კონგრესის წევრმა ჯორჯიის შტატიდან მერჯორი ტეილორ გრინმა CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ ეთერში უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ის 51-ე შტატი არ არის და უმჯობესი იქნება, ამერიკის ადმინისტრაციამ საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს. გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან. წამყვანი ლესლი შტალი – თუ დღეს შევწყვიტავთ დახმარების გაწევას, მაშინ რუსეთი NATO-ს წევრი ქვეყნის, პოლონეთის საზღვარს მიადგება და თუ ისინი პოლონეთს თავს დაესხმებიან, ჩვენ მოგვიწევს, რომ მათ დავეხმაროთ. ტეილორ გრინი: აქტიურად ვადევნებ თვალს და ვერსად ვერ მივაგენი განცხადებას, რომელშიც პუტინი ამბობს, რომ პოლონეთში შეჭრას აპირებს. შტალი: მე მაინტერესებს, თუ თქვენ ეს არ გაღელვებთ, მართლაც რომ მოხდეს ჩვენ ხომ NATO-ს წევრი ქვეყანა ვართ და რეაგირება მოგვიწევს. მერჯორი გრინი: დიახ, ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყანა ვართ და ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი. უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ მოდი ვნახოთ რას ვაკეთებთ მისთვის – უკრაინაში რუსეთთან მიმდინარე პროქს