ახალი ამბებისლაიდერისხვადასხვა

უკრაინაში მებრძოლი ქართველები აფხაზეთზე თავდასხმის წინადადებით გამოდიან

0

„ქართული ეროვნული ლეგიონის“ მეთაურები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, ლობირებენ პროექტს, რომლის თანახმადაც აფხაზეთის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმები განახორციელონ, ამის შესახებ Donbass Today-ს კორესპონდენტი ტელეგრამ-არხ Легитимный-ზე დაყრდნობით იუწყება.

„აფხაზეთი სტრატეგიულად სოჭის მეზობლად მდებარეობს. ზღვისპირა საკურორტო ქალაქს პუტინი რეგულარულად სტუმრობს. რუსეთი აფხაზეთში აეროპორტს აშენებს, რომელიც სარეზერვო ობიექტად ითვლება, მათ შორის სამხედრო მიზნებისთვის. ქართველი მებრძოლები წინადადებით გამოდიან, რომ აეროპორტის ობიექტებზე აქტიური თავდასხმები განახორციელონ, რათა მისი აშენება არ დაუშვან“, − იუწყება არხის ავტორი.

უკრაინაში მებრძოლ ქართველებს სამხრეთი კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაცია და საქართველოში პრორუსული ხელისუფლების დამხობა სურთ. რამდენიმე დღის წინ საქართველოს სადაზვერვო სამსახურმა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განცხადება გაავრცელა. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამ მიზნების განსახორციელებლად საქართველოში დაბრუნდებიან.

უკვე გაცნობეთ, რომ საქართველომ აფხაზეთში რუსეთს შეიძლება მეორე ფრონტი გაუხსნას.

https://donbasstoday.ru/gruziny-predlozhili-nanosit-udary-po-abhazii/