პოლიტიკასხვადასხვა

კონგრესმენი თომას მასი ზელენსკის სიტყვით გამოსვლას არ დაესწრო

0

წარმოამდგენლობითი პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა თომას მასიმ , უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ მედიაში გააკრიტიკა. იგი იმ რესპუბლიკელებს შეუერთდა, რომლებმაც ომის დროს კონგრესის ერთობლივ სესიაზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადეს.
„ვადინგტონში ვიმყოფები, თუმცა “უკრაინელი ლობისტის” სიტყვით გამოსვლას არ დავესწრები, – დაწერა მასიმ ოთხშაბათს Twitter-ის საკუთარ გვერდზე, რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის მადლობას გადაუხდიდა.
„ეს ქველმოქმედება არ არის, რადგან ქველმოქმედებას თავისუფლად გასცემენ. ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს ამ უცხოური მთავრობისთვის საკეთილდღეოდ სახელმწიფო შემწეობის გადახდას აიძულებენ“, – განაცხადა მასიმ იმ მრავალმილიარდიანი დახმარების შესახებ, რომელსაც უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად უგზავნიან.
NBC News-ის რეპორტიორის, ჯული სორკინის თქმით, რესპუბლიკელი სენატორები რენდ პოლი (R-Ky.), ჯოშ ჰოული (R-Mos.) და მაიკ ლი (R-Utah), რომლებიც უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი ამერიკული დახმარების საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებენ, ზელენსკის სიტყვით გამოსვლას არ დაესწრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკელთა მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი მეთიუ გეთსი (R-Fla.) და ლორენ ბობერტი (R-Colo.) აპლოდისმანტებით არ შეხვდნენ პალატაში შესულ ზელენსკის, როდესაც დამსწრე კანონმდებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ოვაციებით ეგებებოდა უკრაინის პრეზიდენტს.
სამშაბათს, სპიკერმა ნენსი პელოსიმ (D-Calif.), ყველა წევრს სთხოვა, რომ ოთხშაბათს ღამით ზელენსკის გამოსვლას დასწრებოდნენ.
ზელენსკი ლაპარაკობდა, პარალელურად კი, ამერიკელი კანონმდებლები უკრაინისთვის დამატებითი 45 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების საკითხს განიხილავდნენ.
„რუსული ტირანია ვეღარ გვაკონტროლებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ამერიკელ კანონმდებლებს რუსეთთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
P.S. ოთხშაბათს ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კიევს დამატებით 1.85 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ. ასევე გადასცემენ Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემას. თეთრმა სახლმა ეს განცხადება რამდენიმე საათით ადრე გააკეთა, ვიდრე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა, ვაშინგტონის მახლობლად დაეშვებოდა. 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია შეერთებულ შტატებში.

წყარო: https://is.gd/fXdXTp