა.
თავი IV ბრიტანული კონსერვატიზმი
ბერკი.
ოჯახური გარემო.
თანამედროვე კონსერვატიზმის დამფუძნებელმა ედმუნდ ბერკმა (1729 -1797) თითქმის მარტოდმარტომ შემოაბრუნა ინტელექტუალური აზროვნება წარსულისადმი რაციონალისტური ზიზღიდან ტრადიციონალისტური პატივისცემისაკენ.
ბერკი დაიბადა დუბლინში, საშუალო ფენის ირლანდიელის ოჯახში; მამა პროტესტანტი ჰყავდა; დედა _ კათოლიკე; თვითონ პროტესტანტობა ამჯობინა. შორიდან მოსულის პლებეური ვნებით უყვარდა ძველი ინგლისი, ანგლიკანური ეკლესია და მისი არისტოკრატია, უყვარდა უფრო მეტად, ვიდრე ინგლისში დაბადებულებს. XVIII საუკუნის ლონდონი იზიდავდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, ირლანდიელებს, სკოტლენდელებს, რომელნიც იმედოვნებდნენ, დედაქალაქში კეთილშობილ პატრონს ვიპოვითო. ლონდონმა მიიზიდა ბერკიც. იგი 1950 წელს ჩავიდა ლონდონში და 1965 წელს მარკიზ დე როკინგჰემის პირადი მდივანი გახდა. მარკიზი მაშინ ვიგების პარტიის ლიდერი გახლდათ და ბერკი იმავე წელს აირჩიეს პარლამენტში. აქ სწრაფად დაწინაურდა, როგორც ყველაზე დამაჯერებელი ორატორი, ყველაზე მომზადებული დამცველი არისტოკრატული ფილოსოფიისა, თავისუფლებისმოყვარე იდეალებისა და ვიგი მიწათმფლობელებისა.
XVIII საუკუნის პარლამენტი.
ინგლისის პარლამენტის ორი დაპირისპირებული პარტია, ვიგებისა და ტორებისა, იდეოლოგიურად ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდა. Oორივეს მიწათმფლობელი აზნაურობა განაგებდა. მათი პოზიციები კერძო საკითხთა გამო იყოფოდა პარლამენტში; მაგალითად, ბერკი და ვიგები იცავდნენ 1688 წელს მიღებული კანონებით მინიჭებულ თავისუფლებას ნახევრადუცხოელი, ტევტონი მეფის, ჯორჯ III-ის მოძალადე სიახლეთაგან. რა თქმა უნდა, ბერკისდროინდელი პარლამენტი დემოკრატიული არ ყოფილა და არც პასუხს აგებდა ხალხის წინაშე; იმდროინდელი პარლამენტი ჯენტლმენთა ექსკლუზიური კლუბი გახლდათ და შედგებოდა ტორი და ვიგი მიწათმფლობელი აზნაურებისა და მათი პროტეჟეებისაგან. მათ ირჩევდა ამომრჩეველთა შეზღუდული წრე, საიდანაც გამორიცხული იყო მასები და საშუალო ფენის ნაწილიც. და მაინც, თანამედროვე დემოკრატებს შეშურდებოდათ გაბედული სიტყვისა და დებატების თავისუფლება ბერკისდროინდელ არისტოკრატულ პარლამენტში; იმ თავისუფლებას ვერ შეედრება თანამედროვე, მასების მიერ არჩეული და მასებს დამორჩილებული მასობრივი დემაგოგია მასობრივი პარლამენტისა.
თავისუფლების ფეოდალური წყაროები.
კონსერვატორი ისტორიკოსები სამართლიანად ამტკიცებენ, სამოქალაქო და საპარლამენტო თავისუფლება თანამედროვე ლიბერალ-დემოკრატებმა კი არ გამოიგონეს, არამედ შუა საუკუნეების ფეოდალიზმში ჩაისახა და განვითარდა არა თანასწორობის, არამედ პრივილეგიების შედეგადო. თავისუფალი ინსტიტუტები, მაგნა ქარტები, უიტენები, დუმები, დარბაზები და პარლამენტები თავდაპირველად შუა საუკუნეების კეთილშობილთა მიერ დაფუძნდა და ხორცი შეესხა სწორედ იმ არისტოკრატთა მიერ, რომლებიც ცალ-ცალკე, რაინდულად, ღირსებითა და ბრწყინვალებით იბრძოდნენ თავიანთი ისტორიული უფლებების დასაცავად, როგორც მეფეთა, ასევე ბრბოს, კონფორმისტი მასების ტირანიის წინააღმდეგ. თანამედროვე დემოკრატიამ ფეოდალიზმისაგან მემკვიდრეობით შეითვისა იმის ცოდნა, რომ ინდივიდუალური თავისუფლება წმინდაა და შემდეგ გამასობრივდა. დემოკრატიამ თავისუფლება ინდივიდუალური პრივილეგიიდან საყოველთაო უფლებად გადააქცია, ამით რაოდენობრივად გაზარდა, მაგრამ ხარისხობრივად დააკნინა, ანუ დააკარგვინა არისტოკრატული შემოქმედებითი ძალები, ვთქვათ, ელიზაბეთური ინგლისისა, 1832 წლის ბრიტანული პარლამენტისა, რენესანსისდროინდელი იტალიისა, ან საფრანგეთის ბრწყინვალე სამეფო კარისა, სადაც მოღვაწეობდნენ რასინი, კორნელი, მოლიერი, ან XIX საუკუნის ქართველი არისტოკრატი მოაზროვნეებისა. XVIII საუკუნის გაკიცხულმა და დაგმობილმა საარჩევნო ადგილებმა, როტტენ ბოროუგჰს, ერთეულ კეთილშობილთა ოჯახები რომ განაგებდნენ, თავისუფლების დამცველი ისეთ მოღვაწეები შესძინა ინგლისის პარლამენტს, როგორებიც იყვნენ პიტი, ბერკი, შერიდანი და სხვანი. მანამდე, სანამ დემოკრატიული არჩევნები ფრთებს გაშლიდა საქართველოში, სახელმწიფო სათათბიროში ილია აირჩიეს, მოგვიანებით კი აკაკი რიგით სოციალ-დემოკრატთან დამარცხდა არჩევნებში. ამ ადამიანებს ისეთი ინტელექტუალური ძალა ჰქონდათ, რომ ყველა დროისა და ქვეყნის პარლამენტებს დაამშვენებდნენ, საკითხავია ოღონდ აირჩევდნენ თუა არა მათ დემოკრატიულ პარლამენტებში. ამრიგად, ფეოდალური პრივილეგია და ნონკონფორმისტული არისტოკრატული ინდივიდუალიზმი შესაძლებელია ჭეშმარიტი საფუძველი გამოდგეს თავისუფლებისათვის, ხოლო გამთანაბრებელი დემოკრატიული ეგალიტარიზმი კი ნამდვილ მტრად ექცეს თავისუფლებას. Mმრავალი თვალსაჩინო ავტორიტეტი უარჰყოფს ამ არადემოკრატიულ ჰიპოთეზას, მაგრამ მართებულად მიიჩნევენ თუ მრუდად, ასეთია არსი კონსერვატული ტემპერამენტისა.
1776 ვს. 1789
ტომას პეინს გაუგებრობად ეჩვენებოდა ბერკის ქმედებანი, ბერკისათვის კი სავსებით ლოგიკური იყო ამერიკის ზომიერი `რევოლუციის~ (1776) დაცვა და საფრანგეთის რევოლუციის (1789) დაგმობა. ამერიკულ რევოლუციას ბერკი აღიქვამდა არა დამღუპველი სიახლეებისაკენ სწრაფვად, არამედ ჯორჯ ვაშინგტონის მსგავსი ვიგი ჯენტლმენების სამართლიან ბრძოლად ინგლისის სამეფო კარის უზურპატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. საფრანგეთის რევოლუციაში კი ბერკი ხედავდა უზურპატორი ბრბოს და უფესვო ინტელექტუალთა გალაშქრებას ტრადიციისა და, აქედან გამომდინარე, თავისუფლების წინააღმდეგ. თავისუფლებისა, რომელიც ჩაკლა ფრანგული რევოლუციის მიერ მოტანილმა თანასწორობამ.
ბერკის პროამერიკული სიტყვები გახლავთ: `კოლონიებთან შეთანხმების გამო~ (1775) და `ამერიკის დაბეგვრის გამო~ (1777). Fფრანგულ რევოლუციაზე მან დაწერა `ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე~ (1790). ამ თხზულებას უწოდებენ ყველაზე გავლენიან პამფლეტს, რაც კი ოდესმე შექმნილა. ამას გარდა, ეს გახლავთ საუკეთესო ესეი კონსერვატიზმის გამო, წყარო ყველაზე ცნობილი კონსერვატული არგუმენტებისა და გულწრფელი და ზედმიწევნით ზუსტი წინასწარმეტყველება. `ფიქრები~ მაშინ დაიწერა, როცა ინტელექტუალთა უმრავლესობას ჯერ კიდევ სჯეროდა საფრანგეთის ახალი განთიადისა. ამ დროისათვის რევოლუცია ჯერ კიდევ არ გადასულიყო ტერორისა და დიქტატურის ფაზაში და ჯერაც ბრწყინვალე წარმატებად მოჩანდა. ბერკმა ეს ფაზა არა ბრმა მიხვედრით, არამედ რევოლუციის ისტორიულ ფესვთა არქონის გამოკვლევით იწინასწარმეტყველა.
ხელშეკრულება წარსულთან.
ბერკი რევოლუციებს (ამერიკულსა და ფრანგულს) წარსულისადმი ერთგულების კრიტერიუმით განასხვავებდა. ამ კრიტერიუმს აგვირგვინებს შეკითხვა: რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს აწმყოს ნამყოსთან? და მივადგებით ბერკისა და კონსერვატიზმის არსს: შიშს უფესვობისადმი. რუსოს `სოციალური ხელშეკრულება~ 1762 წლისა უპირატესობას ანიჭებდა ხელშეკრულებას ცოცხალთა შორის, რაც მოაწესრიგებდა ხელისუფლებას და დაუყოვნებლივ საყოველთაო სარგებლიანობისათვის აშრომებდა. ბერკი კი სრულიად სხვა რამეს ამბობს: `დიახ, საზოგადოება ხელშეკრულებაა… [მაგრამ] რადგან ამ ხელშეკრულების შედეგები მრავალი თაობის შემდეგ ჩნდება, გამოდის, რომ ეს არის ხელშეკრულება არა მხოლოდ ცოცხალთა, არამედ მათ შორის, ვინც ცოცხალია, ვინც გარდაცვლილია და ვინც ჯერ არ დაბადებულა… სახელმწიფოს გარდაქმნა ჩვენი მერყევი სიმპათიების მიხედვით დაგვაკარგვინებს კავშირს თაობებს შორის და ადამიანები ოდნავ უკეთესნი თუ იქნებიან, ვიდრე ზაფხულის ბუზები. ბერკის ყმაწვილობისდროინდელი გატაცება `ბრწყინვალე პოეზიით~, მოწიფულობისას პოლიტიკურ პამფლეტებში ელვარე ლიტერატურული მეტაფორების გამოყენებაში გადაიზარდა. შეადარეთ ეს პოეტური სიყვარული გარდასული თაობებისადმი ყველაზე უფრო გავლენიანი ანტიკონსერვატორის, კარლ მარქსის, რაციონალისტურ, მშრალსა და უშნო სიძულვილს: ` წარსული თაობების მემკვიდრეობა კოშმარულ ტვირთად აწევს ცოცხალთა გონებას.~
ბერკისათვის ხელშეკრულება არსებობს როგორც მომავალთან, ასევე წარსულთან. მესტრისაგან განსხვავებით, ბერკი მოითხოვს ევოლუციურ გაუმჯობესებას: `სახელმწიფო მოღვაწისათვის აუცილებელი სტანდარტი, ჩემი აზრით, გახლავთ პოზიცია შენახვისა და უნარი გაუმჯობესებისა.~ ეს წინადადება რჩება სრულყოფილ განსაზღვრებად ევოლუციური კონსერვატიზმისა. სახელმწიფო მოღვაწეს ორმაგი ფუნქცია აკისრიაო, აგრძელებს ბერკი, `ერთსა და იმავე დროს შეინახოს და შეცვალოს.~ ამ მოსაზრების საპირისპიროდ ლიბერალები აძლიერებენ რეფორმისტულ ნაწილს ორმაგი ფუნქციისა, ხოლო მესტრის მიმდევარი კონსერვატორები კი შენახვის ნაწილს აძლიერებენ.
ბუნებრივი ვს. ადათებრივი უფლებანი.
ბერკი არასოდეს ქადაგებდა რაღაც აბსტრაქტულ იდეებს, იგი იცავდა კონკრეტულ იდეას, დაუწერელ ბრიტანულ კონსტიტუციას. ალბათ დაცვა უფრო სურდა, ვიდრე საბოლოო გამარჯვების მოპოვება. ხანდახან იგი ამტკიცებდა ბრიტანული კონსტიტუცია `ბუნებრივ უფლებებზე~ დგასო; უფრო ხშირად კი `ადათებრივი უფლებებით~ იცავდა. `ბუნებრივი უფლებანი~ ნიშნავდა უნივერსალურ კოდს, რაც გარედან ეძლევა ამა თუ იმ კონსტიტუციას. `ადათებრივი უფლება~ ნიშნავდა ადგილობრივ კოდს, `ადათით მიწერილსა~ და შინაგანად დამახასიათებელს ეპოქისათვის; მისი ყოფნა გამუდმებით დასტურდება საერთო ეროვნულ ქმედებაში. ხანდახან ბერკი ამბობს, `ბუნებრივი უფლებანი~ წინ უსწრებს კონსტიტუციას და მას `ლატენტურ სიბრძნეს~ ანიჭებსო. Fფრანგ რაციონალისტებთან კამათისას, რომელნიც ბუნებრივ უფლებათა საშუალებით იცავდნენ რევოლუციურ კონსტიტუციას, იგი უფრო კონკრეტული ხდება და ამბობს: `ჩვენი კონსტიტუცია ადათებრივი კონსტიტუციაა [რომლის]… მთავარი ძალა ისაა, რომ არსებობს გონებამიუწვდომელი დროიდან… ისე, რომ სრულიად არაფერი აკავშირებს რომელიმე სხვა, ზოგადსა თუ უფრო ადრეულ უფლებებთან~. ცნობილი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ლეო სტრაუსი ამტკიცებდა, ბერკმა ვერასოდეს დაძლია ეს წინააღმდეგობაო, თუმცა მის ამგვარ დამოკიდებულებაში ნიშნისმოგებას უფრო ხედავს ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი კლაეს რინი და ლეო სტრუსის ფსევდოკონსერვატორობას ამტკიცებს.
რადგანაც წარმოუდგენელია ყველა ადათი თანაბრად სრულყოფილი იყოს და შესაძლოა ერთმანეთსა უპირისპირდებოდნენ, რა მექანიზმი არსებობს მეორეხარისხოვან ადათთაგან გასათავისუფლებლად? ერთგან ბერკი მიიჩნევს, რომ უნივერსალურ ბუნებრივ კანონებს ქრისტიანობისა უნდა გამოემარგლა ასეთი წეს-ჩვეულებანი და ამავე დროს დაპირისპირებოდნენ ანტირელიგიურ რაციონალისტთა უნივერსალურ ბუნებრივ კანონებს; უფრო ხშირად კი არაფრად აგდებდა ორივე სახის ბუნებრივ კანონებს და მარგვლას დროის დინებას მიანდობდა: `ინდივიდი სულელია, ბრბოც სულელია, მაშინ, როცა წინასწარგანუაზრებლად მოქმედებს, აი, ჯიში კი ბრძენია და, თუ დააცდი, ყოველთვის სწორად მოქმედებს.
თავისუფალი გონების ფალავანი.
ბერკის მიერ თავისუფლებათა დაცვის ქრონოლოგია ასე გამოიყურება:
1771 წელს იგი იცავდა სიტყვის თავისუფლებას და მოითხოვდა პრესისათვის უფლება მიეცათ, გამოექვეყნებინა საპარლამენტო კამათის ჩანაწერები.
1773 წელს ესარჩლებოდა პროტესტანტ დისიდენტებს და მოითხოვდა მათ გათავისუფლებას ანგლიკანური ტესტაქტისაგან, რაკიღა ეს აქტი ინტელექტუალური თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნდა.
1775 წელს ამაოდ ამტკიცებდა, საჭიროა ამბოხებული ამერიკელი კოლონისტებისათვის ანგარიშის გაწევა და მათი ამ გზით დამშვიდებაო.
1776 წელს იგი მეორედ გამოესარჩლა კოლონისტებს, თუმცა ომი უკვე დაწყებული იყო.
1778 წელს დაგმო ინდიელთა გამოყენება კოლონისტების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაეხმარა კათოლიკეებს ჯარიმების გაუქმებაში.
17786, 1788, 1794 წლებში პარლამენტში ილაშქრებდა უორენ ჰასტინგსის წინააღმდეგ და ითხოვდა მის იმპიჩმენტს, ინდოეთის კოლონიის ქვეშევრდომთა ტრადიციული უფლებების დარღვევის გამო.
ბერკის პოზიციას, აქ მოხმობილ შემთხვევებში, გაიზიარებდნენ ჩვენი დროის ლიბერალ-დემოკრატები, მაგრამ იმაში კი არ დაეთანხმებოდნენ, რომ ბერკი ილაშქრებდა მასებისა და მათთვის ხმის მინიჭების უფლების წინააღმდეგ. ამის გამო მას არათანამიმდევრულობას აბრალებდნენ, მაგრამ ნუთუ მართლაც არათანამიმდევრული იყო? ეგებ ასეცაა Lიბერტყ პლუს ემოცრაცყ-ს, ანუ ლიბერალ-დემოკრატიული თვალსაზრისით, მაგრამ არა თვით ბერკისეული იბერტყ ვს. ემოცრაცყ-თვალსაზრისით. და ეს განსხვავებანი დღემდე შემორჩა ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ბერკს ერჩივნა დაეცვა ინტელექტუალური (თავისუფალი პრესა, თავისუფალი აღმსარებლობა) და არა მასების თავისუფლებანი. ბერკს ერჩივნა დაეცვა ადათებრივი ან კონსტიტუციური (მათ შორის კოლონიებისაც) და არა ახალი ანუ ა პრიორი თავისუფლებანი; ბერკს ერჩივნა დაეცვა თავისუფლებანი ინტელექტუალური ელიტისა, რომელსაც შეეძლო პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა თავისუფლებას, ანდა დაეცვა პარლამენტის თავისუფლება, მაგრამ არა თავისუფლება უპასუხისმგებლო მასისა. მასების თავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეგუებოდა, თუკი ის დროის გამოცდას გაუძლებდა, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციამ განამტკიცა მისი შიში ახალი უფლებების გამოუსადეგრობის გამო. ამგვარმა პოზიციამ მისი მსოფლმხედველობა მოაქცია ლიბერალ დემოკრატებსა (ჯეფერსონი) და ავტორიტარ კონსერვატორებს (მესტრი) შორის. რევოლუციის გამო განრისხებული ბერკი ზოგჯერ უკიდურესად მარჯვნივ იხრებოდა (წერილები მეფისმკვლელებთან ჩამოგდებული მშვიდობის გამო 1796-1797). Mმაგრამ ავტორიტეტულ ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ იგი შუა გზას ირჩევდა, ზომიერი გახლდათ.
ზომიერება: გამოცდილება და არა თეორიები.
ზომიერი, ანუ შუა გზაზე მყოფი, ბერკი ილაშქრებდა არა მხოლოდ დემოკრატიული მასების, არამედ მეფე ჯორჯ III-ის უზურპატორობის წინააღმდეგაც. იგივე ბერკი, ვინც გმობდა საფრანგეთის რევოლუციას 1789 წელს, ერთი წლით ადრე მონობით ვაჭრობას ძრახავდა. 1788 წელს მან მოითხოვა მონობის საყოველთაო გაუქმება, რასაც თავისუფლებისა და სოციალურ გარდაქმნათა მტრის მოთხოვნას ვერ ვუწოდებთ. `სახელმწიფო, სადაც არ ხდება ცვლილებანი, არც კონსერვაცია ხდება~ _ 1890 წელს დაწერილი ეს წინადადება საუკეთესოდ გამოხატავს ყველაზე მარადიულ პოლიტიკურ ღირებულებას, კონსერვატიზმის სინთეზს ევოლუციასთან. Mმან განადიდა და `ფრანგულ რადიკალურ დოქტრინებზე~ მაღლა ასწია ბრიტანული `შუა გზის~ კომპრომისი. ამით შესაძლებელი გახადა XVIII საუკუნის რაციონალიზმის დაძლევა, რაც მშრალი თეორეტიკოსობისაკენ მიემართებოდა. და მაინც, მას უბრალოდ ვერ შევაფასებთ, როგორც ანტირაციონალურ რომანტიკოსს (თუ გამოვრიცხავთ 1756 დაწერილ რამდენიმე სტატიას). Mმას ახასიათებდა ერთგვარი განსჯა, რისი საფუძველიც იყო არა დედუქციური რაციონალიზმი, არა ინსტინქტურად ეგზალტირებული რომანტიზმი, არამედ ე.წ. `სმენით დაკვრა~, დაფუძნებული გამოცდილებაზე.
`გონიერება~ და `ადათები~.
თუმცა ბერკს ხანდახან `რომანტიკოსს~ უწოდებენ და ზოგჯერ იყო კიდეც რომანტიკოსი, მაინც წარმოუდგენელია ისეთი რომანტიკოსის მოძებნა, საღ განსჯასა და გონიერებას რომ ანიჭებდეს უპირატესობას, ისე, როგორც ბერკი იქცევა ესეიში `ახალი ვიგების მიმართვა ძველებისადმი~ (1791 წ. აგვისტო): `ერთ-ერთი ნიშანი სახელმწიფოს ცუდად გაძღოლისა ხალხის მიდრეკილებაა თეორიებისადმი. ზნეობის მიმართულებანი არა ჰგავს იდეალურ მათემატიკურ ხაზებს; ზნეობა ნებას რთავს გამონაკლისებს, მოითხოვს მოდიფიკაციას… რაც ლოგიკის ხაზით კი არ ხდება, არამედ გონიერების ხელმძღვანელობით. გონიერება მხოლოდ პირველი კი არ არის პოლიტიკურ და ზნეობრივ სიქველეთა შორის, არამედ წარმმართველიც…` ამრიგად, ბერკის `გონიერება~ თანაბრად განსხვავდება ფრანგული რაციონალიზმისა და გერმანული რომანტიზმის ანტირაციონალური ინტუიციისაგან.
ბერკს სჯეროდა, რომ ბრიტანული დიდსულოვნება იმგვარად წარმართავდა გონიერებას, რომ შეაძლებინებდა ელიტას, ზომიერი რეფორმები განეხორციელებინა, ზემოდან, და აღეკვეთა აღვირის მიშვება მოსახლეობის ქაოტური მასებისათვის ქვემოდან, ან საზოგადოების გაშიშვლება: ყველა სასიამოვნო ილუზია, რაც ამშვიდებს ძალას, ამკვიდრებს მორჩილებას და ჰარმონიულადაა შერწყმული ცხოვრების მრავალფეროვან მხარეებში… უნდა გაიშალოს სინათლისა და გონიერების მომპოვებელ ამ ახალ იმპერიაში.~ ბერკმა გააოგნა თავისი საუკუნე, როცა უმანკო გულწრფელობით იცავდა `ილუზიებსა~ და `ცრურწმენებს~, როგორც სოციალურად აუცილებელს. ამავე დროს იგი ცინიკოსი კი არ იყო, არამედ მხოლოდ ძველმოდური ქრისტიანი, XVIII საუკუნის ინტელექტუალთა შორის. ძველმოდური ქრიტიანი იმ აზრით, რომ სწამდა ადამიანის თანდაყოლილი ნაკლოვანებანი, ის, რომ ადამიანი ჩაფლულია დასაბამიერ ცოდვაში და სუსტი გონებით არ ძალუძს საკუთარი თავის გამოსწორება. ამრიგად, ადამიანის დაოკება შეიძლება მხოლოდ იმით, რომ გაჰყვეს ზნეობრივად აღზრდილ ელიტას და შეითვისოს ისეთი `ადათები~, როგორიცაა ოჯახი, რელიგია, არისტოკრატია. ბერკი მიწათმფლობელ არისტოკრატიას უწოდებდა `დიად მუხებს~ და `სანდო წინამძღოლებს~, რადგანაც ისინი ზემოდან აწონასწორებდნენ თავიანთ მმართველობას დროული რეფორმებით და კონსტიტუციურ ჩარჩოში რჩებოდნენ. ვოლტერის სკეპტიციზმისა და რუსოს სოციალურ ქაოსს დაპირისპირებული ბერკი იცავდა ინგლისის ეკლესიას მისი როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური დანიშნულების გამო: `ადამიანის გონებათა გამაერთიანებელი ზნეობრივი, სამოქალაქო და პოლიტიკური კავშირის შესანარჩუნებლად~.
არა ფილოსოფია, არამედ ტემპერამენტი.
ბერკი საკმაოდ მოქმედი და პრაქტიკოსი ადამიანი იყო, ყოველდღიურ ბრძოლებში ჩაბმული, რათა თავის მემკვიდრეთათვის უნივერსალური ფილოსოფიური სისტემა დაეტოვებინა: `არცერთი გონიერი ადამიანი არ ხელმძღვანელობს საკუთარ თავს აბსტრაქციებითა და უნივერსალიებით~. მისი ურთიერთდაპირისპირებული ინტელექტუალი მემკვიდრენი ჯერაც კამათობენ, თუ რას გულისხმობდა აქ ბერკი; არამარტო კონსერვატორები, არამედ ლიბერალები, სოციალისტები (ჰაროლდ ლასკი) და ნეოთომისტი კათოლიკეებიც კი ხშირად საყვედურობენ მას. თავიანთი პრეტენზიების გასამართლებლად ყოველი მათგანი ახერხებს მის ნაშრომებში წინააღმდეგობრივი ციტატების მოძიებას. თუმცა ერთმანეთს არ ეთანხმებიან იმაში, თუ რას ნიშნავს ბერკის ფილოსოფია, იმაში ნამდვილად თანხმდებიან თუ რას ნიშნავს ბერკიანული ტემპერამენტი. `მრისხანებასა და გააფთრებას უფრო მეტის დაქცევა შეუძლია ნახევარ საათში, ვიდრე დიდსულოვნება, რწმენა და გონიერება ააშენებს ას წელიწადში. ინოვაციური სული, საზოგადოდ, თავკერძა ხასიათის შედეგია.~ ფორმულების ლოგიკას შეუძლია გვიწინასწარმეტყველოს, თუ როგორ იმოქმედებენ ქიმიკალები, მაგრამ ვერაფერს გვამცნობს, თუ როგორ იმოქმედებენ ადამიანები. ამიტომაა, რომ ბერკიანული ტემპერამენტი საზოგადოებისათვის გამოცდილებას მოითხოვს და არა წინასწარ ფორმულებს. ტემპერამენტი უფრო მნიშვნელოვანია კონსერვატიზმისათვის, ვიდრე რომელიმე ფილოსოფია. ბრიტანელი კონსერვატორები ოდითგანვე იმეორებენ, ჩვენი ცხოვრების წესი არაპოლიტიკური და არაფილოსოფიურია და არა ჰგავს განსაზღვრულ პოლიტიკურ ფილოსოფიას მარქსისა, ფაშიზმისა თუ XVIII საუკუნის ფრანგული ლიბერალიზმისაო.
მიუხედავად იმისა, რომ ბერკის ფილოსოფიის წინააღმდგობანი სალაპარაკოდ არის ქცეული შიდა და გარე ორიენტირების გამო, ბერკიანული ტემპერამენტი მაინც ახერხებს მათ შერწყმას, ვთქვათ, ასე: ღირებულებანი დასაწყისში გარეგანია, მაგალითად, უნივერსალური ქრისტიანული რელიგია, რაც არაეფექტურ აბსტრაქციად რჩება მანამდე, სანამ ჩაინერგებოდეს ამა თუ იმ ისტორიულ წარსულში. ან კიდევ, კონკრეტული უნივერსალობა სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს თანამედროვე ლიბერალურ აზროვნებაში და უკანა პლანზე გადაინაცვლა გაურკვეველმა აბსტრაქტულმა ლიბერალიზმმა, 1789 თუ 1917 წლებში ყალბ განთიადებს რომ შეჰხაროდა. დღეისათვის გონსმოსული ლიბერალები და ზომიერი კონსერვატორები უახლოვდებიან ერთმანეთს და უახლოვდებიან არა რაღაც ბუნდოვანის, არამედ ბერკის ფილოსოფიაზე დაყრდნობით. ისინი ერთად უპირისპირდებიან აბსტრაქტულ დოქტრინებს და უზნეო დესპოტებს მარცხენა თუ მარჯვენა რადიკალიზმიდან.
Lლიბერალები ბერკის წინააღმდეგ.
მხოლოდ კონსერვატორები არ აიდეალებდნენ ბერკს. მოწინავე ლიბერალი ისტორიკოსი, ტომას ბებინგტონ მაკოლეი (1800-1859), მილტონის შემდეგ ყოველთა უდიდეს კაცად მიიჩნევდა. ვნახოთ რას ამბობენ ბერკის ოპონენტები.
პეინი მას ბრალად სდებდა: 1. გადაჭარბებულ პესიმიზმს დემოკრატიისა და უბრალო ადამიანთა მიმართ. 2. გადაჭარბებულმა პესიმიზზმა გამოიწვია ის, რომ ბერკმა ცილი დასწამა საფრანგეთის რევოლუციას, რაც კეთილშობილურად ავრცელებდა თავისუფლებასა და თანასწორობას, განათლებული გონების ძალით და მხოლოდ მცირედ თუ იყენებდა შუბებსა და გილიოტინასო. 3. უფრო ნაკლებ გულუბრყვილო ანტიბერკიანელები ბრალს სდებდნენ უზნეო საქციელში, კეთილშობილთა წინაშე ქედის მოხრასა და იმაშიც, რომ პათოლოგიურად ეშინოდა უწესრიგობისა. სამივე ბრალდება თავმოყრილია დ-რ გერტრუდ ჰიმელფარბის წიგნში `მეოცე საუკუნე~ (ლონდონი, მაისი 1953), რაც ანტიბერკიანული შინაარსისა კი გახლავთ, მაგრამ სხვებს მაინც სჯობს. წიგნში, კერძოდ, ვკითხულობთ: `მაშინ, როცა რუსო შეჰხაროდა მომავალ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, ბერკი წუხდა, რომ ხელშეუხებელი ვერ დარჩებოდა არსებული არისტოკრატული მმართველობა… ადათები და წინასწარრწმენები, რაც, რაღა თქმა უნდა, ჩინებულად ჰქონდა მორგებული არისტოკრატიას და უცნაურია, რომ მრავალი კომენტატორი მაინც აუმღვრევლად იცავს თეზისს, ბერკი, ვიგების პარტიის ყველზე არისტოკრატიული ნაწილის მოსამსახურე, რაიმე სახის სახალხო მთავრობას დაუჭერდა მხარსო… მხოლოდ არაჩვეულებრივი უნარი შენიღბვისა არის ის რასაც ბერკი დიდად აფასებდა… მას გველივით ნაკლებად ადარდებდა, თუ ვის დაესხმოდა თავს; მთავარი იყო, თავდასხმა წარმატებულად დასრულებულიყო… იგი და შიში ტყუპებად დაიბადნენ… უწესრიგობა იმდენად სდევდა თან, რომ თავი დაირწმუნა, თავისუფლება [მხოლოდ] მაშინ იქნება მისაღები, თუ `თავისუფლება წესრიგით~ იქნებაო.
Mმეინი (1822 -1888)
ბერკი არათანამიმდევრული ფილოსოფოსი იყო, ამიტომაც მიმდევართათვის არ დაუტოვებია თავისი ფილოსოფიური სისტემა. სერ ჰენრი მეინი ბერკის ნიჭიერი, მაგრამ არა გენიალური მიმდევარი გახლდათ. მან თავის ნაშრომში,~სახალხო მთავრობა~ (1885), ბერკის პოზიციას ფილოსოფიური სისტემის სახე მიანიჭა, მოაწესრიგა მისი სამეცნიერო საფუძვლები და თავისი დროის პოსტბერკიანულ ინდუსტრიულ პრობლემებს მიუსადაგა. მეინი უნდობლად ეკიდება უნივესალურ განაზრებებსა და უმრავლესობის ტირანიას; ამტკიცებს, რომ შეუძლებელია ერთდროულად მიაღწიო თავისუფლებასა და თანასწორობას, და ამჯობინებს, თავისუფლებას ვესწრაფოთ. თავისუფლება და ცივილიზაცია `ვერ გაიმიჯნება~ კერძო საკუთრებისაგან, რაც წყაროა პიროვნული უფლებებისა; კოლექტიური საკუთრება ან სოციალიზმი ნიშნავს `უმრავლესობის ტირანიას~. ოპონენტები ნიშნისმოგებით ჰკითხავენ, განა ამერიკასა და ინგლისში, სადაც დემოკრატიაა, თავისუფლება არ არისო? Mმეინი პასუხობს, დიახ ორივეგანაა თავისუფლების საუკეთესო გარემო, მაგრამ ეს მხოლოდ უნიკალური ისტორიული პირობების წყალობით მოხერხდა და, გარდა ამისა, ამერიკასა და ინგლისში არაპირდაპირი დემოკრატიებიაო. ამერიკისა და ინგლისის კონსტიტუციების სიმყარემ და მათში არსებულმა შეკავებამ და განაწილებამ ხელი შეუშალა უმრავლესობის ტირანიას: `ბრძნული კონსტიტუციის წყალობით, დემოკრატია შეიძლება იყოს ისეთი წყნარი, როგორც წყალი დიდ ხელოვნურ საცავში, მაგრამ თუ სტრუქტურაში სუსტი ადგილი გაჩნდება, შეკავებული მძლავრი ძალები გადმოხეთქავს და ნგრევას მოიტანს~.
კოლრიჯი, კარლაილი, ნიუმენი.
ამ სამი მოაზროვნის შემოქმედებაში კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთს ენაცვლება და გადაფარავს. ისინი მატერიალური პროგრესის კრიტიკოსები არიან და კოლრიჯი მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია; მას უკვე ვუწოდეთ `კულტურული კონსერვატორი~. Kკოლრიჯი და კარლაილი პოლიტიკურადაც აქტიურნი იყვნენ, გავლენას ახდენდნენ კონსერვატულ პარტიაზე. ამიტომ პოლიტიკური კონსერვატორებიც იყვნენ. მათი შეხედულებანი მოიცავს როგორც კულტურას, ასევე პოლიტიკას. კონსერვატიზმი უშუალო ემოციურ ერთგულებას უფრო აფასებს, ვიდრე აბსტრაქტულ თეორიებს; კონსერვატიზმი ყველაზე ხშირად იჭრება პოეზიაში, რაც ემოციურად დაკრისტალებული და კონკრეტულია სხვა პოლიტიკურ იზმებთან შედარებით. XIX საუკუნის ოთხი თვალსაჩინო კონსერვატორი წამყვანი პოეტებიც იყვნენ: სემუელ კოლრიჯი (1772-1834), უილიამ უორდსუორთი (1770-1850), ჯონ ნიუმენი (1801-1890), მეთიუ არნოლდი (1822-1888). Nნიუმენის ლექსი `წინ გამიძეხი, კეთილო ნათელო~ დღესაც საყვარელი ჰიმნია; ხოლო დანარჩენ სამთა ლექსები უფრო პოპულარულია, ვიდრე პროზა.
Kკოლრიჯი და უორდსურთი `შერეული~ კონსერვატორები გახლდნენ, ხან ბერკიანელი და ხანაც ოტანტოტისტი. თავიდან უტოპისტი ლიბერალები იყვნენ და აღფრთოვანებულნი საფრანგეთის რევოლუციით. უორდსუორთი თავისი თაობის მთელი ევროპის ინტელექტუალთა სახელით ლაპარაკობდა, როცა საფრანგეთის `ახალ განთიადს~ ცნობილი სალამი მიუძღვნა და `ზეციური ნეტარება უწოდა~. ამას მალე იმედგაცრუება მოჰყვა, კოლრიჯმა და უორდსურთმა ზურგი აქციეს ლიბერალიზმსა და რაციონალიზმს და მიუბრუნდნენ ტრადიციულ მონარქიასა და ინგლისის ეკლესიას. რამდენი ასეთი იმედგაცრუებული ექსკომუნისტი გაჩნდა XX საუკუნეში, რუსულ ფსევდოგანთიადს რომ აქციეს ზურგი, ახალგაზრდობაში ზეციურ ნეტარებად რომ ეჩვენებოდათ.
Kკოლრიჯის შემოქმედება.
1798 წელს უორდსუორთმა და კოლრიჯმა გამოაქვეყნეს ლექსთა ერთობლივი კრებული `ლირიკული ბალადები~. წიგნი ადამიანური გულის ამბოხებაა XVIII საუკუნის აბსტრაქტული რაციონალიზმის წინააღმდეგ; ამით მათ შემწეობა აღმოუჩინეს ახალი ფილოსოფიური ამინდის დადგომას. კონსერვატიზმმა დაიწყო სერიოზული ზეგავლენის მოხდენა კოლრიჯის ღრმა პროზაული თხზულებების მკითხველებზე: `ქადაგებანი~ (1816), `ბიოგრაფია ლიტერარია~ (1817), `ფილოსოფიური ლექციები~ (1818 -1819), `შემწეობა გასჯაში~ (1825), აგრეთვე მისი `წერილები~ და `საუბრები მაგიდასთან~. 60 რვეული მისი ქაოტური, მაგრამ შთამბეჭდავი ჩანაწერებისა, 1794-1834 წლებს რომ მოიცავენ, გამოცემულია რვა ტომად. მისი ლექციები ეგებ უშუალოდ არა, მაგრამ მაინც ზემოქმედებს უნივერსიტეტის იმ სტუდენტებზე, ვინც სახელმწიფო მოღვაწენი და ლიდერები უნდა გახდნენ. კოლრიჯის გენიამ გაიბრწყინა მის მომაჯადოებელ საუბრებში, სამწუხაროდ, მისი ნაწერები დაუმთავრებელი და ფრაგმენტული დარჩა. მისი წიაღსვლები არ დასრულებულა და არ გამოცემულა სქელ ტომებად, მხოლოდ მოკლე ეპიგრამულ გამონათებებად მოგვწვდა.
კლასობრივი დაყოფის გამართლება.
კოლრიჯის მიხედვით, საზოგადოება თავის ფუნქციებს ანაწილებს სხვადასხვა `კლასებში~. თვითეულ კლასს აქვს თავისი საპატიო დანიშნულება. მაგრამ ყველას არ უნდა ჰქონდეს ხმის მიცემისა და მართვის ფუნქცია. ეს ფუნქცია მინიჭებული აქვს ზნეობრივად აღზრდილ არისტოკრატიას, რომელიც პარლამენტის მკაცრ კანონთა ფარგლებში მოქმედებს. კლასობრივი ბრძოლა არ შეიძლება. ყველა კლასმა ჰარმონიულად უნდა ითანამშრომლოს ბრიტანული კონსტიტუციით `ორგანულად~ შეკავშირებულმა. კოლრიჯმა დიდი გავლენა მოახდინა პრაქტიკულ პოლიტიკაზე დიზრაელისა და სხვა ტორი ლიდერების საშუალებით. მათ კოლრიჯისაგან შეითვისეს კლასთა ფილოსოფიური განსხვავებანი, აღმოაჩინეს ერთ დროს ათვალწუნებული შუა საუკუნეთა სულიერი ღირებულებანი და შეიძულეს აღმავალი კაპიტალისტური კლასის უტილიტარული ღირებულებანი, რამაც ვიგების პარტიაში გადაუსწრო ბერკისდროინდელ არისტოკრატიას.
არ მისცეთ ხმის უფლება მედუქნეებს.
კოლრიჯელთა მიხედვით, ბიზნესმენები შინაგანად ძირგამომთხრელნი იყვნენ _ ველურთვალებიანი რადიკალები; ძირს უთხრიდნენ ქრისტიანული მონარქიის საფუძვლებს, რათა შეენაცვლებინათ ახალი, არაქრისტიანული რელიგიით, რასაც ეკონომიკური სარგებელი ეწოდება; `ეკონომიკა არის `მამონას~ ბიბლია~, ჯონ რასკინის კოლრიჯისებური განსაზღვრებით. ასეთი არაბრიტანული ქმედებანი იმით უნდა შეიზღუდოს, რომ ამ უცხო კომერციულ კლასს არ მიეცეს იმდენი ადგილი, რომ პარლამენტზე მოქმედება შეძლოს. Kკოლრიჯი `მედუქნეებს~ ყველაზე ნაკლებად პატრიოტ და კონსერვატორ კლასად მიიჩნევდა და იბრძოდა 1832 წლის ვიგების რეფორმის წინააღმდეგ, რაც მრავალ მედუქნეს ანიჭებდა ხმის უფლებას.
კოლრიჯი ვს. ბერკი.
კოლრიჯი მიჩნეულია ყველაზე თავდადებულ კონსერვატორად; იგი არასოდეს დაჰყოლია კერძო, მატერიალურ ინტერესებს. ბერკის ფილოსოფია ზნეობრივად იყო სახელგატეხილი ოპორტუნისტული პარტიული პოლიტიკის გამო. სხვა მხრივ მშვენიერ ესეიში, 1809 წელს, კოლრიჯმა მოულოდნელად გაილაშქრა ბერკის წინააღმდეგ და უსაყვედურა ყოვლად უსარგებლო `კომპრომისი სიდიადესა და სიმდაბლეს შორის,~ და დაიმოწმა ოლივერ გოლდსმიტის ვერდიქტი ბერკის შესახებ: `იგი დაიბადა მსოფლიოსათვის, მაგრამ დააკნინა საკუთარი გონება და პარტიას მისცა ის, რაც კაცობრიობისათვის უნდა მიენიჭებინა.~ ბერკი არც ახალგაზრდობისას ყოფილა ისეთი რადიკალი, როგორც კოლრიჯი, და არც მოწიფულობისას გამხდარა ისეთი რეაქციონერი, როგორიც კოლრიჯი და უორდსუოთი. ბერკი ყოველთვის პრაქტიკოსი პოლიტიკური მოღვაწე იყო და კოლრიჯივით თავდავიწყება და ბუნდოვანება არა სჩვეოდა; მაგრამ ბერკმა ვერასოდეს მიაღწია ისეთ სიღმეებს, რასაც კოლრიჯი ჩაწვდა ბრწყინვალე პოეტური ინტუიციით. მაგალითისათვის გავიხსენოთ კოლრიჯის `ოდა საფრანგეთს~ (1798), სადაც რამდენიმე პოეტურ სტრიქონშია ჩატეული ის, რის თქმასაც ბერკი დიდტანიანი შრომებით ახერხებდა:
როცა საფრაგეთმა მრისხანებით აღმართა გოლიათური მკლავები
და ფიცით, რამაც შეარყია ჰაერი, მიწა და ზღვა,
მძლავრი ფეხი დასცა და თქვა, ვიქნები თავისუფალიო,
დამემოწმეთ, თუ როგორ ვიმედოვნებდი და მეშინოდა!..
ამაო, ჯინიანი და ბნელი ამბოხება,
ნებაზე მიშვებული მონები! შლეგური თამაშით რომ
მოიგლიჯეს ხელბორკილები და მოირგეს სახელი
თავისუფლებისა და უფრო მძიმე ჯაჭვებით დაიბორკნენ!
Oორგანული საზოგადოება.
Kკოლრიჯი ოცნებობდა ორგანულ საზოგადოებაზე და სძულდა ატომისტური საზოგადოება. Lაისსერ-ფაირე ლიბერალებმა ფატალურად დაანაწევრეს საზოგადოება იმით, რომ ყურადღება მის ცალკეულ ნაწილებზე გადაიტანეს. კოლრიჯის შეხვედრა ერთ-ერთ ლიბერალთან, მის მარტინიუსთან, ამ კამათის შემაჯამებელ დოკუმენტად იქცა. “როგორც ჩანს~, თქვა კოლრიჯმა, ~თქვენ საზოგადოებას ინდივიდთა შეკრების შედეგად მიღებულ აგრეგატად მიიჩნევთ.~ Mმის მარტინიუსმა უპასუხა, `დიახ, ასეა.~ წიგნში, `ვიქტორიანული ინგლისი~, ჯ.მ. იანგი განმარტავდა: `იმ შეხვედრაში მოჩანს ისტორია და 1950 წელს ცხადი შეიქნა, რომ კოლრიჯი მართალი გახლდათ… გარდაუვალი იყო, რომ კოლრიჯის მიერ განჭვრეტილ თაობაში აღსდგებოდა ეკლესიის კორპორაციული და საიდუმლო ასპექტები და… განცდა მშვენიერებისა, ანტიკურობისა და იდუმალებისა~. თითქოსდა მარტივი აფორიზმით: `პიროვნებანი ნივთები არ არიან~, _ კოლრიჯმა გააცამტვერა რაციონალისტ მგეგმავთა საუკუნე, ვინც ცდილობდნენ გარდაექმნათ `პიროვნებანი~ უბრალო მათემატიკურ რაოდენობად `ნივთებისა~. Dდა რადგან `პიროვნებანი~ `ნივთები~ არა გამოდგნენ და ან დაიმსხვრნენ, ანდა საპასუხოდ დაარტყეს, რაციონალისტური ფრანგული რევოლუციიდან მოყოლებული, წარმოიშვა ევროპის აგონია.
ბენთამი ვს. კოლრიჯი.
XIX საუკუნის ინტელექტუალები გრძნობდნენ, რომ ან ჯერემი ბენთამის (1748 -1832), `უტილიტარიზმის~ მამამთავრის, გზა უნდა აერჩიათ და ან კოლრიჯისა. ბრიტანელმა სწავლულმა რ. ჯ. უაიტმა მკაფიოდ განსაზღვრა მათი `არსებითი განსხვავება~, როგორც `კაცისა, [ბენთამი} ვინც სოციალურ ინსტიტუტებს ავეჯის მრავალრიცხოვან ნაწილებად მიიჩნევს, რომელთა გადაადგილება, გადაკეთება, განახლება და დასაწვავად დამტვრევაც შეიძლება, და კაცისა [კოლრიჯი], ვინც სოციალურ ინსტიტუტებს ხალხის უშუალო გამოცდილების ელემენტებს უწოდებს, _ არა ცხოვრების ავეჯს, არამედ თვით ცხოვრებას~. Kკოლრიჯი უფრო ღრმად იხედებოდა მოვლენებში; ამიტომ იყო, რომ ლიბერალმა რაციონალისტმა ჯონ სტიუარტ მილმა ბენთამიდან ნაწილობრივ კოლრიჯისაკენ გადაინაცვლა, რათა ემოციური შვება ეგრძნო მანამდე მშრალი და უემოციო ბენთამისაგან ნერვებდაწყვეტილს. `ფილოსოფიურ რადიკალებად~ წოდებული ბენთამისტები კოლრიჯისაგან ისტორიისა და რელიგიის შეფასებაშიც განსხვავდებოდნენ. ბენთამისტებისათვის ისტორია `კაცობრიობის დანაშაულებათა და სისულელეთა მტვერდადებული ჩანაწერები~ იყო, კოლრიჯისათვის კი _ `საზოგადოების თანმიმდევრული ჩამოყალიბების შთამაგონებელი ქრონიკა~ (მაიკლ პაკე, `ჯონ სტიუარტ მილის ცხოვრება~). ბენთამისტ უტილისტთაგან განსხვავებით, `რელიგია~ კოლრიჯისათვის `არის და ყოველთვის იქნება მიზიდულობის ცენტრი~.
Kკოლრიჯიზმის საკითხი: შინაგანი ზრდა.
კოლრიჯი ილუზიას უწოდებდა იაკობინიზმის მარადიულ თეზისს, როცა ისინი ამტკიცებდნენ, `ბედნიერება დამოკიდებულია Mმთავრობის ფორმასა~ და პოლიტიკურ პროგრამაზე. კოლრიჯისეული განსაზღვრება მომდინარეობდა ფსიქოლოგიის ახალ მომხიბვლელი თეორიიდან და განასხვავებდა შიდა და გარე ცვლილებებს. გარე ცვლილება იყო ცნობიერი, მატერიალური, მიზანმიმართული. შიდა ცვლილება კი _ არაცნობიერი, სულიერი და მშვიდად მზარდი. ადამიანის გარეგნული ცხოვრება მიჩნეული იყო უფესვოდ და უღმერთოდ; ის ისწრაფოდა დემოკრატიისა და დაწერილი კონსტიტუციისაკენ. ადამიანის შინაგანი ცხოვრება კი ტრადიციული და რელიგიურია, ამბობდა კოლრიჯი; მას უყვარდა მიწათმფლობელი არისტოკრატია, ძირძველი ეკლესია და ინგლისის დაუწერელი კონსტიტუცია. გარეგანი, პროგრესული რეფორმები, როგორიცაა დაწერილი კონსტიტუცია და მყვირალა პარტიული პროგრამები, უბრალო ქაფია ღრმა შინაგან ზრდასთან შედარებით. შინაგანი ზრდა ნელია, მაგრამ ორგანული, ღრმა და ხანგრძლივი. პოლიტიკისა და ეშმაკური ცნობიერების გარეგნული ზრდა უფრო სწრაფი და ხმაურიანია, მაგრამ მკვდარი და მექანიკური; კოლრიჯის აზრით, ის ფუყე და დროებითია. კოლრიჯულ კონსერვატიზმს მხოლოდ ნიცშეს კონსერვატულმა აზროვნებამ გადააჭარბა, ვინც ზიგმუნდ ფროიდზე გაცილებით ადრე წერდა არაცნობიერ გონებაზე.
ანტიკოლრიჯული არგუმენტები.
უტილიტარული ბრალდებანი კოლრიჯის წინააღმდეგ ამგვარია: კონსერვატორებს საფელი ურჩევნით ქალაქს, არისტოკრატია კი პლუტოკრატიის ცრურწმენაა; პირველი არისტოკრატები ყაჩაღები იყვნენ, რომლებიც ისე დაწინაურდნენ, როგორც ნებისმიერი ნოუვეაუ რიცჰე. და რომ პლუტოკრატები დროთა განმავლობაში ისეთივე ცივილიზებულნი გახდებიან, როგორც არტისტოკრატები, და მათზე მეტად ნაყოფიერნიც იქნებიან; და რომ არც სოფლელ არისტოკრატს არ უღონია იმდენი ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის, რამდენიც განათლებულ მეწარმესა და მუშებს დიდი ქალაქებისა. ზოგიერთი ავყია ოპონენტი არც პიროვნულ თავდასხმებს მოერიდა და ოპიუმისადმი მიდრეკილება დაუგმო და ბებრული მისტიკა დასწამა, რაც ტიტულიანი პარაზიტების, სასულიერო პირებისა და ჟამგადასული ტორების იარაღია და მიზნად ისახავს ჯანსაღი და მძლავრი ბრიტანელი მედუქნეების მოტყუებას ცილისწამებითა და ხმის უფლების შეზღუდვითო. Mმოწინავე როლი ძველი წესრიგის გარდაქმნისა მსხვილ ბიურგერს ეკუთვნის, ვინც გაათავისუფლებს საზოგადოებას, რაც რელიგიასა და მშვენიერებას კი აღარ დაეფუძნება ან ძველ წეს-ჩვეულებებს, არამედ ეფექტურობას, სარგებლიანობასა და ეკონომიკასო.
Kკარლაილი: ნაწილობრივ ფაშისტი, ნაწილობრივ ჰუმანისტი.
ტომას კარლაილი (1795-1881) ყველაზე ენერგიული და გავლენიანი პოლემისტი გახლდათ ვიქტორიანული ეპოქისა. მისი მოძღვრება გარკვეულწილად ფაშიზმის წინამორბედი იყო, სახელდობრ: ანტისემიტური რასიზმი, ძალის კულტი, მეომარ გმირთა თაყვანისცემა. ეს არაკონსერვატული ელემენტები ორი გერმანული გავლენის შედეგია, რომლითაც იგი აღფრთოვანებული იყო: პრუსიზმისა და რომანტიზმისა. ზოგჯერ მოგეჩვენებათ, რომ მისი ნაწერები ბრიტანელი კონსერვატორისა კი არ არის, გერმანულიდანაა თარგმნილი. ამიტომაცაა, რომ მოგვიანებით იგი ნაცისტთა საყვარელი მოაზროვნე გახდა. ბოლო წიგნი, რასაც ჰიტლერი კითხულობდა ბუნკერში, გახლდათ კარლაილისეული ბიოგრაფია პრუსიელი ფრიდრიხ დიდისა, რაც მართლაც ბრწყინვალე ნაშრომია. მაგრამ კარლაილს ისევე ახასითებს სოცილური მოთხოვნები ღატაკთა დასახმარებლად, როგორც ფაშისტური ამოფრქვევანი. მან ბრიტანულ კონსერვატიზმს შესძინა ჰუმანიზმი, რაც ლაისსერ-ფაირე ლიბერალებს აკლდათ იმ დროს. Mმისი `გმირი~ ტორების პარტიაში გახლდათ სერ რობერტ პილი (1788-1850).
შუა საუკუნეები ვს. ფულადი კავშირი.
კარლაილი ესარჩლებოდა კლასობრივ ერთიანობას და გმობდა კლასობრივ ბრძოლას. იგი იცავდა ტრადიციულ ფესვებს; არა ეკონომიკურ სარგებელს დახარბებულ, არამედ საზოგადოების სამსახურში მდგარ არისტოკრატიას; ილაშქრებდა ატომისტური საზოგადოებისაკენ და ეთაყვანებოდა ორგანულ საზოგადოებას; ესარჩლებოდა სულიერ შუასაუკუნეობრიობას და გმობდა მატერიალისტურ `ფულად კავშირს~. აქ იგი გულისხმობდა მხოლოდ მოგებისაკენ, მისწრაფებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს. კარლაილი აქებდა ღირსებაზე, ერთგულებაზე, პირად გრძნობებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ანუ იმ ადამიანურ თვისებებს, რასაც კონსერვატორები აგულიანებენ, ისევე როგორც ბერკის `ფასდაუდებელ ლაზათს სიცოცხლისა~, და ამას სჩადიოდა როგორც კაპიტალისტ, ასევე სოციალისტ მატერიალისტთა საზიანოდ. ეს კონსერვატული იდეალებია დამუშავებული კარლაილის წიგნებში: `სარტორ რესარტუსი~ (1833-34), `გმირების გამო~ (1841), `წარსული და აწმყო~ (1843); სხვა მრავალი კონსერვატორივით (ბერკი, მესტრი, ტოკვილი, ტენი), კარლაილმა გამოაქვეყნა საკუთარი `საფრანგეთის რევოლუციის ისტორია~ (1837); ზოგიერთმა არაკეთილმოსურნემ ამ წიგნს `ისტორიული რომანის~ იარლიყი მიაწება. `წარსულისა და აწმყოს~ ორ ნაწილში კარლაილი `40-იანი წლების შიმშილად~ ცნობილ, სიღატაკესა და მღელვარებას თავისი დროისა, აპირისპირებს წარსულთან. აწმყოში ხედავს დემოკრატიულ ბრბოებსა და პლუტოკრატიულ მომხვეჭელობას, `ფულადი კავშირის~ თავკერძობას. იგი ორივეს მოუწოდებს გაიკეთილშობილონ ბუნება და გახდნენ `ინდუსტრიის კაპიტნები~ და `მშრომელი არისტოკრატია~; მის მიერ გამოჭედილი ეს ორი ფრაზა ახასიათებს მის ჰეროიკულ, ხანდახან სატირულ, მაგრამ მაინც გმირულ თვალსაზრისსა და სტილს. ცნობილია მისი სხვა გამონათქვამებიც, მაგალითად: `პატიოსანი დღიური შრომა პატიოსანი დღიური ჯამაგირისათვის~, `დემოკრატია თაყვანსაცემი გმირების უყოლობაა~, დემოკრატიული ხმოსნები `სავსენი არიან ლუდითა და აბდაუბდითო~ ამბობდა იგი; თავის ამერიკელ მეგობარს, რალფ უოლდო ემერსონს, პარლამენტის სხდომა რომ უჩვენა, კარლაილმა ზიზღით წამოიძახა, `ახლა ხომ გჯერა ეშმაკის არსებობა?~ ასეთ ზიზღს ვერ შეხვდებით უფრო ტრადიციულ ბრიტანელ კონსერვატორებთან, ბერკსა და ჩერჩილთან. მათ უყვარდათ პარლამენტი და კონსტიტუციური მმართველობა ერჩივნათ კარლაილის გერმანელ `ფიურერებს~. კარლაილი უფრო ტრადიციული ტორული საფუძვლების მიმდევარია, როდესაც აყალიბებს კონსერვატულ თეზისებს, რომ გამოუთქმელი, შინაგანი სულიერი კანონები უფრო მტკიცეა, ვიდრე გარეგანი და დაწერილი კანონები. იგი თავისი ლიტერატურული ნიჭიერებისა და ზნეობრივი ძალების მწვერვალზე იმყოფებოდა, როცა მკითხველებს მოუწოდებდა, `ჯერ საკუთარი თავი გარდაექმნათ, თუკი ინგლისის გარდაქმნა სურდათ~.
დღესათვის კარლაილის გავლენა შესუსტებულია, მისი აგრესიული სტილი აფრთხობს მკითხველს; ამიტომაც არა იგი, არამედ კოლრიჯი ინგლისში, ტოკვილი საფრანგეთში და ირვინგ ბებიტი ამერიკაში არიან მიჩნეულნი ყველაზე გავლენიან და პერსპექტიულ მოძღვრებად ინტელექტუალური ტორიზმისა. Mმაგრამ კარლაილის გავლენა ერთ დროს ისეთი დიდი იყო, რომ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული, ემერი ნეფი, წიგნში, `კარლაილი და მილი~, ამ წყვილში ხედავს უმთავრეს ფიგურებს ბრიტანული კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმისა.
Oოქსფორდული მოძრაობა.
ოქსფორდული მოძრაობა მოითხოვდა რელიგიურ კონსერვატიზმს ანგლიკანურ ეკლესიაში, რომელიც ჰენრი VIII-ის შემდგომ დაფუძნდა, როგორც `ინგლისის ეკლესია~. მოძრაობა დაიწყო ოქსფორდში, ინგლისში, 1833 წელს, როცა ჯონ კებლმა (1792 _ 1866) წაიკითხა თავისი `აპოსტასური ქადაგება~, და დასრულდა, როდესაც დაირღვა მისი საწყისი ერთიანი ჯგუფი, როცა 1845 წელს ჯონ ნიუმენმა უარი განაცხადა ანგლიკანურ აღმსარებლობაზე და რომის ეკლესიას შეუერთდა. მოძრაობის სათავეში იდგნენ კებლი, ნიუმენი, ედუარდ ფიუსი და სხვები. 1833_1841 წლებში მათ გამოაქვეყნეს დიდად გავლენიანი `ტრაქტატები დროის შესახებ~, უპირისპირდებოდნენ `ლიბერალიზმის წინსვლას~ რელიგიაში, მიზნად ისახავდნენ ინგლისური ეკლესიის მიბრუნებას დოგმებისაკენ, შუასაუკუნეებრივი სულიერებისა და პროტესტანტული რეფორმაციის შედგად დაკარგული პოეტური რიტუალებისაკენ. მათ აერთიანებდათ დოგმა, რიტუალი, პოეზია, ტრადიცია და ოქსფორდი. კებლი და ნიუმენი წერდნენ ლექსებს; ორივე ასწავლიდა ტრადიციების მოყვარულ ოქსფორდის უნივერსიტეტში; კებლი აქ იყო პოეზიის პროფესორი. ორივეს სძულდა ლიბერალიზმი და სოციალური ცვლილებანი; ამიტომაც თუმცა მათი მოძრაობა უპირველეს ყოვლისა რელიგიური იყო, ტრადიციონალისტური ტორული ფრთაც წააქეზეს პოლიტიკურ ასპარეზზე.
Nნიუმენი და დასაბამიერი ცოდვა.
კებლისაგან განსხვავებით, ოქსფორდული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი რომაული კათოლიკე გახდა. ნიუმენი იყო მათი თავკაცი. მისი განდგომა ბევრმა დაგმო, ბევრმაც შეაქო; განდგომის პროცესი დაიწყო 1841 წელს და ოფიციალურად გამოცხადდა 1845 წელს. 1879 წელს, როცა პაპმა ლეო XIII კარდინალად დანიშნა, ნიუმენმა ისარგებლა შემთხვევით საჯაროდ განმარტა მთელი თავისი ცხოვრების ბრძოლა, როგორც თვითონ უწოდებდა, `რელიგიაში არსებული ლიბერალიზმის~ წინააღმდეგ.
ნიუმენს მიაკუთვნებენ დიდ ქრისტიან პესიმისტთა რიგს. ეს რიგი ღრმად მიიწევს უკან, ისტორიაში, თვით ნეტარ ავგუსტინემდე, და ახალ ეპოქაში მოაღწევს არა მარტო კათოლიკე კორტესამდე, არამედ ისეთ დიდ პროტესტანტ რელიგიურ ფილოსოფოსებამდე, როგორიც იყვნენ დანიელი სორენ კიკეგაარდი (1819_1855), შვედი კარლ ბართი (1886_1968), ამერიკელი რეინჰოლდ ნიბური (1892_1971). მათ აერთიანებთ წარმოჩენა ადამიანის ნაკლოვანებისა, და ისიც, რომ ეჭვით უყურებენ ადამიანის მიერ საკუთარი პროგრესის დაგეგმვას. კონსერვატორთა უმრავლესობა უნდობლად ეკიდება ადამიანის ბუნებას და სწამს დასაბამიერი ცოდვა, თუნდაც მეტაფორულად. Nნიუმენს სწამდა არა მეტაფორულად, არამედ ნამდვილად. ავტობიოგრაფიაში იგი ამტკიცებს, რომ ცოდვა `ადამიანური ბუნების სასტიკი ნებაა~, რასაც ესაჭიროება `ჯებირი~, რათა შეჩერდეს წარღვნა. ჯებირი ნიუმენისათვის რომის ეკლესია გახლდათ. სხვებისათვის ჯებირი შესაძლოა სხვა ინსტიტუტი იყოს, მაგრამ ყველა კონსერვატორი თანხმდება, რომ რაღაც ჯებირი საჭიროა ბრბოს ქაოსოს საწინააღმდეგოდ, ჩვენს შიგნით თუ ჩვენს გარეთ. ნიუმენის ავტობიოგრაფიის, პოლოგია Pრო Vიტა შუა~ (1864), გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ კათოლიკეებით, სხვა აღმსარებლობის მკითხველებიც ვალში არიან ამ მშვენივრად დაწერილი წიგნის წინაშე, და ტკბებიან რწმენის ტრადიციული დოგმებით.
მეთიუ არნოლდი.
მეთიუ არნოლდის მსოფლმხედველობის მთავარი ხაზიც ისტორიული უწყვეტობა იყო. Mმისი ყველაზე გახმაურებული წიგნია `კულტურა და ანარქია~ (1869). მან განათლებისა და კულტურის მიმართულებით გამოთქვა კონსერვატული პროტესტი ახალი და დაუნდობელი პლუტოკრატიის წინააღმდეგ, ამრიგად, მან იგივე გზა გააგრძელა, რაც კოლრიჯმა ფილოსოფიაში, ნიუმენმა რელიგიაში, დიზრაელმა პოლიტიკაში. სინკლერ ლუისის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე არნოლდი აკრიტიკებდა `ფილისტიმელებს~, იმავე ტიპის პლუტოკრატებს, რომლებიც ამერიკაში ცნობილი გახდნენ `ბებიტის~ სახელით _ ბებიტი სინკლერ ლუისის პერსონაჟია, ბიზნესმენი, ვინც საკუთარ ეთიკურ წესებს ადგენს… არნოლდი მოითხოვდა კლასიკური წარსულის ღირებულებათა დაბრუნებას.
ანტიინდუსტრიული თემა.
ჩვენს მიერ განხილულ კონსერვატორთა საერთო ნიშანია რელიგიისა და კულტურის პოზიციიდან გალაშქრება ინდუსტრიული რევოლუციის წინააღმდეგ. კიდევ ერთი წარმომადგენელი ანტიპლუტოკრატი მოაზროვნეებისა ხელოვნების ფილოსოფიაში გახლავთ ჯონ რასკინი (1819_1900). იგი ნაწილობრივ კონსერვატორი მედივისტია და ნაწილობრივ ქრისტიანი სოციალისტი. Lლიბერალებს უყვართ კონსერვატორთა დახატვა სქელკანიან ველურებად, რომლებიც თავკერძად იცავენ მათთვის მომგებიან სტატუს ქუო-ს. ამ სტეროტიპს ამსხვრევენ კოლრიჯისა და ნიუმენის მსგავსი ჭეშმარიტი კონსერვატორები, მგრძნობიარე იდეალისტები, ხელოვანები და მეოცნებენი, ვინც ინახავენ ადამიანის ტრადიციულ, რელიგიურსა და ესთეტურ ხიბლს იმ განხიბვლის საწინააღმდეგოდ, რაც ინდუსტრიალიზაციას მოსდევს. ამ პოზიციაზე დგანან კულტურული კონსერვატორები. Oოპონენტები ედავებიან მათ და ამტკიცებენ, ეს ცილისწამებაა და თანამედროვე ინდუსტრიალიზმი სულაც არ არის ბინძური; ის შეგვაძლებინებს მივაღწიოთ ისეთ კეთილშობილებასა და მშვენიერებას, რაც წარსულში შეუძლებელი იყოო.
კონსერვატულ შეხედულებათა მრავალფეროვნების გამო, პოპულარულ დონეზე, დღეისათვის ამერიკაშიც და ევროპაშიც ორ სრულიად განსხვავებულ ჯგუფს უწოდებენ `კონსერვატულს~:
1. საქმიან მოდერნისტებს, ფულიან, თავკერძა პლუტოკრატთა ატომისტურ საზოგადოებას.
2. მეოცნებე მედივისტებს, ანტიპლუტოკრატულ იდეალისტთა ორგანულ საზოგადოებას კოლრიჯისა, კარლაილისა, ნიუმენისა, რასკინისა.
მაგრამ რაკი ორივე `კონსერვატორს~ ირქმევს, რაღაც საერთოც უნდა იყოს მათ შორის: არც ერთი არ ენდობა მასებს, ამჯობინებენ ელიტისტურ ავტორიტეტებს და უნდობლად უყურებენ აბსტრაქტულ რადიკალურ პროექტებს უტოპისტებისა და სტეიტისტებისა.
ტორების დემოკრატია: დიზრაელი და ჩერჩილი.
ბენჯამინ დიზრაელი (1804_1881) და უინსტონ ჩერჩილი (1874_1965), ორი ყველაზე ცნობილი პრემიერ მინისტრი კონსერვატული პარტიიდან, ნაწილობრივი მოწაფეები იყვნენ ბერკისა. Dდიზრაელი ბერკის ნაწერებს უწოდებდა `ღვთაებრივ ამოფრქვევას.~ მაგრამ ისინი მეტ-ნაკლებად დასცილდნენ ბერკს, რადგანაც შეითვისეს უფრო დიდი იმპერიალიზმი და უფრო დიდი დემოკრატია. ამით უფრო ნაკლებად და უფრო მეტად დემოკრატები გახდნენ, ვიდრე ბერკი: ნაკლებად დემოკრატები კოლონიებში წარმართული პოლიტიკით, და მეტად დემოკრატები შინ. როგორც იმპერიალისტები, ისინი არ გამოესარჩლებოდნენ ბერკს, როცა იგი ბრიტანულ ქედმაღლობას უპირისპირდებოდა ინდოეთის მიმართ. ხოლო რაკიღა ბერკს სწამდა, რომ ხმის უფლება მხოლოდ მცირერიცხოვან ელიტას უნდა ჰქონოდა, იგი ვერ დაეთანხმებოდა `ტორულ დემოკრატიას~, როცა დიზრაელიც და ჩერჩილიც, მასების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, საერთო სახალხო ხმის უფლებას აცხადებდნენ. მოდით ჯერ მათ იმპერიალიზმს მიმოვიხილავთ, მერე კი დემოკრატიას.
იმპერიალიზმი.
1972 წლის 24 ივნისს სათავე დაედო ტორების ნეოიმპერიალიზმსა და ე.წ. `მეორე ბრიტანულ იმპერიას~. იმ დღეს, ლონდონში, კრისტალ პალასში, დიზრაელიმ სასტიკად გააკრიტიკა და დაგმო ლიბერალ უილიამ გლადსტონის (1809_1898) პოლიტიკა იმპერიის დაკნინებისათვის. XIX საუკუნის 70-იან წლებში დიზრაელიმ დედოფალი ვიქტორია გახადა ინდოეთის იმპერატორი, გავლენა მოახდინა სუეცის არხზე ეგვიპტეში და იმპერიალისტური ზრახვები განავრცო აფრიკაში. ამ ფონზე ბერკი, ანტიიმპერიალისტი კონსერვატორი ვიგი, არ უნდა აგვერიოს დიზრაელისა და ჩერჩილში, იმპერიალისტ, კონსერვატორ ტორებში. ბერკი გმობდა ბრიტანეთის სამეფო იმპერიალისტურ პოლიტიკას ამერიკასა და ინდოეთში.
ნელ-ნელა ამოიზარდა ზნეობრივი კონფლიქტი ბრიტანულ ტორიზმში. ბრიტანული იმპერიალიზმი ახშობდა სხვა ქვეყნების მისწრაფებებს თავისუფლებისაკენ და აზიისა და აფრიკის გამოღვიძებას. Dდა მაინც, ბრიტანულმა იმპერიალიზმმა დიდ გამარჯვებებს მიაღწია 1870-იანებში დიზრაელის წინამძღოლობით. ახალგაზრდა ჩერჩილი მონაწილეობდა ბურებთან ძლევამოსილ ომში; მოხუცებულობაში კი მოწმე გახდა ტოტალური მარცხისა ინდოეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში. რაღა დარჩა დღეს დიზრაელისა და ჩერჩილის იმპერიალიზმისაგან? Dდამარცხდა მათი უგუნური პოლიტიკა კოლონიების მართვისა და სხგან მცხოვრებ ანგლო-საქსონებზე ზეგავლენისა; გაიმარჯვა მათმა იდეალმა ანგლო-საქსური დომინიონთა ნებაყოფლობითი კავშირისა დიდ ბრიტანეთთან.
ტორების დემოკრატია პლუს მონარქიზმი.
თანამედროვე ინდუსტრიალიზმის ხანაში, პოსტბერკიანული ვითარებისათვის ფეხის ასაწყობად, დიზრაელიმ შემოიტანა `ტორების დემოკრატია~. ეს ტერმინი განიმარტება, როგორც მცდელობა უძველეს კონსერვატულ ტრადიციებთან ახალი ინდუსტრიული მასების ზიარებისა პარლამენტსა და პოლიტიკაში მათი მოწვევით. მანამდე, სანამ არისტოკრატია დაკარგავდა სოციალურ საფუძველს, ბერკი თავის სიტყვებში მძაფრად ეწინააღმდეგებოდა ხმის უფლების გაფართოებას. დიზრაელი კი 1867 წელს ცხარედ ამტკიცებდა, მუშებისათვის ხმის უფლება აუცილებელიაო. მისი არგუმენტები დაფუძნებული იყო არა რადიკალური განახლებებისაკენ მისწრაფებაზე, ან მასების სიყვარულზე, ლიბერალებივით, არამედ იმ აუცილებელ საჭიროებაზე, რომ გავრცელების ადგილი უნდა გაფართოებოდა მონარქიას, ეკლესიასა და კონსტიტუციას.
Dდამოკიდებულება ცვლილებებისადმი.
ოტანტოტისტებიცა და რევოლუციონერებიც უპირისპირდებიან მშვიდობიან ცვლილებებს. პირველნი იმიტომ, რომ საერთოდ ცვლილებათა წინააღმდეგი არიან, მეორენი კი იმიტომ, რომ მშვიდობიანი ცვლილებანი ნელია და აუჩქარებელი. ტორების დემოკრატია და რაციონალური ლიბერალიზმი მშვიდობიან ცვლილებას ემხრობიან, მაშ რაღა განსხვავებაა მათ შორის? ის განსხვავებააო, წერდა დიზრაელი, რომ კონსერვატორი ცვლილებას ამა თუ იმ ტრადიციასთან აკავშირებს, რაციონალი ლიბერალი კი _ აბსტრაქციასთან: `პროგრესულ ქვეყანაში ცვლილება გამუდმებით ხდება და მთავარი ის არის, რომ კი არ შეეწინააღმდეგო ცვლილებას, რაც გარდაუვალია, არამედ _ ის არ მოხდეს ხალხის ხასიათის, ჩვეულებათა, ადათებისა და ტრადიციების გაუთვალისწინებლად, რაღაც ახირებული, განზოგადებული დოქტრინითა და აბსტრაქციებით~.
Dდიზრაელი ვს. პილი
1832 წლის რეფორმების ბილით, ვიგების პარტიამ ხმის უფლება მიანიჭა საშუალო კლასს, მათაც, თავის მხრივ, ცხადია, ვიგებს მისცეს ხმა. იმ დღიდან დაიწყო ტორების კრიზისი; როგორღა უნდა გაემარჯვათ არჩევნებში, როცა მიწათმფლობელი არისტოკრატია რაოდენობრივად ჩამორჩებოდა კომერციულ კლასს. ტორების ლიდერმა, რობერტ პილმა (1788-1850), მხარი დაუჭირა პარტიის გაფართოებას ვიგებისაგან საშუალო კლასის გადმობირებით. მისი ახალგაზრდა მეტოქე დიზრაელი კი მშრომელი ხალხის მიზიდვით ამჯობინებდა გაფართოებას. ორივემ თავისი არჩევანით განახორციელა რეფორმები. 1846 წელს პილმა შემოიტანა კანონი მარცვლეულის შესახებ. ამ კანონით პილმა მრავალი მომხრე გაიჩინა საშუალო კლასში და გადმოიბირა ვიგებისაგან, მაგრამ იმავე კანონით განხეთქილება შეიტანა ტორებში და თავის არისტოკრატი მომხრენი დიზრაელის ფრთას დაუთმო პარტიაში. მოგვიანებით პილის მომხრე ტორები გაერთიანდნენ ვიგებთან და ჩამოაყალიბეს ახალი ლიბერალური პარტია გლადსტონის მეთაურობით.
სოციალური საკითხი.
პილის გეგმა საშუალო კლასის გადმობირებისა დამარცხდა. მან დიზრაელის გაუჩინა შანსი. მან ამოსავალი იმით მოძებნა, რომ არისტოკრატები და მუშები გააერთიანა საშუალო კლასის წინააღმდეგ. ტორების _ ანუ იმ დროიდან კონსერვატორების პარტიას _ უკვე შეეძლო გამარჯვება აღარ დაეთმო საშუალო კლასისათვის და დიზრაელი პრემიერ-მინისტრი გახდა 1868 და 1874-1880 წლებში. დიზრაელის მიერ მუშების მხარდაჭერას ხანდახან `ტორების სოციალიზმს~ უწოდებენ. ვინაიდან სოციალიზმის განმარტება უსასრულოა და ეს სიტყვა ხშირად გულისხმობს მემარცხენე და მარქსისტულ თვალსაზროსებს კლასობრივი ბრძოლისა და კლასობრივი კავშირისა, სჯობს `ტორების სოცალიზმი~ კი არა, `ტორების დემოკრატია~ და `ტორების სოციალური საკითხი ვუწოდოთ~.
საუკეთესო წანამძღვრები ტორების დემოკრატიისა შეიძლება ვიხილოთ დიზრაელის ანთოლოგიაში `რადიკალი ტორი~ (ლონდონი, 1937), სადაც დაბეჭდილია მუშების მხარდამჭერი სიტყვები და ესეები; აგრეთვე დიზრაელის სოციალური რომანები, `კონინგსბი~, (1844), და `სიბილი~, (1845). ორივე რომანში წარმოსახულია მუშა+არისტოკრატის იდეალები დიზრაელის `ახალი ინგლისის~ მოძრაობისა. `სიბილის~ ქვესათაური იყო `ორი ერი~, რაშიც მდიდარი და ღარიბი იგულისხმებოდა. წიგნი ამხელდა საშუალო კლასის ლიბერალ კაპიტალისტებს, რომლებიც აშენებდნენ `უბადრუკ საცხოვრებლებს უბადრუკ უბნებში მსოფლიოს უმახინჯესი ქვეყნისა~. ასეთია დიზრაელისეული განსაზღვრება `ტორების დემოკრატიისა~.
`კაპიტალის . . . მონობის ნაცვლად, მათდამი მონობისა, ვინც ინტელექტის მაგივრად, ქონებით ამაყობს, თუ გვსურს შევინარჩუნოთ უძველესი ტახტი და მონარქია ინგლისში, მე პირადად, ვიმედოვნებ, რომ ვიპოვით ახალ ძალას ენერგიამოძალებული, განათლებული და ხმის უფლებამინიჭებული ხალხისა~.
მიუხედავად დიზრაელის პოლიტიკისა, რჩება ორი მხარე ტორების დემოკრატიისა: ტორების მხარე და დემოკრატიის მხარე. ამავე დროს დიზრაელიმ დაარწმუნა თავისი პარტია, რომ ყურადღება მიექციათ მუშების `მოძალებული ენერგიისათვის~, დაარწმუნა მუშები, გადაეხედათ წარსულის ისტორიული ტრადიციებისათვის, რათა ახალი ენერგიები უსაფრთხოდ მიეშვათ ძველ არხებში.
Dდიზრაელი კონსტიტუციის შესახებ.
დიზრაელი იზიარებდა ბერკის თავდადებულ სიყვარულს ბრიტანული კონსტიტუციისადმი; ამას დაუმატა კოლრიჯის ფილოსოფიური მსოფლხედვა. კოლრიჯმა ასწავლა მას კონსტიტუციის აღქმა, როგორც ორგანული კავშირისა ცალკეულ კლასებსა და წოდებებს შორის, რომელთაგან თვითეულს გამოარჩევდა განსაკუთრებული ისტორიული ერთგულებით, პრივილეგიებით, მოვალეობის გრძნობით სამშობლოსადმი. ეს კლასობრივი წონასწორობა არ უნდა დაერღვია საშუალო კლასის მცდელობას, 1832 წლის რეფორმების ბილის საშუალებით დიქტატურად ქცეულიყო სხვა წოდებათა გვერდის ავლითა და დემოკრატიის ფასადს უკან დამალვით. Dდიზრაელიმ დახვეწა კოლრიჯული კონცეფცია თავის სიტყვებში, რომანებში და ორ მთავარ ესეიში: `ინგლისური კონსტიტუციის დაცვა~, 1835; `რანიმედის წერილები~ 1836.
ჩერჩილი: რევოლუციონერი რეფორმატორი.
მალბოროს დუკას შთამომავალი, კეთილშობილი ახალგაზრდა უინსტონ ჩერჩილი ოცდახუთი წლისა გახდა პარლამენტის წევრი. იგი ნახევარი საუკუნე წამყვანი პოლიტიკურა ფიგურა გახლდათ ინგლისში. იგი აგრძელებდა მამის, რანდოლფ ჩერჩილის, დიზრაელის ტრადიციების ერთგული პოლიტიკოსის გზას და ამიტომ ბრალი დასდო კონსერვატულ პარტიას, რომლის წევრიც თვითონ გახლდათ, `ტორების დემოკრატიის~ ღალატში, კერძოდ ტარიფების საკითხში პლუტოკრატიის მხარე რომ დაიჭირეს. 1903 წელს შიშობდა: `ძველი კონსერვატული პარტია გაქრება, გაქრება რელიგიური მიდრეკილებანი და კონსტიტუციური პრინციპები და ახალი პარტია წამოიწევს . . . ალბათ ამერიკული რესპუბლიკური პარტიის მსგავსი . . . უხეში, მატერიალისტური, სეკულარული, რომელიც ტარიფებს ჩაუკირკიტდება და დარბაზს აავსებს ინდუსტრიალიზმის მხარდამჭერებით~. ეს იყო დიზრაელური პათოსით გაჟღენთილი სიტყვა, რომლითაც ახალგაზრდა არისტოკრატი ცდილობდა აეღორძინებინა კავშირი კეთილშობილებსა და უბრალო ხალხს შორის. რადგანაც მისმა პარტიამ ეს კავშირი გაწყვიტა, ჩერჩილი დროებით შეუერთდა ლიბერალურ პარტიას. იქ იგი თანამშრომლობდა ლიბერალ პოლიტიკოს დევიდ ლოიდ ჯორჯთან (1863-1945). მათ ერთად განახორციელეს სოციალური რეფორმები, დასწიეს ტარიფები, გაზარდეს მშრომელთა პენსიები, გააუმჯობესეს საფაბრიკო პირობები და განახორციელეს სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებანიც, მანამდე, სანამ ამერიკაში Nეწ Dეალ `ახალი გარიგება~ შედგებოდა. ჩერჩილის გზა არ იყო ` პროგრესული~, არამედ _ კონსერვატული; მას სურდა მშრომელები დარჩენილიყვნენ ტრადიციულ ჩარჩოში და აქვე დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნები და არა მარქსისტული კლასობრივი ბრძოლის გზით.
ჩერჩილის მზადყოფნა, დროებით ეთანამშრომლა ლიბერალებთან, რათა უფრო ადამიანური გაეხადა კაპიტალიზმი, ტიპური ნიმუშია იმისა, თუ როგორ განსხვავდება ევოლუციური კონსერვატიზმი ოტანტოტისტური კონსერვატიზმისაგან. 1688 წლიდან მოყოლებული ბრიტანული პოლიტიკისათვის იდეალური იყო ასეთი გაწონასწორებული შუა გზა. მერე და მერე განსხვავება ლიბერალებს, კონსერვატორებსა და ლეიბორისტებს შორის ნელ-ნელა შემცირდა ინგლიში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად დოქტრინული და იდეოლოგიზებული ქვეყანაა. იქ `სმენით დაკვრა~ უფრო დაფასებულია, ვიდრე აბსტრაქტული სისტემები, მარცხნივ თუ მარჯვნივ გადახრა.
ბრძოლა სოციალიზმთან.
იმავე ჩერჩილმა, ვინც განახორციელა სოციალური რეფორმები 1906-1912 წლებში, მრავალი მუშა გააგულისა `საყოველთაო გაფიცვის~ ჩაშლით 1925 წელს. იგი ამბობდა, საყოველთაო გაფიცვა კანონიერი ეკონომიკური ევოლუციისა კი არა, უკანონო რევოლუციის გზააო. 1945 წელს კიდევ უფრო მეტი ხმები დაკარგა და დამარცხდა იმის გამო, რომ აცხადებდა, სოციალიზმს პოლიციური სახელმწიფოსაკენ მივყავართ, რადგან იმხელა ბიუროკრატულ კონტროლს აწესებს, რომ მხოლოდ Gგესტაპო თუ გაუძღვებაო. ამრიგად, `მშრომელთა მეგობარი~ 1906 წელს მშრომელთა მტრად გამოცხადდა 1945 წელს, მართლაც, 1945 წლის გაფიცვის შემდგომ მას აკრიტიკებდნენ ადრინდელ (1914) შეხედულებათა ღალატის გამო, როგორც რევოლუციურ რეფორმატორს. იგივე ბრალდებანი გაისმოდა ბერკის წინააღმდეგაც საფრანგეთის რევოლუციის დაგმობისა და ამერიკის გამოსარჩლების გამო. უკვე აღვნიშნეთ განსხვავება ორ _ საფრანგეთისა და ამერიკის _ რევოლუციას შორის, რასაც ბერკი პასუხობდა ხოლმე კამათის დროს. ჩერჩილიც ასევე განასხვავებდა მუშებისადმი გაწეულ დახმარებას კერძო სოციალური რეფორმებით და მათ წაქეზებისაგან კლასობრივი რეფორმებითა თუ აბსტრაქტული სოციალისტური იდეოლოგიით. ეს ტიპური ბერკიანული დაყოფაა, რითაც გამოირჩევა ბრიტანული უნდობლობა აბსტრაქტული მესიანისტური პროექტებისადმი. ეს უნდობლობა გაზიარებულია ყველა კლასის მიერ ბრიტანეთში, ნიშანდობლივად კი ტრეიდ იუნიონისტური (არა ბევანიტი) ფრთისა ლეიბორისტული პარტიისა, იმ ფრთის მიერ, რომელიც მიჩნეულია `უფრო ტრადიციულ ბრიტანულად~ და უფრო კონსერვატულად, ვიდრე მრავალი `ტიტულოვანი სნობის~ პოზიცია კონსერვატულ პარტიაში.
ცვლილება ჩარჩოში.
მრავალი ინგლისელი პოლიტიკას უყურებს არა როგორც არჩევანს პარტიებს შორის _ ლიბერალები, ლეიბორისტები, კონსერვატორები _ არამედ როგორც მათ ცვლას ხელისუფლებაში, რაც საზოგადოების ცვალებად საჭიროებას უნდა შეეფერებოდეს. ბრიტანელი კონსერვატორები დასაშვებად მიიჩნევენ ინტერვალებს, ხედავენ ლეიბორისტული პარტიის მოსვლის საჭიროებას მმართველობაში. ბრიტანელი ლეიბორისტებიც საჭიროდ სცნობენ ინტერვალებს და კონსერვატულ მმართველობას, რაც გაფილტრავს ლეიბორიტთა წარმატებებსა და ნაკლოვანებებს. ზომიერ პოლიტოლოგთა აზრით, ლეიბორისტთა გამარჯვებამ 1945 წელს და კონსერვატორთა გამარჯვებამ 1951 წელს შეავსო ერთმანეთი და გამოხატა ტრადიციული გზა: ცვლილება ჩარჩოს შიგნით. ასე ხდებოდა მთელი XX საუკუნის მანძილზე.
არასოციალისტური კეთილდღეობის ქვეყანა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ტორების დემოკრატია მათივე კეთილდღეობის ქვეყნად გადაიქცა. Kკონსერვატორები თანმიმდევრულად და დაჟინებით ამტკიცებენ როგორც სოციალისტური სტეიტიზმის საშიშროებას, ასევე ადამიანთა სოციალური ევოლუციის საჭიროებას. ბრიტანული კონსერვატიზმის თანამედროვე ფილოსოფია აგულიანებს თავისუფალ მეწარმეობას, მაგრამ არც სახელმწიფოს ჩარევას გამორიცხავს განსაკუთრებულ შემთხვევაში. ერთი ასეთი აუცილებლობა იყო ბინათმშენებლობა. 1951 წლის არჩევნების დროს ჩერჩილის მთავრობა ხალხს დაპირდა, სახელმწიფო 300 000 ბინას აგიშენებთო. ლეიბორისტება განაცხადეს, ეს შეუსრულებელი დაპირებააო, მერე კი იხილეს, რომ ხელისუფლებამ მილიონი ბინა ააშენა.
ტორების დემოკრატიის მომხრეები და მოწინააღმდეგენი
მომხრეები ამბობენ: დიზრაელიმ და ჩერჩილმა სამართლიანი სოციალური რეფორმებით შეათვისეს ინდუსტრიალიზმი და კაპიტალიზმიო. თუ ოტანტოტისტებს დავეკითხებით, მათ გადააჭარბეს ამ მიმართულებით წარმართული პოლიტიკით; სოციალისტები კი ირწმუნებიან: არც თუ ისე ბევრი რამ გააკეთესო.
მოწინააღმდეგენი არაგულწრფელობას სწამებენ: მარცხნიდან ხმების მოსაპარად და პლატფორმის მისათვისებლად ეშმაკობენო. მოხრეები პასუხობენ: ეს მოქნილობა და ევოლუციური კონსერვატიზმი ბევრად სჯობს მესტრის კონსერვატიზმსო.
ბრიტანული კონსერვატიზმი ამაყობს იმ სიახლეებით, რაც მარცხნიდან შეითვისა, როცა პირნათლად ჩააბარა ბერკიანული გამოცდა არა მხოლოდ თეორიაში, არამედ პრაქტიკაშიც.
მოწინააღმდეგენი მიუთითებენ სამ აშკარა ფაქტზე: 1. დიზრაელის სიკვდილის შემდეგ კომერციულმა ჯგუფებმა შეცვალეს მიწათმფლობელი არისტოკრატია და წამყვან ძალად იქცნენ კონსერვატულ პარტიაში.. 2. მუშები თანდათან დაუბრუნდნენ ჯერ ლიბერალებსა და შემდეგ ლეიბორისტებს. 3. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის უმრავლესობა დღეს უკვე კონსერვატორთა წინააღმდეგ აძლევს ხმას. ნუთუ ამ სამმა არგუმენტმა ტორების დემოკრატია ცარიელ ლოზუნგად არ აქციაო? კითხულობენ მოწინააღმდეგენი.
მომხრეები პასუხობენ: (1) მუშების უმცირესობა (ალბათ მესამედი), ჯერ კიდევ ხმას რომ აძლევს კონსერვატორებს, საკმაოდ მრავალრიცხოვნიაო. (2) მრავალრიცხოვანია საიმისოდ, რომ ხელი შეუშალოს დამღუპველ კლასობრივ ომს, რაც გარდუვალი შეიქნებოდა, თუ პარტიათა ინტერესები მთლიანად დაემთხვეოდა კლასობრივ ინტერესებს. ეს მრავალრიცხოვანი უმცირესობა რომ არა მუშათა კლასის კონსერვატორებისა, კონსერვატორები გაქრებოდნენ და კლასობრივი ბრძოლა დააქცევდა ინგლისს. ეს აუცილებლად მოხდებოდა კონსერვატორები პილის გზას რომ გაჰყოლოდნენ საშუალო კლასისაკენ და არა დიზრაელის გზას მუშებისაკენ. ამიტომაც ძნელია გადაჭარბებით შევაფასოთ დიზრაელის ტრედიუნიონისტური კანონები 1870 წლისა.
კონსერვატიზმისა და ტორების დემოკრატიის შეფასებისას მომხრეთა აზრსაც პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ და მოწინააღმდეგეებისასაც, საღი აზრი ორივეგანაა.
კასანდრა.
ეპითეტი კასანდრა მოხმობილი ჰომეროსის პერსონაჟის სახელიდან, ვინც ტროას დაცემას წინასწარმეტყველებდა და არ უჯერებდნენ, ხშირად გამოიყენება უარყოფილ წინასწარმეტყველთა მიმართ. მაგრამ არცერთ თანამედროვე მწერალს არ დაუმსახურებია ეს მეტსახელი ისე ხშირად, როგორც ეს ჩერჩილმა შეძლო. თავიდან დაცინვით ეძახდნენ კასანდრას, შემდეგ კი _ შიშით.
1918 _ 1920 წლებში იგი აფრთხილებდა მსოფლიოს, ბოლშევიზმი მსოფლიო საფრთხედ გადაიქცევა თუ აკვანშივე არ მოიგუდა ანტიბოლშევიკთა, თავისუფლებისმოყვარე რუსი ხალხის შემწეობითო. 1920 წელს მრავალი ექსპერტი აცხადებდა, ჩერჩილი გაგიჟდა და ბოლშევიზმი მალე დავიწყებას მიეცემაო. 1933 წლის მერე მან მეორედ გააფრთხილა მსოფლიო, ჰიტლერის გამარჯვბა ომს მოასწავებს, ბრიტანეთი უნდა გადაიარაღდეს და დაეხმაროს საერთაშორისო გაერთიანებას ნაციზმის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაშიო. Mმას მეორედ უწოდეს `ისტერიული~ და კონსერვატულმა მთავრობამ ნევილ ჩემბერლენის, ბირმიჰემელი ფინანსისტის მეთაურობით, მას კარი მიუხურა. ჩემბერლენი (1869-1940) ცდილობდა დაეშოშმინებინა დიქტატორები. ჩერჩილის მომხრენი ამბობდნენ, ჩემბერლენი ბირმინჰემულ, მდაბიურ, `ვაჭრულ~ იდეებს ქადაგებსო. ლეიბორისტული პარტია უკეთ ხედავდა ჰიტლერიზმის საფრთხეს, მაგრამ ისინიც თვითმკვლელურ განიარაღებას უჭერდნენ მხარს. ომის დაწყებამ ჩემბერლენის სახელის გატეხვა გამოიწვია და ჩერჩილმა შეცვალა იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ჩერჩილის მესამე დიდი წინასწარმეტყველება 1946 წელს გაცხადდა ფულტონში, მისურის შტატში. აქ მან ამცნო მსოფლიოს, საბჭოთა რუსეთი და სტალინი ისეთივე საფრთხეა, როგორც ჰიტლერიო. თვით ბრიტანულმა კონსერვატულმა გაზეთებმა და ამერიკის მემარჯვენე პრესამ ფულტონში წარმოთქმულ სიტყვას `ომის ისტერიული მოწოდება~ უწოდეს. მათ არ მოეწონათ უნდობლობის დათესვა `მოკავშირე საბჭოეთის~ მიმართ. ჩერჩილის მომხრენი დაიბნენ; ჩერჩილის სიტყვებმა შოკში ჩააგდო მთვლემარე დასავლეთი, შეუფერებელ დროს რომ ამცნო, საბჭოთა კავშირი დაპყრობას გიპირებთო. თავის დროზე ანტიჰიტლერულმა გაფრთხილებამ ჩერჩილი ხელისუფლების სათავეებთან დააბრუნა 1940 წელს და ასევე არაპოპულარულმა ანტისტალინურმა გაფრთხილებამ შესაძლებელი გახადა მისი პრემიერ მინისტრად არჩევა 1951 წელს, რაც რევანში გახლდათ 1945 წელს დამარცხების გამო. მეოთხე არაპოპულარული განცხადება 1954 წელს გაისმა; მან ამცნო კაცობრიობას ატომური ომის საფრთხე და მშვიდობისათვის ბრძოლა ასწავლა არა დაშოშმინებისა და დაყვავების გზით, არამედ მოლაპარაკებებისა ძალის თანხლებით. ისტორიის მიერ ხშირად გამართლებული, იგი პოსტიდან ნებაყოფილობით გადადგა ოთხმოცი წლისა, 1955 წელს.
ევროპა თავი V ლათინური
Mმესტრი: კათოლიკე მონარქისტი. საფრანგეთის რევოლუციის შინაარსის ცვლილება. Mმომდევნო თავები ფრანგული აზროვნების შესახებ კონსერვატიზმის სამ დაპირისპირებულ ტიპს შეეხება: კლერიკალ მონარქისტებს, ზომიერ ევოლუციონერებსა და ნაციონალისტებს. სამივე აირეკლავს ევროპაში განვითარებულ ძალთა გადანაცვლებას: არისტოკრატიიდან ზესაშუალო კლასისაკენ და შემდეგ მასებისაკენ. ჯერ ვისაუბრებთ მესტრის შესახებ, მონარქისტისა, ვისაც კეთილშობილები და სამღვდელოება ეიმედებოდა. შემდეგ შევეხებით ტენსა და ტოკვილს, ზომიერებს, ვინც განათლებულ ზესაშუალო კლასს მიმართავდნენ, და შემდეგ ბარესისა და მაურას შესახებ ვისაუბრებთ, ნაციონალისტებისა, რომელნიც მოუწოდებდნენ ერს, როგორც მთლიანს.
Mმესტრის წანამძღვრები. საფრანგეთის რევოლუციის ამოფრქვევის შემდეგ გრაფი ჟოზეფ დე მესტრი (1753 – 1821) გახდა ყველაზე გავლენიანი ფილოსოფიური წინამძღოლი ძველი დროის აღდგენისა. Dდევიზს _ `თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა~ _ მან დაუპირისპირა დევიზი _ `ტახტი და საკურთხეველი~. მისი პროგრამა გახლდათ აბსოლუტური მონარქიისა და მემკვიდრეობითი წყობის აღდგენა. თავის შეხედულებათა გამო მას მოუხდა მშობლიური სავოიის დატოვება და ემიგრაციაში გახიზვნა, რათა გაჰქცეოდა დამპყრობ ფრანგულ რევოლუციურ არმიას (სავოი იმ დროს გახლდათ იტალიური პიედმონტ-სარდინიის მონარქიული სახელმწიფოს ფრანგულენოვანი პროვინცია. იგი თოთხმეტი წელიწადი იყო სარდინიის ელჩი რუსეთში. მისი ოტანტოტისტური რწმენა გაძლიერდა, როცა იხილა, რუსეთში აბსოლუტური მონარქია ჯერაც ძლიერიაო.
`ადამიანის უფლებათა~ წინააღმდეგ.
საფრანგეთის რევოლუციის ლიბერალი კრიტიკოსები დაეთანხმებოდნენ ბერკს, როცა იგი არალიბერალური ტერორის თარეშს გმობს. მაგრამ ბერკი ლიბერალებს შორდება მაშინ, როცა რევოლუციის იმ ორ მიღწევას აკრიტიკებს, რაც აღაფრთოვანებს ლიბერალებს: ადამიანის `უნივერსალურ~ უფლებათა ჩამონათვალსა და კონსტიტუციის დაწერის მცდელობას. ბრიტანულის მსგავსი ჭეშმარიტი კონსტიტუციები საუკუნეთა მანძილზე ორგანულად ამოიზრდებიან ისტორიიდან. ისინი გულისფიცარზეა დაწერილი და არა ფურცელზე. Kკონსტიტუციისა თუ უნივერსალურ უფლებათა შეთითხვნის ნამდვილი მიზეზი გახლდათ ა პრიორი აზროვნების მცდარი მოსაზრებანი. საზოგადოება იყო მეტად რთული, შედეგები გაუაზრებელი, ადამიანური აზროვნება ძალზე სნეული, რათა გაერისკათ და საზოგადოების გარდაქმნა ეცადათ. ემჯობინებოდა საზოგადოება, უამრავ ნაკლოვანებათა მიუხედავად, ხელუხლებელი დარჩენილიყო. ცვლილებებმა და პროგრესმა სასიკეთოდ ჩაფიქრებული ადამიანის უფლებანი კი არ მოიტანა, არამედ სამოქალაქო ომი, მასობრივი სიღატაკე, ქაოსი. წინამდებარე არგუმენტები შეეხება მესტრის `ცდას პოლიტიკური კონსტიტუციის წარმომშობ პრინციპთა შესახებ~. აქ მან `ავგუსტინეს რწმენა დასაბამიერი ცოდვისა ჰობსის პოლიტიკურ პესიმიზმს~ შეურწყა.
Pპრაგმატიზმი ვს. ღვთაებრივი ნება.
Oოტანტოტისტიცა და ევოლუციონერი კონსერვატორიც მონარქიას იცავს, როგორც სოციალურ ქვიტკირს, რაც საჭიროა საზოგადოების შესაკავშირებლად, მისი `ორგანული~ და არა `ატომისტური~ სახის გადასარჩენად. Mმაგრამ თუკი მესტრის სკოლა იცავს აბსოლუტურ მონარქიას, ბრიტანული ევოლუციური სკოლა მას `პრაგმატულად~ ანუ სასარგებლოდ მიიჩნევს. მაგალითად, 1936 წლის კრიზისის ჟამს, როცა მეფე ედუარდ VIII გადადგა, კონსერვატორი პრემიერ მინისტრის, სტენლი ბოლდუინის მდივანი წერდა (ტომას ჯოუნზი, `დღიური წერილებით~, ლონდონი 1954): `ეს რა ხათაბალა ყოფილა მეფობა. ჩვენს მმართველთ იმ თვისებებს მივაწერთ, რაც მათ არ გააჩნიათ და ნებაზე მივუშვებთ ილუზიას _ ამას ჩავდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, ილუზიააო _ რადგანაც მონარქია ის ილუზიაა, რომელიც მუშაობს. Mმას გააჩნია `პრაგმატული ძალა~. Mმესტრის მსგავსი კონტინენტელი მონარქისტები კი იცავდნენ მონარქიას არა როგორც პრაგმატულ ილუზიას, არამედ როგორც ღვთის ნებით შექმნილ აბსოლუტს.
რაკი მონარქიის აბსოლუტური უფლება აღიარა, მესტრი საკუთარი ურყევი ლოგიკის მონად იქცა. იგი იქით მიმართავს თავის ლოგიკას, რომ `სიყვარულს~ მოითხოვს თუნდაც `უსამართლო~ მმართველისადმი, მიწიერი იქნებოდა თუ ზეციერი: `სამეფოს უფლებამოსილება აღბეჭდილია მის კანონებში… ზოგიერთი მეფე სასტიკია და უსამართლო… როგორ ვიმოქმედოთ? გავიქცეთ სამეფოდან? შეუძლებელია: სამეფო ყველგანაა… როგორც კი დავუშვებთ, რომ არის ბატონი და ჩვენ მორჩილად უნდა ვემსახუროთ მას, განა არ აჯობებს, რომ _ როგორი ხასიათიც უნდა ჰქონდეს _ სიყვარულით ვემსახუროთ, ვიდრე უსიყვარულდ?~ მსჯელობის ეს კაფკასებური ჯაჭვი მწვერვალს აღწევს ლოგიკური, თუნდაც არაადამიანური პარადოქსით: `რაც უფრო სასტიკი გახდება ღმერთი ჩვენთვის… მით უფრო თავდადებული უნდა იყოს ჩვენი ლოცვები~… თუმცა ეს არგუმენტები სასტიკად მოგვეჩვენება, მაინც აღნიშნავენ მესტრის კეთილ ბუნებას და ადამიანურ მოტივებს: აჯანყებანი სასტიკი მმართველობის წინააღმდეგ გამოიწვევს უფრო საშინელ უბედურებას კაცობრიობისა. გაკვეთილი ფრანგული რევოლუციიდან მიიღო; თუმცა აღიარებდა, ტრადიციული ძალაუფლებისადმი მორჩილება მწარე სამსალააო, მაინც მიაჩნდა, რომ ეს იყო ხსნა ევროპის უდიდესი და უსაშინლესი ქაოსისაგან.
Kკლერიკალიზმი.
თვით მესტრიც კი ხანდახან საყვედურობდა ანციენ რეგიმე-ის, როგორც ფრანგები უწოდებდნენ საზოგადოებას 1789 წლამდე, სეკულარულ ნაწილს და უფრო მგზნებარედ იცავდა სამღვდელოებას, ვიდრე საერო ხელისუფლებას (თუმცა ორივეს იცავდა). Mმისი პოლიტიკა თეოლოგიური დრამა გახლდათ, სადაც `წესრიგი~ (მისი უმთავრესი კონცეპტი) ანგელოსური იყო, `ქაოსი~ კი _ სატანური, და რევოლუცია იყო დასაბამიერ ცოდვად მიაჩნდა. რუსოს ჭყეტელა `სოციალური კონტრაქტით~ თავბრუდახვეულმა და გამოუცდელმა ერებმა შესაძლოა იხუნტრუცონ დემოკრატიასა და ბონაპარტულ პლებეურ დიქტატურაში, მაგრამ ნამდვილად სავალალო შედეგამდე მივლენ იმით, რომ მათდამი ერთგული სამსახურით უმძიმეს ცოდვას წარმოშობენ: `და რაკიღა ის (ევროპა) დამნაშავეა, იტანჯება კიდეც~ (1810). ტანჯვა გააგებინებს, რომ უწმინდესი წესრიგი მამობრივი ქრისტიანული მონარქიაა. თვით მეფეებსაც ევალებათ თავიდან აიცილონ წესრიგის ნავის რყევა ლიბერალური `ინოვაციების~ მიერ: ევროპა უნდა `დააჭვოს~ სიტყვამ რეფორმა (1810). თხზულებაში `პაპის შესახებ~ (1817) იგი უფრო შორსაც მიდის `წესრიგის~ ანალიზისას: იერარქიული პირამიდა ლოგიკურად მოითხოვდა ერთ უმაღლეს წერტილს. ეს მწვერვალი არ უნდა ყოფილიყო მიწიერი მონარქი, ასეთები მრავლად იყვნენ, მაგრამ უნდა ყოფილიყო კავშირი მიწიერი და სულიერი ძალისა _ შეერთებული პაპობაში.
Pპაპი და აღმასრულებელი
საფრანგეთის რევოლუციის მიერ წარმოშობილმა უდიდესმა აურზაურმა მომხრეებიც კი გააკვირვა. როგორ უნდა დაეშოშმინებინათ საზოგადოება? მესტრის ნაშრომის, `საღამოს საუბრები პეტერბურგში~ (1821, დაუმთავრებელი დარჩა), მიხედვით, ხსნა უნდა მოძიებულიყო რწმენასა და ხალხმრავალ პოლიციაში. ეს პოზიცა ასახა ფორმულაში `პაპი და აღმასრულებელი~. Pპაპი უნდა გამხდარიყო წესრიგის პოზიტიური ბასტიონი, ებოძებინა ხალხისათვის რწმენა. აღმასრულებელი გახლდათ ნეგატიური ბასტიონი: უნდა დაემხო უწესრიგობა. თვითონ ინტელექტუალი მესტრი ინტელექტუალებს მიიჩნევდა `მეამბოხე~ და `თავხედ~ მთესველებად უწესრიგობისა~.
მესტრი ვს. ბერკი
მესტრსა და ბერკს ერთი და იგივე მტერი ჰყავდათ _ ტრადიციების ფესვებში შეჭრილი და გამყალბებელი რაციონალიზმი. ამ მტრისაგან თავდაცვის ხერხებით კი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან; ბერკის გზა გახლდათ ბრიტანული კონსტიტუცია, როგორც განხორციელება გარკვეული გამოცდილებისა.მესტრის გზა კი იყო ეკლესია, როგორც განხორციელება რწმენისა. მათი გზები იმიჯნებოდა აბსოლუტიზმისადმი დამოკიდებულებაშიც. Pპარლამენტისადმი უნდობლად განწყობილი მესტრი აღიარებდა აბსოლუტიზმს, ბერკი კი აბსოლუტიზმს უყურებდა უნდობლად. Mმესტრი იმდენად შორს მიდიოდა, რომ ესპანურ ინკვიზიციას მოითხოვდა თანამედროვეობაში. ევროპელი ოტანტოტისტები, ბურბონი და რომანოვი რესტავრაციონისტები, ექსტრემისტი პაპისტები მესტრისაგან იღებენ სათავეს, ხოლო ამერიკელი და ინგლისელი ევოლუციონისტი კონსერვატორები _ ბერკისაგან.
Mმესტრის მომხრეთა არგუმენტები.
მესტრის მომხრენი თავის მიმართულებას დაახლოებით ასე აყალიბებენ: ბერკის წამალი სოციალური სნეულების განსაკურნად, ინგლისური კონსტიტუცია, მხოლოდ ერთი ქვენისათვის გამოდგება და სხვებს ძალზე ცოტას სთავაზობსო. მესტრის წამალი კი, კათოლიკური მონარქია, უფრო უნივერსალურია და ყველა ქვეყანას გამოადგებაო. და თუნდაც მესტრის მოწოდება მონარქიისაკენ დასაბრუნებლად არარეალისტური ჩანდეს, მაინც გვიწევს გარკვეულ სამსახურს: აიძულებს პროგრესულად მოაზროვნე ინტელექტუალებს სწორად აღიქვან რევოლუციის საშინელებანი, ფრანგული იქნება თუ რუსული. საფრანგეთში `მემარცხენეობა~ და ლა გრანდე რევოლუციონ ისე ღრმად არის ფესვგადგმული. რომ არარადიკალი კაპიტალისტებიც კი მისკენ იხრებიან თანამედროვე `რადიკალი სოციალისტებივით~, რათა რევოლუციურად მჟღერი სახელით ხმები შეინარჩუნონ. რევოლუციის იგივე მითი, რაც აიძულებს კაპიტალისტებს `რადიკალი სოციალისტები~ დაირქვან, 1945 წლის შემდეგ ფრანგ ინტელექტუალებს კომუნისტური შემოტევისაგან თავდაცვას უძნელებს. ისინი ზოგჯერ 1789 წლის ლოზუნგებით იწამლებიან, რაც შემდგომ თუთიყუშივით გაიმეორა რუსეთიდან მომავალმა აგრესორმა. 1789 – 1917 წლების დემოკრატიულ ლოზუნგთა მიღმა მიმალული ტერორიზმის ნიღაბის ასახდელად შემოგვრჩა მესტრის ძლევამოსილი გავლენა ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.
მესტრის საწინააღმდეგო არგუმენტები.
მესტრის ოპონენტები ორ ჯგუფად იყოფიან: ლიბერალები და ბერკიანელი კონსერვატორები. დემოკრატი ლიბერალები მესტრს ბრალს სდებენ, რომ მან გააზვიადა 1789 წლის დემოკრატიული გამოღვიძების ნაკლოვანებანი, რათა გაემართლებინა თავისი კლასი, კლასი ყავლგასული მეფეებისა, კეთილშობილთა და სამღვდელოებისა, უბრალო ხალხის პარაზიტი ექსპლოატატორებისა. ბერკიანული კონსერვატიზმი მესტრს იაკობინელ რაციონალისტებთან მსგავსებაში ადანაშაულებს; მიუხედავად ურთიერთსაწინააღმდეგო წანამძღვრებისა, ორივენი აბსტრაქტული დედუქციური ლოგიკოსები არიანო. ბერკი კონკრეტული და ინდუქციური გახლდათ; დედუქციურ ლოგიკაზე მაღლა კეთილგონიერებასა და გამოცდილებას აყენებდა. ბერკიანული თვალთახედვით, მესტრი კი არა, ტოკვილი იყო ჭეშმარიტი ფრანგი კონსერვატორი. თვით ბერკიანული განსხვავების ხერხი რომ გამოვიყენოთ, დავინახავთ, რომ ბერკი ნაკლებ ბრწყინვალე გახლდათ, მაგრამ უფრო ჯანსაღსა და სასარგებლო პოზიციაზე იდგა, ვიდრე მისი აბსტრაქციაზე ორიენტირებული ფრანგი ოპონენტები, მესტრის მიმდევარი კონსერვატორები თუ ვოლტერიანი ლიბერალები. თავისთავდ ჩნდება კითხვა, თვითონ მესტრი როგორი ადამიანი იყო? მისი თავდადებული მკითხველი, ვინც ამოიკითხავს, თუ როგორ განადიდებს იგი რწმენასა და პაპის ძალაუფლებას, იფიქრებს, მღვდელი იყო ან ღრმად მორწმუნე ადამიანიო. მსგავსიც არაფერი ყოფილა! იგი ეკლესიაზე უფრო მეტად სავოის მონარქიის ერისკაცი მსახური იყო. თავისი ტემპერამენტით მისტიკოსი და ღვთისმოსავი კი არა, რელიგიისადმი მიდრეკილიც კი არა ყოფილა, და, თავისი დროის საერო სკოლებში განსწავლული, წმინდაწყლის გამჭრიახი ლოგიკოსი გახლდათ. ეკლესიის მამებს კი არ ჰგავდა, იმ მშრალსა მოქნილ რაციონალისტებს უფრო წააგავდა, ვისაც თავს ესხმოდა. სულისა და ღვთაებრივის განდიდებამდე რელიგიური მისტიციზმის ექსტაზმა და ტრადიციულ ავტორიტეტთა თაყვანისცემამ კი არა, ალღომ და დედუქციურმა ლოგიკამ მიიყვანა. და თუმცა მესტრი არასოდეს დაეთანხმებოდა ამ აზრს, იგი მაინც უნდა მივიჩნიოთ უკანასკნელ და უგონიერეს აბსტრაქტ რაციონალისტად ვოლტერიანული _ გონების _ ეპოქისა. თვით რაციონალისტ ვოლტერსა და რაციონალისტ იაკობინელებზე მეტად, მესტრს სწამდა წმინდა და აბსულუტური იდეებისა; ოღონდ მისი იდეა გახლდათ აბსოლუტური ავტორიტეტი და არა აბსოლუტური გონება. მესტრმა იმდენად შორს წაიყვანა XVIII საუკუნის დესტრუქციული დედუქციური ლოგიკა, რომ თავისივე თავი დაანგრევინა; წმინდა გონებამ თავი მოიკლა, წმინდა წესრიგის სასარგებლოდ.
ბონალდი.
მესტრის თანამედროვე მწერალი, ლუი დე ბონალდი (1754 – 1840), მასავით ოტანტოტისტი ავტორიტარი იყო. რევოლუციის დროს ემიგრაციაში წავიდა; საფრანგეთში დაბრუნდა 1806 წელს და ინსტრუქციის მინისტრი გახდა ნაპოლეონის კარზე. 1815 წლის რევოლუციის შემდეგ კი ბურბონთა კარზე ექსტრემისტ როიალისტად მოგვევლინა. მესტრისა და ბონალდის სახელები მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაბმული მრავალ ნაშრომსა და სახელმძღვანელოში. ერთი კია, მესტრი უფრო შორს წავიდა, როცა პაპობა მონარქიულ ავტორიტარიზმზე დააყენა.
ვეილო.
1830 წელს უკანასკნელი ბურბონის ჩამოგდებამ დროებით გააფერმკრთალა მესტრის გავლენა. მისი გავლენა აღორძინდა 1848 წლის რევოლუციის შემდეგ _ ლიბერალიზმზე იმედგაცრუების გამო. ლუი ვეილო (1813 – 1883) მესტრის ყველაზე გავლენიანი მიმდევარი გახლდათ საფრანგეთში. იგი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კათოლიკური გაზეთის, LL’Uნივერს ღელიგიეუხ, რედაქტორი 1843 წლის შემდგომ და დაწერა `პაპი და დიპლომატია~ 1861 წელს, და `ლიბერალური ილუზია~ 1866 წელს. სხვა კონსერვატორებივით, ვისაც წარსულის ესთეტიკა უყვარდა (გოეთე, კოლრიჯი, უორდსუორთი, ნიუმენი, კებლი, არნოლდი, პო, მელვილი), ვეილოც წერდა ლექსებს. XIX საუკუნის შუა ხანების ფრანგი კათოლიკეები ორად იყვნენ გაყოფილნი _ ერთნი მესტრის თვალსაზრისს იზიარებდნენ LL’Uნივერს ღელიგიეუხ-ის გავლენით, მეორენი კი მოლიბერალო, თანამედროვე კათოლიციზმის მხარეზე იდგნენ, ორლეანის ეპისკოპოს დუპანლოპისა და პარიზის არქიეპისკოპოს სიბურის გავლენით. ვეილოს თავისი ესეებით უჭერდა მხარს მისი მეგობარი კორტესი, ესპანეთის ელჩი საფრანგეთში 1850 _ 1853 წლებში. 1858 _ 1859 წლებში ვეილომ გააღრმავა და გააძლიერა ფრანგული კონსერვატიზმის ფილოსოფიური საფუძვლები იმით, რომ ფრანგულად გამოსცა კორტესის ნაშრომები.
პიუს IX.
წინააღმდეგობა ვეილოს სასარგებლოდ გადაჭრა პაპმა პიუსმა IX-მ, როგორც იმედგაცრუებულმა ექსლიბერალმა. პიუს IX-მ გამოაქვეყნა პაპის ენციკლიკალი `შეცდომების სილაბუსი~ (1864). ეს გახლდათ დიდი საერთაშორისო ტრიუმფი, რასაც მიაღწიეს მესტრის სკოლის კონსერვატორებმა. მილონობით კათოლიკეს გასაგონად დედამიწის ზურგზე ენციკლიკალში ჩამოთვლილი და დაგმობილი იყო ლიბერალური შეხედულებანი, რაციონალიზმი, სეკულარიზმი და სამეცნიერო სკეპტიციზმი. ენციკლიკალი მიმართული იყო ზომიერ ფრანგ კათოლიკეთა წინააღმდეგ (ლიბერალები და რევოლუციონერი კონსერვატორები), რომელთა გაზეთი ჩორრესპონდენტ თავს დაესხა მესტრ-კორტესის ხაზს _ ვეილოს L’უნივერს-ით გატარებულს. გარდა სერიოზული თეოლოგიისა _ 1864 წლის სილაბუსმა გააძლიერა პაპის უცდომელობის დოგმა და 1870 წელს პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია. ამით განახლდა ომი ფრანგულ კათოლიციზმსა და ფრანგულ რესპუბლიკანიზმს შორის. მოგვიანებით ეს ომი ნაწილობრივ შენელდა პაპ ლეო XIII-ის შემრიგებლური პოლიტიკის წყალობით, ვინც 1878 წ. აირჩიეს და მისი უფრო მშვიდობიანი ენციკლიკალით, ღერუმ Nოვარუმ, 1891 წ. ღერუმ Nოვარუმ-მა დააფუძნა უფრო გახსნილი მიმართულება სოციალური საკითხებისაკენ: რასაც სათავეში ჩაუდგნენ ორი დიდი კათოლიკე ლიდერი, მომხრენი ევოლუციური კონსერვატიზმისა: დე გასპერი, იტალიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, და ადენაუერი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია.
სხვა გავლენები მესტრისა.
მესტრის დაჟინებამ, ინდივიდი საჭიროა საზოგადოებისათვისო, გავლენა მოახდინა არაკრელიკარულ და ანტიკლერიკალურ ძალებზეც, სოციალისტთა ჩათვლით, მაგალითად, გრაფ კლოდ სენ-სიმონის (1760-1825), ფრანგული უტოპიური სოციალიზმის მამამთავრის, მემარცხენე შეხედულებებზე. საფრანგეთის იმპერატორ (1852-70) ნაპოლეონ III-ზე. მან შეითვისა მესტრის სტეიტიზმი სენ-სიმონის კითხვის შედეგად. ასევე მოხდა ოგიუსტ კომტის (1798-1857) შემთხვევაშიც, ვინც ფრანგული `პოზიტივიზმი~ დააფუძნა. იგი არაკლერიკალი მატერიალისტი გახლდათ და მეცნიერებს მომავლის მღვდლებს უწოდებდა. ფრანგი რომანისტთაგან ყველაზე მეტად მესტრის გავლენა მოჩანს ონორე დე ბალზაკთან (1799-1850), თუმცა ეს გავლენა არაპირდაპირია. ბალზაკს მოწონდა ძველი არისტოკრატია, აკრიტიკებდა ახალ, ვულგარულ, კომერციულ კლასს. მესტრის გავლენა აშკარაა მის რომანში, `მამა გორიო~ (1834) და ანტილიბერალურ, თითქმის რეაქციულ წინასიტყვაობაში რომანისათვის `Lა Mაისონ Dუ ჩჰატ Qუი Pელლოტტე~ (1830). XX საუკუნეში მესტრის გავლენას განიცდიდნენ არაკლერიკალი სოციოლოგი ემილ დურკჰაიმი (1858-1917) და `კათოლიკე ათეისტი~ შარლ მორა. დიდი ფრანგი რელიგიური პოეტი პოლ კლოდელი (1868-1955) გამოხატავდა მესტრის გავლენას უფრო მგრძნობიარე, სულიერი მიმართებით.
ტოკვილი და ტენი, ზომიერი ანტიიაკობინელები.
ტოკვილის შემოქმედება.
გრაფი ალექსის დე ტოკვილი (1805-1859) ფრანგი გახლდათ, მაგრამ ცხოვრების სტილით ინგლისელ ჯენტლმენს წააგავდა. ცხოვრების დიდი ნაწილი მოკრძალებულ განმარტოებაში გაატარა, რასაც თვითონ `პირქუშ გამოკეტვას~ უწოდებდა. გამონაკლისი იყო ხანმოკლე საჯარო სამსახური 1848-1852 წლებში, მეორე ფრანგული რესპუბლიკის ხანაში. მისი `განაზრებანი~ განვლილი ცხოვრების შესახებ, სიკვდილის შემდგომ გამოქვეყნდა, 1893 წელს. მისი საყოველთაოდ ცნობილი წიგნებია: `დემოკრატია ამერიკაში~ (1835-1838 წწ.) და ოცი წლის შემდეგ დაწერილი `უძველესი რეჟიმი და რევოლუცია~. მასზე დიდი გავლენა მოახდინეს ბრიტანელმა ლიბერალებმა, ისევე, როგორც კონტინენტელმა ანტირევოლუციონრებმა. ზოგიერთი ავტორიტეტი მას ლიბერალს უწოდებს, ზოგიც _ კონსერვატორს. ლიბერალური გახლდათ მისი დამოკიდებულება და კრიტიკა ბურბონთა ტახტისა, 1789 წლის მოვლენებამდე. კონსერვატული იყო მისი გაფრთხილებანი, რომ დემოკრატიული კონფორმიზმი ჩაახშობს თავისუფლებას, და რომ თავისუფლება და თანასწორობა სულაც არ არის სინონიმები, პირიქით, დაპირისპირებულია ერთმანეთთან. ტოკვილი გახლდათ არაორდინარული, დამოუკიდებელი მოაზროვნე. მის მიერ მიგნებული ჭეშმარიტებანი თანაბრად არღვევენ ლიბერალურსა და კონსერვატულ კლიშეებს.
ამერიკა.
ტოკვილის `დემოკრატია ამერიკაში~ მიჩნეულია ერთ-ერთ უღრმეს წიგნად, რაც კი ოდესმე დაწერილა ამ ქვეყნის შესახებ. მან უფრო მეტი საქებარი ჰპოვა ამერიკაში, ვიდრე გამკიცხავი, ამ დემოკრატიული ექსპერიმენტისა. მაგრამ ასევე პირუთვნელი სიზუსტით იწინასწარმეტყველა მომავალი დემაგოგების, აზროვნების დამთრგუნველთა და ზედამხედველთა ბუნება; მან გააფრთხილა ამერიკა არატოლერანტობის, კონფორმიზმისა და ბრბოს საფრთხის შესახებ. ამ დროს იგი ტიპური კონსერვატორია, როცა წერს, თანასწორობა საფრთხეს უქმნის თავისუფლებასო: `ამერიკელებს ისე შეჰყვარებიათ თანასწორობა, რომ ამჯობინებენ მონობაში იყვნენ თანასწორნი, ვიდრე თავისუფლებაში უთანასწორონი~. მაგრამ ამერიკის უმკაცრესი კრიტიკოსი ამერიკის უგულითადესი მეგობარიც იყო: `ამერიკის პრინციპული ინსტრუმენტია თავისუფლება, რუსეთისა _ მონობა~.
პირდაპირი არჩევნები. არაფრად ჩაგდებული გაფრთხილება.
ფაქტორები, რაც ტოკვილის უფრო მეტად კონსერვატორობაზე მიუთითებს, ვიდრე ლიბერალობაზე, გახლდათ მისი არისტოკრატული უნდობლობა მდაბიო ხალხისა და პირდაპირი დემოკრატიის მიმართ. ეს უნდობლობა პოლიტიკური ქმედებით გამოხატა, როგორც მთავრობის წევრმა, 1848 წლის რევოლუციის ჟამს. ფრანგული ეროვნული კრების კომიტეტი ამზადებდა ახალ კონსტიტუციას, რაც ახალგამოცხადებული მეორე რესპუბლიკის სამსახურში უნდა ჩამდგარიყო. იგი აფრთხილებდა ყველას, პრეზიდენტის პირდაპირი, საყოველთაო არჩევნებით არჩევა არ შეიძლებაო. წინასწარმეტყველებდა, რომ არჩევნების ეს მეთოდი თავისუფლებამდე კი არა, დემოკრატიული ზიზილპიპილებით შენიღბულ დიქტატურამდე მიიყვანდა ქვეყანას. რუსოისტული მასების `საყოველთაო ნების~ და ადამიანური სიკეთის ლიბერალური რწმენის, ალბათ, არაპირდაპირი გავლენის ქვეშ მყოფმა კრებამ უარყო დიდი ისტორიკოს-წინასწარმეტყველის გაფრთხილება. შედეგად კი, 1848 წლის მიწურულს, ჰპოვა ლუი ნაპოლეონის პირდაპირი და საყოველთაო არჩევნებით გაპრეზიდენტება, რასაც სამოქალაქო თავისუფლებათა დათრგუნვა და პრეზიდენტის იმპერატორ ნაპოლეონ III-დ ამაღლება მოჰყვა მასობრივი პლებისციტის საფუძველზე. პრეზიდენტი კრებას რომ აერჩია და ამით წინ თავისუფლება დაეყენებინა და უკან _ თანასწორობა, მაშინ პირველი ნაპოლეონის ძმისწულის, მზაკვარი დესპოტის იმპერატორად გადაქცევა შეუძლებელი გახდებოდა.
1933 წელს ნაცისტებმა აახდინეს ტოკვილის წინასწარმეტყველება, რომ თანაბარი ელექტორული უფლებანი, ყველანაირ უფლებათა აღსასრულად იქცეოდა, და რომ საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება მოასწავებდა არჩევნების აღსასრულსა და დემოკრატიის თვითმკვლელობას. ტოკვილის წინასწარმეტყველება, რომ პლებისციტით მხოლოდ დიქტატურა მიიღწეოდა, და რომ დემოკრატია ტირანიის ნიღბად იქცეოდა, ახდა; ტოკვილმა იწინასწარმეყველა ნაცისტები და საბჭოთა `სახალხო დემოკრატია~. ორივე თანამედროვე ტოტალიტარულმა რეჟიმმა გამოიყენა დემოკრატიული პლებისციტი, დაფუძნებული საყოველთაო ხმის უფლებაზე. ამიტომაც ტოკვილის უნდობლობამ პირდაპირი დემოკრატიისა და პლებისციტისადმი დღეს უფრო მეტად მიიქცია ყურადღება, ვიდრე XIX საუკუნეში.
`განაზრებანი~.
ტოკვილის მიერ თვალით ნანახი 1848 წლის რევოლუციის ჟამს გადმოცემულია `განაზრებანში~ და შეიცავს სამ მოსაზრებას, რაც ფუნდამენტურია კონსერვატიზმისათვის: ტრადიციული წესრიგის დაცვა, რეაქცია უმრავლესობის დიქტატურის წინააღმდეგ და უარის თქმა სოციალისტური უტოპიის ა პრიორი პროექტებზე. თავის სამთავრობო საქმიანობაზე იგი წერს: `ჩემი ერთადერთი მიზანი იყო დამეცვა უძველესი კანონები საზოგადოებისა განმაახლებელთაგან~ და ` მომემზადებინა ფრანგი ხალხის ნამდვილი ნება პარიზელი მუშების ჟინსა და ხუშტურებზე გასამარჯვებლად~, სხვა სიტყვებით, `დამემარცხებინა დემაგოგია დემოკრატიით~. დემოკრატიაში გულისხმობდა არა უმრავლესობის დიქტატურას, არამედ უმრავლესობის მიერ მართვას, მკაცრად შეზღუდულს ტრადიციითა და ზნეობით. მესტრისა და როიალისტთაგან განსხვავებით, ტოკვილმა აღიარა მარადიული განახლების აუცილებლობა. ლიბერალი რელატივისტებისაგან განსხვავებით, იგი მოითხოვდა მარადიულ ჩარჩოს, რასაც იგი `ფორმებს~ უწოდებდა, რათა გაეხსნა აუცილებელი სიახლეებისათვის საჭირო სადინარი. ამრიგად, სოციალისტ და რადიკალ ოპონენტებს იგი ებრძოდა არა ფანატიკური ავტორიტარული მეთოდებით, რაც მონარქისტულ ბანაკს ახასიათებდა, არამედ, მისივე სიტყვებით რომ გავიმეოროთ, `დემოკრატიით~.
აბსტრაქციათა წინააღმდეგ.
მრავალი ფრანგი კონსერვატორისაგან განსხვავებით და ბრიტანელ კონსერვატორთა მსგავსად, ტოკვილი კონკრეტულ რეალობას იცავდა ა პრიორი თეორიების დაპირებათა საპირისპიროდ. მაგალითისათვის გავიხსენოთ: `რესპუბლიკა… მეტს გვპირდებოდა, მაგრამ უფრო ნაკლები თავისუფლება მოგვიტანა, ვიდრე კონსტიტუციურმა მონარქიამ~. იგი არ ყოფილა რეაქციონერი, რადგანაც ამბობდა: რაც უნდა იყოს, მაინც საფრანგეთის რესპუბლიკას დავუჭერ მხარს, რაკიღა ეს გვერგო, და შევეცდები ამუშავდესო. სტაბილურობისათვის ასე უკეთესი ეგონა, ვიდრე კონტრრევოლუციის მხარდაჭერა, მონარქიის სიყვარული ისე იყო ამოძირკული, რომ ძნელდებოდა ერთგულების გაღვიძება.
ტოკვილი სკეპტიკურად იყო განწყობილი `ზოგადი იდეებისა~ და `აბსოლუტური სისტემებისადმი~. იგი უღრმავდებოდა საგანთა ისტორიულ ფესვებს, კონკრეტულის კონკრეტულთან ურთიერთობას, და უარს ამბობდა აბსტრაქციების დახვავებაზე. მისი შემოქმედება ხანგრძლივი ბრძოლა გახლდათ არაისტორიულ და უფესვო აზროვნებასთან. ამგვარ აზროვნებას ლიბერალებთანაც ხვდებოდა და უტოპისტ სოციალისტებთანაც, მაგრამ იგივე აზროვნებას ხვდებოდა ავტორიტარებისა და დაგვიანებულ მონარქისტთა ფსევდო კონსერვატიზმთან; მესტრისაგან განსხვავებით, ტოკვილი მიიჩნევდა, რომ მონარქიას სამუდამოდ დაკარგოდა თავისი ისტორიული ფესვები და ტრადიციონალისტს აღარ ევალებოდა მისი დაცვა.
არა იმდენად გაწონასწორებულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ, არამედ ფსიქოლოგიურმა სიღრმემ შეაგულიანა თანამედროვე კონსერვატორები, ხელახლა აღმოეჩინათ ტოკვილი. იგი ალბათ ყველაზე საყვარელი მწერალია, და ეს სარკაზმის გარეშე შეიძლება ითქვას, ლიტერატურურლი ინტელექტუალიზმის სამყაროსი. მრავალნი მას მიიჩნევენ ყველაზე უკეთეს შემზავებლად ლიბერალიზმის საუკეთესო მხარისა კონსერვატიზმის საუკეთესო მხარესთან. მისი სიბრძნე მოითხოვდა ევოლუციურ ცვლილებებს გამძლე `ფორმების~ შიგნით და არა გარეთ.
ტენი.
კონსერვატიზმს უწოდებენ ფრანგული რევოლუციის უარყოფას. დიდი ისტორიკოსის, იპოლიტ ტენის (1828-1893) მიერ დაწერილ რევოლუციის ისტორიას ხშირად მიიჩნევენ საუკეთესოდ უარყოფათა შორის, ყველაზე გაწონასწორებულად და ყველაზე ჩაღრმავებულად მოვლენის არსში. სხვა განსხვავებათა მიუხედავად, ტენის ანტიიაკობინური კონსერვატიზმი უფრო ახლოს იყო ტოკვილთან, ვიდრე ექსტრემისტური ხასიათის კლერიკალური მონარქიზმი და ავტორიტარული ნაციონალიზმი. ტენი უარყოფდა მესტრ-ვეილოს სკოლის ანტიიაკობინურ მონარქისტულ ნოსტალგიას. კონსერვატული თვალთახედვა ხშირად აღიძვრის რევოლუციური ქაოსისა და სისასტიკის პირადი გამოცდილებისაგან. ამის ნიმუშებია: ბერკი, კოლრიჯი, მესტრი, მეტერნიხი. ტენმა ორი პირადი განსაცდელი გამოიარა საფრანგეთში 1870-71 წლებში მომხდარი არეულობისას: მეორე იმპერიის დეზინტეგრაცია, სამოქალაქო ომის დამაგვირგვინებელი მესამე რესპუბლიკა. ტენის წიგნებში: Oრიგინეს დე ლა Fრანცე ჩონტემპორაინე წერე ნციენ ღეგიმე (1876); ღევოლუტიონ 1878-1884; ღეგიმე Mოდერნე, (1890). გადმოცემულია ზიზღი ბონაპარტიზმისადმი, რევოლუციური ცვლილებებისადმი, მასებისადმი, პროგრესის ოპტიმისტური ილუზიისა თუ თანასწორობისადმი.
ცენტრალიზაციის წინააღმდეგ.
ტენმა საფრანგეთის ყველა პარტია ერთდროულად განარისხა. იგი ერთნაირად ამტყუნებდა _ ცენტრალიზაციის ერთი და იმავე ტენდენციისათვის _ ბურბონთა მონარქიას, საფრანგეთის რევოლუციას, ბონაპარტისტულ დიქტატურას, თავისი დროის ცენტრალისტ რესპუბლიკელებს. ამ რეჟიმებისათვის ნიშანდობლივმა ცენტრალიზაციამ შეცვალა ძველი საფრანგეთისათვის ჩვეული დეცენტრალიზაცია. მათ მოსპეს ადგილობრივი დამოუკიდებლობის სული, მდიდარი და ფესვებგადგმული მრავალფეროვნება, რასაც კონსერვატორები აგულიანებდნენ. მრავალფეროვნებას, ორგანულად რომ იყო ამოზრდილი ისტორიიდან, ტრადიციონალისტები არამარტო ლიბერალებისაგან იცავდნენ, არამედ რეაქციონერ ცენტრალისტებისგანაც. ტენის ყველაზე დიდი მიღწევა, როგორც კონსერვატორისა, იყო ის, რომ ამხილა ფრანგი რესპუბიკელებიცა და ლიბერალებიც, ვინც თუმცა აცხადებდნენ, ძველ ბურბონულ რეჟიმს ვუპირისპირდებითო, სინამდვილეში იგივე ნაკლოვანებები ჰქონდათ: ფანატიკურად ესწრაფოდნენ ცენტრალიზაციას, სპობდნენ თავისუფლებას, ინდივიდუალობასა და ფრანგულ ტრადიციონალიზმს; ტენი უნდობლად ეკიდებოდა ლოზუნგებსა და აბსტრაქციებს, რესპუბლიკელებისა იქნებოდა თუ როიალისტებისა, და უპირისპირდებოდა სამი კონკრეტული საკითხით: ეროვნული საფუძველი (ე.წ. რასა), ეპოქა და გარემო. ტოკვილის მსგავსად იგი ცდილობდა იდეები ეხილა უშუალო ისტორიულ კონტექსტში.
ბარე და მორა: ავტორიტარი ნაციონალისტები.
უფესვობის წინააღმდეგ.
ფრანგი რომანისტი და პოლიტიკური მოაზროვნე მორის ბარე (1861-1923) კონსერვატორიც იყო და ნაციონალისტიც. იგი იმ წრის წარმომადგენელი გახლდათ, სადაც ერთმანეთს კვეთდა ეს ორი მოძრაობა. ეს წრე იყო საერთო ნიადაგი, საიდანაც ზიზღს უცხადებდნენ უფესვობას. `უფესვო~ (1897) ერქვა ბარეს ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ რომანს.
პიროვნების შეწირვა ერისადმი.
ბარე დაიბადა ლოთარინგიაში, გერმანიისათვის საფრანგეთის მიერ წართმეულ პროვინციაში. ჯერ კიდევ სიყმაწვილისას მონაწილეობდა გერმანიზაციის საწინააღმდეგო მოძრაობაში. გასაკვირი არ არის, რომ მისი ფრანგული ნაციონალიზმი ემოციური და აგრესიული გამოვიდა. მისი რომანების, ესეებისა და მანიფესტების მიხედვით, ყველაფერი, თვით სიცოცხლისა და თავისუფლების ჩათვლით, უნდა შეეწიროს ეროვნულ სახელმწიფოს, თუკი საჭირო გახდება. პიროვნული თავისუფლება მთლიანად უნდა დაემორჩილოს ერის ერთიან თავისუფლებას. ფრანგული ეროვნული თავისებურებანი ხელუხლებელი უნდა დარჩეს, შერეული ქორწინებანი გაუქმდეს. როგორც გაზეთის ახალგაზრდა კორესპონდენტი, იგი ესწრებოდა დრეიფუსის პროცესს 1899 წელს. იგი გააფთრებით ესხმოდა თავს კაპიტან დრეიფუსს, განტევების ვაცს, ჯაშუშად რომ მონათლეს ანტისემიტმა ფრანგული არმიის ოფიცრებმა. ბარეს ფილოსოფია ფრანგული არმიის ერთიან ეროვნულ პრესტიჟს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე უბრალო ინდივიდს.
ინტეგრალური ნაციონალიზმი.
კოლექტიური `ეროვნული სული~ საყვარელი კონცეპტი იყო ბარესა და მისი მოწაფეებისათვის. ნაწილობრივ კონცეპტი უბრალოდ აირეკლავდა კონსერვატულ რწმენას, რომ ორგანული საზოგადოება ატომისტურ საზოგადოებაზე მაღლა დგას. მაგრამ ბარემ ეს თემა ახალ უკიდურესობამდე მიიყვანა. ორგანული საზოგადოების ადრეული მხარდამჭერებს, როგორიც გახლდათ მესტრი, სტატიკური და მშვიდი ორგანული საზოგადოება სურდათ. ბარეს კი უნდოდა ამ საზოგადოებისათვის დინამიურობა მიენიჭებინა `ენერგიით~ და კიდევ ერთი კონცეპტით შეევსო, და ამიტომ `უფესვოს~ ქვესათაურად წაეწერა `რომანი ეროვნულ ენერგიაზე~. ადრეული კონსერვატორები, თვით ინტერნაციონალისტებიც პატივით ეკიდებოდნენ ეროვნულ ნიშნებს, როგორც სოციალურ ქვითკირს. მაგრამ ბარეს შევყავართ `ინტეგრალურ ნაციონალიზმში~, არაკომპეტენტურსა და ყოვლისმომცველში. ადრეული ტრადიციონალისტები სხვადასხვა და მრავალფეროვანი ისტორიული ფესვების შენახვა-გადარჩენაზე ზრუნავდნენ, ბარე კი _ მხოლოდ ერთზე. სწორედ ეს დავიწროვებული კონსერვატიზმი იყო ბირთვი მისი სიტყვისა 1916 წელს, როცა განადიდებდა `წმინდა ომს~ მამულისათვის. ეს სენტიმენტი ყველა ქვეყანაში გავრცელდა 1870 წლიდან. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარი გახლდათ, მესტრი მაინც არასოდეს ყოფილა შეზღუდული ნაციონალისტი და რასისიტი. მესტრი იყო ინტერნაციონალისტი ქრისტიანი კონსერვატორი, აღვსილი ვენის კონგრესის მეტერნიხისეული სულით.
გმირთა თაყვანისცემა.
როგორც კარლაილი ინგლისში და რომანტიკული სკოლა გერმანიაში, ბარე ცდილობდა გმირის კულტის პოპულარიზაციას. მის კულტს სხვების მსგავსად აკლდა ზნეობრივი შეზღუდვა; ამით უკიდურესად მცირდებოდა გმირის დანაშაული. ბარეს გმირს იდეოლოგიური შეზღუდვაც აკლდა; იგი თაყვანს სცემდა, მისივე სიტყვებით, ყველა `გამორჩეულ კაცს~, მიუხედავად მისი შეხედულებისა; ადიდებდა ბურბონთა დინასტიის მეფეებს, ანტიბურბონ ნაპოლეონს და თვით Eერნსტ რენანის (1823-1890) მსგავს ლიბერალებსაც, რამდენადაც ისინი გმირები იყვნენ. გმირთა თაყვანისცემამ ბარე იქამდე მიიყვანა, რომ 1888 წელს მხარი დაუჭირა გენერალ ბულანგერის დიქტატორულ მცდელობას, აგრეთვე პოლ დეროლედეს (1846-1914) ანტისემიტურ `პატრიოტთა ლიგას~. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს ბარემ საჯაროდ უარყო თავისი _ დრეიფუსის დღეების დროინდელი _ ანტისემიტიზმი და ფრანგული კულტურა ყველა რასისათვის ღიად გამოაცხადა. ბარეს გარდამავალი ფიგურა კვლავაც ძლიერ კონსერვატული დარჩა, კვლავ ერთგულებდა ტრადიციულ ინსტიტუტებს, ნებადართულად მიაჩნდა ტოტლიტარიზმი და სისხლის კულტით ფაშიზმამდე მიდიოდა.
მორა.
ფრანგ მწერალსა და რედაქტორს შარლ მორას (1868-1952) ერთი ნაბიჯიღა დარჩა, რათა ინტეგრალური ნაციონალიზმიდან ფაშიზმამდე მისულიყო. მორა ადიდებდა `ბარეს პროზის მუსიკალობას~ და მის მოწაფედ რაცხდა თავს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ. მორას სძულდა დემოკრატია, როგორც დეკადენტური და კორუმპირებული, ეტრფოდა ფრანგული მონარქიის ბრწყინვალებას 1789 წლამდე და ამ სიყვარულს უმატებდა მგზნებარე, დაუნდობელ ნაციონალიზმს ბარეს სკოლისა. თავდაპირველად მორა ფაშისტი არ ყოფილა და მარესა და მესტრის კონსერვატიზმის ნაზავს სჯერდებოდა, მაგრამ ბოლოს ფაშისტი და ანტისემიტი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მეოთხე რესპუბლიკის შეთავაზებით, იგი ნაცისტ ოკუპანტებთან თანამშრომლობას დათანხმდა. ბედის ირონია გახლდათ, რომ ბარეს მოწაფე იმ ერთან თანამშრომლობდა, რომელიც ბარეს ყველაზე მეტად სძულდა. და მაინც, მორა არ ყოფილა თავზეხელაღებული შტურმერი (მოიერიშე). იგი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ლიტერატურული ფიგურა იყო თავისი დროისა. მისი სტილი და ლიტერატურული ნიჭიერება მის მტრებსაც კი მოსწონდათ, როდესაც ნახევრად როიალისტურ, ნახევრად ფაშისტურ გაზეთ ცტიონ Fრანცაისე-ში წერილებს ბეჭდავდა. არჩეული იყო `უკვდავებს~ შორის საფრანგეთის აკადემიისა.
რეაქციონერი ვს. ფაშისტი
მანამდე, სანამ მორა პროფაშისტურ ბილიკზე დადგებოდა და მხოლოდ ტრადიციული მონარქისტი გახლდათ, მისი სიყვარული პლებისციტური გზის, მასობრივი მიტინგებისა, მასობრივი აგიტაციიისა და მასობრივი ნაციონალიზმისადმი, სულით უფრო ფაშისტური იყო, ვიდრე კონსერვატული. იგი ადიდებდა უძველეს რეჟიმებს და ნოსტალგიური გრძნობები ჰქონდა პაპისა და ბურბონების ტახტისადმი. საკუთარ თავს უწოდებდა როიალისტსა და კათოლიკეს (სინამდვილეში კათოლიკე ათეისტი იყო, რისთვისაც ბოლობოლო პაპმა განკვეთა ეკლესიიდან). ნამდვილი კონსერვატორი, ოტანტოტისტი იქნება თუ ბერკიანელი, უნდობლად ეკიდება მასებს და ამჯობინებს იშრომოს მოწესრიგებული და კანონმორჩილი არისტოკრატული ტრადიციონალიზმის მიხედვით; და რაკიღა მორამ არჩია უწესრიგო, უკანონო ბრბოსთან ყოფნა, რათა თავისი მოძრაობისათვის ძალაუფლება მოეპოვებინა, იგი გაშორდა რეაქციულ კონსერვატიზმსა და თავის სათაყვანო მესტრს, და გაფაშისტდა. მესტრის ან თუნდაც პობედონოსცევის კონტრრევოლუციური რეაქცია მხოლოდ რეაქციონიზმია და არა ფაშიზმი მანამდე, სანამ უკიდურესობამდე მივიდოდეს და საშველის ძიებას დაიწყებდეს არა ტრადიციულ (და, ამდენად, ზნეობრივ) არისტოკრატიაში, არამედ ნაციონალისტ, ლინჩის მომწყობ ბრბოში. ამ გადახვევამ ერთმანეთს დააშორა ბარე და მორა. მორა კვლავაც აცალკევებდა კონსერვატიზმსა და უბრალო ნაციონალიზმს ფაშიზმისაგან, თუმცა გულწრფელი არ ყოფილა. ფაშისტი მემარჯვენე რადიკალები ისევე ესწრაფიან მასობრივი მიტინგების გამოყენებას და `პირდაპირ დემოკრატიას~, როგორც რომელიმე დემოკრატი ტომ პენი.
იმისათვის, გავიგოთ, იყენებს თუ არა კონსერვატიზმი ყველა საშუალებას მიზნის მისაღწევად, ერთმანეთს შევადაროთ მორას ფსევდოკონსერვატიზმი და ანტინაცისტი ჩერჩილის კონსერვატიზმი. ცხადი გახდება, რომ უკიდურესი მემარჯვენე ფაშისტი ნაციონალისტები ისევე იყენებენ ყველა საშუალებას მიზნის მისაღწევად, როგორც უკიდურესი მემარცხენე კომუნისტები. ჭეშმარიტი კონსერვატორები და ნაწილობრივ ლიბერალებიც აუცილებლად მიიჩნევენ თვითშეზღუდვას, ქრისტიანულ ეთიკას, მაშინ, როდესაც ფაშისტები და კომუნისტები უკუაგდებენ და ზიზღით ეკიდებიან მას.
ესპანეთი: დონოზო კორტესი.
მას შემდეგ, რაც საერთო, სახალხო წინააღმდეგობა გაუწია ნაპოლეონის არმიებს და გაჩნდა ახალი, საშუალო კლასი, ესპანეთი გადაიქცა ყველაზე მტკიცე ციხე-სიმაგრედ ანტილიბერალური, ანტიმოდერნული, ანტიდემოკრატიული იდეებისა და ძალებისა ევროპაში. ხუან დონოზო კორტესი, მარკიზ დე ვალდეგამასი (1809-1853), შემოკლებულად, კორტესი, იყო ყველაზე მძლავრი წარმომადგენელი ესპანეთის ფილოსოფიური კონსერვატიზმისა. და არა მარტო ესპანეთისა, გარკვეული აზრით, იგი რჩება ყველაზე ღრმა ინტელექტად კონსერვატიზმის მთელ ისტორიაში.
ჯონ სტიუარტ მილივით, კორტესიც ვუნდერკინდი გახლდათ. იგი იყო კონსერვატიზმის ვუნდერკინდი, ისევე, როგორც ჯონ სტიურტ მილი _ ლიბერალიზმის ვუნდერკინდი. მექსიკის დამპყრობის შთამომავალმა არისტოკრატმა განათლება ესპანეთის საუკეთესო სკოლებსა და უნივერსიტეტებში შეიძინა. ევროპის ერთ-ერთი თვალსაჩინო მეცნიერი, ლიტერატორი და დიპლომატი ხასიათით ბოლომდე ფილოსოფოსად დარჩა და არა პრაქტიკოს პოლიტიკოსად. და მაინც, დიდი გავლენა მოახდინა პრაქტიკულ პოლიტიკაზე თუნდაც იმიტომ, რომ უშუალო გავლენა ჰქონდა სამეფო ოჯახზე. სიჭაბუკისას XVIII საუკუნის ინტელექტუალთა რაციონალიზმს იზიარებდა. 1830 წელს, მადრიდში, ჯერაც ოპტიმისტი ლიბერალი იყო და ჯერ კიდევ სჯეროდა სოციალური პროგრესისა. მაგრამ ილუზიები გაუქრა იმ უწესრიგობის ხილვით, რაც `ფრანგულმა ლიბერალურმა იდეებმა~ და მისმა ესპანელმა მიმბაძველებმა მოიტანეს.
კორტესი შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა Fფერდინანდ VII-ის დროს, ვინც 1833 წელს გარდაიცვალა. 1837 წელს კორტესი ესპანეთის პარლამენტში აირჩიეს კადისის ოლქიდან. იგი ფერდინანდის ქალიშვილის, მომავალი დედოფლის, იზაბელას აღმზრდელი იყო. სენატში კორტესი ტახტისა და საკურთხევლის ინტერესებს იცავდა, მაგრამ იმასაც მიუთითებდა, მონარქია უნდა შეიზღუდოს რელიგიის, შემწყნარებლობისა და კანონის პატივისცემის შემწეობითო. 1850 წლიდან სიკვდილამდე (1853) იგი გახლდათ ესპანეთის ელჩი პარიზში. პირადად იცნობდა თავის თაყვანისმცემელ მეტერნიხს, პრემიერ გიზოს, ნაპოლეონ III-ს და სხვა მმართველებს.
თხზულებანი. პოლიტიკა რომ განზე გადავდოთ, კორტესის პროზა აღიარებულია დიდ შემოქმედებით მიღწევად. `ენციკლოპედია ბრიტანიკა~ მას უწოდებს `XIX საუკუნის ესპანეთის პროზის უმშვენიერეს ნიმუშს.~ ამერიკელი პოლიტოლოგი ორესტეს ბრაუნსონი ამბობდა, კორტესი ყველაზე `დახვეწილი მწერალია~ მათ შორის, ვინც კი ოდესმე წამიკითხავსო. კორტესის სისუსტე იყო გადაჭარბებული გატაცება რიტორიკითა და პარადოქსებით. მის თხზულებათა კრებული მადრიდში გამოიცა 1854-1855 წლებში. კორტესის ესეებიდან უმნიშვნელოვანესია `Mემორია სობრელა სიტუაციონ აცტუალ დე ლა Mონარქუია~, 1832, და `Eნსაყო სობრე ელ ცატოლიცისმო, ელ ლიბერალისმო ყ ელ სოციალისმო~, 1851. ამ უკანასკნელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა XIX საუკუნის ესპანელთა შორის. ეს ორი ესეი ნაწილობრივ ეწინააღმდეგებია ერთმანეთს. ისინი წარმოაჩენენ შესაბამისად ევოლუციურსა და ნაწილობრივ ოტანტოტისტურ კონსერვატიზმს.
1832 წლის ზომიერი ესეი.
1832 წელს გამოქვეყნებულმა ესეიმ, სამართლიანად რომ არის მიჩნეული `ლიბერალ-კონსერვატულად~, იგი ერთ ღამეში სახელგანთქმული გახადა. ესეიში ჩვენ ვხედავთ ზომიერ კონსტიტუციურ მოდერნიზმს; მასში დაგმობილია როგორც იაკობინური, ასევე კარლისტური ექსტრემიზმი. ტერმინი კარლიზმი მეფე ფერდინანდის უმცროსი ძმის სახელიდან წარმოიშვა; კარლოსი ტახტს ედავებოდა ფერდინანდის ქალიშვილსა და მემკვიდრე იზაბელას. შუა საუკუნის აბსოლუტისტები კარლოსს მიემხრნენ, ხოლო კონსტიტუციონალისტები (ლიბერალები და ზომიერი კონსერვატორები), კორტესის ჩათვლით _ უფლისწულ იზაბელას. ისევე, როგორც მეტერნიხი უწოდებდა ფრანგ როიალისტებს `თეთრ იაკობინელებს~, კორტესიც გმობდა კარლისტებს მემარჯვენე რადიკალიზმის გამო. ჯერ კიდევ შემორჩენილი ოპტიმიზმით, რომ შეიძლებოდა შუა გზის არჩევა, კორტესის პოზიცია 1832 წელს გვაგონებს ტოკვილის ევოლუციურ კონსერვატიზმს. კორტესს ტოკვილივით სურდა ძველი ტრადიციები ახალ, განათლებულ, საშუალო კლასზე დაყრდნობით აეღორძინებინა და არა გაუნათლებელი მასებისა და შუა საუკუნეებრივი ლორდების მეშვეობით.
1851 წლის პესიმისტური ესეი.
1848 წლის ევროპული რევოლუციების შემდგომ კორტესმა უფრო მეტად გადაინაცვლა მარჯვნივ, ავტორიტარიზმისა და კლერიკალიზმისაკენ, ვიდრე ტოკვილმა. ცვლილება გამოიწვია, ერთი მხრივ, შუა გზის სისწორეში იმედგაცრუებამ 1848 წლის შემდგომ და, მეორე მხრივ, მესტრის მოწაფე ვეილოსთან მეგობრობამ. პაპი პიუს IX აღაფრთოვანა კორტესის ესეიმ, პაპობრივი დალოცვა გამოუგზავნა და ესეიდან აღებული ანტილიბერალური მოსაზრებანი შყლლბუს ოფ Eრრორს-ში გამოიყენა. 1851 წლის ესეი, 1831 წლისასთან შედარებით, აღარ ცდილობს ერთმანეთს შეაერთოს ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი, არამედ ამ ორიდან ერთს ირჩევს; ლიბერალებს ყოყმანა სკეპტიკოსებად ნათლავს, სოციალისტებს კი რევოლუციონერ მატერიალისტებად (ორივე განსაზღვრება გამოწვევაა). მან სოციალისტები ამჯობინა ლიბერალებს: მათ დოგმები მაინც აქვთ, თუმცა მცდარიო. ლიბერალებს აფრთხილებდა, რომ რევოლუციური სოციალიზმისა და ქრისტიანული კონსერვატიზმის ლოდებს შორის მოჰყვებოდნენ და დაინგრეოდნენ; გადასარჩენად ერთ-ერთი გზა უნდა აერჩიათ. დღეს ეს ერთ-ერთი გზა კვლავ ჩნდება სხვადასხვა სახეცვლილებით და კვლავ გამოირიცხება შუა გზის კომპრომისები. პაპი პიუსი მხარს უჭერდა კორტესს, მაგრამ უარყოფდნენ ლიბერალი კათოლიკეები, ვთქვათ, ლორდი ექტონი (1834-1902) ინგლისში და შარლ დე მონტალემბერტი (1810-1902) საფრანგეთში.
კორტესი არ არის გონებისა და თავისუფლების წინააღმდეგი. იგი გონებას პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმურ ფორმას უწოდებს. მაგრამ გონებისა და თავისუფლების ეს მადლი ადამიანის არასრულყოფილი ბუნებითაა შეზღუდული. ლიბერალთა, დემოკრატებისა და სოციალისტთა მცდელობანი, გადააბიჯონ ამ ზღურბლს, თვალის დახუჭვაა ადამიანის თანდაყოლილ, ირაციონალურ ბოროტ მხარეზეო. ასეთი მცდელობა დასაწყისშივე მარცხდება და ქაოსში იძირება, მაგრამ მაინც ქაოსსა და ავტორიტეტთა წინააღმდეგ ადამიანის ჯანყზე უფრო მაღლა დგას ერთგვარი კონსერვატული ნიმუში ღვთის კანონისა, დაწერილი მარადიულ ვარსკვლავებზეო; ამ ეგზალტირებული ტონალობით მთავრდება 1851 წლის ესეი.
ადამიანის `თვით-განდიდება~.
სხვადასხვა კონსერვატორი სხვადასხვა ტერმინს იშველიებს იმ ლიბერალთა დასახასითებლად, ვინც უკუაგდებს წარსულის ტრადიციულ სიბრძნეს, როგორც დაბრკოლებას გონებისა და პროგრესისა. ვისაც მეტერნიხი `თვითდაჯერებულ კაცს უწოდებდა~, კორტესის ესეიში მოხსენიებულია `თვითგანმადიდებელად~. ამგვარი ადამიანი კისრულობს გარდაქმნას ისეთი რთული მექანიზმი, როგორიც ადამიანური საზოგადოებაა. მეტერნიხისა და კორტესის მიხედვით, ეს ყოვლად გამარტივებული სიბრმავე (რთული საზოგადოებისადმი საუკუნეთა მანძილზე რომ ყალიბდებოდა) იყო ლიბერალური შეცდომა 1789 და 1848 წლებისა. ამ შეცდომასთან ერთად, ამატებს კორტესი, არსებობდა ლიბერალური და სოციალისტური სიბეცე, როდესაც ბოროტებას ხედავდნენ პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის გულში დაენახათ. თუ ბოროტება ზედაპირულსა და გარეგნულ ინსტიტუტებშია, მაშინ ის სწრაფად გაქრება რაციონალური პროექტებით. მაგრამ თუ ბოროტება თვით ადამიანური ამაოებისთვისაა ნიშანდობლივი, მაშინ ვერავითარი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებანი ვერ გააქრობს მას. და თუკი ადამიანი ასეთი ცოდვილია და ვერასოდეს გამოსწორდება, დაასკვნიდა იგი ესეიში 1851 წელს, მაშინ რელიგიური განკურნება სულისა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური და ლიბერალური რეფორმები საზოგადოებისა. რადგანაც ლიბერალური `თვითგანმადიდებელი~ კაცის ალტერნატივა ღვთის განმადიდებელი კაცი უფრო იყო, ვიდრე მეფის განმადიდებელი კაცი, კორტესი (მესტრივით) რელიგიურ ხელისუფლებას უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე საერო ხელისუფლებას.
ოთხი ცნობილი სიტყვა.
1832-1853 წლებში კორტესის შთამაგონებელმა გამოსვლებმა გაიარა გზა ლიბერალიზმიდან კონსერვატიზმამდე და ნაწილობრივ-ავტორიტარიზმამდე. მთლიანობაში კორტესს ბერკზე უფრო მარჯვნივ აყენებენ და მესტრზე უფრო მარცხნივ. განვიხილოთ ოთხი მაგალითი. 1835 წლის სიტყვაში კორტესმა მხარი დაუჭირა პარტიულ სისტემას, არჩევნებსა და პარლამენტარიზმს, რათა ერჩიათ მეფისათვის, ემსჯელათ ეროვნულ პრობლემებზე. მაგრამ ბერკისა არ იყოს, მას სურდა, რომ პარლამენტური არჩევნები დაფუძებულიყო არა საყოველთაო, არამედ შეზღუდულ ხმის მიცემაზე, როცა ხმის უფლება ექნებოდათ `ინტელიგენტებსა~ და `საუკეთესოებს~. კორტესს ინტელექტუალური არისტოკრატია ერჩივნა სოციალურ არისტოკრატიას. 1844 წლის სიტყვაში მან გააკრიტიკა სოციალური არისტოკრატია საუკუნეობით ტახტის ღალატის გამო; მათ შორის უმრავლესობა იყვნენ კარლისტები, ვინც სამოქალაქო ომი გააჩაღეს დედოფლის წინაღმდეგ. კორტესი მიიჩნევდა, რომ ესპანური სული `მონარქისტულია~, `კათოლიკური~ და დემოკრატიულიც კი (სახალხო ფესვების აზრით), მაგრამ არა `არისტოკრატული~. ამ დროს იგი მიეკუთვნებოდა მონარქისტულ, მაგრამ ანტიკარლისტურ პარტიას, რომელსაც Mოდერადოს უწოდებდნენ. მესამე სიტყვაში (15 იანვარი, 1845 წელი) იგი მოითხოვდა, რომ მის პარტიას ლიბერალებისაგან გადაეღო თავისუფალი კამათი, როგორც `სასიცოცხლო პრინციპი თავისუფალი ხალხისა.~
მეოთხე გახლავთ 1849 წლის სიტყვა დიქტატურის შესახებ. ხშირად ამ სიტყვის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს იმოწმებენ მემარჯვენე ექსტრემისტები, როდესაც დიქტატურას იცავენ. მაგრამ კორტესი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ამართლებდა დიქტატურას და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავისუფალი ალტერნატივა არა ჩანს. კონსტიტუციურ თავისუფლებასა და დიქტატურას შორის, ამტკიცებდა კორტესი, ყოველთვის უნდა ავირჩიოთ თავისუფლება, მაგრამ როცა არჩევანია `ამბოხებულთა დიქტატურასა~ და `მთავრობის დიქტატურას~ შორის, მაშინ ამ უკანასკნელს ამჯობინებდა. ამიტომ კორტესთან დიქტატურის მხარდაჭერა შერჩევითია და მეორადი. მისი უპირველესი იდეალი გახლდათ ძლიერი და მაინც კონსტიტუციური მონარქია. კარლისტებისა და მესტრისაგან განსხვავებით, კორტესის მონარქია არასოდეს ყოფილა აბსოლუტური. მეტიც, იგი მეფის `ღვთაებრივ უფლებათა~ წინააღმდეგ გამოდიოდა. ჯ.პ. მეიერი, კორტესზე წიგნის ავტორი, `დუბლინის რევიუში~ გამოქვეყნებულ წერილში (1951) მას ახასიათებს, როგორც `სულით მონათესავეს ბურკჰარდისა, კიერკეგარდისა და ტოკვილისა; კორტესი არ არის მესტრივით `კონსერვატული მოაზროვნე~; იგი ხედავს მომავალს, როგორც მისი დიდი თანამედროვენი~. ჯ. ჯ. კენედიც (1952) ასევე არ ეთანხმება ძველ აზრს (ისევე, როგორც მეტერნიხის გამო არსებულ `ძველ აზრს~), კორტესი უბრალოდ რეაქციონერი იყოო.
არჩევანი ავტორიტარიზმის ორ სახეობას შორის.
კორტესის ნახევრადავტორიტარული თვალსაზრისის გასააზრებლად 1849-1853 წლებში (მისი 1849 წლის სიტყვა, მისი 1851 წლის ესეი), უნდა გავითვალისწინოთ პირინეის ჩრდილოეთით განვითარებულ მოვლენათა კონტექსტი. 1843 წელს ფრანგთა მასებმა ძალით გადააგდეს ზომიერი მონარქი ლუი ფილიპე. კორტესმა ამ ფაქტში თავის ადრეულ ზომიერ შეხედულებათა გაუფასურება დაინახა: `მონარქია, მეფის ღვთაებრივი უფლება, დასრულდა ლუი ფილიპესთან ერთად; ძლევამოსილი მონარქია ნაპოლეონისა კუნძულზეა გარიყული; ლუი ფილიპესთან ერთად დაინგრა უკანასკნელი, შესაძლო მონარქიებიდან ეს არის დასასრული კეთილგონიერებისა~. არჩევანი დადგა ორი სახის ავტორიტარიზმს შორის, ქვემოდან და ზემოდან; ორივე ბოროტებაა, მაგრამ მეორე ნაკლები ბოროტება, რადგან უფრო გაწონასწორებულია.
ტრადიციით შეუზღუდავი პოლიტიკა ნიშნავს დესპოტიზმს.
რელიგიური და ტრადიციული ხელისუფლების შეცვლისას მასების ხელისუფლებით, ლიბერალებსა და დემოკრატებს სჯეროდათ, რომ ისინი აფართოვებდნენ ადამიანის თავისუფლებას; მათი ყველაზე გავრცელებული და მიმზიდველი მოწოდება სწორედ ასეთი გახლავთ, 1789 წელს იქნებოდა თუ დღეისათვის. 1849-53 წლებში კორტესი დაუპირისპირდა ამ მოწოდებას თავის სიტყვებსა და ესეებში და საპასუხო მოწოდება შესთავაზა ერს: `თუ პოლიტიკურ ძალაუფლებას აღარ ექნებოდა რელიგიური და ტრადიციული შეზღუდვა, დაიწყებოდა დრო ლიბერალ-დემოკრატიისა; არა თავისუფლებისა, არამედ ყველაზე გიგანტური და დესტრუქციული დესპოტიზმისა, რაც კი ოდესმე ყოფილა.~ ლენინისა და ჰიტლერის გამოსვლამ ასპარეზზე დაადასტურა კორტესის წინასწარმეტყველების შეუმცდარობა და გვიჩვენა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვდომა კონსერვატული აზროვნების ისტორიაში.
ფაშისტები ბოროტად იყენებდნენ.
XX საუკუნეში გერმანელმა პოლიტიკის თეორეტიკოსმა კარლ შმიტმა გამოიყენა კორტესის ეს წინასწარმეტყველებანი და მოხერხებულად შეეცადა გაემართლებინა ნაცისტური დიქტატურა და აღტაცებით მიესალმებოდა თავისუფლების განსაცდელს, რასაც კორტესი წუხილით წინასწარმეტყველებდა. მაგრამ რაც კორტესს არ მოსწონდა დემოკრატიაში, ლიბერალიზმსა და სოციალიზმში იყო სწორედ ის აღვირმიშვება პოლიტიკისა (რელიგიური და ტრადიციული ზეგავლენისაგან), რასაც ფაშიზმიც ახორციელებდა. ფაშიზმი უღმერთო, უფესვო და პლებეური დიქტატურაა. აქედან გამომდინარე, მოითხოვს უსაზღვრო ძალუფლებას; მას აკლია ის ზნეობრივი შეზღუდვები ეკლესიისა და ტრადიციისაგან, რასაც მოითხოვს კორტესის მიერ მოთხოვნილი რელიგიური სემიავტორიტარიზმი.
და მაინც, შმიტის მსგავს ფაშისტ აპოლეგეტებს (იტალიაში ჯიოვანი ჯენტილე, 1875-1944) ხშირად ეძლეოდათ შემთხვევა, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოეყენებინათ კორტესის კონსერვატული მოძღვრება და აშკარა ეფექტიც გამოეწვიათ. ანტიკონსერვატორები მიიჩნევენ, მისი ბოროტად გამოყენება შეიძლება მიუთითებდეს მთლიანად კონსერვატიზმის სუსტ მხარეზეო. კონსერვატორთა აზრით კი, მათი ფილოსოფოსები პასუხს არ აგებენ, თუ მათ შეხედულებებს ვინმე დაამახინჯებს.
კორტესის თვალსაზრისთა მორიგება.
შეიძლება თუ არა კორტესის 1848-მდელ და მას შემდგომ თვალსაზრისთა მორიგება? _ არ შეიძლება, თუკი ორ განსხვავებულ კონტექსტში განვიხილავთ. ინგლისში, ამერიკასა, სკანდინავიასა და შვეიცარიაში ორგანულადაა ჩამოყალიბებული საგანგებო გარემო, სადაც მასების მონაწილეობას მთავრობაში უნიკალური ისტორიული ფესვები მოეპოვება. ეს ფესვები ანიჭებს ამ ქვეყნების დემოკრატიებს იმ სტაბილურობას, რაც აკლია დანარჩენ მსოფლიოს. მათ 1832 წლის ესეის ევოლუციური, კონსტიტუციური თვალსაზრისი მიესადაგებათ. ქვეყნებს, რომელთაც აკლიათ სტაბილური, კონსტიტუციური დემოკრატიის ან ზომიერი პარლამენტარიზმის ტრადიცია, 1849-1853 წლის თვალსაზრისი შეეფერებათ.
`მდიდართა~ წინაღმდეგ.
კორტესის მსოფლმხედველობის ასპექტი, რაც თითქმის მთლიანად უარყოფილია თანამედროვე სწავლულთა მიერ, მისი კონსერვატორული ანტიპლუტოკრატიაა. თავისი ავსტრიელი თაყვანისმცემლის,~კონსერვატორი სოციალისტის~, მეტერნიხის მსგავსად, კორტესს სწამდა, მონარქიას სოციალური პატერნალიზმის მოვალეობა აკისრიაო. ულმობლად გულწრფელ წერილში, 1851 წელს რომ მისწერა თავის მეგობარს, დედოფალ იზაბელას დედას, კორტესი ამბობს, მდიდრები ღალატობენ ქრისტიანულ მოვალეობას, ღარიბებთადმი მოწყალებასო. მან იწინასწარმეტყველა სოციალური რევოლუცია, თუ გაერთიანებული ქრისტიანი მონარქები არ დააფუძნებენ ახალ სოციალური ეთიკის ეპოქას იმით, რომ დაეხმარებიან ღარიბებს მდიდართა ქონების საშუალებით. `დღეს უმთავრესი საკითხია სწორად გადანაწილდეს სიმდიდრე, რაც უმართებულოდაა განაწილებული. . . . . თუ ერის წინამძღოლები არ იზამენ ამას, სოციალიზმი მოვა ამ პრობლემის გადასაჭრელად.~
კორტესის მნიშვნელობა დღეს.
კორტესის შეხედულება: გონება სუსტია და პროგრესი ამაოო, _ შეიძლება უკეთ გავიგოთ დღეს, როდესაც იზრდება იმედგაცრუება პროგრესით, ოპტიმისტურ ვიქტორიანულ ეპოქასთან შედარებით. იმ ეპოქაში კორტესი თითქმის ერთადერთი წინასწარმეტყველებდა უბედურებას თვითკმაყოფილსა და გალაღებულ საზოგადოებაში. დღესდღეობით ევროპაში მისი 1851 წლის ესეი აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინტელექტუალურ იარაღად მემარცხენეთა წინააღმდეგ. ამერიკაში მისი 1925 წლის გამოცემამ, კარდინალ ჰეისის წინასიტყვაობით, გარკვეული ცნობისწადილი გამოიწვია კათოლიკეთა შორის, პროტესტანტებს კი ყურადღება არ მიუქცევიათ. და მაინც კორტესის პირქუში თვალსაზრისი ადამიანის ბუნებასა და დასაბამიერ ცოდვაზე, ძალზე ახლოსაა რეინჰოლდ ნიბურის პროტესტანტული სკოლის პრინციპებთან. გარდა ამისა, მესტრისა და ბერკის ხელახლა აღმომჩენებს XX საუკუნეში, ამერიკელ კონსერვატორებს, გამორჩათ კორტესი. და მაინც, კორტესის შემოქმედების მცოდნეებმა იციან მისი _ მესტრზე უფრო აღმატებული _ ლიტერატურული ტალანტისა და უფრო აღმატებული წვდომის შესახებ, ვიდრე ბერკსა და მეტერნიხს შეეძლოთ. კორტესი, მათ შორის, ალბათ ყველაზე ღრმად წვდება პროგრესის სულიერსა თუ კულტურულ ფასს. თანამედროვე მკითხველმა შეიძლება მისი შეხედულებანი მეტად ყოფითად მიიჩნიოს და არაფრად ჩააგდოს კორტესის რეაქციული პოლიტიკური შეხედულებანი. ზოგმა შესაძლოა მატერიალური პროგრესისადმი ზნეობრივ ეჭვებში დაინახონ საჭირო შესწორება უფერული სამყაროს ტკბობის მაძიებლობისადმი.
(უფრო ვრცლად ახალ ვს. ძველ თვალსაზრისთა შესახებ, იხ. პიტერ ვიერეკი `კონსერვატიზმის ხელახალი გააზრება~, ნიუ იორკი, 1949 წ.)
რაინის აღმოსავლეთით
მეტერნიხი: ინტერნაციონალისტი და `კონსერვატორი სოციალისტი~.
კარიერა.
`ფრაგის მსგავსი~ გერმანელი დენდი რაინლანდიდან, გამჭრიახი, ტკბობის მოტრფიალე და ამპარტავანი, კლემენს ფონ მეტერნიხი (1773-1859) ჰაფსბურგთა დიპლომატიურ სამსახურში რომ ჩადგა, 22 წლისა იყო. ახალგაზრდა არისტოკრატი ლტოლვილი გახლდათ; იგი საფრანგეთის რევოლუციურ არმიას გამოექცა გერმანიიდან. კოსმოპოლიტიზმი და რევოლუციის სიძულვილი: ეს იყო ორი გადამწყვეტი ბიოგრაფიული ფაქტი ამ ანტიიაკობინელი ინტერნაციონალისტისა. ჰაფსბურგთა იმპერიის _ დედაქალაქი ვენა, მმართველი იმპერატორი ფრანცი (1768-1835) _ ცენტრი იყო ავსტრია და მის შემადგენლობაში შედიოდა უნგრეთი, ბოჰემია და (1815 წლის შემდეგ) ჩრდილოეთ იტალია. ამრიგად, ავსტრიაც ინტერნაციონალური იყო და ნაციონალიზმი დაშლიდა მას. 1815-1848 წლებში მეტერნიხი გახლდათ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთხანს მისი კანცლერიც და თვალსაჩინო ფიგურა გერმანულ და სლავურ ცენტრალურ ევროპაში; ეს სამი დეკადა ცნობილია, როგორც `მეტერნიხის ერა~ ევროპაში. 1848 წელს იგი და მისი არისტოკრატული ინტერნაციონალიზმი დაამარცხეს ლიბერალებმა, ნაციონალისტებმა და საშუალო კლასის რევოლუციონერებმა, ევროპაში რომ დათარეშობდნენ. მეტერნიხის იდეების შესასწავლად ყველაზე სანდო წყარო მისი და მის თანამშრომელთა მოგონებები და წერილებია. ყველაზე სრული დოკუმენტირებული წყარო გახლავთ სრბიკის `მეტერნიხი~, მიუნხენი, 1925წ.
ბერკისა და მესტრის გავლენა.
მეტერნიხის `რწმენის აღსარებაში~ (მეფე ალექსანდრე I-ს რომ გაუგზავნა 1820 წელს), ბერკის გავლენასაც აღმოაჩენს და მესტრისასაც. მესტრისა _ `ხალხმა იცის, თუ რა არის უბედნიერესი რამ მისთვის: სახელდობრ ის, რომ გაუთენდება ხვალინდელი დღე~. ეს რა თქმა უნდა ავტორიტარული მოწოდებაა, რაც ზღუდავს თავისუფლებას. ბერკისა _ `სტაბილურობა არ არის უძრაობა~, და კვლავ ბერკიანული _ `გამოცდილებით უნდა აიწონოს `ფრაზები და თეორიები~. მესტრიანულ-ბერკიანული _ `…პროგრესი უფრო სწრაფად გარბის, ვიდრე სიბრძნე იზრდება… თავდაჯერებული კაცი არაფრად აგდებს გამოცდილებას… რწმენა მისთვის არაფერია… კანონებს მისთვის ფასი არა აქვს, რადგანაც არაფერით შეწევნია მათ შექმნას~. აქა-იქ კოლრიჯის გავლენასაც ვამჩნევთ: `უპირველეს ყოვლისა საშუალო კლასის მიზეზით მივედით ამ გადაგვარებამდე, ამპარტავან, თავდაჯერებულ კაცამდე~.
ბერკიანული არგუმენტები ლიბერალთა წინააღმდეგ.
მეტერნიხი ხშირად იმეორებდა საყვარელ გამოთქმას `ტოუტ ა ტერრე, ტოუტ ჰისტორიქუე~, და გმობდა ლიბერალურ რევოლუციებს 1820 და 1830 წლებისა _ იტალიასა, ესპანეთსა და გერმანიაში _ არაისტორიულობისა და არარეალისტურობის გამო. რევოლუციონერები ცდილობდნენ ინგლისიდან გადმოენერგათ კონტინენტზე თავისუფლების ინსტიტუტები ისტორიული ფესვების გაუთვალიწინებლად. მეტერნიხი იშველიებდა ბერკისეულ არგუმენტებს ისტორიული ფესვების საჭიროებისა და მოწესრიგებული ორგანული განვითარების შესახებ. იგი სარკასტულ კომენტარებს უძღვნიდა ნეაპოლისა და სხვა რევოლუციებს: `ხალხი, რომელმაც არც კითხვა იცის და არც წერა, და რომლის ერთადერთი სიტყვაც ხანჯალია _ კარგი მასალაა კონსტიტუციური პრინციპებისათვის!.. ინგლისური კონსტიტუცია საუკუნეობის ნაშრომია… არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი კონსტიტუციებისათვის.~ და მაინც, მისი დამოკიდებულება კონსტიტუციური მონარქიისადმი ყოველთვის უარყოფითი არ ყოფილა. მის დაქვეითებამდე ცოტა ხნით ადრე მან თანხმობა მიიღო უმაღლეს არისტოკრატთაგან თავის ძველ გეგმაზე, _ პროვინციებიდან დელეგატები შეეკრიბათ ვენაში, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო _ მაგრამ უკვე გვიან იყო.
ძველი და ახალი თვალსაზრისი.
ისტორიკოსები სხვადასხვაგვარად აფასებენ მეტერნიხის ძველსა და ახალ თვალსაზრისებს. უმრავლესობას ურჩევნია მეტერნიხი უკიდურეს რეაქციონერად მიიჩნიოს, ძველი თვალსაზრისის მიხედვით. ძველი თვალსაზრისი აირეკლავს 1819 წლის კარლსბადის დეკრეტს ზედამხედველობის შესახებ. და უეჭველია, რომ ეს დეკრეტი ახდილად დევნიდა თავისუფალ აზრს. მართალია ახალი თვალსაზრისი არ უარჰყოფს ოტანტოტისტურ ასპექტებს, მაგრამ მასში მრავლისმომცველადაა გამოკვეთილი ევოლუციური მიმართებანი, რასაც მეტერნიხი მანამდე არ შეხებია. და მაინც, მეტერნიხის ერა უფრო უძრავი იყო სულიერად, ვიდრე სხვა ეპოქები. მეტერიხი მიიჩნევდა, რომ ომით დაღლილ ევროპას `დასვენება სჭირდებოდა~. წელს წარმოთქმული სიტყვებით რომ ვთქვათ, `ოპოზიცია მონარქისტულსა და დემოკრატიულ პრინციპებს შორის~. ოტანტოტისტმა ფრანცმა ვეტო დაადო ამ რეფორმებს, მოთხოვნებს, რასაც მეტერნიხის ლიბერალი მტრები იმ დროისთვის, არც კი იცნობდნენ. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბოლოს მეტერნიხმა გამაოგნებელი რამ თქვა: `ყოველთვის წესრიგის კლდედ ვითვლებოდი, წინ ვეღობებოდი რევოლუციებსა და ომებს, მაგრამ, გულის საიდუმლო ფიქრებში ვაღიარებ, რომ ძველი ევროპა და მისი მმართველობის ფორმა განწირულია.~
ვენის კონგრესი.
მეტერნიხი გახლდათ მასპინძელი და ვენის კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარე; ვენის კონგრესი ნაპოლეონის ომების შემდეგ _ 1815 წელს _ გამართული საერთაშორისო მშვიდობის კონფერენცია გახლდათ. ვენის მშვიდობა დაფუძნებული იყო პრინციპებზე, რომელსაც იზიარებდნენ: ავსტრიელი დელეგატი მეტერნიხი, ბრიტანელი დელეგატი რობერტ კასლრი (1769-1822), ფრანგი დელეგატი შარლ ტალეირანი (1754-1838), ექსლიბერალი რუსეთის მეფე, ალექსანდრე I (1777-1825). პრინციპები შემდეგი იყო: კონსერვატიზმი _ როგორც რეაქცია რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ; ტრადიციონალიზმი _ რეაქცია 25-წლიანი სწრაფი ცვლილებების წინააღმდეგ; ლეგიტიმიზმი _ მონარქიული მემკვიდრეობის, როგორც კანონიერი წესის პრინციპი; რესტავრაცია _ ოტანტოტისტური პრინციპი 1789 წელს განდევნილ მეფეთა დასაბრუნებლად; მშვიდობა _ როგორც რეაქცია ნეპოლეონური ომების წინააღმდეგ; მშვიდობის განმტკიცება _ მეფეთა თანმიმდევრულ კონფერენციათა მეშვეობით.
შემდგომი კონფერენციები, 1820 წლისა, იწოდებოდა `კონგრესთა ერად~ ან `ევროპის კონცერტად~. მეფეთა საერთაშორისო კავშირი საყოველთაოდ იწოდებოდა `წმინდა ალიანსად~ მეფე ალექსანდრეს 1815 წლის მანიფესტის მიხედვით _ ქრისტიანი მმართველების ალიანსის შესახებ. ლიბერალ-დემოკრატები მართებულად შენიშნავენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის ამ პირველი წარმატებული მცდელობის სისუსტე იყო ვიწრო არისტოკრატული შემადგენლობა. მაგრამ მაინც მიღწეულ იქნა სასიკეთო შედეგი და მნიშვნელოვანი პრეცედენტი უთანხმოების მშვიდობიანად გადაწყვეტისა. ნაკლოვანი მხარე კი გახლდათ ეროვნულ-გამათავისუფლებელი რევოლუციების ჩახშობა იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. 1815-1848 წლებში არა მარტო იაკობინიზმი და რესპუბლიკანიზმი, არამედ ნაციონალიზმიც რევოლუციური გახლდათ. მეტერნიხი და ტალეირანი ნაციონალიზმს უწოდებდნენ `ეროვნულ იაკობინიზმს~. მეტერნიხის ერაში ნაციონალიზმს ისევე უყურებდნენ, როგორც XX საუკუნეში კომუნიზმს.
ამბობენ, `ევროპის კონცერტის~ კონსერვატული წამოწყების ნაკლი იყო ახალგაჩენილი სოციალური პროგრესის ჩახშობაო, სანაცვლოდ `ევროპის კონცერტმა~ მოიტანა გრძელი, დაურღვეველი მშვიდობა, რისი მსგავსიც II საუკუნის ანტონინუსთა რომის შემდეგ არც შეგვხვედრია. 1815 _ 1914 წლების შუალედში არ ყოფილა დიდი, მსოფლიო ომები. 1854-56 წლის ყირიმის ომამდე არც მცირე ომები მომხდარა ვენის კონგრესის ხელისმომწერთა შორის. კასლრი, ვისაც მეტერნიხი თავის ალტერ ეგოდ მოიხსენიებდა, ომის მოძულე კონსერვატორივით გამოდიოდა ვენაში და მოუწოდებდა: `დავაბრუნოთ მსოფლიო მშვიდობიან წესრიგშიო~ დიადი შემობრუნების ნაციონალისტთაგან განსხვავებით, მეტერნიხი ამბობდა: `ევროპა ჩემს სახლად მიმაჩნიაო~.
რეფორმებს იმპერატორი აფერხებდა.
`მეტერნიხის სისტემის~ რეპრესიულ მხარეს ზოგიერთი ისტორიკოსი `იმპერატორ ფრანცის სისტემას~ უწოდებს. მეტერნიხი თავის იმპერატორს საგარეო პოლიტიკაში აძლევდა რჩევებს და არა ავსტრიის პოლიციის ადმინისტრირებისას. ლიბერალები მეტერნიხს საყვედურობენ: იმპერიული პოლიციის ჯაშუშობა არ შეაჩერეო, _ და ამას საყვედურობდნენ კაცს, ვინც ამაოდ უბრძანებდა პოლიციას: შეწყვიტეთ ჩემი უახლოესი თანამშრომლის _ ფრიდრიხ გენცის _ ფოსტის გახსნაო. მეტერნიხი ევედრებოდა ფრანცს, განეხორციელებინა უფრო ბრძნული კონსტიტუციური რეფორმები და შემოეღო პარლამენტის საწყისი სისტემა, შეერბილებინა ზედამხედველობა ავსტრიაში, შეეჩერებინა უნგრეთის კონსტიტუციური უფლების შელახვა, მიენიჭებინა იტალიელებისა და სლავებისათვის ნაწილობრივი თვითმმართველობა, რათა თანამდებობის პირებად თავთავისი ეროვნების ხალხი აერჩიათ, რითაც თავიდან აიცილებდნენ ნაციონალური რეაქციის გაჩენას; მოკლედ, მეტერნიხს სურდა დაეფუძნებინა ევოლუციური კონსერვატიზმი და, მისივე 1832 რეფორმებს იმპერატორი აფერხებდა.
`მეტერნიხის სისტემის~ რეპრესიულ მხარეს ზოგიერთი ისტორიკოსი `იმპერატორ ფრანცის სისტემას~ უწოდებს. მეტერნიხი თავის იმპერატორს საგარეო პოლიტიკაში აძლევდა რჩევებს და არა ავსტრიის პოლიციის ადმინისტრირებისას. ლიბერალები მეტერნიხს საყვედურობენ: იმპერიული პოლიციის ჯაშუშობა არ შეაჩერეო, _ და ამას საყვედურობდნენ კაცს, ვინც ამაოდ უბრძანებდა პოლიციას: შეწყვიტეთ ჩემი უახლოესი თანამშრომლის _ ფრიდრიხ გენცის _ ფოსტის გახსნაო. მეტერნიხი ევედრებოდა ფრანცს, განეხორციელებინა უფრო ბრძნული კონსტიტუციური რეფორმები და შემოეღო პარლამენტის საწყისი სისტემა, შეერბილებინა ზედამხედველობა ავსტრიაში, შეეჩერებინა უნგრეთის კონსტიტუციური უფლების შელახვა, მიენიჭებინა იტალიელებისა და სლავებისათვის ნაწილობრივი თვითმმართველობა, რათა თანამდებობის პირებად თავთავისი ეროვნების ხალხი აერჩიათ, რითაც თავიდან აიცილებდნენ ნაციონალური რეაქციის გაჩენას; მოკლედ, მეტერნიხს სურდა დაეფუძნებინა ევოლუციური კონსერვატიზმი და, მისივე 1832
Vივე ლა Fორცე ვს. ძველი პრინციპები.
`რას იტყვის ჩვენი მეგობარი მეტერნიხი ამ დიდებული ტრიუმფის გამო?~ იკითხა რუსეთის საგარეო მინისტრმა ნესელროდმა 1827 წელს, როდესაც ნავარინოს ყურეში მოულოდნელი მზაკვრული შეტევით თურქები დაამარცხეს; და თვითონვე მიუგო: `იგი ალბათ ძველ მოსაწყენ პრინციპს გაიხსენებს და სამართლიანობაზე ალაპარაკდება; _ ვივე ლა ფორცე! დღეს ძალა მართავს მსოფლიოს და, მოხარული ვარ, რომ მე და ჩემს მეგობრებს შეგვიძლია ვითარების წარმართვა ადმირალებს მივანდოთ. ეს ხალხი სწრაფად აგვარებს ყველაფერს! არასოდეს ყოფილა მსგავსი აღმატებული წამი!~ მათი აზრით, ვინც მიიჩნევს, რომ ჰიტლერიზმი და სტალინიზმი ლოგიკურად ამოიზარდა ამგვარი მილიტარისტული ძალის პოლიტიკიდან, მეტერნიხი თავის სიმაღლეზე იდგა, როცა მშვიდად უპასუხა ნესელროდის ბოროტ სიხარულს: `ასე ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ კარნო და დანტონი (იაკობინელები) და, რაც უნდა ითქვას, ისინი დამარცხდნენ სწორედ იმ ძველი და მოსაწყენ პრინციპთა შემწეობით.~ ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ციტატა ნათლად გვიჩვენებს სხვაობას `ძველ პრინციპებს~, მშვიდობისმოყვარე ინტერნაციონალიზმსა და ახალი ძალის, ვივე ლა ფორცე, პრინციპებს შორის.
რკინა და სისხლი ვს. მწვანეგადასაფარებლიანი მაგიდები.
`დღევანდელობის დიადი საკითხები წყდება არა სიტყვებითა და უმრავლესობის ხმებით… არამედ რკინითა და სისხლით.~ _ ბისმარკის მიერ 1862 წელს წარმოთქმული ეს ფრაზა წარმოაჩენდა იმ პოლიტიკურ გარმოს, რომელიც არ შეესაბამებოდა იმ პოლიტიკურ სამყაროს, რაც წარმოჩნდა მეტერნიხის 1821 წლის შენიშვნაში: `განა მოიძებნება დღეს ქვეყნად რამე, რაც შეცვლის მელანს, კალამს, საკონფერენციო მაგიდას _ მწვანე გადასაფარებლითა და ორიოდე, დიდი თუ პატარა ამრევით?~ მეტერნიხის არისტოკრატული სისტემა დამოკიდებული იყო იმაზე, რასაც ბისმარკი უარყოფდა, როგორც `ხმათა უმრავლესობას~. მეტერნიხს `საკონფერენციო დარბაზი~ ერჩივნა `რკინას~, `სიტყვები~ _ `სისხლს~. ორივე ცდილობდა ევროპის ინტერნაციონალიზაციას. ორივე დამარცხდა, რადგანაც მათ შორის სამოქალაქო ომი გაჩაღდა. 1848 წლის ადამიანები, დემოკრატებიცა და არისტოკრატი დიპლომატებიც, 1870 წელს შეცვალეს მოქმედების ხალხმა, ვისმა შეძახილმაც: ვივე ლა ფორცე! ბალკანიზაციის ქაოსში გადაუძახა ევროპის საერთაშორისო მიღწევას და ორი მსოფლიო ომი გამოიწვია.
დაპირისპირებული ინტერნაციონალისტები.
ბრძოლა მართებულსა და მართებულს შორის უფრო ტრაგიკულია, ვიდრე ბრძოლა მართებულსა და მცდარს შორისო, ამბობდა ლორდი ექტონი. ანტიმილიტარული თვალსაზრისით მეტერნიხიცა და ინტერნაციონალი ლიბერალებიც მართლები იყვნენ; ორივე ესწრაფოდა მშვიდობიან კოსმოპოლიტურ ევროპას. 1789-1848 წლებს შორის საშუალო კლასის ლიბერალური ინტერნაციონალიზმი და კონსერვატული, არისტოკრატული ინტერნაციონალიზმი მთელ ენერგიას ერთმანეთისათვის ძირის გამოთხრას ახმარდნენ, თუმცა ევროპისადმი ერთგულებას ორივე აცხადებდა. 1848 წლისათვის ერთმანეთი წარმატებით დააზიანეს და შექმნეს უნდობლობის გარემო, ცარიელი ადგილი, რაც წარმატებით შეავსო ნაციონალიზმმა 1870 წლის შემდგომ.
მრავალი ლიბერალი ინტერნაციონალიზმს ნაციონალიზმის ლიბერალურ იდეალისტურ ვერსიაში ათავსებდა, ასეთ რამეს ქადაგებდნენ გერმანელი ჰერდერი და იტალიელი მაძინი. დღეს ზოგიერთ ლიბერალი ნაციონალისტებთან დაახლოების გადაწყვეტილებას XIX საუკუნის ფატალურ შეცდომას უწოდებს. ევროპაში, სადაც ნაციონალური ინტერესები ერთმანეთს ეჯახებოდა, ევროპაში, სადაც გადაუწყვეტელი იყო ელზას-ლორენისა და ტრიესტის საკითხები, მეტად ლიბერალური ყაიდის ნაციონალიზმიც კი ვერაფერს გააწყობდა არალიბერალური `რკინისა და სისხლის~ მეთოდების გარეშე.
კონსერვატული სოციალიზმი.
1831 წელს, მარქსის `კაპიტალამდე~ ერთი თაობით ადრე, მეტერნიხი წერდა: `პირველი ინსტრუმენტი საშუალო კლასის ხელში არის თანამედროვე წარმომადგენლობითი სისტემა.~ იგი წინასწარმეტყველებდა, რომ მომავალი ფრანგული რევოლუცია არ იქნებოდა საშუალო კლასისა, ისევე, როგორც 1830 წლის რევოლუცია, არამედ _ პროლეტარული. იგი აფრთხილებდა, ფრანგი კაპიტალისტები ოცი წლის შემდეგ ისევე დაისჯებით რევოლუციით, როგორც არისტოკრატები დასაჯეთ 1830 წელსო. 1848 წელს პარიზში ახდა წინასწარმეტყველება. შეძლებდა კი განცალკევებული ლიბერალიზმი საშუალო კლასისა უფრო გამძლე საფუძველი გამომდგარიყო ინტერნაციონალური ევროპისათვის, ვიდრე მეფეთა `წმინდა კავშირი~ გახლდათ? სოციალიზმი იყო ის სფერო, მეტერნიხი ხშირად რომ უბრუნდებოდა, რაც მისი არისტოკრატული სისტემა დაღმა დაეშვა. 1847 წლის წერილში მეტერნიხმა გამოჰკვეთა თავისი ფრაზა: `კონსერვატული სიციალიზმი~.
მკითხველმა შესაძლოა უჩვეულო დროში წარმოთქმული ჩვეული სიტყვები უჩვეულოდ აღიქვას. ვთქვათ, მონარქისტმა რომ წამოაყენოს ანტითეზა _ `სიციალიზმი~ ვს. `ბურჟუაზიული საბაზრო ურთიერთობანი~ _ ეს სულაც არ იქნება მიმანიშნებელი, რომ იგი ემხრობა დღეისათვის `მემარცხენედ~ წოდებულ ეკონომიკურ სისტემას. ეს უფრო იქნებოდა ზემოთაღნიშნული `ორგანული ვს. ატომისტურის~ გაგრძელება; სახელდობრ: სოციალური ერთობა, მონარქისტული სოციალური ფუნდამენტი და პატერნალური სოციალური სინდისი ვს. თავკერძა ანტისოციალური ინდივიდუალიზმი და კომერციალიზმი. არისტოკრატები ანტისოციალურსა და ატომისტურ თვისებებს კაპიტალისტურ საშუალო კლასს, პარლამენტურ-კონსტიტუციონალისტ, საბაზრო ეკონომიკის მომხრე ლიბერალებს მიაწერდნენ.
მეტერნიხის `კონსერვატული სოციალიზმის~ მიზნები მშვიდობიანი იყო, კლასთა შორის შეთანხმობული, კოსმოპოლიტური და ტრადიციული. ეს მიზნები არ უნდა ავურიოთ მშვიდობისმოძულე, არატრადიციულ მიზნებში მარქსისტული კლასთა ბრძოლისა და ფაშისტური ნაციონალ-სოციალიზმის რასიზმში. მონარქიული სოციალიზმი გულისხმობდა სოციალურ პატერნალიზმს, `მამობრივი~ მოვალეობის გრძნობას მეფისა, დაიცვას თავისი ხალხი აღვირმიშვებულ ეკონომიკურ ძალთა სისასტიკისაგან. უშუალო ნიმუშია ჰაფსბურგთა დახმარების პროგრამა ჩრდილო იტალიისათვის. ამ საკითხში იმპერატორმა ფრანცმა და მისმა მინისტრებმა თანხმობას მიაღწიეს. საშუალო კლასის ლიბერალური `თავისუფალი ბაზრის~ ნაცვლად მონარქისტულმა პროგრამამ შექმნა სამუშაო ადგილები და დაამკვიდრა სოციალური დახმარება. ამას აღწერს პროფესორი რ.ჯ. რათი ნაშრომში `ჰაფსბურგები და ლომბარდ-ვენეციის დიდი დეპრესია 1814-1818 წლებში~ (ჟოურნალ ოფ Mოდერნ ჰისტორყ, სექტემბერი, 1941).
1817 წელს ავსტრიის მთავრობამ იტალიის სამუშაო პროგრამის დასაფინანსებლად გაიღო 5 000 000 ფრანკი. ღატაკთა მასების დახმარების ავსტრიულმა პოლიტიკამ იტალიის პროვინციებში ფული და პური მოუტანა მათ ვისაც მუშაობა არ შეეძლო, დანარჩენებს კი სამუშაო გაუჩინა. ყოველივე ამას ის შედეგი მოჰყვა, რაც ჩვენში რუზველტის ადმინისტრაციის პროგრამას. ამრიგად ფრანც I-მა მრავალი ადამიანი გადაარჩინა უბედურებას და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იყო მილიარდობით დოლარიანი პროგრამა ჩვენი დროის კურსით, ავსტრიის მთავრობის ფინანსური მდგომარეობა ისე შეირყა, ბანკროტობა დაემუქრა. ამ დიდი საშიშროების მიუხედავად, ჰაფსბურგთა ტახტმა ფეხზე დააყენა თავისი იტალიელი ქვეშევრდომები, რომელთაც დიდი დეპრესია ემუქრებოდათ.
იტალიის 1820 და 1830 წლების რევოლუციაში მხოლოდ მცირერიცხოვანი საშუალო კლასი რომ ჩაება და არა ფართო მასები, ამ დახმარების შედეგი იყო. მასები უკეთ ცხოვრობდნენ ავსტრიელთა უღელქვეშ, ვიდრე იტალიელი პრინცების ხელში. პირად წერილებში მეგობრებისადმი (ჰიბნერი, რეხბერგი, პროკეშოსტენი და ვრედე; ზოგი წერილი უცნობი იყო 1828 წლამდე) მეტერნიხი გვიჩვენებს თავისი `კონსერვატული სოციალიზმის~ უპირატესობას ლიბერალიზმსა და ნაციონალიზმთან შედარებით, რასაც საშუალო კლასის მიერ მასებზე განხორციელებულ, დასაგმობ დიქტატურას უწოდებს. პარლამენტებსა და კონსტიტუციებს რომ მოითხოვდნენ, იმდროინდელ ლიბერალთა უმრავლესობა პოლიტიკურ ძალაუფლებას ესწრაფოდა. მეტერნიხი კი ამბობდა, მთავარი `სოციალური პრობლემააო~. 1849 წელს, როდესაც ძლევამოსილი საშუალო კლასი მეფეებს ამხობს, იგი იტყვის: `მე ვკვდები არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც სოციალისტი.~ ეს განცდა ეწინააღმდეგება მის ადრეულ _ ხშირად რეაქციულ _ ქცევას. მაშ რამდენად გულწრფელი უნდა ყოფილიყო თავის სოციალიტურ ზრახვებში? ხომ არ გახლდათ ეს მხოლოდ ეპიგრამული პოზა თავქარიანი, დახვეწილი გრანდ სეიგნეურ-ისა? როგორც უნდა იყოს, ეს რეფორმები ტრიუმფით განხორციელდა ინგლისში, მისი ახალგაზრდა მოწაფის, მომავალი პრემიერ-მინისტრის, დიზრაელის მიერ.
გავლენა დიზრაელიზე.
საშუალო კლასის ორი მოწინააღმდეგე შეხვდა ინგლისში 1848 წელს და დამეგობრდნენ. ისინი კონსერვატული პერიოდიკის გამოცემასაც კი აპირებდნენ ერთად. დიზრაელი დევნილ მოხუც `შთამაგონებელსა~ და `ძვირფას მასწავლებელს~ უწოდებდა. სწორედ მეტერნიხის გავლენით დაარქვა დიზრაელიმ `ტორების~ პარტიას `კონსერვატორული~. ამ სახელმა დროს გაუძლო. ასე გახდა მეტერნიხის საყვარელი სიტყვა პოპულარული ინგლისურენოვან სამყაროში, ეს სიტყვა არასოდეს წარმოუთქვამს ბერკს და ტორებიც, კონტინენეტელებთან შედარებით, იშვიათად იყენებდნენ. მეტერნიხი იყო უშუალო შთამაგონებელი სიტყვისა, დიზრაელიმ რომ წარმოთქვა პარლამენტში და დაგმო ნაციონალიზმის `სახიფათო პრინციპი~. დიზრაელის ბიოგრაფოსთა თანახმად (მონიპენი და ბაკლი), მან მეტერნიხისაგან ისესხა კიდევ ერთი არგუმენტი, რომ თავისუფლების მოყვარულებმა მხარი უნდა დაუჭირონ მონარქიას, რათა _ თავისუფალი დემოკრატიის საფარქვეშ _ ქვემოდან არ ამოიზარდოს დესპოტი პლებეების სამხედრო დიქტატურა.
მეტერნიხის საწინააღმდეგო პოზიცია.
დიზრაელის მიერ მეტერნიხის საბოლოო შეფასება ასეთია: `ერთადერთი პრაქტიკოსი სახელმწიფო მოღვაწე, ვინც ფილოსოფოსობამდე ამაღლდა. პრინცი და პრემიერმინისტრი რომ არ ყოფილიყო, დიდი პროფესორი იქნებოდა~. ასეთია მეტერნიხის შესახებ ახალი შეხედულების საწყისები. მკითხველმა კი, ვინც უნდა აწონ-დაწონოს კონსერვატიზმის პრო და კონტრა, უნდა იცოდეს ძველი შეხედულებაც. მეტერნიხის წინაღმდეგ მიმართული არგუმენტები კარგადაა დასაბუთებული: მას პანიკურად ეშინოდა და ყველგან იაკობინური საფრთხე ელანდებოდა; სასტიკად ჩაახშო გამათავისუფლებელი რევოლუციები იტალიაში და შეზღუდა ეროვნული უნივერსიტეტები გერმანიაში. დასაბუთებულია, რომ მეტერნიხი ამას მესტრისა და ბერკის ანტილიბერალური მსოფლმხედვრლობით ნიღბავდა და ამით ნახევარი საუკუნით შეაჩერა კულტურული წინსვლა.
გერმანია.
გოეთე.
იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832) გახლდათ უდიდესი გერმანელი პოეტი, დრამატურგი და პიროვნება. ახალგაზრდობაში _ 1770-იან წლებში, `ქარიშხლისა და შეტევის~ ხანაში _ გოეთემ გაიარა რევოლუციისა და ნაციონალიზმის ფაზა. მოხუცებულობისას გოეთე იცავს კლასიკურ წონასწორობას და კოსმოპოლიტიზმს ემხრობა. ბრიტანელი კონსერვატორები _ კოლრიჯი, კარლაილი, არნოლდი _ გოეთეს გავლენას კონსერვატიზმის კუთხით განიცდიდნენ; ისინი გოეთეს თავისი დროის უდიდეს ბრძენკაცად მიიჩნევდნენ. 1815 წლის შემდეგ გოეთესა და მეტერნიხს ერთი რამ ჰქონდათ საერთო: ორივეს ეამაყებოდა, რომ `კარგი ევროპელები~ იყვნენ და არა გერმანელი ნაციონალისტები. მეტერნიხთან მეგობრული საუბრის შემდეგ გოეთე წერდა: `რაოდენ დამაიმედებელია… რომ საშუალება გეძლევა აზრი გაუზიარო კაცს, ვინც უდიდესი სირთულის საქმეებს წარმართავს, რომელთა თუნდაც მცირე ნაწილი თავისი წონით გაგვსრესდა სხვებს. მეტერნიხი ერთი მათგანია, ვინც შთაგვაგონებს, გონიერება, დათმობა და ადამიანური ურთიერთგაგება გამოგვიყვანს თანამედროვე ქაოსიდანო… ამ ყველაფერს ესოდენ შემძლე ხელები მართავს!~
მუდამ გაწონასწორებული გოეთე ქადაგებდა მოწიფულ სინთეზს კონსერვატული აგებულებისა და ლიბერალური მიზნებისა. ჯერ კიდევ 1830 წელს ახასიათებდა იგი ამ სინთეზს, სიტყვებით დღეს რომ უდიდეს ფასეულობად მიიჩნევა: `ჭეშმარიტი ლიბერალი ცდილობს იმდენ სიკეთეს მიაღწიოს, რამდენიც შეუძლია, იმ საშუალებებით, რაც მოეპოვება; მაგრამ იგი არ გამოიყენებს ცეცხლსა და მახვილს, რათა მოსპოს მოუცილებელი ბოროტება. ჯანსაღი ტემპით პროგრესისაკენ მიმავალი, იგი ცდილობს თანმიმდევრულად დაძლიოს ცხოვრების ნაკლოვანებანი და, ამავე დროს, არ დაანგრიოს მრავალი სიკეთე სასტიკი ქმედებით. ამ მარად არასრულყოფილ მსოფლიოში იგი კმაყოფილდება არსებული კარგით და ცდილობს განაპირობოს უკეთესის მიღწევა~. მისი გარითმული კრედო `ბუნება და ხელოვნება~, 1802 წლისა, გამოხატავდა მის კონსერვატულსა და კლასიკურ მისწრაფებას კანონისადმი ნებაყოფილებით მორჩილებისა: `მხოლოდ თვითშეზღუდვით გამოავლენს ოსტატი საკუთარ თავს და მხოლოდ კანონი მოგვცემს თავისუფლებას.~ პოლიტიკურ დრამაში `ბუნების ასული~ (1803 წელი) გამოხატავდა მტრობას ფრანგული რევოლუციისადმი, რადიკალიზმისა და მასების მოძაობისადმი. ამერიკელი ირვინგ ბებიტის მსგავსი კლასიცისტები ხშირად იმეორებენ გოეთეს განსაზღვრებას: `კლასიკურს ვუწოდებ ჯანსაღს და რომანტიკულს _ სნეულს.~ თუმცა დრამაში `ფაუსტი~ (პირველი ნაწილი _ 1808 წ., მეორე ნაწილი 1833 წ.) ბოლომდე შეინარჩუნა თავისი ახალგაზრდობის დროინდელი ლიბერალური ხაზი, მარადიული ცვლილებისა _ `მარადიული სწრაფვა~, როგორც ხსნა.
გოეთეს ყველაზე უნიკალური მიღწევა ისაა, რომ, ასე ვთქვათ, თვითონვე გამოიგონა საკუთარი თავი. მტკიცე ხასიათის შემწეობით გარდაქმნა თავისი ბუნებრივი რევოლუციური და რომანტიკული ტემპერამენტი იმად, რაც მსოფლიომ აღიქვა (ეგებ არცთუ მართებულად) კონსერვატულ და კლასიცისტურ ტემპერამენტად. ამავე დროს იცავდა თავის ადამიანურ გრძნობებს გარემოსაგან და შექმნა `გოეთეს მითი~, მითი მშვიდი, შორეული ოლიმპიელისა. შემდგომდროინდელ გერმანელ მწერლებს ეადვილებოდათ მისი მითის მიბაძვა, მაგრამ გენიას კი ვერ ბაძავდნენ. მთელი ცხოვრება თრგუნავდა თავის რომანტიკულ მეამბოხეობას და ყოველივე ამის მომცველი ეპიგრამა დაგვიტოვა: `ყველაფერი, რაც ათავისუფლებს სულს თვითგაწრთვნის თანმხლები ზრდის გარეშე, დამღუპველია~. ეს მოკლე წინადადება კლასიციზმისა და კონსერვატიზმის შეუდარებელ განსაზღვრებად რჩება.
გენცი (1764-1832).
ორი ყველაზე გავლენიანი გერმანელი კონსერვატორი მწერალი, ვინც მეტერნიხის რეჟიმს უჭერდა მხარს, ფრიდრიხ გენცი და ადამ მიულერია. გენცი მეტერნიხის მდივანი იყო, მეგობარი და `სანდო გონება~. მეტსახელად `ევროპის მდივანი~ შეარქვეს იმ როლის გამო, რასაც ვენის კონგრესისას ასრულებდა. გენცი წერდა წერილებს, სადაც აკრიტიკებდა გერმანულ ნაციონალიზმს, როგორც მეტად აგრესიულს, და იცავდა ერთა ლიგას და მუდმივ მშვიდობას, როგორც 1815 წლის შეთანხმების საფუძველს. თუ რამდენად მომდინარეობს მეტერნიხის ბერკიანული იდეები, მისი მდივნის, გენცისაგან, ვინც გერმანულად თარგმნა ბერკის `ფიქრები რევოლუციაზე~, ვერასოდეს გავიგებთ. ამ თარგმანით გენცმა სამუდამოდ დაამკვიდრა ბერკი გერმანულ ინტელექტუალურ ცხოვრებაში.
მიულერი (1779-1829).
გენცის მეგობარი ადამ მიულერიც მეტერნიხის ლიტერატურულ თანაშემწედ მუშაობდა ვენაში. მიულერი ქადაგებდა ანტირაციონალურ ექსტრემიზმს და აქამდე ორგანული ვს. ატომისტური საზოგადოების კონსერვატულმა გზამ მიიყვანა. მისი წიგნი _ `სახელმწიფოს აღშენების ელემენტები~ _ გენცისა და ბერკის გავლენით დაიწერა 1808-1809 წლებში. ექსტრემისტული ანტირაციონალიზმი და მესტრის გავლენა მოჩანს მიულერის ესეიში: `ყველა პოლიტიკური მეცნიერებისათვის თეოლოგიური ბაზისის საჭიროების გამო~. 1819 წელს იგი გახლდათ თვალსაჩინო კონსერვატორი პოლიტიკოსი, ჩამოყალიბებული ადრეული 1800-იანი წლების ანტირაციონალური კულტურული მოძრაობის შედეგად, რასაც გერმანულ რომანტიზმს უწოდებდნენ, თუკი კონსერვატორად არ ვიგულისხმებთ მასზე გაცილებით დიდ ფილოსოფოსს, გ. ფ. ვ. ჰეგელს (1770-1831). ჰეგელის მიერ პრუსიული მონარქიის დაცვა ხანდაზმულობის კონსერვატული ნაბიჯი იყო, მაგრამ მისი თეორია ისტორიის გამუდმებული ცვლილების შესახებ შორს იდგა კონსერვატიზმისაგან; მოგვიანებით მისი მოძღვრება კარლ მარქსმა მატერიალურ სიბრტყეზე გადაიტანს და მარქსისტული სოციალიზმის საფუძვლად აქცია. უმჯობესია ჰეგელის ფილოსოფიას არც კონსერვატული ვუწოდოთ და არც ანტიკონსერვატული, არამედ _ ჰეგელური. ყველაზე ჰეგელური დაცვა პრუსიული კონსერვატული მონარქიისა ეკუთვნის მის მოწაფეს იულიუს სტალს (1802-1861).
რომანტიული მედივიალიზმი.
მოკლედ მიმოვიხილოთ მიულერის სხვა ოტანტოტისტი თანამედროვენი. კ. ლ. ფონ ჰალერი (1768-1854), რომელმაც გამოაქვეყნა `პოლიტიკურ მეცნიერებათა რესტავრაცია 1816-1834 წლებში.~ მან იგივე აღასრულა ჩრდილო გერმანიისათვის, რაც მიულერმა ვენისათვის; სახელდობრ, ამტკიცებდა და ამართლებდა შუასაუკუნეებრივ კავშირს ეკლესიისა და სახელმწიფოსი და `აღადგენდა~ 1789 წლამდელ ლეგიტიმიზმს. იოზეფ ფონ რადოვიცი (1797-1853) გახლდათ უკიდურესი რეაქციონერი, ვინც გავლენას ახდენდა პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილიამ IV-ის შუა საუკუნეებრივ თვალსაზრისზე. ფრიდრიხ ფონ შლეგელი (17712-1829), მეამბოხე, რომანტიზმის ლიტერატურული სკოლის დამფუძნებელი. კარლ ფონ ფოგელსანგი (1816-1890) ერთხანს წინამძღოლობდა კონსერვატიზმსა სამხრეთ გერმანიაში, შემდეგ ვენაში. ფოგელსანგის `სოციალური რომანტიზმი,~ მიულერის მსგავსად, ქადაგებდა `ორგანულ~ სწრაფვას ავტორიტარული უკიდურესობისაკენ. ფოგელსანგი გახლდათ ინტელექტუალური მამა ავსტრიის კონსერვატული და სემიავტორიტარული ქრისტიან-სოციალური პარტიისა, XIX საუკუნის მოგვიანო ხანაში რომ შეიქმნა. 1934 წელს ეს პარტია სათავეში ჩაუდგა ავსტრიის `კორპორატიულ სახელმწიფოს~. ოპონენტები ამ პარტიას ბრალად სდებდნენ `კლერიკალურ ფაშიზმს~; დაემხო ჰიტლერის მიერ ავსტრიის ანექსიის დროს, 1938 წელს.
ხუთ გერმანელ კონსერვატორს _ მიულერს, ჰალერს, რადოვიცს, შლეგელს, ფოგელსანგს _ საერთო ის ჰქონდა, რომ ოტანტოტისტები უფრო იყვნენ, ვიდრე ბერკიანელები. ისინი ბერკსაც ეყრდნობოდნენ, მაგრამ უფრო მესტრისა და ბონალდის გერმანულ ვარიაციად ჩამოყალიბდნენ. ამავე დროს უფრო მეტი რომანტიკული ბუნდოვანება ახასიათებდათ და არ გააჩნდათ ფრანგული დახვეწილობა მესტრისა და ბონალდისა. ყველა ისინი გერმანული რომანტიკული სკოლიდან ამოიზარდნენ. სძულდათ ფრანგული რაციონალიზმი და ეთაყვანებოდნენ შუა საუკუნეებს. ისიც ნიშანდობლოვია, რომ ხუთივე პროტესტანტები იყო და გაკათოლიკდა. ბუნდოვანი, ემოციური და ნოსტალგიური გერმანული რომანტიზმი გვიჩვენებს ლუთერანიზმის მიერ დაკარგული კათოლიკური შუა საუკუნეების მონატრებას.
ჟორესი (1776-1848).
როგორც გერმანული რომანტიზმის კლერიკალური აზროვნება განაპირობეს ყოფილმა პროტესტანტებმა, ასევე კონსერვატული აზროვნება მოამზადეს ყოფილმა იაკობინელებმა. მათ მეტი გავლენა მოახდინეს ოტანტოტიზმის განვითარებაზე 1800-იან წლებში, ვიდრე ყოფილმა კომუნისტებმა ამერიკულ პოლიტიკურ აზროვნებაზე 1950-იან წლებში. განვიხილოთ იოზეფ ფონ ჟორესის კარიერა; მას უწოდებდნენ `ყველაზე რომანტიკოსს კათოლიკეთა შორის~. ფრანგული რევოლუციის მრავალი სხვა იმედგაცრუებული მხარდამჭერის მსგავსად (თვით გენცი თავიდან რევოლუციას უჭერდა მხარს), ჟორესი შეუერთდა რომანტიზმის სკოლას და უკიდურესი ანტირაციონალიზმის მხარეს დადგა. იაკობინურ ხანაში ჟორესი იყო გამომცემელი ყველაზე რევოლუციური გაზეთისა `წითელი ფურცელი~ (1790-99). აქ იგი დასცინოდა რელიგიასა და ტრადიციას, განადიდებდა რუსოისტულ _ მასების _ `საყოველთაო ნებას~. გერმანიაში შეჭრილ ფრანგ რევოლუციონერებს მოუწოდებდა, დაემხოთ გერმანელი `პრინცების მყეფარა ხროვები და სასულიერო პირთა ჯოგები~. როგორც ყოველთვის ხდება იმედგაცრუების შემდეგ, იგი გახდა ყველაზე მგზნებარე დამცველი `პრინცებისა და მღვდლებისა~ გერმანიაში. მან რუსოს დემოკრატიული იდეები მესტრის თეოკრატიული იდეებით შეანაცვლა. 1814-1816 წლებში გამოსცა `რაინის მერკური~, კათოლიკური კონსერვატიზმის წამყვანი გაზეთი. ზომიერ ბერკიანელებს, ვისაც ადრე ამხელდა, როგორც რეაქციონერებს, ახლა უკვე ლიბერალობის გამო ესხმოდა თავს; მაშინ როცა ისინი კი არა, თვითონ შეიცვალა მოკლე დროის მანძილზე. გახდა მიუნხენის უნუვერსიტეტის პროფესორი ბავარიაში. აქ შექმნა `ჟორესის წრე~ 1837-1848 წლებში და გავლენას ახდენდა პოლიტიკურ და რელიგიურ აზროვნებაზე.
ჟორესის წრე ანუ მისი მოძღვრება გარკვეულ გავლენას ახდენდა გერმანიისა და ავსტრიის ავტორიტარიზმზე, 1918 წელს. იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ ამოიზარდა გერმანული რომანტიზმი ანტირაციონალური ესთეტიკური მოძრაობიდან, იხილეთ ვრცელი ნაშრომები: ა. კოლნაის `ომის დასავლეთის წინააღმდეგ, ლ. სნაიდერის `გერმანული ნაციონალიზმი~, პ. ვიერეკის `მეტაპოლიტიკა: რომანტიზმიდან ჰიტლერამდე~. რომანტიკული, ტალღოვანი, უწესრიგო და სუბიექტური იმპულსები გადაიზრდება და ბოლოვდება ფსევდო-ობიექტურსა და ფსევდო-მოწესრიგებულ უკიდურეს ავტორიტარიზმში. აქ, როგორც ირვინგ ბებიტი ამბობს, გვხვდება არა კლასიკურად გაწონასწორებული კონსერვატიზმი, არამედ ისტერია და შინაგანი რწმენის ნაკლოვანება, კლდეს შენარცხებული ლოკოკინას გზნება.
სავინი და რანკე.
გერმანიის უღრმესი კონსერვატული აზროვნება მომდინარეობს არა ბურუსითმოცული პოლიტიკური მოაზროვნეებისა თუ ყოფილ იაკობინელ რომანტიკოსთაგან, არამედ გერმანელი ისტორიკოსებისაგან. გერმანელი ისტორიკოსები მსოფლიოს უდიდეს ისტორიკოსებად არიან აღიარებულნი. ფ. კ. ფონ სავინი (1776-1861) და ლეოპოლდ რანკე (1795-1886) იყვნენ ბერკის გამოჩენილი მოწაფეები იმით, რომ ეთაყვანებოდნენ ისტორიას, როგორც ორგანულ ზრდას. სავინი ხაზს უსვამდა, რომ საუკუნეობით ჩამოყალიბებული ადათი ჰქმნის თავის ჩარჩოს. სავინიმ ადათზე დააფუძნა ისტორიული იურისპრუდენციის მთელი მეცნიერება. იგი უარჰყოფდა აბსტრაქტულ, ლიბერალურ `ადამიანის უფლებებს~. `არა დედუქციური კვლევა რაციონალური წანამძღვრებიდან, არამედ `ისტორია~, ამტკიცებდა სავინი, `არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი ყოფის შესასწავლად~. მისი ნაშრომებიდან ცნობილია `რომაული კანონმდებლობის ისტორია შუა საუკუნეებში~, 1815-1831. იგი უპირისპირდებოდა XVIII საუკუნის განმანათლებლობის უნივერსალურ განზოგადებებს. ყოველი ხალხი, წერდა იგი. `დაკავშირებულია პირდაპირ ღმერთთან~ თავისი გამორჩეული გზით. მისი წიგნებიდან ცნობილია `გერმანიის ისტორია რეფორმაციის ჟამს~, 1839-1847. ალბათ ყველაზე სრულყოფილი ნიმუში, რაც კი დაწერილა კონსერვატიზმის, როგორც ისტორიის კულტის შესახებ, იყო მისი ესეი `პოლიტიკური დიალოგი~ 1836.
იაკობ ბურკჰარდტი (1818-1897)
შვეიცარიელი ბურკჰარდტი და გერმანელი ნიცშე, მეგობრები და თანამოაზრე ინდივიდუალისტები, ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ. მოგვიანებით მათი კონცეფცია `ადამიანი მასისა~, ხელახლა გამოჩნდა XX საუკუნის ესპანელი ფილოსოფოსის ხოსე ორტეგა ი გასეტის (1883-1955) ნაშრომში `მასების ამბოხი~, (1930). ისტორიკოს ბურკჰარდტის რეპუტაცია მის სიცოცხლეშივე, დაფუძნებული იყო მის ნაშრომზე `რენესანსული ცივილიზაცია იტალიაში~, 1885. XX საუკუნეში მან უფრო დიდი სახელი მოიხვეჭა წერილების საშუალებით, რაც გახლდათ ნააზრევი კონსერვატორისა, ვინც განჭვრიტა ტოტალიტარიზმი, განჭვრიტა ის, რომ საყოველთაო ხმის უფლება და დემოკრატიული თანასწორობა ძალაუფლებას ხელში ჩაუგდებს `საშიშ გამმარტივებლებს~ დიქტატურისა (ასე სწამდა მას), რაც უფრო ტოტალიტარული იქნება, ვიდრე ძველი დესპოტური მონარქიები. მისთვის, როგორც სხვა კონსერვატორთათვის, პირველი დამნაშავე რუსო გახლდათ: `რუსომ თავისი ქადაგებით ადამიანის სიკეთის შესახებ. . . შედეგად მოიტანა სრული დარღვევა [ლეგიტიმური] ხელისუფლების კონცეფციისა; ამიერიდან `შიშველი ძალა~ მომავალში ხდებოდა ახალი და არალეგიტიმური ხელისუფლება.
ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900).
ნიცშეც იგივეს წინასწარმეტყველებდა: `ევროპის დემოკრატიზაცია იმავდროულად განუზრახველი მომზადებაა ტირანების წამოწევისა~, (`კეთილსა და ბოროტს მიღმა~ 1886 წ.) `ესე იტყოდა ზარატუსტრას~ (1883 წ.) ავტორს, ლირიკული ხასიათისა და გამოუცნობლობის გამო, ვერ ვუწოდებთ კონსერვატორს, მაგრამ შეიძლება მივიჩნიოთ იმად, რასაც ჰენრი ადამსი `კონსერვატულ ანარქისტს~ უწოდებდა. ნიცშე კმაყოფილი იყო, როცა დანიელმა კრიტიკოსმა `რადიკალი არისტოკრატი~ უწოდა. და მაინც, იგი არავის ჩამორჩება კონსერვატორთა აღჭურვილობის მომზადებაში თავისი წიაღსვლებით იმ სიმდარესა და კონფორმიზმში, რაც ლიბერალ-დემოკრატიამ და თანასწორობამ მოიტანა. მაგრამ მის მიერ შექმნილი იარაღი ყოველთვის სათანადოდ არ გამოიყენეს. გაუმართლდა შიში, რომ ერთ დღესაც მის ნათქვამს კონტექსტიდან ამოგლეჯდნენ და მოიმარჯვებდნენ გერმანელი მილიტარისტები და ნაციონალისტები, ვინც არ უყვარდა. ისინი სრულებითაც არ იგულისხმებოდნენ, როცა მიუთითებდა სულიერ თვითდაურვებაზე `ზეკაცის~ შექმნისას, იმ იდეალის შექმნისას, რომელიც `ჯოგის~ იდეალს უნდა დაპირისპირებოდა, შეჭიდებოდა `მონის ზნეობას~ `ბატონის ზნეობით~. ნიცშეს პროზა და პოეზია შეუდარებელი მშვენიერებითა და სიღრმით გადმოსცემს ხელოვნების განწირულობას, მექანიზებული და უსულო `ჯოგის~ მახეში რომ გამომწყვდეულა.
ბისმარკის ერა.
აუცილებელია ვახსენოთ გერმანიის იმპერია, დაფუძნებული 1871 წელს ოტო ფონ ბისმარკის (1815-1898) მიერ. ნაციონალიზმმა და მძიმე მრეწველობამ შეცვალა მეტერნიხის კოსმოპოლიტი მიწათმოქმედი აზნაურობა, როგორც ახალმა გუნდმა, რომელსაც სტატუს ქუო უნდა შეენარჩუნებინა. ბისმარკმა შექმნა ძალის პოლიტიკის არაფილოსოფიური, ოპორტუნისტული კონსერვატიზმი. ნაკლოვანებანი სამხედრო ძლევამოსილებით გამოასწორა და ერთად შეჰყარა გერმანელი მრეწველები და პრუსიელი `იუნკრები~ (აღმოსავლეთგერმანელი მიწათმფლობელები). ასეთი შეუსაბამო კომბინაციები ოდითგანვე ახასიათებდა კონსერვატული პოლიტიკის განვითარებას გერმანიაში. ასე იცილებდნენ თავიდან საფრანგეთის მსგავს დაპირისპირებას საშუალო კლასი და მიწათმფლობელი აზნაურობა და ქიშპის ნაცვლად შეეძლოთ ხმალშემართულნი საგარეო პოლიტიკის ირგვლივ დარაზმულიყვნენ. ბისმარკის მოღვაწეობით გაპრუსიელებულმა გერმანულმა იმპერიამ (1871-1918) ზღაპრულ მატერიალურ წარმატებას მიაღწია, როგორც ინდუსტრიული, ასევე სამხედრო მიმართულებით, მაგრამ ვერაფერი შეჰმატა კონსერვატულსა თუ სხვა ფილოსოფიას. როგორც ნიცშე ამბობდა, გერმანული ჰიმნი `გერმანია, გერმანია უპირველეს ყოვლისა~, ვშიშობ, დაამთავრებს გერმანულ ფილოსოფიასო. ინტელექტი შეეწირა ძალაუფლებას, ძალამ გამოათაყვანა პროფესორები.
ტრიშკე (1834-1896).
მას შემდეგ, რაც ლიბერალიზმმა და მეტერნიხულმა ინტერნაციონალიზმმა ერთმანეთი დაასამარეს 1848 წლისათვის, გერმანულმა კონსერვატიზმმა შეითვისა ნაციონალიზმი და მიუბრუნდა გმირის თაყვანისცემასა და რასობრივ თვითგანდიდებას. ჰაინრიხ ფონ ტრიშკე გამოხატავდა პრუსიულ კონსერვატულ ფრთას `ეროვნულ ლიბერალური~ პარტიისა, რომელიც ბისმარკის უმთავრესი საპარლამენტო მომხრეთაგანი იყო 1866-1870 წლებში. ტრიშკეს ცნობილი და გავლენიანი ნაშრომი `XIX საუკუნის გერმანიის ისტორია~ (1879-1894) აღწერს მეტერნიხის ეპოქას. ტრიშკეს სკოლას კონსერვატული ნაციონალიზმისა მიაჩნდა, რომ პრინცი მეტერნიხი მეტისმეტად შემწყნარებელი იყო სლავებისა და ებრაელთა მიმართ, მეტისმეტად მშვიდობიანი და ინტერნაციონალური. ტრიშკეს ანტისემიტიზმი, ანტიკათოლიციზმი და ომის კულტი განაპირობებს ნაცისტთა აღმასვლას 1933-1945 წლებში.
ვაიმარისა და ჰიტლერის დრო.
ვაიმარის რესპუბლიკის ჟამს (1918-1933) დემოკრატიის მოწინააღმდეგე ინტელიგენციის უმრავლესობას რატომღაც შეცდომით `კონსერვატულ რევოლუციას~ უწოდებდნენ. არადა, მაშინ მხოლოდ ცოტა ჭეშმარიტი ინტელექტუალი იყო კონსერვატორი, ვინც მოგვიანებით დაუპირისპირდნენ ჰიტლერს და განადგურებულნი იქნენ მის მიერ. ეს ზნეობრივი უმცირესობა მოიცავდა ედგარ იუნგსა და ნაწილობრივ მონარქისტულ `იუნიკლუბს~ (ივნისის კლუბი), აგრეთვე კლაუს ფონ შტაუფენბერგს, ელიტური წრიდან, რომელიც პოეტმა წინასწარმეტყველმა შტეფან გეორგემ (1868-1933) დააარსა. ანტიდემოკრატთა უმრავლესობას ნაკლებ ადარდებდა მონარქია და ტრადიცია და უფრო არატრადიციული მემარჯვენე დიქტატურისაკენ იხრებოდნენ. ოსვალდ შპენგლერი (1880-1936), ავტორი მონუმენტური შრომისა `დასავლეთის მწუხრი~ (1918-1922), ეთაყვანებოდა `კეისარიზმს~, ავტორიტარულ `პრუსიულ სოციალიზმსა~ და ომს (`კაცი მტაცებელი მხეცია~). მას ერთნაირად სძულდა დემოკრატია და ნაციზმი, მაგრამ ეთაყვანებოდა იტალიელ დიქტატორ ბენიტო მუსოლინის (1883-1945). ტოტალიტარიზმის ყველაზე მძლავრი დამცველი გახდა ფილოსოფოსი კარლ შმიტი, ავტორი `პოლიტიკური თეორიისა~ (1922) და `პოლიტიკური კონცეფციისა~. შმიტი _ ჟორესის, ჰალერისა და ადამ მიულერის ანტილიბერალურ რომანტიზმზე დაყრდნობით _ ამაოდ ცდილობდა კონსერვატული გამართლება მოეძებნა რომანტიკული, მაგრამ არაკონსერვატული ჰიტლერისათვის.
ყველაზე მეტად ნაციზმის ტერორისტული რეჟიმის დამხობას შეეცადა კონსერვატულ შეხედულებათა მქონე არისტოკრატული წარმოშობის ჯგუფი. მათი შეთქმულება, 1944 წლის ივლისში, ძალზე სუსტი და დაგვიანებული გამოდგა; გადატრიალების მოწყობა, მაშინ, როდესაც გერმანია ჯერაც გამარჯვებისათვის იბრძოდა, ემოციური, მაგრამ ძალზე უსუსური გამოდგა. მაგრამ გერმანიის ამ უძველესი ოჯახების შვილებმა მაინც ვაჟკაცურად გაუძლეს დამარცხებასა და წამებას. იმ დროს არავინ ამბოხებულა არც ლიბერალური საშუალო კლასიდან და არც მარქსისტული მასებიდან. ჰიტლერის დროის ორი განზოგადება შეიძლება მოვახდინოთ კონსერვატული თვალთახედვიდან: კონსერვატორთა თანამშრომლობა ჰიტლერთან, ორიოდე გამონაკლისის გარდა, სამარცხვინო გახლდათ, მაგრამ არც არაკონსერვატორთა თანამშრომლობა ყოფილა უკეთესი. ამას წინ უძღოდა გერმანიის მოწამვლა პოსტგოთური და პოსტმეტერნიხული ნაციონალისტური ძალის პოლიტიკით, რამაც ზნეობრივი გადაგვარება წარმოშვა ორივე ბანაკში, მარცხნივ თუ მარჯვნივ.
ადენაუერი.
მას შემდეგ, რაც გერმანულმა ნაციონალიზმმა და ბისმარკის მემკვიდრეობამ დაკარგა ავტორიტეტი და სახელი შეირცხვინა მეორე მსოფლიო ომში, შედარებით კოსმოპოლიტურმა კონსერვატიზმმა _ გოეთესი, გენცისა და მეტერნიხისა _ დაიწყო გამოცოცხლება. ომის შემდგომი კანცლერი გერმანიისა კონრად ადენაუერი (ჰანს კონის სიტყვებით რომ ვთქვათ) `არის პირველი დიდი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, ვინც დასავლეთისაკენ შემობრუნდა~. აქედან გაჩნდა გერმანული კონსერვატიზმის აღორძინების იმედი, გათავისუფლება ტრიშკესა და შმიტის ანტიდასავლური ავტორიტარიზმისაგან.
რაინის აღმოსავლეთით.
რუსეთი.
ისტორიული უნიკალობა.
კონსერვატიზმი, ამ სიტყვის ჩვეულებრივი დასავლური გააზრებით, წარმოიშვა როგორც რეაქცია ფრანგული რევოლუციის წინააღმდეგ. ცარისტული კონსერვატიზმი თუმცა ამ დასავლურ რეაქციასაც უერთდება, ძირითადად სხვა წარმომავლობისაა. მისი ფესვები ნაწილობრივ მონღოლ-თათართა ავტოკრატულ მმართველობაშია (1240-1480) საძიებელია. ნაწილობრივ კი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან მოემართება და შუა საუკუნეთა ბიზანტიური, კონსტანტინეპოლის, იმპერიის წიაღშია საძიებელი. ბატონყმობა, საშუალო კლასის სიმცირე, კონსტიტუციური ტრადიციების უქონლობა იყო ის ისტორიული ბედისწერა, რამაც განაპირობა რუსული სპილოსებური ავტოკრატია.
პობედონოსცევი.
რუს კონსერვატორთაგან აუცილებელი იქნებოდა ორი ანტილიბერალის ხსენება, რომელთაც გარკვეული გავლენა მოახდინეს დასავლეთზე _ ერთმა პოლიტიკითა და მეორემ ხელოვნებით: კონსტანტინ პობედონოსცევი (1827-1907) და ფიოდორ დოსტოევსკი (1821-1880). პირველი მეფეთა აღმზრდელი გახლდათ, ალექსანდრ III-ისა (მართავდა 1881-1894) და ნიკოლოზ II-ისა (მართავდა 1894-1917). 1860-1865 წლებში იყო სამოქალაქო სამართლის პროფესორი და 1880 წელს წმინდა სინოდის უმაღლეს მსაჯულამდე ამაღლდა. 1881-1905 წლებში მფარველობდნენ ალექსანდრე და ნიკოლოზი, როგორც რუსეთის იდეოლოგიურ დიქტატორს. 1905 წელს 79 წლისა გადადგა რევოლუციის გამო.
ლიბერალიზმი გავლენას ახდენდა თითქმის ყველა დასავლელ კონსერვატორზე, თვით მესტრის ჩათვლით, მათი სურვილის მიუხედავად. პობედონოსცევს კი ერთი გოჯითაც არ გადაუხვევია ჯიუტი, მაგრამ ინტელექტუალური და ფილოსოფიური ავტორიტარიზმისაგან. მისთვის დასავლეთი და იქ მომხდარი უცნაური ამბები, რასაც თავისუფლებას არქმევდნენ, იყო სატანური და სრულიად შეუფერებელი რუსული ავტოკრატული საზოგადოებისათვის. ოდნავი მინიშნებაც კი კონსტიტუციის საჭიროებაზე, მისთვის მძიმე შეთქმულების ტოლფასი იქნებოდა. მისი წიგნი `ფიქრები რუსი სახელმწიფო მოღვაწისა~ (1898), ოდნავ მსუბუქი ელფერით გამოირჩევა. იგი თავისუფალია იმ ფარისევლობისაგან, რითაც მრავალი დასავლელი კონსერვატორი კოპწიაობდა, ძალიანაც დემოკრატები ვართო. იგი გმობდა თავისუფალ პრესას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, საპარლამენტო ხელისუფლებას, საერო განათლებას, სკეპტიციზმს მეფის ღვთაებრივი დანიშნულების გამო და ყველაზე მეტად კი ინტელექტუალებს უარყოფდა.
წიგნში ფხიზელი ფილოსოფიური განსჯა ხშირად იცვლება ლირიკული აღფრთოვანებით, როდესაც აღწერს ავტოკრატულ ძალაუფლებას, რასაც `წმიდასა~ და `შთამაგონებელს~ უწოდებს. იოლი წარმოსადგენია, თუ როგორ გაიზიარეს და შეითვისეს ძალის ეს კულტი რუსმა ბოლშევიკებმა, კულტი, რომელიც ექვსი საუკუნე ყალიბდებოდა მონღოლთა მიერ და ერწყმოდა ბიზანტიურ ავტოკრატიზმის იდეას. პობედონოსცევი და რუსი ბოლშევიკები ალბათ ივანე მრისხანეს (1533-1584) შთამომავალნი იყვნენ, ვის ხელშიც გამოიჭედა რუსული ავტოკრატია. დასავლელი კონსერვატორები და ლიბერალებიც, ვინც იზიარებდნენ ლორდ ექტონის ნათქვამს, `ყველანაირი ძალაუფლება რყვნისო~, დაითრგუნებოდნენ პობედონოსცევის ავტოკრატული ქადაგების კითხვისას.
დოსტოევსკი.
დოსტოევსკის კოლრიჯივით გაუცრუვდა იმედი თავისი ახალგაზრდული რადიკალიზმის გამო და ეს იმედგაცრუება აისახა როგორც მის ფსიქოლოგიაზე, ისე ლიტერატურულ შემოქმედებაზე. ორივე მიუბრუნდა ორგანულ, რელიგიურ, მონარქისტულ საზოგადოებას, რასაც ლიტერატურაში უფრო ემსახურებოდნენ, ვიდრე პოლიტიკაში. დოსტოევსკი ამათრახებდა სოციალიზმს, ლიბერალიზმს, მატერიალიზმსა და ათეიზმს. ეთაყვანებოდა მართლმადიდებლობას, ცარიზმს, სლავურ ტრადიციონალიზმსა და კაცობრიობის გადარჩენას `წმინდა რუსეთით~. მის რომანში `ეშმაკნი~ (1871) აღწერილია სოციალუსტური ორგანიზაციის ბნელი, კორუმპირებული და ტერორისტული საქმენი. მას ეიმედებოდა და მეფე ალექსანდრ III-საც არწმუნებდა, ჩემი წიგნები შეძლებენ რადიკალიზმის დამარცხებასო. მისი რომანი `ძმები კარამაზოვები~ (1879) უპირისპირდებოდა მშრალ დასავლურ რადიკალიზმს ღრმა და შემძვრელი რუსული მისტიციზმით. იგი გამოსცემდა ორ ანტილიბერალურ პერიოდიკას _ `მოქალაქე~ (1873) და `მწერლის დღიურები~ _ რომელთაც წარმართავდა პობედონოსცევთან ყოველკვირეული თათბირის საშუალებით; პობედონოსცევის სიბრძნეს დიდ პატივს ვცემო, ამბობდა დოსტოევსკი.
და მაინც, იგი უფრო მეტი იყო, ვიდრე პროპაგანდისტი `სტატუს ქუო~სი. განუდგებოდა დესპოტურ `სტატუს ქუო~ს, ინარჩუნებდა ახალგაზრდულ სოციალისტურ მიდრეკილებებს `უპოვართა და სნეულთა~ მიმართ, ოღონდ ამას ხედავდა ქრისტიანული სიყვარულის, სულიერი მრწამსის შემწეობით. ზოგიერთი კრიტიკოსი არ დაეთანხმება ასეთი დიდი რომანისტის განხილვას პოლიტიკურ ჭრილში. მკითხველს ალბათ უფრო აინტერესებს არა მისი პოლიტიკური, არამედ კულტურული კონსერვატიზმი, რაც გარეგნულ მატერიალურ პროგრესს მოაცილებს ჩვენს მზერას და უფრო ღრმად მიმართავს.
შეერთებული შტატები.
ფედერალისტი დამფუძნებლები: 1776 წლის კონსერვატიზმი.
1776 წლის ბერკიანული სული. ამერიკული რევოლუცია გახლდათ 1688 წლის ინგლისური, სრულყოფილი ტრადიციის გაგრძელება. ამერიკის ბერკიანელი დამფუძნებელი მამები არასოდეს ყოფილან უფრო ბრიტანელნი, ვიდრე მაშინ, როცა ჯორჯ III-ს აუჯანყდნენ. ბერკი ესარჩლებოდა ამერიკულ რევოლუციას, რომელიც იცავდა თავისუფლად შობილ ინგლისელთა უფლებებს სამეფო უზურპაციის ახალი ბრჭყალებისაგან. ამდენად, ეს მოვლენები უნდა იწოდებოდეს არა რევოლუციად, არამედ 1776 წლის კონსერვაციად. ოთხი ივლისის ჩირაღდნები ზეიმობენ არა რევოლუციის, არამედ რესტავრაციის ტრიუმფს.
ამერიკელი ორატორი ჯეიმზ ოტისი (1725-1783) 1764 წელს `ბრიტანეთის კოლონიების უფლებებში~ ამტკიცებდა, რომ ამერიკელთა მოთხოვნა, გადასახადების დაწესება წარმომადგენელთა კრების გარეშე არ შეიძლებაო, ბრიტანული ტრადიცია იყო. ამერიკა, ამბობდა იგი, ინახავს `ბრიტანულ კონსტიტუციას, ყველაზე თავისუფალს დედამიწის ზურგზე~, ინგლისი კი რადიკალურად არღვევდა მას. `მეტს არაფერს მოვითხოვთ,~ ამბობდა ვირჯინიელი ჯორჯ მეისონი `მხოლოდ ინგლისელთა თავისუფლებასა და პრივილეგიებს~. თითქმის ყოველი სხვა რევოლუცია, კოლონიური თუ სხვაგვარი, რადიკალური გახლდათ იმ აზრით, რომ ახალსა და გაფართოებულ თავისუფლებასა და წესრიგს მოითხოვდნენ. ამისდა საპირისპიროდ 1776 წელს 6 ივლისს ამერიკული მოთხოვნა (დეკლარაცია იარაღის ხელში აღების მიზეზთა გამო) შეეხებოდა ძველ თავისუფლებათა და ძველი წესრიგის შენარჩუნებას: `იმ თავისუფლების დასაცავად, დაბადებიდან რომ მოგვნიჭებია და ყოველთვის ვსარგებლობდით, სანამ ამ ბოლო დროს შეილახებოდა~. ეს სიტყვები არ შეიცავდა არც დემოკრატიას და არც `ადამიანის უფლებებს~; არამედ ქადაგებდა იმას, რასაც ბერკი უწოდებდა `ადათ-წესებს . . . რაშიც გააზრებულია ჩვენი თავისუფლება მემკვიდრეობის ძალით~. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, მანამდე, სანამ მართლაც `რევოლუციონერ~ ჯეკსონს აირჩევდნენ პრეზიდენტად 1828 წელს, და პეინის დემოკრატიული დოქტრინები ღრმა ფესვებს გაიდგამდნენ ამერიკაში, ქვეყნის გაყოფა კონსერვატული ტრადიციისა და პროგრესული მიმართულების დამცველებად არ მომხდარა. ჯონ ადამსს ყველაზე მეტად პეინი და მისი ა პრიორი და უტოპიური ლოზუნგები სძულდა.
1930-იანი წლების ლიბერალთაგან განსხვავებით, მრავალი მოწინავე ისტორიკოსი 1950-იანი წლებისა, მაგალითად, დენიელ ბურსტინი და კლინტონ როსიტერი, იკვლევს ამერიკის კონსერვატულ საწყისებს. წიგნში `ამერიკის ისტორიის გენია~ (1953) ბურსტინი ამბობს: `მძლავრი დამცველი და უდიდესი პოლიტიკური თეორეტიკოსი ამერიკული რევოლუციისა და აგრეთვე დიდი თეორეტიკოსი ბრიტანული კონსერვატიზმისა ედმუნდ ბერკი ამტკიცებს, რომ ჩვენი რევოლუცია იყო ერთ-ერთი ორიოდე კონსერვატულ კოლონიურ ამბოხებათაგან, უახლესი დროისა~. ამერიკის დამფუძნებელთა თეორიას რომ აანალიზებს თავის სახოტბო ნაშრომშო `თესვის ჟამი რესპუბლიკისა~ (1953), როსიტერი დაასკვნის: `ალბათ ყველაზე დამახასიათებელი ამ პოლიტიკური თეორიისა იყო მისი ღრმად გამჯდარი კონსერვატიზმი~.
კონსერვატიზმის შვიდი კლასიკური თხზულება.
ამერიკის სული მნიშვნელოვანწილად ორმა კონსერვატულმა _ ბერკიანულმა _ შედევრმა ჩამოაყალიბა; ორივე 1787-1788 წლებში დაიბეჭდა: ელიგზანდერ ჰამილტონის (1757-1804), ჯეიმზ მედისონისა (1751-1836) და ჯონ ჯეის (1745-1829) `ფედერალისტმა~ და ჯონ ადამსის (1735-1826) `კონსტიტუციის დაცვამ~. ისტორიკოსთა მტკიცებით, `ფედერალისტების~ მიღწევა აჭარბებს წერილთა ყველა სხვა ციკლსა თუ სტატიას ამერიკის ისტორიაში. ამ წერილთა ციკლმა დაარწმუნა ამერიკელები კონსტიტუციის აუცილებლობაში. შეაკავშირა შტატები სწორედ მაშინ, როდესაც სეპარატიზმის საფრთხე რეალური იყო. 1786 წელს სასამართლოს წინააღმდეგ გაჩაღებული შეის ჯანყების პერიპეტიების პირისპირ მდგომმა `ფედერალისტმა~ იხსნა კანონის მთავრობა ბრბოს მთავრობისაგან. მათ დააფუძნეს უმცირესობის უფლებანი უმრავლესობის დიქტატურისაგან თავდასაცავად, მათ დააფუძნეს ამერიკული თავისუფლება კონკრეტული ფესვების ბერკიანულ პრინციპებზე, ადათ-წესებსა და სასამართლო პრეცედენტებზე, ნაცვლად ბუნდოვანი, მასების დემოკრატიული უტოპიის დიადი რიტორიკისა.
`ფედერალისტების~ მსგავსი და ისტორიული საფუძვლებით უფრო მდიდარი გახლდათ ჯონ ადამსის `კონსტიტუციის დაცვა~; თვითმმართველობის ერთ-ერთი სრულყოფილი ანალიზი, რაც კი ოდესმე დაწერილა. ჯონ ადამსსვე ეკუთვნის ორი ნაკლებად აღიარებული ნაშრომი: `ფიქრები მთავრობაზე~ (1776) და `განსჯანი დავილას გამო~ (1791), სადაც უარყოფს პირდაპირ დემოკრატიას.
შემდეგი გახლავთ `პუბლიკოლას წერილები~ (1791), დაწერილი ჯონ ადამსის ვაჟის, ჯონ კ. ადამსის (1767-1846) მიერ. ამ წერილებმა გადააფიქრებინა ჯეფერსონს დაეფინანსებინა პეინის განმაქიქებელი წერილები ბერკისადმი. `პუბლიკოლას წერილები~ იცავდა ძველ ბრიტანულ კონსტიტუციას, როგორც მოდელს ამერიკისა, პეინის მტკიცებათა საპირისპიროდ, ვინც რევოლუციური საფრანგეთის კონსტიტუციის მოდელს სთავაზობდა ამერიკელ ხალხს.
მეექვსე კლასიკური თხზულება ვაშინგტონის გამოსათხოვარი მიმართვაა (1796). ამ მიმართვაში მან დაიცვა თავისი კონსერვატული პოლიტიკა რადიკალ კრიტიკოსთაგან. იგი მიმართავდა ორგანულ მთლიანობას და არა ატომისტურ, პარტიულ ქიშპობას. მეშვიდე იყო `მედისონის ჩანაწერები~, ავტორის გარდაცვალების შემდეგ რომ გამოქვეყნდა 1840 წელს. ეს ჩანაწერები კონსერვატული გახლდათ ადამიანის ბუნების ფილოსოფიური წვდომით და არაპირდაპირი დემოკრატიის მხარდაჭერით, თუმცა მედისონი, მას შემდეგ რაც ჰამილტონთან კავშირი გაწყვიტა, ჯეფერსონელი ლიბერალი გახდა, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი.
ეს შვიდი შედევრი ჯანსაღი თავისუფლებისა და კანონიერი თვითმმართველობის შესახებ აყალიბებს ერთ-ერთ ყველაზე არსებით სხეულს კონსერვატული აზროვნებისა, რაც კი რომელიმე ქვეყანას შეუქმნია დედამიწის ზურგზე და ერთ-ერთი უძველესიცაა. პირველი სამი ნაშრომი (1787-88 და 1776) წინ უსწრებს ევროპელ კონსერვატორებს: მესტრს, მეტერნიხსა და თვით ბერკის `ფიქრებს~, 1791 წლისა. ამდენად, ევროპული კონსერვატიზმი უფრო ახალგაზრდაა ამერიკულთან შედარებით. ამისდა მიუხედავად, მრავალი ნიჭიერი მკვლევარი ამჯობინებს ისაუბროს `ამერიკის რევოლუციის ტრადიციაზე~, რაც ამერიკამ უნდა გააგრძელოს და იყოს მსოფლიო რევოლუციების შთამაგონებელი. ზემოთჩამოთვლილ კონსერვატორ მოაზროვნეებს დაუპირისპირდებიან ისეთი რადიკალი მოაზროვნენი, როგორებიც იყვნენ: პეინი, ფრენო, პატრიკ ჰენრი, სემ ადამსი, რ. ჰ. ლი, მოგვიანებით ალან ბლუმი, ირვინგ კრისტოლი და სხვები. დღევანდელმა ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა გზას ირჩევს _ მსოფლიო რევოლუციისა თუ კონსერვატული ტრადიციის შენარჩუნებისა.
თავისუფლება არისტოკრატიის გზით.
ჰამილტონი, ადამსი და ფედერალისტური პარტია ესწრაფოდნენ შეექმნათ ახალი ქვეყანა, რომელსაც ანდობდნენ `ბუნებრივ არისტოკრატიას~, დაფუძნებულს საკუთრებაზე, განათლებაზე, ოჯახის სტატუსსა და ზნეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობაზე. რადგანაც ახალი ერის შემოქმედთ არც ტიტულები ჰქონდათ და არც ფეოდალური წარსული, ისინი მხოლოდ `ბუნებრივი~ არისტოკრატიის ჩამოყალიბებას თუ შეძლებდნენ. ამ ქვეყანაში ის-ისაა დაფუძნებული, ერთი კვირის კოლეჯი თუ გამართავს კრებას და განაცხადებს, რომ დაეყრდნობა `უძველეს ტრადიციებს~, ირონიულად კი არ უნდა შეხედო, არამედ სერიოზულად, მითუმეტეს, `კეთილშობილთა მიერ მართვის~ ორ უმთავრეს მომხრეთაგან ერთი უკანონოდ შობილი ღატაკი გახლდათ, სამოწყალოდ რომ მიიღეს სკოლაში (ჰამილტონი), მეორეს სოციალური სტატუსი კი ისეთი მდაბიური იყო (ადამსი), რომ ჰარვარდმა თავდაპირველად უარი უთხრა მაღალ აკადემიურ ხარისხზე, რასაც იმსახურებდა და ბოლოს მიაღწია კიდეც.
და როცა ჰამილტონი და ადამსი ახალი არისტოკრატიის შექმნის აუცილებლობას ქადაგებდნენ, განცდილი ჩაგვრის გამო საზღაური კი არ სურდათ, თვით თავისუფლებას ესწრაფოდნენ. ისევე, როგორც ბერკმა განსაზღვა უთანასწორობაზე და კეთილშობილთა პარლამენტზე დამოკიდებული ბრიტანული თავისუფლება, ასევე ადამსიც ამტკიცებდა 1790 წელს, რომ `კეთილშობილნი არსებითი ნაწილია თავისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლაში. . . მეფეებისა და ბრბოს წინააღმდეგ. უსამართლობა იქნებოდა ჩვენი ფედერალისტი დამფუძნებლების მიმართ და ეპოქის სულიც გამოგვეპარებოდა, რომ მათი სიყვარული ელიტარული უთანასწორობისადმი, თავისუფლებისადმი მათი სიყვარულისაგან განცალკევებით განგვეხილა. ხოლო რაც შეეხება `ბრბოს~, მას დღევანდელივით თავისუფლების მცველად კი არა, `დიდ მხეცად~ (ჰამილტონი) მიიჩნევდნენ.
1789 წელს _ საფრანგეთის ანტიმონარქიული რევოლუციის ჟამს _ ადამსი მრავალ ფედერალისტის აზრს გამოხატავდა, როდესაც ამერიკას `მონარქიულ რესპუბლიკას, შეზღუდულ მონარქიას~ უწოდებდა, სადაც პრეზიდენტს განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა. იგი პრეზიდენტობას თუმც არჩევით თანამდებობად, მაგრამ ამაღლებულ, ძველი დროის მეფობად აღიქვამდა. ასეთი აზრებისათვის ადამსს, ამერიკის მეორე პრეზიდენტსა და მის ვაჟს, ამერიკის მეექვსე პრეზიდენტს, `მონარქისტებსა~ და ამერიკულ `სტიურტების სამემკვიდრეო სახლს~ უწოდებდნენ. თუმცა მათი იდეალი არასოდეს ყოფილა მონარქია, გახსენებაც არ უნდოდათ საძულველი ჯორჯ III-ისა და თავისუფალ რესპუბლიკას ესწრაფოდნენ, როგორც იდეალს. ადამსები, ჰამილტონი და მედისონი `დემოკრატიაში~ გულისხმობდნენ პირდაპირ დემოკრატიას, `რესპუბლიკაში~ კი _ არაპირდაპირ დემოკრატიას. ისინი აცხადებდნენ, რომ `რესპუბლიკა~ და `თავისუფლება~ დამოკიდებული იყო იმაზე, რასაც ჰამილტონი `კონსტიტუციისადმი სასოებით თაყვანისცემას~ უწოდებდა. ასეთი თაყვანისცემა არსებობდა მეფეების მიმართ და გადატანილია კონსტიტუციაზე, რითაც ამერიკის კონსტიტუციას მონარქიის ბრწყინვალება ენიჭება. ადამსი აფრთხილებდა თავის რადიკალ ბიძაშვილს სემ ადამსს, ბრბოს ისევე სჭირდება დაოკება, როგორც კეთილშობილებს სჭირდებათ თავშეკავებაო. დაოკება გახლდათ მისტიკურად თაყვანსაცემი კონსტიტუცია. პირდაპირ დემოკრატიას არ გააჩნია დამაოკებელი იარაღი უმრავლესობის ვნებათაღელვისას. `ამიტომაც~, ამბობდა ადამსი, `ჯერ არ გაჩენილა დემოკრატია თვითმკლელობით რომ არ დაესრულებინოს სიცოცხლე.~
ამერიკის კონსერვატული კონსტიტუცია.
ამერიკის კონსტიტუცია შეადგინა ფილადელფიის კონვენტმა 1778 წელს. მრავალი ლიბერალ-დემოკრატის ამოცანა იყო: იოლი შესწორებანი, ნებართვა ბრბოს ზემოქმედებისა და სწრაფი ცვლილებებისა, შეუზღუდავი სახალხო ძალაუფლება, საყოველთაო, სულებრივი კენჭისყრა, ერთადერთი საპარლამენტო პალატა და თავისუფლების ისეთ ა პრიორი აბსტრაქციების გრძელ ჩამონათვალზე დაფუძნება, რასაც მოგვიანებით ბერკი აკრიტიკებდა `ადამიანის უფლებებში~. მაგრამ ფედერალისტებმა შეძლეს და უკუაგდეს თვითეული ეს საკითხი 1787 წლის ამერიკის კონსტიტუციაში, მათ შემოიღეს ნელი და ძნელი საკონსტიტუციო შესწორებანი, შეზღუდეს ხმის მინიჭების უფლება და საკუთრებას დაუმორჩილეს, შექმნეს ორპალატიანი კონგრესი და დააფუძნეს თავისუფლება უპირველეს ყოვლისა არა ზოგადი, არამედ კონკრეტული, ბრიტანული ტრადიციის მიერ გადმოცემულ პრეცედენტებზე. წარმომადგენელთა პალატა და მთავრობის უმთავრესი ბერკეტები _ პრეზიდენტი, სენატი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლენი _ არ აირჩეოდნენ უშუალოდ ხალხის მიერ, არამედ _ ამომრჩეველთა ჯგუფის, შტატების კანონმდებელთა მიერ, არაპირდაპირ; მოსამართლეები კი დაინიშნებოდნენ. 1913 წელს საკონსტიტუციო შესწორებამ შეცვალა სენატორთა ადათებრივი არადემოკრატიული არჩევნები. სამაგიეროდ, დღემდე, ამერიკის სასამართლო განხილვის პრინციპის გამო, ამერიკის კონსტიტუცია არისტოკრატულობას ინარჩუნებს. უმაღლესი სასამართლო არ არის არჩევითი, არც გადაყენება შეიძლება; ეს არის ელიტა, რომელიც პასუხს არ აგებს დემოკრატიული უმრავლესობის წინაშე; მას შეუძლია ვეტო დაადოს არაკონსტიტუციურ კანონებს, რასაც ხმას მისცემს უმრავლესობა, ორი _ არჩევითი _ გადაყენებადი შტო კონგრესისა. ამრიგად, ტირანთმოძულე შემოქმედებმა ამერიკის კონსტიტუციისა მიიღეს ადამსის მთავარი ჰიპოთეზა: `მასა ისეთივე ტირანია, როგორც მეფეო~.
რატომ შეადგინეს დამფუძნებლებმა ასეთი კონკრეტული და კონსერვატული კონსტიტუცია? _ რათა პასუხი გაეცათ იმდროინდელი ბრბოს თავაშვებულობისათვის, უტოპიურ-დემოკრატიულ რიტორიკისათვის, ჯეფერსონის მიერ შედგენილი, დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და მასში გამოთქმული უდიდესი აბსტრაქციისათვის, `ცხოვრების, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის~ გამო. და როდესაც კონსტიტუციასა და სენატს დემოკრატიის მოდარაჯე ძაღლებად აქცევდა, ჯონ ადამსი წერდა: `მდიდარს. . . ისეთივე აშკარა და წმინდა უფლება აქვს თავის დიდ ქონებაზე, როგორც მცირე ქონების მფლობელთ. . . ამიტომაც მდიდრებს უნდა ეგულებოდეთ კონსტიტუციაში ეფექტური წინაღობა, მათ გაძარცვას წინ რომ აღუდგება. . . ეს კი არასოდეს მოხდება, სენატი დამოუკიდებელი რომ არ იყოს.~ და რა გასაკვირია, რომ ისეთი ანტიფედერალისტი, როგორიც იყო რ. ჰ. ლი, ვირჯინიიდან, სწყევლიდა `ამ ახალსა და სახიფათოდ ოლიგარქიულ კონსტიტუციას~.
და მაინც, ამერიკის კონსტიტუცია ბერკიანული უფრო გახლდათ, ვიდრე რეაქციული. ამით მან დაამარცხა არა მხოლოდ ლიბერალი მოწინააღმდეგენი, არამედ უკიდურესი კონსერვატორებიც, მემკვიდრეობითი არისტოკრატია და ჰამილტონის პოზიციაც, რომ პრეზიდენტი უნდა არჩეულიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე და ჰქონოდა აბსოლუტური ვეტოს უფლება _ მეფესავით. 1787 წლის ეს ზომიერი კონსერვატული მიმართულება არც ჯეფერსონის მომხრე ლიბერალებისა ყოფილა და არც ჰამილტონის მომხრე მემარჯვენეებისა, არამედ მედისონისა და ადამსისა. მათმა საშუალედო გამოსავალმა ჯანსაღი შეზღუდვა და წონასწორობა დაუწესა როგორც ჯეფერსონულ დემოკრატიას, ასევე ჰამილტონურ არისტოკრატიას, რადგანაც ადამსის უკვდავი სიტყვებისა არ იყოს, `სრული ძალაუფლება ერთნაირად რყვნის დესპოტებს, მონარქებს, არისტოკრატებსა და დემოკრატებს . . . ` ამერიკული კონსტიტუციის ზომიერი კონსერვატიზმი საუკეთესოდაა წარმოჩენილი მედისონის მეათე ფედერალისტურ წერილში, სადაც ამტკიცებს, `რესპუბლიკას აქვს უპირატესობა დემოკრატიასთან შედარებითო.~ დემოკრატიაში გულისხმობდა უმრავლესობის შეუზღუდავ მმართველობას, ხოლო რესპუბლიკაში წარმომადგენლობით მთავრობას, უმცირესობის უფლებებს რომ იცავს. ამით მედისონი წინ აღუდგებოდა `ზედმეტ დემოკრატიას ადამიანებისა, ვისაც არც ქონება გააჩნია და არც პრინციპები~. `საკუთრება~, ამტკიცებდნენ დამფუძნებლები, ფესვებსა და პასუხისმგებლობის განცდას ანიჭებს `ბუნებით არისტოკრატიას~; ის დაცული უნდა იყოს დემაგოგი და წამქეზებელი უმრავლესობისაგან. მაგრამ საკუთრების დაცვა არ გულისხმობს პრივილეგიებს ვაჭრუკანებისა და პლუტოკრატიისათვის, და არც უ. ჯ. სამნერის იდეებს. ადამსი ამხელდა `კომერციისა და სიხარბის ჟინს~ ისეთივე გზნებით, როგორც საკუთრების კანონიერ უფლებებს იცავდა.
ამერიკის დამფუძნებელი მამების კრიტიკა.
სტაბილურობა, რაც 1787 წლის კონსტიტუციამ (ყველაზე ხანგრძლივმა კონსტიტუციამ) მოიტანა, შეიძლება შევადაროთ იმ არასტაბილურობას, რაც მოჰყვა უფრო დემოკრატიულ, ანტიკონსერვატულ კონსტიტუციას, ორი წლის შემდეგ რომ მიიღეს ფრანგებმა. მომხრეები ამის გამო ადიდებენ დამფუძნებელ მამებს. მოწინააღმდეგენი კი ამბობენ, მათი მოჩვენებითი სტაბილურობა და თავისუფლება მხოლოდ ფარავდა (ისტორიკოს ჩარლზ ბეარდისა არ იყოს) მათ მერკანტილურ ინტერესებსო. რადიკალებისა და მარქსისტთა თვალთახედვით, ამერიკის კონსტიტუცია იყო შეთქმულება, როცა დაოკებით, გაჭიანურებითა და არაპირდაპირი არჩევნებით უნდა გაეცამტვერებინათ წმინდა ნება და კეთილდღეობა მასებისა, რომელთაც აღაფრთოვანებდათ არა ამერიკული რეაქციული რევოლუცია, არამედ პროგრესული ფრანგული რევოლუცია, რასაც, რადიკალთა აზრით, ცილი დასწამა და ტერორისტული უწოდა თვითკმაყოფილმა ფედერალისტმა მილიონერმა ჯორჯ ვაშინგტონმა.
რელიგია.
ამერიკის კონსერვატორი დამფუძნებლები მუდამ უფრთხოდნენ იმას, რასაც ჰამილტონი `ადამიანური ბუნების სიმახინჯეს უწოდებდა. `ადამიანები არ არიან ანგელოზები~, წერდა მედისონი და შეზღუდვებს უწესებდა უმრავლესობის მიერ `ადამიანური ბუნების სიმახინჯის~ მართვას. `ვინც უნდა დააფუძნოს სახელმწიფო, წერდა ადამსი, წინასწარ უნდა იცოდეს, რომ ადამიანები უკეთურნი არიან ბუნებით~. ადამიანური სიკეთე თანდაყოლილიაო, დაიჟინებდა სემი რუსოისტი ჯეფერსონი. ზოგიერთი ნიშანდობლივი გამონაკლისის მიუხედავად, კონსერვატორები იხრებოდნენ პროტესტანტიზმის ფორმალური და ინსტიტუციური ფორმისაკენ. ეროვნულ ზნეობას რელიგია განსაზღვრავსო, ირწმუნებოდა ვაშინგტონი; ხოლო ჯეფერსონის მსგავსი ლიბერალები და უფრო რადიკალი პეინი დეიზმისაკენ იხრებოდნენ. დეიზმი იყო ოპტიმისტური, ბუნდოვნად კეთილგანწყობილი რწმენა XVIII საუკუნის ინტელექტუალთა არაქრისტიანი, მესაათე ღმერთისა და გეომეტრიული, რაციონალურად მოვლილი ბაღისა.
ადამსი პლუს ჯეფერსონი.
`პირველად ჩვენი აზრები საფრანგეთის რევოლუციის თაობაზე გაიყო~, სწერდა ადამსი თავის მეგობარსა და მეტოქე ჯეფერსონს. საფრანგეთის რევოლუციამ ამერიკელთა აზრი მეტადაც კი გაჰყო, ვიდრე მოგვიანებით რუსულმა რევოლუციამ. და მაინც, ამ ორ პოლიტიკურ მოღვაწეს მეტი რამ აერთიანებდა, ვიდრე აპირისპირებდა. ჯეფერსონი სწერდა ადამსს, მეც მჯერა ადამიანთა შორის ბუნებითი არისტოკრატიისა და სახელმწიფო დაწესებულებებში სწორედ ეს არისტოი-ნი მუშაობენ ყველაზე ნაყოფიერადო. სანაცვლოდ, ადამსს მიზანად არ დაესახა არც საკუთრება და არც არისტოკრატია (ეს მხოლოდ საშუალებანი იყო მიზნამდე მისაღწევად), არამედ თავისუფლება, დაცული ტირანიისაგან, ტირანიის ბოდვისაგან, საიდანაც უნდა მოდიოდეს~, მონარქიისაგან, დემოკრატიისაგან თუ არისტოკრატიისაგან. და ეს კეთილშობილური მიზანი ძმებივით აერთიანებდა ამერიკის უბრძენეს კონსერვატორსა და ამერიკის უბრძენეს ლიბერალს, სიმბოლურად ერთ დღეს რომ განშორდნენ ცხოვრებას _ 1826 წლის ოთხ ივლისს.
ჰამილტონი ვს. ჯეფერსონი.
1787 წელს ახალგაზრდა ჰამილტონი ეტყვის ამერიკის კონსტიტუციის შემოქმედთ: `ყველა თემი იყოფა მცირე და მრავალრიცხოვან თემად. პირველი მდიდარი და კეთილშობილია, მეორე კი ხალხის მასა. . . ხალხი მღელვარეა და ცვალებადი. . . ამიტომაც დაუთმეთ პირველ კლასს განუსაზღვრელი, მუდმივი ადგილი მთავრობაში. ისინი შეაკავებენ მეორის მერყეობას.~ ამისდა საპირისპიროდ, ჯეფერსონმა ამერიკის ლიბერალური ტრადიცია შეაჯამა: ‘მე არა ვარ ერთი იმათგანი, ვისაც ხალხისა ეშინია.~ და მაინც, ისტორია უფრო რთულია და კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის ზღვარი ასე იოლად არ გაივლება. ჯეფერსონი და ადამსი ერთად დაუპირისპირდნენ ჰამილტონის მოთხოვნას ეკონომიკის პრიორიტეტულობისა და ცენტრალიზებული ეროვნული ეკონომიკის იდეას, რაც დაანგრევდა ადგილობრივ ტრადიციას. ჰამილტონისეული `სტეიტიზმი~ უფრო თანამედროვე `დამგეგმავ~ მემარცხენეებს უახლოვდება, ვიდრე ჩვეულებრივ კონსერვატორებს. წიგნში, `კონსერვატული გონი~, 1953, რასელ კერკი სამართლიანად უწოდებს ჰამილტონს `არა ნამდვილ კონსერვატორს ძველი დროისა, არამედ ახალი დროის დამგეგმავს~. ჯეფერსონი ევროპული კონსერვატიზმის აგრარულ ტრადიციონალისტს ჰგავდა, როდესაც დაუპირისპირდა ჰამილტონის რაციონალისტურ ა პრიორი პროექტებს, ინდუსტრიული, ურბანული ამერიკისა, კომერციის ბარონებს რომ უნდა წარემართათ. ჯეფერსონი კი ნამდვილი კონსერვატორი იყო, როცა `ვირჯინიულ ჩანაწერებს~ წერდა: `დიდი ქალაქის ბრბოები ისეთივე შემწეა მთავრობისა, როგორც სნეულება მატებს ძალას ადამიანის სხეულს~.
ფედერალისტური პარტია.
ჰამილტონმა და ადამსმა დააფუძნეს ფედერალისტური პარტია; ჯეფერსონმა კი დემოკრატიული პარტია (მერე `რესპუბლიკური~ რომ ეწოდა), თუმცა დემოკრატები XVIII საუკუნის ლიბერალიზმს ქადაგებდნენ, რეალურად, ამერიკის დამფუძნებელთა ორივე პარტია (1828 წლის ჯეკსონის რევოლუციამდე) მცირერიცხოვანსა და დიდადპრივილეგირებულ ელიტას მიეკუთვნებოდა. ფედერალისტური პარტია ახალი ინგლისის ვაჭარ-პრინცებისა გახლდათ; დემოკრატები კი სამხრეთელ პლანტატორთა და მესაკუთრეთა წრიდან გამოსული, პრეცედენტებზე დაყრდნობილი იურისტები იყვნენ (1835 წელს ტოკვილი ამ იურისტებს `ამერიკის ბუნებრივ არისტოკრატებს~ უწოდებდა). ორივე პარტია განათლებასა და წინამძღოლობას აღიარებდა და ბრბოს ნებას არ ემორჩილებოდა. ორივე ეწინააღმდეგებოდა საყოველთაო ხმის უფლებას. თვით ლიბერალი ჯეფერსონიც კი, მიწათმფლობელი სოფლელი ჯენტლმენი, შეზღუდული ხმის უფლებას ემხრობოდა და ამ უფლებას მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა და მილიციისათვის იმეტებდა. ამერიკის დამფუძნებელთა სასახლეები, ლივრეიანი ვალეტებითა და თავდახრილი ლაქიებით სავსე და ქუდმოხდილ მთხოვნელთა გრძელი რიგით _ ჯეფერსონის სასახლის ნახვა კვლავ შეიძლება უილიამსბურგში _ ძნელად თუ წააგავდა ხის მორებისაგან აგებულ სახლებს. თუმცა ერთგვარი კონტრასტი შეინიშნება ვაშინგტონისა და ჯეფერსონის მდიდრული სტილისა და ახალინგლისელ დამფუძნებელთა სახლების ერთგვარ უბრალოებას შორის, მაგრამ ახალინგლისელთა სახლები უფრო არისტოკრატულადაც კი გამოიყურება, თუ ღრმად ჩავუკვირდებით; მათში მოჩანს ანგლო-საქსური ზომიერება და მდიდარი კაცის შეგნებული თავშეკავება, განსხვავებით `თავშეუკავებელი დასავლეთისაგან~. ეს ამერიკელი გრანდს სეიგნეურს არც ენოტის ტყავისქუდიანი დეივი კროკეტები იყვნენ და არც პლებეი სახალხო ტრიბუნები. და მაინც, მრავალი ევროპელი და ზოგიერთი ამერიკელიც 1787 წლის კონსტიტუციურ კონვენტში ხედავს ერთგვარ პაუვაუს (ინდიელ ქურუმთა კრება) რუსოისტული `კეთილშობილი ველურებისა~.
აშკარაა, რომ ამერიკა შეიქმნა შეზღუდული ხმის უფლებისა და უმრავლეობის მმართველობის შეზღუდვის საფუძველზე; მას ჩაკეტილი და იერარქიული `ჯენტლმენების მთავრობა~ მართავდა, და ეს გარემოება ისევე, როგორც ბერკისდროინდელი ინგლისის არადემოკრატიული პარლამენტი, გვიჩვენებს ისევე, როგორც ბერკისდროინდელი ინგლისის არადემოკრატიული პარლამენტი, რომ თავისუფლება და სიტყვის უფლება არისტოკრატიის დროს უკეთაა შესაძლებელი, ვიდრე დემოკრატიის ჟამს. ფაქტი, რომ ამერიკის ორივე პარტია, განსაკუთრებით კი ერთი, თავისი ექსპლიციტური თეორიით, უთანასწორობას ამჯობინებდა და არა დემოკრატიას, ნათლად გვიჩვენებს, რომ ადრეული ამერიკა უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე დღევანდელია. დიახ, ამბობენ კონსერვატორები, ამ ფაქტს ამერიკისათვის მეტი პიროვნული თავისუფლება მოჰქონდა, ვიდრე დღევანდელობის მასობრივ, ტირანულ კონფორმიზმსო. მაშ რაღა განსხვავებაა ამ თანაბრად ელიტარულ პარტიებში? `ფედერალისტთა~ ფურცლების მეცხრე წერილში ჰამილტონი ამტკიცებდა, მხოლოდ მძლავრი ცენტრალური ხელისუფლება შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას და საკუთრების დაცვასო. ამრიგად, ფედერალისტები ძლიერ მთავრობას მოითხოვდნენ, დემოკრატები კი _ სუსტს. მაგრამ ეს განსხვავება ოპორტუნისტული უფროა, ვიდრე რეალური, რადგანაც, დამოკიდებულებანი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჯეფერსონი გაპრეზიდენტდა (1801-1809). და აქედან მოყოლებული ხელისუფლების გარეთ დარჩენილი პარტია მუდამ ემხრობოდა შტატების უფლებებს, ხოლო ხელისუფლებაში მყოფი _ ცენტრალიზაციას. საგარეო პოლიტიკაში, თუმცა არათანმიმდევრულად, მაგრამ მაინც, ფედერალისტები მხარს უჭერდნენ მონარქისტულ ინგლისს რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ; დემოკრატები კი _ პირიქით. ამ განსხვავებაზე უფრო ღრმა იყო განსხვავება ტემპერამენტისა. ჯეფერსონელთა ტემპერამენტი ოპტიმისტური გახლდათ და ადამიანური ბუნების მიმართ ნდობით განმსჭვალული. `ჯეფერსონს~, ქირქილებდა ფედერალისტი გუბერნატორი მორისი (1752-1816), `სწამს, რომ ადამიანის სრულყოფილება შესაძლებელია, რომ ბრბო შესაძლოა იყოს ბრძენი და იაკობინელი კი _ ზომიერი.~ ფედერალისტური ტემპერამენტი კი მუდამ უბედურებას ჭვრეტდა წინასწარ. ფედერალისტი ფიშერ ეიმსი (1758-1808) 1807 წელს წინასწარმეტყველებდა: `ჩვენი სნეულება, დემოკრატია~ სწრაფად მოაშთობს ამერიკასო.
ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799) აშკარად მფარველობდა ფედერალისტურ პარტიას. ეს პარტია გახლდათ წინამძღოლი ახალგაზრდა ამერიკის ჩამოყალიბების წლებში; ვაშინგტონისა და შემდგომ ადამსის მმართველობა ერთად მოიცავს 1789-1801 წლებს. ამის შემდგომ ფედერალისტური პარტია ჩაიკარგა ახალ ინგლისელ სეპარატისტებს შორის. მისი გაქრობა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა: პარტიის შიდა მტრობამ ადამსსა და ჰამილტონს შორის; ანტიარისტოკრატთა, ანგლოფობთა და ფრანკოფილების ძირგამომთხრელმა საქმიანობამ; 1798 წელს უცხოელთა და დაუმორჩილებელთა წინააღმდეგ მიმართულმა აქტებმა. მოგვიანებით ჯეფერსონისადმი გაგზავნილ წერილში ადამსი იტყვის, ამ ძალადობრივი აქტების იდეის ავტორი მე არ ვყოფილვარო, და მათ მიღებაში დაუნდობელ ჰამილტონს დაადანაშაულებს. ფედერალისტთა პარტია მოკვდა, მისი პრინციპები კი დარჩა, სხვა სახელით გაჩენილ პარტიებში. მისი კონსერვატული პრინციპი კონსტიტუციური და იურიდიული ზემოქმედებისა ბრბოს წინააღმდეგ კვლავაც ცოცხალია, ოღონდ უფრო დემოკრატიული ტერმინოლოგიით გამოითქმის, რათა უფრო დემოკრატიულ ეპოქას მოერგოს.
კოლჰაუნი.
ჯონ კოლჰაუნი (1782-1850), სამხრეთული არისტოკრატიის ფალავანი, სულ უფრო და უფრო ხშირად იხსენიება ამერიკის პოლიტიკურ თეორეტიკოსთა მიერ. მან გააერთიანა ღრმა პოლიტიკური ფილოსოფია და პრაქტიკული პოლიტიკა. ეს კომბინაცია არ გამეორებულა ამერიკის ისტორიაში. შემდგომდროინდელი კონსერვატორები მოქმედების კაცები იყვნენ და თავს არ იწუხებდნენ თეორიული მსჯელობით; კონსერვატორი თეორეტიკოსები კი ძირითადად ინტელექტუალები გახლდნენ და პოლიტიკაში არ მონაწილეობდნენ. ამიტომაცაა კოლჰაუნის ფიგურა უნიკალური ამერიკული კონსერვატიზმისათვის, იგი იყო: უკანასკნელი მოქმედი-მცოდნე და მცოდნე-მოქმედი. მისი ორი უმთავრესი ესეი, სიკვდილის შემდეგ რომ გამოქვეყნდა, 1850 წელს, იყო: `მსჯელობა მთავრობის გამო~ და მისივე გავრცობილი ნაწილი, `განსჯა შეერთებული შტატების კონსტიტუციისა და მთავრობისა~. პირველი იცავდა უმცირესობის უფლებებს უმრავლესობის დიქტატურისაგან კოლჰაუნის დოქტრინის საშუალებით, რასაც `გაწონასწორებული უმრავლესობა~ ეწოდება. მეორე კი შტატების უფლებებს იცავდა ცენტრალური ხელისუფლებისაგან. კოლჰაუნის ზნეობრივი მოძღვრების ნაკლი გახლდათ ის, რომ იცავდა მონობას. მისი პოზიცია მიუღებელი გახლდათ აბოლოციონისტი ბერკისა და ფედერალისტი კონსერვატორთათვის. კოლჰაუნის პოზიცია გახლდათ დაჯგუფებათა მტრობის შედეგი, რაც წინ უძღოდა სამოქალაქო ომს.
კოლჰაუნი დემოკრატიული პარტიის სამხრეთული, კონსერვატული ფრთის წინამძღოლი გახდა. იყო სენატორი სამხრეთ კაროლინადან, სამხედრო მინისტრი, ორჯერ ვიცეპრეზიდენტი, ორჯერ კინაღამ პრეზიდენტი. პირველად ვიცეპრეზიდენტი 1824 წელს გახდა, შემდეგ _ 1828 წელს; პირველად თავის მტერ, პრეზიდენტ ჯ. კ. ადამსთან მუშაობდა, მეორედ _ თავის მტერ, პრეზიდენტ ენდრიუ ჯეკსონთან (1767_1845). ეს იყო სამმაგი ბრძოლა, თვითეულს სძულდა დანარჩენი ორი: სამხრეთელ კონსერვატორ კოლჰაუნს, სამხრეთელ ლიბერალ ჯეკსონს და მონობის მოწინააღმდეგე კონსერვატორ იანკი ადამსს.
ჯეკსონის რევოლუცია.
ბოლოს და ბოლოს ჯეკსონმა, თავისი თამამი ლოზუნგით, `ხალხის ნება უზენაესია~, ადამსიც დაამარცხა და კოლჰაუნიც. ამით დამთავრდა ამერიკაში ელიტისტური კონსერვატიზმის ეპოქა დამფუძნებლებისა და დაიწყო ეპოქა მასების დემოკრატიისა, ეპოქა მასობრივი კონფორმიზმისა, მასობრივი გასაშუალებისა და ბრბოს ტირანიისა, რასაც წინასწარმეტყველებდნენ და ერთგვარად აფრთხილებდნენ ამერიკას კოლჰაუნი და ჯ.კ. ადამსი. ხოლო ეგალიტარელები კი ზეიმობდნენ, უდიდესი თავისუფლებისა და მატერიალური პროგრესის დრო დადგაო.
ჯეკსონის რევოლუციას მხარს უჭერდა იყო მთელი ახალი, არაკონსერვატული დასავლეთი, რომელსაც სწამდა გაიდეალებული ა პრიორი აბსტრაქცია, სახელად `უბრალო ადამიანი~. თითქოსდა თანდაყოლილი ცოდვა მოხსნოდეს ადამიანს. ან თითქოს სემირუსოისტულ დასავლეთს შეეძლო ისე დაეშალა ბერკიანული კონტრაქტი წარსულთან, რომ სანაცვლოდ თავს არ დასტეხოდეს დემაგოგია და უკულტურო მატერიალიზმი. ეგებ ბოლომდე მართებულიც არ იყო, მაგრამ კონსერვატორთა ბრალდებანი ასეთი გახლდათ.
ნაწილობრივ ოტანტოტისტი, ნაწილობრივ ბერკიანელი.
იმით, რომ ტრადიციულ ადგილობრივ უფლებებს იცავდა, კოლჰაუნი უფრო ახლოს იყო თავის სათაყვანო ბერკთან, ვიდრე ადრინდელი ბერკიანელები, ცენტრალიზმის მომხრე ფედერალისტები. ბერკის მოძღვრების მიხედვით, კაცი პირველ რიგში თავისი, ადგილობრივი `პატარა რაზმის~ ერთგული უნდა იყოს. მეორე მხრივ კოლჰაუნი უკიდურესობამდე მიდიოდა, როცა ცვლილებებსა და მოთხოვნილებებს დაპირისპირებული, დაკარგული წარსულის `აღდგენას~ ესწრაფოდა. როგორც რესტავრაციონისტი, იგი ვერ ჩაითვლება ბერკის მიმდევრად, უფრო მესტრის მსგავსი ამერიკელი ოტანტოტისტი გახლავთ. მესტრიცა და ბერკიც დაეთანხმებოდნენ კოლჰაუნის მოსაზრებას, რომ თავისუფლება რაციონალური მონახაზებიდან კი არ ამოიზრდება, არამედ ბრმა, თანდათანობითი, ორგანული ზრდიდან ისტორიისა. ამიტომაც იყო, რომ 1846-48 წლების ამერიკა-მექსიკის ომის დროს, კოლჰაუნი ამხელდა ამერიკის მესიანისტურ ამბიციას `განევრცო სამოქალაქო და რელიგიური თავისუფლება მთელ დედამიწაზე~, და, საპირისპიროდ, ამტკიცებდა, ერთი შემთხვევაც არ დაიძებნება თავისუფალი, კონსტიტუციური მთავრობის საქმიანობაში მხოლოდ სიბრძნისა და შორსმჭვრეტელობის შედეგი რომ იყოს, არამედ მოვლენათა იღბლიანი დამთხვევისა და შემთხვევების წყალობააო.
განსაზღვრა `გაწონასწორებული უმრავლესობისა~.
გაწონასწორებული უმრავლესობის კოლჰაუნისეულ დახვეწილი დოქტრინა მხოლოდ რომ იმოწმებენ ისტორიკოსები და განმარტებით არ განმარტავენ, იცავდა სამხრეთის შტატების უფლებებს ანტისამხრეთული სახელმწიფო უმრავლეობისაგან. აი, როგორ განსაზღვრავდა ამ დოქტრინას. `გაწონასწორებული ანუ კონსტიტუციური უმრავლესობა საპირისპიროა დემოკრატიული დიქტატურისა და ითვალისწინებს როგორც რაოდენობას, ასევე ინტერესებსაც, რადგანაც ცხადია, რომ საზოგადოება შედგება განსხვავებულ და დაპირისპირებულ ინტერესთაგან. ამიტომ ნურასოდეს გათელავ რომელიმეს ამ ფუნდამენტური ინტერესებიდან, თუნდაც რიცხობრივად უმცირესობა იყოს, რადგანაც მთელი საზოგადოების არსი მოიცავს ამ ფუნდამენტური ინტერესებისადმი თანაბარ პატივისცემას, რაც უმრავლესობასა და უმცირესობას ერთმანეთის მიმართ უნდა ჰქონდეს. სწორედ მრავალფეროვანი და განსხვავებული ინტერესებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აღძრავს ერთმანეთისაგან გამთიშავ ძალებს. თუ დემოკრატიული რიცხობრივი უმრავლესობის გადაწყვეტილებას ვეტოს უმცირესობა დაადებს, შედეგად გარდაუვალ ჩიხსა და დავრდომილებას მივიღებთო, ცხარობდნენ ჯეკსონის მიმდევარი დემოკრატები. არაო, პასუხობდა კოლჰაუნი, პროგრესი `კომპრომისის~ შედეგად მიიღწევაო. მისთვის `კომპრომისი~ და `გაწონასწორებული უმრავლესობა~ `კონსტიტუციური მთავრობის~ ორმაგი `კონსერვატული პრინციპი~ გახლდათ.
სამხრეთული ვს. ჩრდილოური დემოკრატია.
რიცხობრივი და არა გაწონასწორებული უმრავლესობა დემოკრატიულ მთავრობაში ნიშნავს არა თავისუფლებას, არამედ ტირანიას ჩრდილოეთისა სამხრეთის მიმართ: `ერთი ნაწილი [ჩრდილოეთი] მმართველი რიცხობრივი უმრავლესობის მიერ, ახლა არსებითად განაგებს მთავრობას. . . ისევე აბსოლუტურად, ისევე ავტოკრატიულად და დესპოტურად, როგორც რუსეთში. . . სამხრეთს არ გააჩნია არავითარი საშუალება წინააღმდეგობის გასაწევად~ (1850 წ. 4 მარტის სიტყვა). ამ სიტყვაში კოლჰაუნმა ჩამოაყალიბა კონცეფცია, რასაც შემდგომ დაერქვა სამხრეთელთა პოზიცია სამოქალაქო ომისათვის. ეს დამარცხებული პოზიცია გამართლებულია ფილოსოფიურად `გაწონასწორებული უმრავლესობითა~ და `შტატების უფლებებით~ და მეორე დიდი კონსერვატული მოძრაობა გახლავთ ამერიკის ისტორიაში. პირველი ფედერალისტთა მოძრაობა იყო. ორივეს რეგიონალურ არისტოკრატიაში ჰქონდა ფესვები გადგმული: პირველს ახალი ინგლისის არისტოკრატია წარმართავდა და ცენტრალიზაციის დროშით გამოდიოდა; მეორე სამხრეთული იყო და დეცენტრალიზაციის მომხრე. ორივეს თავისუფლება ერჩივნა თანასწორობას და ბერკს მაღლა აყენებდა პეინთან შედარებით. მერე იყო სამოქალაქო ომი და ორივეს დამთრგუნველი ძალის _ ინდუსტრიალიზმის _ გაჩენა.
ამერიკა სამოქალაქო ომის შემდგომ.
ბიზნესი თუ ანტიბიზნესი: თანამედროვე ინდუსტრიალიზმის რომელი მხარეა კანონიერი მემკვიდრე ამერიკული კონსერვატიზმის საწყისებისა. 1861_65 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ აგრარული არისტოკრატია ჩაანაცვლა ინდუსტრიულმა ელიტამ. მისი მთავარი ფილოსოფიური ბურჯი იყო იელის უნივერსიტეტის პროფესორი უ. ჯ. სამნერი (1840 _1910). იგი ამბობდა: `მილიონერები ბუნებრივი შერჩევის ნაყოფნი არიან, ადამიანებისათვის იღვწიან, რათა შეარჩიონ ისინი, ვისაც შეუძლია გარკვეული სამუშაოს შესრულება . . . მათ დიდი შემოსავლები აქვთ და ფუფუნებაში ცხოვრობენ, მაგრამ ეს ვითარება სასარგებლოა საზოგადოებისათვის~ (1902). სამნერი ავტორია ინდუსტრიალიზმის მადიდებელი ნაშრომებისა: `ამერიკული ფულის ისტორია~(1874) და ანტიუტოპიური წიგნისა `ხალხის გზები~(1907). იგი ქადაგებდა შეუზღუდავ საბაზრო კონკურეციას, არა როგორც მძარცველი ბარონების ეპოქას, არამედ ბუნების ზეადამიანურ კანონს: `სოციალური წესრიგი ბუნების კანონთა მიერ ისევეა დაფუძნებული, როგორც ფიზიკური კანონი . . . ძლიერის გადარჩენის კანონი კაცს არ მოუგონია და კაცი ვერ გააუქმებს.
სოციალური დარვინიზმი პლუს მანჩესტერული ლიბერალიზმი.
კოლჰაუნი ამაოდ აფრთხილებდა ჩრდილოეთს 1850 წლამდე: თქვენი მეწარმეები ჯერ აგრარულ სამხრეთელ არისტოკრატიას მოუღებენ ბოლოს და მერე თვით ჩრდილოეთის მშრომელ კლასს მიადგებიანო. სამოქალაქო ომის შემდეგ ძლევამოსილი ჩრდილოელი მეწარმეები მართლაც შეეჯახნენ ჩრდილოელ მუშებსა და დასავლელ ფერმერებს. ამით მათ რეალობად აქციეს ახალი ფილოსოფია, რაშიც გაერთიანებული იყო `მანჩესტერელ ლიბერალთა~ საბაზრო ეკონომიკა და `სოციალური დარვინიზმი~ ბრიტანელი ფილოსოფოსის, Hჰერბერტ სპენსერისა (1820-1903). მანჩესტერელი ლიბერალები ბრიტანეთის ლიბერალური პარტიის წევრები და ადამ სმიტის (1723-1790) საბაზრო კაპიტალიზმის სკოლის პოპულარიზატორები იყვნენ. სპენსერის სოციალური დარვინიზმი ადამიანთა საზოგადოებისათვის იყენებს ანალოგიებს დარვინის დაუნდობელ, მოპაექრე `ძლიერის გადარჩენის~ თეორიისა, რასაც დარვინმა თითქოსდა ცხოველებს შორის მიაგნო და დასაბუთებით ვერ დაასაბუთა.
სოციალური დარვინიზმი და მანჩესტერული ბაზარი ხედავენ არა ორგანულ საზოგადოებას, არამედ ატომისტურს. ისინი ქადაგებენ უფესვო ინდივიდუალიზმს და არა ჰარმონიულ ტრადიციონალიზმს. ამიტომაც არა მარტო მემარცხენე სოციალიზმის წინააღმდეგნი არიან, არამედ მემარჯვენე ორგანული კონსერვატიზმისა და ტრადიციული არისტოკრატიზმისაც. ოპონენტები ამბობენ, სოციალური დარვინიზმისა და საბაზრო ეკონომიკის შერწყმა წარმოშობს ფულზე დაყრდნობილ პლუტოკრატიასო. მომხრეები კი ამართლებენ, ამ შერწყმას დემოკრატიისაკენ მივყევართ, მივყევართ ისტორიის უდიდესი მიღწევისაკენ, რასაც თანასწორი შესაძლებელობები მოაქვს მეწარმეთა `ბუნებრივი არისტოკრატიის~ გამოსაზრდელად, რასაც თავიდანვე ესარჩლებოდა ჰამილტონიო.
ბიზნესის დამცველნი.
სოციალური დარვინიზმის სკოლას ვუწოდებთ, მანჩესტერულ ლიბერალიზმსა თუ კონსერვატიზმის სპეციფიკურ, ამერიკულ ვარიაციას, მის ყველაზე გავლენიან იდეოლოგად უ. ჯ. სამნერი რჩება. ამ იდეოლოგიის პრაქტიკული პოლიტიკური გამოხატულება გახლდათ რესპუბლიკური პარტიის ძველი გვარდიის ფრთა უილიამ მაკკინლის წინამძღოლობით (პრეზიდენტი 1897-1901 წლებში) და მოგვიანებით სენატორ რობერტ ა. ტეფტისა (1889-1953). ამ სკოლის საყოველთაოდ ცნობილი პრინციპებია `ინდივიდუალიზმი~ და `თავისუფალი წარმოება~. ყველაზე პოპულარული ნაშრომი იყო ელბერტ ჰაბარდის `ბარათი გარსიას~. ჰაბარდი დასცინოდა `თანაგრძნობას~ მუშებისადმი. იგი სიმპათიით იყო განმსჭვალული `დამქირავებლის მიმართ, ვინც ადრე ბერდება, რათა უმაქნისები კარგ მშრომელებად აქციოს~. გაცილებით უკეთესია ფ. ა. ჰაიეკის წიგნი `გზა ბატონყმობისაკენ~ (1944წ.), აგრეთვე თანამედროვე თვალსაჩინო ფილოსოფოსები საბაზრო ეკონომიკსა.
პროფკავშირები.
საზოგადოებაზე ამგვარი ატომისტური თვალსაზრისის საპირისპიროდ, მრავალ კონსერვატორს ურჩევნია, პროფკავშირების სახით აღადგინოს ორგანული საზოგადოება ძველი, შუასაუკუნეებრივი გილდიებისა. ადამიანური თანამშრომლობის ძველმა, თბილმა ურთიერთობამ უნდა შეცვალოს ცივი, არაადამიანური `ცასჰ-ნეხუს~ (ფულით კავშირი). `პროფკავშირები~, წერს ამერიკელი სწავლული ფრენკ ტანენბაუმი `შრომის ფილოსოფიაში~ (1952), გახლავთ კონსერვატული მოძრაობა ჩვენი დროისა. ესაა კონტრრევოლუციური მოძრაობა, რომელიც უარყოფს [ატომისტურ] მემკვიდრეობას, ფრანგული რევოლუციიდან და ინგლისური ლიბერალიზმიდან რომ გადმოგვეცა~. ასეთი ამერიკელი მოაზროვნეები ეხმაურებიან კოლრიჯისა და დიზრაელის ორგანულ თვალსაზრისს და რასკინის ნაწილობრივ სოციალისტურ, ნაწილობრივ ფეოდალურ შეხედულებებს. ეს მოაზროვნენი უმცირესობაა ამერიკული კონსერვატიზმისა. ისინი ინტელექტუალები არიან და უმცირესობაში დარჩებიან მანამდე, სანამ პროფკავშირები გამოვიდოდნენ ნეტარი გარინდების მდგომარეობიდან და გადაწყვეტდნენ გახდნენ `კონსერვატული კონტრრევოლუცია~. ამერიკელთა დიდი უმრავლესობა კი, ვისაც კონსერვატორად და ბუნებრივ არისტოკრატად რაცხს თავს, ჯერაც სამნერის რესპუბლიკურ ბანაკში არიან.
რესპუბლიკელები ვს. დემოკრატები.
სამოქალაქო ომის შემდგომი ეპოქა ჯერაც საკამათოა სწავლულთა შორის, და ვერ გადაუწყვეტიათ, თუ ორი დაპირისპირებული ჯგუფიდან რომელია ჭეშმარიტად კონსერვატული და არისტოკრატული: 1. ბიზნესის წრეები და რესპუბლიკური, პარტია თუ ისინი 2. ვინც არ ენდობიან ბიზნესის საზოგადოებას როგორც ატომისტურს, უფესვოს, და ამჯობინებენ (დიზრაელის `ტორების დემოკრატიის~ მსგავსად) დემოკრატიული პარტიის ალიანსს სამხრეთის აგრარულ არისტოკრატიასა და სოციალური მიმართულების ჩრდილოურ პროფკავშირებთან. ნაკლებად პარადოქსული ლოზუნგებითა და სპეციფიკურ ამერიკულ საფუძველზე, მეტერნიხ-დიზრაელის ძველი ფორმულა, `სოციალისტ-კონსერვატორი,~ ნაწილობრივ კვლავ გამოჩნდა ახალ გარიგებაში. ახალი გარიგება აერთიანებდა პროფკავშირებს სოციალურ და ინტელექტუალურ არისტოკრატიასთან, `ჰაიდ პარკის სკვაირისა~. რუზველტები დუჩეს ქაუნთელი მიწათმფლობელები იყვნენ და იმით ჰგავდნენ ადამსებს, რომ მათი გვარიდან პრეზიდენტები გამოდიოდნენ. თრუსტ-ბუსტერ-მა (გამარღვეველი) თეოდორ რუზველტმა, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა 1901-1909 წლებში, დიდ ბიზნესმენებს `ძლევამოსილი ხამანწკათმკვნეტავები~ უწოდა: მათმა ახლებურმა მტაცებლურმა, პლებეურმა `მატერიალიზმმა~ ლახვარი ჩასცა ამერიკის კეთილშობილურ ძველ ტრადიციებსო. ფრანკლინ Dდელანო რუზველტმა კი, დემოკრატმა პრეზიდენტმა 1933-1945 წლებში, მშრომელებს, ინტელექტუალებსა და ანტიმერკანტილურ `მაღალ საზოგადოებას~ ალიანსი შესთავაზა, რასაც ახალი გარიგება ეწოდა და გზა მოუჭრა სამნერის ყაიდის ბიზნესმენთა ბუნებრივ არისტოკრატიას.
თანამედროვე რესპუბლიკელი ბიზნემენები შეიძლება არარევოლუციონერ, რესპექტაბელურ შთამომავლებად ფრანგული რევოლუციისა. ფრანგულმა რევოლუციამ 1789 წელს ძალაუფლება მოუტანა ანტიარისტოკრატიულ, კომერციულ საშუალო კლასს. სხვა ბევრ რამესთან ერთად რევოლუციამ გზა მისცა ატომისტურ საზოგადოებას _ ლაისსერ-ფარე (საბაზრო) ლიბერალიზმი, თავისუფალი ეკონომიკა და მეწარმეობა, ორგანული, მონარქიული სახელმწიფოს ზემოქმედების ნაცვლად. ამ სადავო ჰიპოთეზათა მიხედვით, თავისუფალი ბაზრის კაპიტალისტები ფრანგული რევოლუციის წარმომადგენელნი არიან, ხოლო ახალმა გარიგებამ კონსერვატიზმი შესაძლებელი გახადა, თუმცა ეს შეგნებულად არ მომხდარა. არის მეორე _ კარგად დასაბუთებული _ ჰიპოთეზაც: ახალი გარიგების რადიკალური სეგმენტები, მისი უტოპიური აბსტრაქციები და რწმენა მასებისადმი მომდინარეობს რევოლუციონერ იაკობინელთაგან, მაშინ, როდესაც სოლიდური, ფრთხილი, სანდო ბიზნესმენები ბერკიანულ კონტრრევოლუციის მხარეზე არიან.
რა იქნება მომავლში? ნუთუ ვერ შეძლებს სულ უფრო და უფრო გაკეთილშობილებული ბიზნესმენი დაემგვანოს გარდასულ მიწათმფლობელ არისტოკრატიას და კონსერვატიზმის არსს ჩაწვდეს, მაგრამ ამავდროულად პროდუქტიული დარჩეს? მხოლოდ დრო უპასუხებს ამ სრულიად ღია შეკითხვას. ამავე დროს, კონსერვატიზმის ინტელექტულური პერიოდიკა აშკარად საუბრობს სოციალურ სამართლიანობაზე: `უოლ სტრიტ ჯორნალი~, `ფორჩუნ მეგეზინი~, `ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნი~; ამ უკანასკნელის ავტორი 1952 წელს იყო ცნობილი `ახალი კონსერვატორი~ აუგუსტ ჰეკშერი. ამგვარი ხმები და ჩ.E.D. (ეკონომიკური განვითარების კომიტეტი) იყო მაჩვენებელი, თუ რამდენად მომწიფდნენ ამერიკელი ბიზნესმენები (მძარცველი ბარონებივით) და ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლობით სავსე სახელმწიფო კაცებად, შეითვისეს ნობლესსე ობლიგე, რაც უკვე არა პლუტოკრატიული, არამედ არისტოკრატიული მახასიათებელია.
სამწუხაროდ, იმავე დროს `ახალმა კონსერვატორებმა~, ე.წ. ნეოკონებმა, იაკობინიზმის გზა აირჩიეს XX საუკუნის 60-იანი წლებიდან და ბიზნესის განვითარებაც აქეთ წარიმართა; საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და მსხვილი, მულტინაციონალური კომპანიები გლობალურ მძარცველ ბარონებად გადაიქცნენ.
კულტურული კონსერვატიზმი: მელვილი, ჰოთორნი.
თუკი ვიწრო პოლიტიკურ კონსერვატიზმს, გუშინაც და დღესაც, ბიზნეს ელიტა ესაჭიროებოდა, თვით კონსერვატიზმს სრულებით არ სჭირდება პოლიტიკა. პირიქით, ამერიკული კონსერვატიზმისათვის ნიშანდობლივი ფორმაა საკუთარ სულში ჩაღრმავება ინდივიდის მიერ, რასაც ამერიკელი ხელოვანნი მიმართავდნენ იმის ჩასაწვდომად, რასაც მელვილი `პროგრესისადმი ურწმუნოებას~ უწოდებდა. მრავალი ამერიკელი მწერალი იყო კულტურული კონსერვატორი, პესიმისტი ან, უფრო სწორად, ანტიოპტიმისტი და დაეჭვებული გარეგნულ რეფორმებში, მაგალითად: ჯეიმზ ფენიმორ კუპერი(1789-1851), ნათანიელ ჰოთორნი(1804-1864), ედგარ ალან პო(1809-1849), ჰერმან მელვილი(1819-1891), ჰენრი ჯეიმზი(1843-1916), უილიამ ფოლკნერი(1897-1962). ჰაიატ უეგონერის `ჰოთორნში~(1955) გადმოცემულია მათი შეხედულებანი, ვინც ამერიკულ კულტურულ ტრადიციას აღიქვამს კონსერვატული `ტრაგიკული აზრით~, აღიარებს დასაბამიერ ცოდვას და უკუაგდებს ლიბერალურ ილუზიებს პროგრესისა და ადამიანური ბუნების შესახებ. ეს ლიბერალური ილუზიები, დაასკვნის უეგონერი, `უსარგებლო იყო მათთვის, ვინც შეგნებულად იბრმავებდა თავს და ვერ ხედავდა ტრაგედიის არსებობას. . . `ევოლუციური ოპტიმიზმი~ XIX საუკუნის ლიბერალიზმისა, შეურაცხყოფილი რჩებოდა, თუ ვინმე იტყოდა, უფრო `ღრმად ვიხედები ფსიქოლოგიაშიო~. არაპოლიტიკური კონსერვატიზმი უნივერსიტეტებში წინამძღოლობს `პროგრესული განათლების~ საწინააღმდეგო მოძრაობას, ებრძვის ოპტიმისტურ თვალსაზრისს ადამიანური ბუნების გამო და უბრუნდება ლიტერატურულსა და რელიგიურ კლასიკას, ტრადიციაში ჩაღრმავებულ სიბრძნეს. ეს იდეალი, რაც შთააგონებდა ამერიკულ კულტურულ კონსერვატიზმს, გამოხატულია ნაკლებად ცნობილ კატრენში მელვილისა:
არა სიდიადე, არა სიუხვე,
არამედ ფორმა, ადგილი;
არა განმაახლებელი სიჯიუტე,
არამედ პატივისცემა არქეტიპისადმი.
ჰენრი ადამსი 1838-1918.
ადამსების ოჯახის ოთხი თაობა თითქმის მოიცავს ამერიკის კონსერვატიზმის ისტორიას: პრეზიდენტი ჯონ ადამსი, მისი ვაჟი, პრეზიდენტი ჯ. კ. ადამსი, მისი შვილიშვილი, ელჩი ჩარლზ ფრენსის ადამსი, მისი შვილთაშვილი ჰენრი ადამსი. დასავლელი რუსოისტი, პოპულისტ-ლიბერალი ამ ბოსტონელ ბრამინებს ალბათ `რეაქციონერ სნობებს~ უწოდებდა, კოლჰაუნელი სამხრეთელი კი `რადიკალებს~ დაარქმევდა მონობისადმი აგრესიულობის გამო. და მაინც, ისინი კონსერვატორები არიან, რადგანაც არ ენდობიან დემოკრატიულ ოპტიმიზმსა და ადამიანის ბუნებას. მეოთხე ადამსმა ეს უნდობლობა გამოხატა რომანში `დემოკრატია~ (1980) და ავტობიოგრაფიულ წიგნში `ჰენრი ადამსის აღზრდა~ (1906). რომანში ასახული იყო ოპტიმისტური, დემოკრატიული იდეალიზმის გარდაუვალი გადაგვარება შინგამოჩეკილი შუადასავლეთელი სენატორისა; რომანი წინასწარმეტყველებაა, რომ ამერიკული დემოკრატია, წარმოშობილი მამების არისტოკრატიზმის დაკარგვის შემდეგ, `ისევე გაირყვნება, როგორც რომი კალიგულას დროს~. `აღზრდაში~, დღეს რომ ლიტერატურულ კლასიკად იქცა, წარმოჩენილია იგივე ზნეობრივი განცდები და კულტურული კონსერვატიზმი, რაც ჰოთორნთან და მელვილთან გვხვდება. ადამსი დაჟინებით იმეორებს თავის გამაღიზიანებელ ანტითეზას: `ჭეშმარიტი~ ამერიკა, დაფუძნებული არისტოკრატი წინაპრების მიერ, ვერსუს, სამოქალაქო ომის შემდგომი პლუტოკრატია, გრანტის (პრეზიდენტი 1869-1877) ხელმძღვანელობით. 1911 წელს ადამსი სწერდა თავის ძმას: გრანტის იდუსტრიულმა პლუტოკრატიამ `დაგვაკარგვინა უკანასკნელი შანსი, შეძლებისდაგვარად აღორძინებულიყო და ამაღლებულიყო საზოგადოების დონე~.
ირვინგ ბებიტი და პოლ ელმერ მორი.
ისტორიკოსები თანამედროვე პოლიტიკოსებსა და პოეტებზე უფრო მეტად ირვინგ ბებიტისა (1865-1933) და პოლ ელმერ მორისაკენ (1864-1930) იხედებიან, როგორც ფედერალისტური ფურცლების კლასიკური კონსერვატიზმის კანონიერი მემკვიდრეებისაკენ. ბებიტი გახლდათ ფრანგულის პროფესორი ჰარვარდში. მან მორთან ერთად დააფუძნა თანამედროვე `ჰუმანისტური~ მოძრაობა. მორი იყო ავტორი `მელბურნის ესეებისა~(1904) და თვალსაჩინო ლიტერატურული კრიტიკოსი. ორაზროვენი სიტყვა `ჰუმანიზმი~ მათთვის ნიშნავდა ლიტერატურული კლასიკიდან ამოზრდილი კულტურული და ეთიკური ღირებულების შენახვას; ამდენად, მათი მოძრაობა გვაგონებს იმ იდეალებს, რაზეც გოეთეზე, კოლრიჯსა და არნოლდზე საუბრისას მივუთითებდით. ბებიტის `რუსო და რომანტიზმი~ (1919) ამერიკული კლასიციზმის ბიბლიაა; აქ იგი აკრიტიკებს რუსოიზმს რომანტიზმში, პიროვნებისადმი ზედმეტი ყურადღებისა, კულტურული-პოლიტიკური რადიკალიზმისა და მკაცრი შინაგანი ზნეობის ნაკლებობის გამო. ოპონენტები ამბობენ, ბებიტ-მორი უსამართლოდ დაესხნენ თავს რომანტიკოსებსა და რუსოსო; და მართლაც, მათი შეტევა რომანტიზმზე რომანტიკული თავშეუკავებლობით ხასიათდება; და მაინც, ძირითადი პრინციპები სამართლიანია.
ფედერალისტთა და შემდეგ კოლჰაუნის გამაფრთხილებელ ნაშრომებს, დემოკრატიის მიღმა ტირანია იმალებაო, მესამე დიადი წიგნი, ირვინგ ბებიტის `დემოკრატია და ლიდერობა~(1924) ამოუდგა მხარში. ამ წიგნში შექებულია ტრადიციული, არაარჩევითი, ნაწილობრივ არისტოკრატული ინსტიტუტები, როგორიცაა უმაღლესი სასამართლო, და წარმოჩენილია განსხვავება პირდაპირსა და კონსტიტუციურ დემოკრატიებს შორის. ბებიტი იკვლევს პირდაპირ დემოკრატიას, იხილავს რუსოსა და ჯეფერსონის იდეებს, რომელთაც ტყუილად ეიმედებოდათ ადამიანის ბუნების სიკეთე; აანალიზებს კონსტიტუციურ დემოკრატიას, ბერკისა და ვაშინგტონის მოღვაწეობას, ვინც საჭიროდ მიიჩნევდნენ მასების ნების შეზღუდვას. ბებიტი ორ ფრონტზე იბრძოდა. მარჯვნივ კათოლიკურ კლერიკალიზმთან და ზებუნებრივ დოგმებთან პაექრობდა, თუმცა პოლიტიკურ რადიკალიზმს ბევრად ერჩივნა; მარცხნივ ლიბერალებსა და მათ ნატურალისტურ რელატივიზმს ებრძოდა. შორს იდგა იმ ლიბერალებისაგან, ვინც სოციალურ ცვლილებებს შინაგან (გულის) ცვლილებებზე მაღლა აყენებდა; ეს პოზიცია განასხვავებდა კოლრიჯელებს ბენთამელებისაგან _ ბებიტამდე ასი წლით ადრე. ბებიტის კონსერვატიზმი და ღირებულებათა შენახვა ინდივიდუალისტური და პროტესტანტული იყო თავისი ტემპერამენტით. საყვარელი დოქტრინის, `შიდა კონტროლი~, გასაძლიერებლად მან ბუდისტური კლასიკა თარგმნა ინგლისურ ენაზე. ევროპიდან კი ბერკის დოქტრინებს იშველიებდა, განსაკუთრებით იმას, სადაც ბერკი ამბობს, საზოგადოება ვერ იარსებებს, თუ ნებასა და მადას ზედამხედველობა არ დაუწესდებაო; და რაც უფრო ნაკლებია შიდა კონტროლი, მით მეტად გამოდის გარეთო. ასევე ახალინგლისური კონსერვატიზმითა და პროტესტანტული სულით იყო აღვსილი ბებიტის თეზისი, ამერიკელებმა უნდა ისწავლონ ნაკლები ლაპარაკი უფლებებზე და მეტი ლაპარაკი მოვალეობებზეო.
ელიოტი ვს. ბებიტი.
რამდენად ემორჩილება კონსერვატიზმი რელიგიურ დოგმას? ეს შეკითხვა აღიძრა ბებიტ-ელიოტის დრამატული დაპირისპირებისას. შეიძლებოდა თუ არა ორივეს მიერ აღიარებული კონსერვატული იდეალები გაძლიერებულიყო ზებუნებრივი რელიგიური დოგმების გარეშე. ესეიში `ირვინგ ბებიტის ჰუმანიზმი~ (1927) ელიოტმა გააკრიტიკა ბებიტის კლასიკური ჰუმანიზმი და რელიგიური დოგმების ნაკლებობა უსაყვედურა. ბებიტმა პასუხი გასცა (`შემოქმედად ყოფნის შესახებ~, 1932) იმით, რომ `შიდა კონტროლი~ განსაზღვრა ზნეობრივ, მაგრამ არა ზებუნებრივ მოვლენად. ელიოტ-ბებიტის პოლემიკის ორივე მხარემ უჩვენა კონსერვატიზმის უმაღლესი ინტელექტუალური დონე. ზომიერი ჰუმანისტი ბებიტი ბერკის ტრადიციის ფარგლებში რჩება; უფრო კლერიკალური ელიოტი კი მესტრის ტრადიციაში გადადის. 1927 წელს ელიოტმა თვითვე აცნობა მსოფლიოს, რომ იგი იყო `ანგლო-კათოლიკე რელიგიურად, როიალისტი პოლიტიკაში და კლასიცისტი ლიტერატურაში.~ 1948 წელს ნობელის პრემია მიენიჭა და ყველაზე უფრო თაყვანსაცემი პოეტი გახდა თავისი დროისა. პროზაულ ნაშრომებში, სადაც ნიუმენის მსგავსად, ერთმანეთს უხამებს მგრძნობელობასა და ღირსებას, კონსერვატიზმის სოციალური და რელიგიური ასპექტების დაცვას ისახავს მიზნად: `ქრისტიანული საზოგადოების იდეა~ (1940); `შენიშვნები კულტურის განსაზღვრისათვის~ (1949).
სანტაიანა ლიბერალიზმის შესახებ.
რამდენჯერმე მივუთითეთ სერიოზულ დაპირისპირებასა და კონფლიქტზე კონსერვატულ ფილოსოფოსებს შორის. მაგრამ ჯორჯ სანტაიანას (1863-1952) მსგავსი დიდ ფილოსოფოსთა მიერ გაწეული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლიბერალური პროგრესის მომხრეთა ბანაკში არსებული დაპირისპირებანი უფრო მძაფრი და დაუნდობელია. ნაშრომში `მბრძანებლობანი და ძალაუფლებანი~ (1951) სანტაიანა მიუთითებს XIX საუკუნის იდეალისტური ლიბერალიზმის პარადოქსულ შედეგებზე: ის ან მეოცე საუკუნის ანარქიაში გადაიზარდა, ანდა ანარქიის ასარიდებლად თავისი ნება არალიბერალურ სამყაროში გადაიტანა და ამ ნების განხორციელებით შეწყდა მისი ლიბერალობა და დესპოტიზმად იქცაო. ამ თანაბრად მომაკვდინებელი ალტერნატივების გამო სანტაიანამ ლიბერალიზმის ისტორია `ზნეობრივად დახურულად~ გამოაცხადა.
სამხრეთელი აგრარელები.
ისინი ელიოტის, მორისა და ბერკის კვალს დაადგნენ, მაგრამ უფრო ჯგუფურად გამოვიდნენ ასპარეზზე, სამხრეთელი აგრარელების სკოლა: Dდონალდ დევიდსონი, ჯონ ქრაუ რენსომი, ალენ ტეიტი, რობერტ პენ უორენი და რიჩარდ უივერი. მათ ცნობილსა და გავლენიან მანიფესტს ერქვა `მე ვირჩევ ადგილს~ (1930). აქ პოეტი და ფილოსოფოსი რენსომი იმოწმედა რასკინსა და კარლაილს და წარმოაჩენდა კაპიტალისტურ მექანიზაციასა და სიხარბეს, როგორც საფრთხეს ტრადიციულ, არისტოკრატულ და ზნეობრივ ღირებულებათათვის. როცა დაინახა რესპუბლიკური პარტიის გადახრა ინდუსტრიისაკენ, რენსომმა კონსერვატორებს დემოკრატიულ პარტიაში გადასვლა მოთხოვა, რასაც სამი ახალი პრინციპი შემატა: აგრარული, კონსერვატული და ანტიინდუსტრიული.
იანკ ბიზნესმენთა პასუხი.
მათგან განსხვავებით, მრავალი ბრძენი და პატრიოტი ჩრდილოელი ბიზნესმენი, ვისაც 1936 წელს პრესა და ფინანსური ამერიკა უჭერდა მხარს, რესპუბლიკურ პარტიაში გადავიდა, რათა წინ აღდგომოდა დემოკრატიული პარტიის მიერ თავისუფალი ბაზრის `რადიკალურ ჩაგვრას~. პატიოსანი ადამიანები ორივე მხარესაა, მაგრამ ისინი შეთანხმებული ტერმინოლოგიით არ ლაპარაკობენ, რაც გაარკვევინებდათ, ვინ რადიკალია და ვინ კონსერვატორი. ისინი არც რადიკალები არიან და არც კონსერვატორები; ალბათ, ყველანი ჯონ ლოკის ლიბერალური მოძღვრების კვალს ადგანან სხვადასხვა ბილიკებით. ბრიტანელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი შუა გზაზე იდგა; იგი იცავდა საპარლამენტო სისტემას და თანაბარი გავლენა მოახდინა ამერიკელთა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე მიმართულებაზე. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ამერიკული პარტიები `გულში~ ყოველთვის ზომიერი ლოკიანელი ლიბერალები იყვნენ და ამ ჰიპოთეზას აძლიერებს ლუი ჰარცის გამოკვლევა `ამერიკის ლიბერალური ტრადიცია~ (1955) და მას მოყოლებული სხვადასხვა ავტორთა მრავალი ნაშრომი.
ამერიკული პარტიები უიდეოლოგიოა.
მეორე მხრივ, სხვა სწავლულები ასეთივე დამაჯერებლობით ირწმუნებიან, რომ სიტყვა `ლიბერალმა~ დაჰკარგა მნიშვნელობა, იმიტომ, რომ მეტისმეტად ხშირად ახსენებდნენ და ახსენებენ ორივე პარტიის წევრები. მოგვიანებით სიტყვა `კონსერვატორიც~ კარგავს მნიშვნელობას, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დუაიტ დ. აიზენჰაუერმა თავისი რესპუბლიკური კრედო `პროგრესულ კონსერვატიზმად~ მონათლა, 1955 წელს; მისმა მოწინააღმდეგე ადლაი სტივენსონმა კი შენიშნა: `დროის უცნაურმა ალქიმიამ ერთგვარად გარდაქმნა დემოკრატები ნამდვილ კონსერვატულ პარტიად ამ ქვეყანაში . . . დააფუძნა მტკიცედ და უსაფრთხოდ [ტრადიციულ] საფუძველზე . . რესპუბლიკელები კი საპირისპიროდ რადიკალებივით იქცევიან . . . შმაგებივით . . ` ამაოა ეს რესპუბლიკურ-დემოკრატიულ დისპუტი და ორივე მხარე შეუთავსებელია კონსერვატიზმთანო, ამბობენ ისინი, ვინც ხედავენ, რომ ამერიკული პარტიული სისტემა არ არის იდეოლოგიური. ევროპისაგან განსხვავებით, სადაც იდეოლოგიური პარტიები დომინანტობენ, ამერიკული პარტიები დროებით უკავშირდებიან ინტერეს ჯგუფებს და კონსერვატიზმისა და რადიკალიზმის საზღვრებს დაუდევრად არღვევენ. ამით თავიდან იცილებენ დოქტრინულ, უხეშ შეჯახებებს, რაც ზღუდავს ევროპელ პოლიტიკოსებს და ქაოსისა და რევოლუციისაკენ უბიძგებს. მრავალი გავლენიანი სწავლულის აზრით, 1787-1800 წლების ფედერალისტური პარტია იყო ერთადერთი ამერიკაში, რომელსაც ჰქონდა კოსერვატული მსოფლმხედველობა. დანარჩენებზე კი მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერკიანულ კონსერვატიზმს ტაქტიკად იყენებდნენ ხოლმე ძველთაგან დღემდე. დასკვნა _ ორივე თვალსაზრისი შეიძლება დავიყვანოთ იქამდე, რომ ამერიკული პოსტფერდერალისტური პარტიები ლიბერალ-დემოკრატები არიან გააზრებული თეორიით, და ბერკიანელი კონსერვატორები _ გაუცნობიერებელი პრაქტიკით.
XX საუკუნის მეორე ნახევრის კონსერვატორები.
XX საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილი ამერიკელი კონსერვატორები იყვნენ: ჯონ ბლუმი, დენიელ ბურსტინი, მაკჯორჯ ბანდი, ტომას კუკი, რეიმონდ ინგლიში, ჯონ ჰოლოუელი, ენტონი ჰარიგანი, აუგუსტ ჰეკშერი, Mმილტონ ჰინდუსი, რასელ კერკი, კლემენს ფონ კლემპერერი, ერიკ ფონ კუენელტლედინი, რიჩარდ ლეოპოლდი, ს. ე. ლუკასი, მალკოლმ მუსი, რობერტ ნისბეტი, კლინტონ როსიტერი, პიტერ ვიერეკი, ელისეო ვივასი, ჯოფრი ვაგნერი, ჩედ უოლში, ფრენსის უილსონი.
მათზე უფრო ძველი თაობაა: Hჰერბერტ აგარი, კენონ ბერნარდ ბელი, Gგორდონ კით ჩალმერსი, გრენვილ კლარკი, პიტერ დრუკერი, უილ ჰერბერგი _ იგი ცდილობდა იუდაიზმისა და კონსერვატიზმის შერწმას, უოლტერ ლიპმანი და დოროთი ტომპსონი, როს ჰოფმანი _ ცდილობდა ბერკი დაეკავშირებინა კათოლიციზმთან, პროტესტანტი თეოლოგი რეინჰოლდ ნიბური _ იგი ბერკიანელი იყო და აკრიტიკებდა ლიბერალურ ილუზიებს ადამიანის სიკეთის შესახებ, მას პატივს სცემდნენ კონსერვატორებიცა და ლიბერალებიც.
შემდგომი თაობა ნეოკონსერვატორები გახლავთ, ვინც იმდენად დაშორდნენ კონსერვატიზმს, რომ მათ ახალ იაკობინელებს უწოდებენ. მათი მოძღვარი იყო ლეო სტრაუსი; ცნობილი სახელებია: ალან ბლუმი, ირვინგ კრისტოლი, რობერტ კაგანი, ჰარი ჯაფა. . .
კლასიკურ კონსერვატორთაგან აღსანიშნავია კლაეს გ. რინი; იგი ბერკისა და ბებიტის გზას აგრძელებს.
ბერკ-პეინის პოლემიკა დღეს.
ბერკსა და პეინს შორის დაწყებული დავა კი დღემდე გრძელდება; XX საუკუნის მეორე ნახევარში ტომას კუკი წერდა, თავისუფლება დამოკიდებულია კონკრეტულ ტრადიციაზე და საფრთხე ექმნება `თუ მეტისმეტად ვენდობით ადამიანის გონებას, დედუქციურად და ა პროირი-ულად რომ მოქმედებს, აბსტრაქტულ პრინციპებზე დაყრდნობით~. სტენლი პარგოლისი ამბობდა, `რაციონალისტი თუ ლიბერალი თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უნივერსალური ჭეშმარიტების აბსტრაქტულ ჩარჩოებში აქცევს: კონსერვატორი კი მრავალფეროვნებასა და კონკრეტულობას ითვალისწინებს~.
XX საუკუნის შუა ხანებამდე მრავალი სემიმარქსისტი ინტელექტუალისათვის ბერკი კეთროვანივით იყო. მარქსისტები წყევლიდნენ ბერკს, ფრანგულ რევოლუციას ცილი დასწამაო, მაგრამ 1950-იანი წლებიდან, ცივი ომიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ამერიკელებს გაეფანტათ რადიკალური ილუზიები _ თუმცა მერე, 90-იან წლებში კვლავ თავი წამოყო დემოკრატიზმის გავრცელების ილუზიამ _ ანტიკომუნისტებმა დაიწყეს ბერკის შესწავლა, ისევე, როგორც ანტიიაკობინელები სწავლობდნენ. არა კონსერვატორი, არამედ გამორჩეული ლიბერალი ისტორიკოსი კრეინ ბრინტონი განიხილივას ბერკ-პეინის პოლემიკის მნიშვნელობას დღევანდელი ამერიკისათვის და ამბობს: ` ბერკი უპირისპირდებოდა ფრანგულ რევოლუციაში იმას, რასაც ჩვენ ჯერაც ვებრძვით დღევანდელ ტოტალიტარულ რევოლუციებში. იგი წინ აღუდგა რევოლუციას დასავლური ცივილიზაციის სტანდარტებზე დაყრდნობით, და თვითვე მოჰფინა ნათელი და დაასრულა ეს სტანდარტები. პოლემიკა ბერკსა და პეინს შორის, რომლის პამფლეტიც, `ადამიანის უფლებანი~, იყო გამოხმაურება ბერკის ნაშრომზე `ფიქრები ფრანგულ რევოლუციაზე~, ბერკის სასარგებლოდ დასრულდა, და ეს ისევე აშკარაა, როგორც ის, რომ დავა მზისა და დედამიწის მოძრაობის გამო კოპერნიკის სასარგებლოდ დამთავრდა. . . . ყველა, ვინც ქრისტიანული ტრადიციის წიაღშია გაჩენილი და აღზრდილი, უნდა ხედავდეს დამამტკიცებელ საბუთს იმ დიდი შეცდომის დასანახად, რის წინააღმდეგ ბრძოლასაც ბერკმა სიცოცხლე შესწირა, სახელდობრ, იმის მტკიცებას, რომ ადამიანები ბუნებრივად კარგები და გონიერები არიან~.