რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

კათოლიციზმის ნეოლიბერალური რექვიემი (II ნაწილი)

0

დავით ქართველიშვილი

ბენედიქტ XVI აღვიძებს სასიამოვნო მოგონებებს განსხვავებული რელიგიური კონფესიებისა და მიმდინარეობების ადეპტებშიც კი, თავისი “ენციკლიკების“ (ეპისტოლეების) საზოგადოებამდე მიტანის, მათი სწორად წაკითხვისა და გაგების (პროგრამული დოკუმენტები სოციალურ-პოლიტიკური, რელიგიური თუ მორალური საკითხების შესახებ, მიმართული მორწმუნეებისა და ეკლესიის მსახურებისთვის) დაუღალავი მცდელობით. მართალია ბენედიქტეს „კალამს“ მხოლოდ სამი ენციკლიკა ეკუთვნის, მაგრამ ისინი ამად ღირდა. და რაკი ვიცით იმ გარემოს ტოქსიკურობაზე, რომელშიც პაპი იმყოფებოდა, შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ადამიანის გამბედაობაზე, ვინაიდან მან ფარდა ახადა თანამედროვე სამყაროს ტრაგედიაზე ღრმა ანალიზის პრიზმაში საუბარს.

ენციკლიკა „ღმერთი სიყვარულია“ (2005) გახდა ახალი რელიგიური მიდგომის მანიფესტი, კათოლიკეების ეკლესიაში დაბრუნების მცდელობა, თითქოს და თავიდან დაწყებული, სიყვარულის ქრისტიანული გაგების საკითხების ახლებური გადახედვა. ის შეეხო გულწრფელი (და არც თუ ისე) ქველმოქმედების პრობლემებს. მისი მორიგი ენციკლიკა – „იმედით გადარჩენილი“ არსებითად ღრმა ინტელექტუალური შინაარსისაა, რომელიც უფრო იმედს კი არა, უიმედობას აფრქვევს. ენციკლიკაში „წყალობა ჭეშმარიტებაშია“ (2009) ბენედიქტე მიმართავდა მარქსიზმის თეორიის თანამედროვე მიმდევრებს, საუბრობდა რა პოსტმოდერნული ეპოქის პრობლემებზე თავისი შეუზღუდავი გლობალიზმით. მან საინტერესო აზრები გამოთქვა თანამედროვე შრომის ბაზრის სოციალურ პრობლემებზეც, ღარიბ მორწმუნეთა დასაქმებაზე და ეკონომიკური კრიზისის დროს მდიდრების კლასის უღმერთო ქცევაზე.

ბენედიქტეს კიდევ ერთი ენციკლიკა (“რწმენის შუქი”), მიითვისა ახალმა პაპმა ფრანცისკომ და მისი სრულიად მახინჯი გადაწერით, მთლიანად შეუცვალა მას შინაარსობრივი დედა-აზრი – კონკრეტულად რისი თქმა სურდა მასში ბენედიქტ XVI-ს, დღემდე მწვავე დისკუსიის თემაა. მაგრამ მცოდნე ხალხი დარწმუნებულია: ეს იყო ომის ფაქტიური გამოცხადება “რწმენის შუქის” მიერ ისეთ თანამედროვე სამყაროს მთავარ ბოროტებაზე, როგორიც არის “საჯარო ინფორმაციის სიბნელე”. ეს იყო ზოგადად ბენედიქტ XVI-ის განსახილველი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, მას არაერთგზის გამოუთქვამს თავისი ღრმა სიძულვილი დასავლური მედიის მიმართ. როგორც კი იგი პონტიფიკოსი გახდა, მან დაუნდობლად გაწმინდა და „ოპტიმიზაცია მოახდინა“ ვატიკანის პრესსამსახურში, გააუქმა უამრავი ვახშამი და ლანჩი ჟურნალისტებთან და გამოცემების მთავარ რედაქტორებთან, რაც შემოიღეს მისმა წინამორბედებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და განაახლა ამჟამინდელმა პაპმა. ბენედიქტ XVI-ემ თავისი პონტიფიკაციის პირველივე დღიდან ამჯობინა განმარტოვებული ცხოვრების წესი. ის დღე და ღამეს ვატიკანის ბიბლიოთეკაში ან თავის სამუშაო მაგიდასთან ატარებდა. და არა მხოლოდ რელიგიური ლიტერატურის გასაცნობად. სწორედ მან დაწერა ისტორიული ფაქტებით გამყარებული ცნობილი წინასწარმეტყველება: „მოდის უპასუხისმგებლო თვითნებობის ეპოქა”. განა ამიტომ არ შეხედა პონტიფიკოსმა ასე ყურადღებით უკრაინულ უნიატიზმს, და ჩქარობდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანა? ასეთ მძლავრ ტვინს არ შეეძლო არ გაეგო ზუსტად რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, და თუ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი.

როდესაც იოზეფ ალოის რაცინგერი კითხულობდა ლექციებს და ხელმძღვანელობდა რეგენსბურგის უნივერსიტეტს, მან დააარსა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კათოლიკური ჟურნალი Communio (გამოდიოდა 15 ენაზე). მომავალმა პონტიფიკოსმა დაწერა მისთვის უამრავი სტატია, როგორც სასულიერო, ასევე საერო და ისტორიული შინაარსის. გამუდმებით უბრუნდებოდა ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდს და ლეგენდარული პაპების, ინოკენტი III და ინოკენტი IV-ს ეპოქას, რომლებმაც „რკინის მუშტით“ აღკვეთეს კათოლიციზმის ინსტიტუტის დაშლა.

და მაინც, რატომ ჩაიდინა ბენედიქტ XVI-მ უმძიმესი ცოდვა – პაპობაზე უარის თქმა? იმიტომ, რომ დარჩენილიყო უკანასკნელ, ნამდვილ და ღრმად მოაზროვნე კათოლიკედ. ეს არ არის რწმენის საკითხი, არამედ ეს არის უკვე ცივი წინდახედულება, შესანიშნავი ინტელექტი და ცინიკური პრაგმატიზმი, რომელიც ყოველთვის თან ახლდა რომის კათოლიკური ეკლესიის ინსტიტუტს. პონტიფიკოსს ესმოდა: ის რისკავს გახდეს „წმინდა წმინდათა” გასაღებების უკანასკნელი მფლობელი, უკანასკნელი „პეტრე“. ის ჩაეფლა ვატიკანის აყროლებულ სკანდალებში, გააცნობიერა გარემოს დაცემის სიღრმე, დაეთანხმა არსებულ რეალობას და ნებაყოფლობით დატოვა იგი. პაპის ენციკლიკებში ცხადად იკითხებოდა მთავარი აზრი: ეკლესია უკვე უძლურია სამწყსოს კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა. მეცნიერებისა და რწმენის მკაცრი ფანატიკოსების დრო, რომლებიც საკუთარი ნებით ცვლიდნენ ისტორიას – სამუდამოდ წავიდა. პონტიფიკოსის მცდელობა განეხორციელებინა ანტილიბერალური კონტრრეფორმაცია – ჩავარდა. მისი დაუღალავი მცდელობა უღმერთოების “კანალიზაციას“ გააყოლეს გონების გამრუდების უბადლო ოსტატებმა – დასავლური მედიის სანაგვე ტაბლოიდებმა.

მან უკვე 2007 წლის მეორე ენციკლიკის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ხსნა იმედით“ ეკლესიაში უკვე აღარ ჩანდა. ჭეშმარიტად ღრმა თეოლოგ-ინტელექტუალის ლამაზ კალმის შეფუთვაში გამოწყობილი ტექსტი, დაწერა იმედგაცრუებულმა იოზეფ ალოის რატზინგერმა და არა რომის პაპმა ბენედიქტ XVI-ემ. მან უკვე იმ პერიოდისთვის დაასრულა ახალი ბარბაროსების შემოსევის წინააღმდეგ თავისი ბრძოლა. მის თვალწინ გაიელვა მიგრანტების მიერ შექმნილმა ექსტრატერიტორიულმა ანკლავებბა ვატიკანის კედლებს ძირას. პაპის თვალწინ, პაპის კურიის მარმარილოზე უსირცხვილოდ დაბოდიალობნენ მოსიარულე ქურდები და გაუკუღმართებული აზროვნების მქონე გარყვნილები. პოლიტიკოსები, რომლებიც განზრახ ძირს უთხრიდნენ ოჯახის და სახელმწიფოს ინსტიტუტს „ლგბტ“ დღის წესრიგით. გაჯეტების შრიალის, სოციალურ ქსელებში ადამიანების ჩაძირვის ყოველდღიურობაში, მისი ეკლესიის ქადაგება უკვე უსარგებლო იყო. შეიქმნა ახალი კერპები, ახალი წარმართული ღმერთები – რასაც ზეციდან შეჰყურებდა განრისხებული უფალი. რაცინგერმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ თავისი ჯვაროსნული ლაშქრობა დაწყებისთანავე წააგო.

მართლაც სამწუხაროა, რომ ამ დონის ღრმა და გონიერმა ადამიანმა დატოვა სამყარო. პაპის ტიარას დათმობით, ჯოზეფ რაცინგერმა შეძლო ღმერთისადმი რწმენის ნატეხი მაინც შეენარჩუნებინა თავის გულში. მან თითქოს სასოწარკვეთილმა შეღაღადა: „იქნებ უმაღლესი ძალები დაალაგებენ ყველაფერს, მაგრამ უკვე ჩემს გარეშე“. ასეა თუ ისე, კათოლიციზმის ისტორიაში იგი შევიდა, როგორც ნათელი მქადაგებელი, ძლიერი გონებისა და სხეულის მატარებელი, ფანატიკოსი და უკომპრომისო რწმენის საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, მცდელობის დონეზე მაინც, მას ჰქონდა კათოლიკური ეკლესიის გადარჩენის შანსი თავისი წინდახედულებით, „ეშმაკობით“, სიხისტით, რკინის ნებით. სამწუხაროდ, დიდ ბრძენ კაცსაც კი შეუძლია შეცდომის დაშვება და ის ამ ბრძოლაში დამარცხდა…