ახალი ამბებისხვადასხვა

კოლორადოში, LGBTQ კლუბში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული LGBTQ თემის წარმომადგენელი აღმოჩნდა

0

21 ნოემბერს, კოლორადოში მდებარე არატრადიციული ორიენტაციის პირთა კლუბში შეიარაღებული მოქალაქე შეიჭრა და 5 ადამიანი მოკლა.

პოლიციამ, ეჭვმიტანილი 22 წლის ანდერსონ ლი ოლდრიხი დააკავა.
შემთხვევიდან მელევე, მეინსტრიმ-ლიბერალურმა მედიამ და პოლიტიკოსებმა სცადეს აღნიშნული დანაშაულის დაკავშირება კონსერვატიულ ძალებთან. ისინი ცდილობდნენ მომხდარზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზე დაეკისრებინათ, ვინც პრეგრესისტი ლიბერალების იდეოლოგიას ეწინააღმდეგებიან. მეინსტრიმული მედია გამოთქვამდა ვარაუდს, რომ 22 წლის თავდამსხმელის უმძიმესი დანაშაულისკენ ანტი non binary და ანტი LGBTQ რიტორიკამ უბიძგა.
მაგრამ გავრელდა ცნობები, რომ ოლდრიხი თავს LGBTQ თემს აკუთვნებს და სასამართლოს ოფიციალურ დოკუმენტებში ის non binary გენდერის ნიშნებით – they/them მოიხსენიება.
CNN-ი თავდასხმაში ეჭვმიტანილის შესახებ დამატებით ბიოგრაფიულ ცნობებსაც ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ოლდრიხი მძიმე ოჯახურ პირობებში იზრდებოდა. მამა, იყო პორნო მსახიობი, რომელიც ციხეშიც იჯდა მარიხუანას უკანონო იმპორტისთვის, ასევე ნასამართლევი სხვადასხვა დროს არა ერთი დანაშაულისთვის. ცნობებით ირკვევა, რომ ოლდრიხის დედას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წარსულში იყო ნარკო-დამოკიდებული და ასვე არის ნასამართლევი, მას 3 წლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. 2012 წელს, როდესაც მისი შვილი ოლდრიხი 8 წლის იყო, იგი მოხვდა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში, სადაც საკუთარი პალატის დაწვა სცადა. ოჯახი, ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და ასევე 16 წლის ასაკში დამნაშავემ სახელი და გვარიც შეიცვალა. მათ არა ერთხელ ჰქონდათ კონფლიქტი კანონთან და მუდმივად ხვდებოდნენ სამართალდამცავთა ყურადრების ცენტრში.
ასე, რომ მცდარია და წარუმეტებელია პროგრესისტი-ლიბერალების ნარატივი, თითქოს დამნაშავის მოტივაციაში წვლილი მიუძღვის ანტი LGBTQ ტრადიციულ იდეოლოგიას.