საზოგადოებასხვადასხვა

კემბრიჯის უნივერსიტეტის დეკანმა მხარი დაუჭირა მკვლევარი-სტუდენტის განცხადებას, რომლის თანხმადაც ქრისტეს ტრანსსხეული ჰქონდა – აღნიშნულმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

0

„თრინითი ქოლიჯის“ (Trinity College – კემბრიჯის უნივერსიტეტის 31 კოლეჯიდან ერთ-ერთი) დეკანმა, პროფესორმა მაიკლ ბანერმა, მხარი დაუჭირა უმცროსი მკვლევარი-სტუდენტის, ჯოშუა ჰითის, შეხედულებას, რომელმაც შუა საუკუნეებსა და რენესანსის ეპოქაში შექმნილ ნახატებში ჯვარცმული იესოსთვის მიყენებულ ჭრილობებსა და ქალის გარეგან სასქესო ორგანოს შორის პარალელები გაავლო.

ჰითის ვარაუდით, ქრისტეს ტრანს-სხეული ჰქონდა, რადგან სხეულის მარჯვენა მხარეზე მიყენებული ჭრილობა ქალის სასქესო ორგანოს ნაპრალს ჰგავს.

ამ შემთხვევამ, რომელიც ქადაგების შემდეგ მოხდა, მლოცველები შოკში ჩააგდო და ააცრემლა. მისმა სიტყვებმა მლოცველების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია, ზოგიერთმა მათგანმა საკამათო შენიშვნების გაკეთებისას ცრემლებიც კი ვერ დამალა.
ქადაგებისას ჰითმა თავისი განცხადების დასადასტურებლად სამი ნახატი წარადგინა, მათ შორის ჟან მალუელის ცნობილი ნამუშევარი, 1400 წელს შესრულებული პიეტა. ჰითმა იესოსთვის გვერდის არეში მიყენებულ ჭრილობასა და სისხლზე მიუთითა, რომელიც საზარდულისკენ მიედინება.

მკვლევარ-სტუდენტმა მლოცველებს ისიც განუცხადა, რომ მე-14 საუკუნეში მოღვაწე ბონა ლუქსემბურგელის ლოცვების წიგნში ეს ჭრილობა განცალკევებული იყო და აშკარად „ვაგინის ფორმას ჰგავდა“.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ქადაგება ქვემოთ მოცემული შენიშვნებით დასრულდა: „ამ ნამუშევრებში ქრისტე ერთდროულად მამაკაცურ და ქალურ სხეულშია წარმოდგენილი. თუ ქრისტეს სხეული, როგორც ეს ნახატები გვთავაზობს ყველას სხეულის სხეულს, მაშინ მას ტრანს-სხეული ჰქონდა“.

რამდენიმე მლოცველმა დეკანს რეკლამაციით მიმართა. ისინი აშკარად შეწუხებულები ჩანდნენ და ღვთისმსახურება აცრემლებულებმა დატოვეს. ბავშვების თანდასწრებით გამართულმა ზიზღნარევმა ქადაგებამ მლოცველები უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო. ამის მიუხედავად, ბანერმა მხარი დაუჭირა ჰითის შეხედულებას და განაცხადა, რომ ქრისტეს ამ გამოსახულებებმა, რომლებშიც იგი მამაკაცის/ქალის სხეულშია წარმოდგენილი, ტრანსგენდერთა პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობა უზრუნველყო.